You are on page 1of 6

/ 27-28 /

სახელი, გვარი ______________________________

1. უოლ სტრიტის ბირჟაზე, ნიუ-იორკში კატასტროფულად დაეცა აქციათა კურსი...

ა. 1920 წლის 25 ოქტომბერს.

ბ. 1924 წლის 25 ოქტომბერს.

გ. 1929 წლის 25 ოქტომბერს.

დ. 1939 წლის 25 ოქტომბერს.

2. განმარტეთ - "დიდი დეპრესია" - _______________________________

3. აშშ-ის პრეზიდენტმა შეძლო ქვეყნის "დიდი დეპრესსისგან" გამოყვანა ისე, რომ მისი თქმით,
"შიმშილისთვის დემოკრატია არ გადაუყოლებია". საუბარია პრეზიდენტ...

ა.ფრანკლინ დელანო რუზველტზე

ბ. ვუდრო უილსონზე

გ. ჰარი ტრუმენზე

დ. რიჩარდ ნიქსონზე

4. 1929 წლის 25 ოქტომბერი ცნობილია, როგორც...

ა. ევროპაში - "შავი ორშაბათის" და აშშ-ში "შავი სამშაბათის" სახელით.

ბ. ევროპაში - "შავი ხუთაბათის" და აშშ-ში "შავი შაბათის" სახელით.

გ. ევროპაში - "შავი ხუთაბათის" და აშშ-ში "შავი პარასკევის" სახელით.

დ. ევროპაში - "შავი ხუთაბათის" და აშშ-ში "შავი კვირის" სახელით.

5. "სოციალური დაცვის აქტი მიღებულ იქნა...

ა. 1933 წელს.

ბ.1934 წელს.

გ. 1935 წელს.
დ. 1936 წელს.

6. გერმანიაში "გერმანიის მარქსიზმისგან განწმენდას" მიზნად ისახავდნენ...

ა. ბოლშევიკები.

ბ. იმპერიალისტები.

გ. სოციალ-დემოკრატები.

დ. ნაციონალ-სოციალისტები.

7. 1933 წლის იანვარში გერმანიის სათავეში მოვიდნენ...

ა. ნაციონალ-სოციალისტები

ბ. იმპერიალისტები.

გ. სოციალ-დემოკრატები.

დ. ბოლშევიკები.

8. ვისი ინიციატივით "ამოშალეს ისტორიიდან 1789 წელი"...

ა. ფიურერ ადოლფ ჰიტლერის.

ბ. პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გოებელსის.

გ. ლეიტენანტ ფონ შტაუფენბერგის.

დ. რაიხს-მარშალ ჰიმლერის.

9. განმარტეთ - "ფიურერის კულტი" _________________________________

10. რაიხსტაგი (გერმანიის პარლამენტი) დაშალეს...

ა. 1932 წელს.

ბ. 1933 წელს.

გ. 1934 წელს.

დ. 1935 წელს.

11. ნაცისტების სათავეში მოსვლით ქვეყანაში დამყარდა...

ა. დირექტორია.
ბ. აბსოლუტური მონარქია.

გ. კონსტიტუციური მონარქია

დ. ერთპარტიული დიქტატურა.

12. "პარტიისა და სახელმწიფოს ერთობის უზრუნველყოფის შესახებ" კნონი გამოქვეყნდა...

ა. 1933 წლის დეკემბერში

ბ. 1934 წლის დეკემბერში

გ. 1935 წლის დეკემბერში

დ. 1936 წლის დეკემბერში

13. "არაგერმანული სულით" გაჟღენთილ წიგნებს (უპირველეს ყოვლისა, ებრაულს, მაგრამ ასავე
სხვა დიდი მწერლების წიგნებს, მათ შორის ცეცხლს მისცეს ჰაინეს, ჰაინრიხ და თომას მანების
წიგნები) აუტოდაფე მოუწყვეს...

ა. 1931 წლის 11 ნოემბერს.

ბ. 1932 წლის 15 აპრილს.

გ. 1933 წლის 10 მაისს.

დ. 1934 წლის 9 მაისს.

14. განმარტეთ: 1. "აუტოდაფე" ______________________________________

2. "ჰოლოკოსტი" ____________________________________

15. გერმანელებმა გაანადგურეს 9 600 000 ებრაელიდან ...

ა. 5 000 000 ებრაელი.

ბ. 6 000 000 ებრაელი.

გ. 7 000 000 ებრაელი.

დ. 8 000 000 ებრაელი.

16. მიღებულ იქნა სპეციალური ნიურნბერგის კანონები, რომელიც მოიცავდა კანონს...

ა. "გერმანული სისხლისა და ღირსების დაცვის შესახებ".


ბ. "ჰოლოკოსტის აუცილებლობას".

გ. "კოლექტიური ჯარიმის შესახებ".

დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

17. 1938 წელს პარიზში მომხდარი მკვლელობის (ებრაელმა ახალგაზრდამ მოკლა გერმანიის
საელჩოს წარმომადგენელი) საბაბით, ნაცისტებმა 9-10 ნოემბერს ებრაელთა სასტიკი დარბევა
მოაწყვეს, რომელიც ისტორიაში შევიდა შემდეგი სახელით...

ა. "ალესილი დანების ღამის" სახელით.

ბ. "ლუდის პუტჩის" სახელით.

გ. "გრძელი დანების ღამის" სახელით.

დ. "ბროლის ღამის" სახელით.

18. საიდუმლო სახელმწიფოს პოლიციას ეწოდა.

ა. "რაიხის პოლიცია".

ბ. "ვერმახტის ძალები"

გ. "გესტაპო".

დ. "SS" ("ეს-ეს").

19. საგანგებო "ელიტურ ორგანიზაციას" და ჰიტლერის პირად საიდუმლო სამსახურს ეწოდა...

ა. "SS" ("ეს-ეს").

ბ. "ჰიტლერის გვარდის".

გ. "რაიხის პოლიცია".

დ. "ვერმახტი"

20. მკაცრად ცენტრალირებულ სამხედრო და საქალაქო სისტემებს განაგებდა...

ა. იოზეფ გებელსი.

ბ. ჰაინრიხ ჰიმლერი.

გ. კლაუს ფონ შტაუფენბერგი.

დ. ჰერმან ვილჰელმ გერინგი.


21.

სურათზე ასახული ბრძოლის აღწერა.

1805 წლის 23 სექტემბერს საფრანგეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები რუსეთისა და


ავსტრიის წინააღმდეგ. მეთაურმა შეიკრიბა 65 000 ჯარისკაცი და მეორე დილას, 1 ოქტომბერს,
ლაშქრით რაინზე გადავიდა. 6 რიცხვში ბავარია აიღო, 20-ში დაიკავა ულმი, 13-ში აიღო ვენა,
ხოლო 2 დეკემბერს (ძვ.სტილით 20 ნოემბერს), თავისი გამეფების წლისთავზე რუსებსა და
ავსტრიელებს შეებრძოლა. ავსტრიელების საჯარისო კორპუსს ფრანც იოსები ხელმძღვანელობდა,
ხოლო რუსებისას ალექსანდრე I, მიხაილ კუტუზოვი და პეტრე ბაგრატიონი.

ფრანგების მეთაურმა კარგად შედგენილი სამოქმედო ოპერაციის მიხედვით კოალიციას


მარჯვნიდან და მარცხიდან შეუტია და მალევე შეასუსტა ფალანგები. რამდენიმე საათიანი
სასტიკი ბრძოლის შემდეგ დაბნეული მოწინააღმდეგები უკუიქცნენ. უკუგდებულ არიერგარდს
ფრანგი ჯარისკაცები უკან მისდევდნენ და ხოცავდნენ. მოკავშირეთა კოალიციამ ჯამში 36 000
ჯარისკაცი, 180 ქვემეხი დაკარგა და სრულიად დაშლილ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხოლო
ფრანგებმა დაკარგეს - 9 000 კაცი. ამ ბრძოლის შედეგად საბოლოოდ დამარცხდა მე-3
ანტიფრანგული კოალიცია, ხოლო ავსტრიამ დეკემბერში ხელი მოაწერა პრესბურგის საზავო
ხელშეკრულებას და კოალიციიდან გამოვიდა.

ეს ბრძოლა, ასევე, ცნობილია, როგორც სამი იმპერატორის ბრძოლა.

(1) 1. ვისი ჯარია აღნიშნული ბრძოლის სქემაზე ლურჯი ფერით?

(1) 2. ვისი ჯარია აღნიშნული ბრძოლის სქემაზე წითელი ფერით?

(3) 3. ტექსტის მიხედვით რომელ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს აღნიშნული ბრძოლა და


ვისი გამარჯვებით დასრულა ის?

(3) 3. ტექსტის მიხედვით, ჩამოთვალეთ მოწინააღმდეგე მხარეების მთავარსარდლები.

(2) 4. ტექსტის მიხედვით ჩამოწერეთ ბრძოლის შემდეგ დანაკარგების რაოდენობდა.

30 ქულიდან / ________

You might also like