You are on page 1of 5

ჭეშმარიტი და მცდარი

1. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში


ნაპოლეონ ბონაპარტი მოვიდა - მცდარია სწორია: ამრევოლუციის
პერიოდში იყო ქვეყნის სათავესი ნაპოლეონ ბონაპარტი.
2. მერკანტილისტური მოძღვრების თანახმად სახელმწიფო არ უნდა
ჩარეულიყო ვაჭრობაში და მევანშეებისთვის უნდა შეექმნა ხელსაყრელი
პირობები - მცდარია სწორია: სახელმწიფო უნდა ჩარეულიყო ვაჭრების
სასარგებლოდ სამეურნეო საქმიანობაში.
3. ფიზიოკრატების რწმენით ვაჭრობით სიმდიდრის დაგროვება შეუძლებელია
და მატერიალური დოვლათის დაგროვების ერთადერთი გზა სოფლის
მეურნეობაა - ჭეშმარიტია
4. ჯვაროსნული ლაშქრობები განვითარებული შუასაუკუნეების
უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე
მონღოლების გამოჩენას მოჰყვა - მცდარია სწორია: მსოფლიო ასპარეზზე
თურქსელჩუკების გამოჩენას მოჰყვა.
5. ქვის ხანაში, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი
პერიოდია, გვაროვნული თემი მატრიარქალური იყო - ჭეშმარიტია
6. მსოფლიოში პირველი სახელმწიოები ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკასა და
აზიის კონტინენტზე შეიქმნა - ჭეშმარიტია
7. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ გამარჯვებულმა
გერმანელებმა იუსტინიანეს კანონები ძალაში დატოვეს - მცდარია სწორია:
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, გამარჯვებულმა
გერმანელებმა ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე თავიანთი
სახელმწიფოები დააარსეს და თავიანთი სამართალი დაამკვიდრეს.
8. სალიკურ სამართალში მეფისა და ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულის გარდა ყველა დანაშაულის გამოსყიდვა ჯარიმით შეიძლებოდა
- ჭეშმარიტია
9. ეთნიკურობის ინსტრუმენტალისტური თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ
ეთნიკურობა თანდაყოლილი, ობიექტური მოცემულობაა - მცდარია
სწორია: პრიმორდიალისტური თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ
ეთნიკურობა...
10. მაქს ვებერის აზრით ერი არის სუბიექტური რწმენით და არა ობიექტური
რეალობით გაერთიანებული ხალხი - ჭეშმარიტია
11. მაზდეანურ რელიგიაში კეთილი ძალები, ანუ აჰურები და მათი უზენაესზი
ღმერთი აჰურა მაზდა ბოროტ დაევებს ებრძვიან - ჭეშმარიტია
12. მზე-მითრას გამოსახულება მოგვიანებით წმ. გიორგის პროტოტიპად იქცა
და მასთანვე გაიგივდა - ჭეშმარიტია
13. სუეცისა და პანამის არხები XIX საუკუნეში გაიჭრა - ჭეშმარიტია
14. XIX საუკუნის ევროპაში საარჩევნო კანონმდებლობაში გაუქმდა ქონებრივი
ცენზი, ხმის უფლება მიეცათ ქალებსაც - მცდარია სწორია: არჩევნებში
მონაწილეობის უფლება ქალებს საერთოდ არ მიეცათ.
15. თავისუფლების დიდი ქარტია ინგლისში 1215 წელს, ჯონ უმიწაწყლოს დროს
მიიღეს - ჭეშმარიტია
16. პირველი ინდუსტრიული ქვეყნები ჰოლანდია და საფრანგეთი იყვნენ -
მცდარია სწორია: ინგლისი და შოტლანდია.
17. ინდუსტრიული რევოლუცია ეწოდა ბრიტანეთის ისტორიის პერიოდს,
როდესაც ფართოდ ინერგებოდა მანქანური ხელსაწყო-იარაღები
საფეიქრო მრეწველობაში - ჭეშმარიტია
18. არისტოტელეს აზრით მმართველობის მიუღებელი ფორმებია: ტირანია,
ოლიგარქია და დემოკრატია - ჭეშმარიტია

19. აბსოლუტური მონარქიის უმთავრესი იდეოლოგი ლუი მონტესკიეა -


მცდარია სწორია: ჟან ბოდენია.
20. ფეოდალური შუა საუკუნეებიდან ისტორიის ახალ პერიოდზე,
კაპიტალისტურ ურთიერთობებზე გადასვლა ჰოლანდიასა და ინგლისში
უმტკივნეულოდ მოხდა - ჭეშმარიტია
21. ბაბილონის სამეფო განსაკუთრებით სარგონ II-ის მეფობის პერიოდში
გაძლიერდა - მცდარია სწორია: ხამურაბის მეფობის პერიოდში
გაძლიერდა.
22. ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ ბაბილონში გადასახლებული ებრაელები
ტყვეობიდან კიროს დიდმა გაათავისუფლა - ჭეშმარიტია
23. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთი გერმანიას დაუზავდა და I
მსოფლიო ომიდან გამოვიდა - ჭეშმარიტია
24. იტალიის მეფემ მუსოლინი მთავრობის თავჯდომარედ დანიშნა -
ჭეშმარიტია
25. მარქსიზმის თანახმად ყველა საზოგადოების ისტორია კლასთა ბრძოლის
ისტორიაა, სახელმწიფო კი გაბატონებული კლასის ბატონობის იარაღი -
ჭეშმარიტია
26. XV საუკუნეში ბიზანტიის დაცემამ და ოსმალთა გაბატონებამ ინდოეთისკენ
ახალი გზების ძიებას და დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს დაუდო სათავე -
ჭეშმარიტია
27. ქრისტეფორე კოლუმბს ესპანეთში ადმირალის, ვიცე-მეფის ტიტული უბოძეს
და აღმოჩენილი კუნძულების და მატერიკის მმართველი გახადეს -
ჭეშმარიტია
28. არისტოტელე ვაჭრობას ქრემატულ საქმიანობად მიიჩნევდა და მიჯნავდა
მას ეკენომიკის სამართლიანი ფორმისგან - მცდარია სწორია:
არისტოტელე ვაჭრობას სასარგებლო ეკონომიკურ საქმიანობად
მიიჩნევდა.
29. I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაერო შეიქმნა, რომლის შტაბ-ბინა
ნიუ-იორკში მდებარეობს - მცდარია სწორია: II მსოფლიო ომის...
30. ქრისტოფ მაინერსი მიიჩნევდა, რომ ადამიანის რასობრივ თავისებურებებსა
და გონებრივ შესაძლებლობებს შორის პირდაპირი კავშირია - ჭეშმარიტია
31. XX საუკუნის 30-იან წლებში რასისტულმა თეორიამ განვითარება გერმანიის
ფაშისტური ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დოქტრინაში ჰპოვა -
ჭეშმარიტია
32. ისლამი ყველა სახის კერპს სასტიკად ებრძოდა, ქანდაკებები და კერპები
მათთვის უცხო იყო - ჭეშმარიტია
33. ანიმიზმი ცხოველთა და მცენარეთა თაყვანისცემას გულისხმობს - მცდარია
სწორია: ანიმიზმი უსულო სამყაროს გასულიერებას გულისხმობს
34. სპარტის მეფე ლიკურგე იყო პირველი, ვისი ბრძანებითაც ოქროს მონეტები
მოიჭრა - მცდარია სწორია: ოქროსა და ვერცხლის ფულის გამოყენება
აკრძალა და რკინის ფული შემოიღო.
35. ათენის პირველი სამართლის კრებული, რომელიც დრაკონმა შეადგინა,
ჰუმანისტური კანონებით გამოირჩევა - მცდარია სწორია: კანონები ისეთი
მკაცრი იყო, რომ თითქმის ყოველგვარი დანაშაულისთვის სიკვდილით
დასჯას ითვალისწინებდა.
36. ათენის არქონტმა სოლონმა კანონის ახალი კრებული შეიმუშავა, რომელიც
მისი ბრძანებით 16 დაფაზე ამოკვეთეს - ჭეშმარიტია
37. 1934 წელს საბჭოთა კავშირში დაიწყო „დიდი წმენდა“, ანუ სტალინის
რეპრესიები, როდესაც განსხვავებულად მოაზროვნეებს, მათ შორის ძველ
ბოლშევიკებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ - ჭეშმარიტია
38. 1871 წლის 18 იანვარს ვერსალში გერმანიის მეორე რაიხის ჩამოყალიბება
ოფიციალურად გამოცხადდა - ჭეშმარიტია
39. 1870 წლის საფრანგეთ-პრუსიის ომი საფრანგეთის უპირობო გამარჯვებით
დასრულდა - მცდარია სწორია: პრუსიის უპირობო გამარჯვებით
დასრულდა.
40. ესპანეთში ფაშისტებს ჯაკომო მატეოტი ხელმძღვანელობდა - მცდარია
სწორია: ფრანსისკო ფრანკო.
41. რეფორმაცია ევროპაში XIII საუკუნეში დაიწყო და ის კათოლიკური ეკლესიის
რეფორმას გულისხმობდა - მცდარია სწორია: რეფორმაცია ევროპაში XVI
საუკუნეში დაიწყო.
42. რეფორმაციის სულისჩამდგმელები იყვნენ: გერმანიაში მარტინ ლუთერი და
შვეიცარიში უილრიჰ ცვინგლი - ჭეშმარიტია
43. 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ცარისტულმა რუსეთმა დაიპყრო - მცდარია სწორია: საბჭოთა რუსეთმა
დაიპყრო.
44. 1985 წელს მიხეილ გორბაჩოვის საბჭოთა კავშირის სათავეში მოსვლით
„პერესტროიკის“ (გარდაქმნის) ეპოქა დაიწყო - ჭეშმარიტია
45. პირველი ინდური ცივილიზაცია, ე.წ. ჰარაპას საზოგადოება
მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას მისდევდა - ჭეშმარიტია
46. ბერძნების სახელთან არის დაკავშირებული კაცობრიობის უდიდესი
მიღწევა - ანბანური დამწერლობის გამოგონება - მცდარია სწორია:
ფინიკიელების სახელთან არის დაკავშირებული.
47. IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონოფიზიტობა დაგმეს და დიოფიზიტობა
საქრისტიანოს კანონიკურ მიმდინარეობად გამოცხადდა - ჭეშმარიტია
48. შუამდინარეთი ტიგროსსა და ევფრატს შორის მოქცეულ ტერიტორიას
გულისხმობს და მას ბერძნულად მესოპოტამიას უწოდებდნენ - ჭეშმარიტია
49. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის წარმომადგენლები ადამ სმიტი და
დევიდ რიკარდო არიან - ჭეშმარიტია
50. ტერმინი ეკონომიკა პირველად ბერძენმა სწავლულმა, ქსენოფონტემ
გამოიყენა თავის შრომებში - ჭეშმარიტია
51. ანგლო-საქსური სამართალი სამართლის კოდექსებს ეყრდნობა, რომელთა
შექმნას ნაპოლეონ I-მა ჩაუყარა საფუძველი - მცდარია სწორია: ანგლო-
საქსური სამართალი სასამართლოს პრეცედენტს ეყრდნობა.
52. კანონთა პირველი კრებული, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია შუმერების
მეფეს, ხამურაბს ეკუთვნის - მცდარია სწორია: ბაბილონის მეფეს, ხამურაბს
ეკუთვნის.
53. საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებსა და წეს-ჩვეულებებს
ისტორიის დარგი ანთროპოლოგია შეისწავლის - მცდარია სწორია:
ეთნოგრაფია შეისწავლის.
54. ეთნოგრაფიის განვითარებას ეთნოლოგია წარმოადგენს - ჭეშმარიტია
55. ეგვიპტეში ამენხოტეპ IV-ის მიერ მიღებულმა მონოთეისტურმა რელიგიამ
რამდენიმე საუკუნე იარსება - მცდარია სწორია: ძალიან ცოტახნით
იარსება.
56. იუდაიზმი, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის რელიგია VII საუკუნეში
ჩამოყალიბდა - მცდარია სწორია: ქრისტიანობა.
57. ბულიონიზმი ეკონომიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც სიმდიდრე
განისაზღვრება ქვეყანაში ძვირფასი ლიტონების არსებობით - ჭეშმარიტია
58. საფრანგეთი 1789 წლის სისხლიანი რევოლუციის შემდეგ რესპუბლიკად
საბოლოოდ ჩამოყალიბდა - მცდარია სწორია: ?
59. ქრისტიანთა დევნამ რომის იმპერიაში ყველაზე მწვავე სახე იმპერატორ
დიოკლეტიანეს დროს მიიღო - ჭეშმარიტია
60. 1918 წლის ნოემბერში გერმანიაში რევოლუცია დაიწყო და ხესისუფლებაში
ნაციონალ-სოციალისტური, იგივე ფაშისტური მთავრობა მოვიდა - მცდარია
სწორია: ნაცისტური.
61. 1914 წლის ნოემბერში გერმანიის მხარეზე ოსმალეთის იმპერია, 1915 წლის
დასაწყისში კი ბულგარეთის სამეფო გადმოვიდა - ჭეშმარიტია
62. ქვეყნების განვითარების დონე განისაზღვრება ერთ სულ მოსახლეზე
ქვეყნის შემოსავლის მიხედვით - ჭეშმარიტია
63. ევოლუციური განვითარება ერთხაზოვან, თუმცა ნახტომისებრ
განვითარებას გულისხმობს - მცდარია სწორია: სწორხაზოვან.
64. ფარაონ ხუფუს პირამიდა ერთადერთია, რომელმაც ჩვენამდე გაუძარცვავი
სახით მოაღწია - მცდარია სწორია:
65. ჟან ბოდენი თავის თხზულებებში მმართველობის სამ ფორმას განიხილავს:
დემოკრატიას, არისტოკრატიას და მონარქიას და მათგან საუკეთესოდ
მონარქიას ასახელებს - ჭეშმარიტია
66. სახელმწიფო ხელისუფლების სამ შტოს შორის გადანაწილების პრინციპი
კლასიკური სახით პირველად შარლ ლუი მონტესკიემ ჩამოაყალიბა -
ჭეშმარიტია
67. პირველი კონსტიტუციური მონარქია დიდ ბრიტანეთში წარმოიქმნა -
ჭეშმარიტია
68. რომაელებმა ბოლო რექსის, ტარკვინიუს ამაყის გაძევებით რესპუბლიკური
წყობა მონარქიულით შეცვალეს - მცდარია სწორია: მონარქიული
წყობილება რესპუბლიკით შეცვალეს.

You might also like