You are on page 1of 6

რომაული დაპყრობები -- მითრიდატული ომები ---ტრიუმვირატები

სელევკიდების დამარცხება -- ძვ.წ 190 წელს მაგნეზიასთან ბრძოლაში რომმა დაამარცხა


სელევკიდების მეფე ანტიოქოსი. სელევკიდების სახელმწიფო დაიშალა. წარმოიქმნა პართია
არშაკიანთა დინასტიით სათავეში , სომხეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ორი სამეფო
სოფენას სამეფო და დიდი არმენია . ქართლის აღმოსავლეთით ჩამოყალიბდა ალბანეთის
სამეფო . გაძლიერდა პონტოს სამეფო. რომმა ფეხი მოიკიდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ
სანაპიროზე, ასევე დაიკავა ბოსფორის გასასვლელიც. რომაელები შავ ზღვას სრულად ვერ
აკონტროლებდნენ , რადგან ძვ.წ IIსაუკუნისთვის გაძლიერდა პონტოს სამეფო. შავი ზღვიდან
ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელის რომის ხელში გადასვლამ შეასუსტა პონტოს საგარეო
ვაჭრობის ინტენსივობა. რომისთვისაც მნიშვნელოვანი იყო შავი ზღვის სრულად
გაკონტროლება, რადგან ამით ხელში ჩაიგდებდა მდიდარ რეგიონებს და მნიშვნელოვან
სავაჭრო ქალაქებს. ყოველივე ამის გამო დაპირისპირება რომსა და პონტოს შორის
გარდაუვალი გახდა.

პონტოს სამეფო წარმოიქმნა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ,


მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებს და
აკონტროლებდა სავაჭრო გზებს. პონტოს სამეფო გაძლიერდა სელევკიდების დაშლის შემდეგ
. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი ( ძვ.წ 111-63 წწ) ენერგიული და განათლებული,
(იცოდა 22 ენა) ასევე მკაცრი და დაუნდობელი მმართველი იყო. მითრიდატე ევპატორის
დროს პონტომ დაიპყრო კოლხეთი და ჩრდილოეთ შავზღვისპირეთში ბოსფორის სამეფო.
პონტოს სამხრეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ ქართული ტომები ლაზები , ჭანები , კოლხები.
კოლხეთს ისევე როგორც სხვა დაპყრობილ ტერიტორიებს პონტოს მიმართ გარკვეული
ვალდებულებები ჰქონდა , პონტოს აქედან გაჰქონდა საშენი მასალა გემებისთვის, ხეტყე, ფისი,
ცვილი, გაჰქონდათ განთქმული კოლხური სელი, გაჰყავდათ მონები. მითრიდატე
აკონტროლებდა სავაჭრო საზღვაო გზებს . რომისთვის მნიშვნელოვანი იყო შავი ზღვის
სანაპიროების ფლობა, ამიტომ მითრიდატე რომს დაუპირისპირდა . პონტოს სამეფოს და
რომს შორის ომებს „მითრიდატული ომებს“ უწოდებენ.

მითრიდატული ომები--- I ომი ძვ.წ 89-84 წლები. ძვ.წ 89 წელს რომაელთა წაქეზებით
ბითვინიის მეფემ ომი დაუწყო პონტოს , რომი მაშინვე ჩაერთო ომში. პირველ ეტაპზე
მითრიდატე ევპატორმა წარმატებას მიაღწია, ის ტრიუმფით შევიდა რომის აზიური
პროვინციის ქალაქ ეფესოში, 80 ათასი რომაელი ამოხოცა , ეს მოვლენა ისტორიაში „ეფესოს
საღამოს“ სახელით შევიდა. 88 წელს მცირე აზიაში გამართულ ბრძოლაში რომაული არმია
დამარცხდა . მითრიდატემ მცირე აზიური ქალაქები დამოუკიდებლად გამოაცხადა და ხუთი
წლით გადასახადებისგან გაათავისუფლა, შემდეგ გადავიდა საბერძნეთში და იქიდანაც
გააძევა რომაელები. მითრიდატეს წინააღმდეგ დაიძრა იმ დროის უდიდესი რომაელი
სარდალი ლუციუს კორნელიუს სულა, აიღო საბერძნეთი, გადმოვიდა აზიაში დაამარცხა
მითრიდატე ძვ.წ 85 წელს და დაუზავდა . ზავის პირობებით მითრიდატემ დაკავებული
ტერიტორიები რომს გადასცა, ასევე გადასცა ფლოტი და იკისრა კონტრიბუცია.

II ომი -- მცირე აზიაში დარჩენილ რომაელებს ეგონათ მითრიდატე ევპატორი დასუსტდა


და ძვ.წ 83 წელს თავს დაესხნენ , მაგრამ დამარცხდნენ, სულას ჩარევის შედეგად აღდგა
ზავის პირობები ძვ.წ 82 წელს . ეს მცირე ომი მეორე მითრიდატულ ომად ითვლება.
III მითრიდატული ომი- რომი სამოქალქო ომის პირას იყო , მითრიდატე სარგებლობს
მშვიდობიანი პერიოდით და ძალებს იკრებს თავისი არმიის რეორგანიზაციისა და
გაძლიერებისთვის, ასევე რომის წინააღმდეგ კოალიციას კრავს . მითრიდატეს
მოკავშირეები გახდნენ სომხეთის ძლიერი მეფე ტიგრან II არმენიელი , ( დედაქალაქი
ტიგრანაკერტი) ქართლის მეფე არტაგი ( არტოკე ) და ალბანეთის მეფე ოროზე . სომხეთის
სამეფო ტიგრან II-ით სათავეში ამ დროს ძალიან ძლიერია. მითრიდატემ გაითვალისწინა
ტიგრანის სიძლიერე და მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად. მითრიდატე არ ეგუებოდა მარცხს
და რომთან ომის საბაბს ეძებდა. ძვ.წ 74 წელს გარდაიცვალა ბითვინიის მეფე, რომელმაც
სამეფო რომს უანდერძა, მითრიდატე გარდაცვლილი მეფის ვაჟის ინტერესების დამცველად
გამოვიდა და რომალებს ომი დაუწყო. მითრიდატესთან საბრძოლველად რომი გზავნის
სარდალ ლუკულუს , რომელსაც ომის გაგრძელება გაუჭირდა და მის ნაცვლად გამოგზავნეს
სარდალი გნეუს პომპეუსი . პომპეუსმა წარმატებით დაასრულა მესამე მითრიდატულ ომი,
დაამარცხა მითრიდატე, შეშინებული ტიგრანი პომპეუსს უბრძოლველად დანებდა,
სომხეთი გამოცხადდა „რომის მოკავშირედ და მეგობრად“ . ძვ. წ 65 წელს პომპეუსმა
ქართლის მეფე არტაგიც დაამარცხა და ზავი დაუდო. იბერთა მეფეც „რომის მოკავშირედ და
მეგობრად“ გამოცხადდა. დამარცხებული მითრიდატე გაიქცა ბოსფორის სამეფოში, სადაც
თავისი ვაჟი მეფობდა და თავი მოიკლა . მითრიდატული ომების შედეგად რომის ხელში
გადავიდა აზიის დიდი ნაწილი, ასევე რომმა უშუალოდ მიიერთა ალბანეთის, იბერიის და
კოლხეთის სამეფოები.

I ტრიუმვირატი --ძვ.წ 60 წელს რომის ისტორიაში პირველად ყალიბდება სამი კონსულის


მმართველობა -ტრიუმვირატი . რომში პოლიტიკურ ბრძოლაში სამი პიროვნება
დაწინაურდა იულიუს კეისარი, გნეუს პომპეუსი და მარკუს კრასუსი. რომის რესპუბლიკის
ტერიტორია ისე გაიზარდა , რომ რომს მისი მართვა უჭირდა , რადგან ომები ხშირად რომიდან
შორს ათასობით კილომეტრზე მიმდინარეობდა, ამიტომ კონსულები ყოველთვის ვერ
ახერხებდნენ თავად ეხელმძღვანელათ ჯარისთვის. ამიტომ ხშირად ჯარს გამოცდილი
მხედართმთავრები ხელმძღვანელობდნენ. რომაულ არმიაში გაიზარდა სარდლების გავლენა
და ავტორიტეტი. ისინი აგროვებდნენ ჯარს , ნადავლს უნაწილებდნენ, ხელფასს უხდიდნენ,
ამიტომ ლეგიონერები თავიანთ სარდლებს ემორჩილებოდნენ. რომაული არმიის სამხედრო
წარმატებების მიუხედავად რომში კვლავ გრძელდებოდა პოლიტიკური კრიზისი.
პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება რომში პოპულარულები პიროვნებები იულიუს კეისარი,
გნეუს პომპეუსი, მარკუს კრასუსი. აღმოსავლეთის დაპყრობით და მითრიდატეს
დამარცხებით სახელი გაითქვა პომპეუსმა (ძალა ). მარკუს კრასუსმა რომში ძვ.წ 71 წელს
სპარტაკის აჯანყება ჩაახშო და მოიპოვა დიდი ავტორიტეტი( ფული). ევროპაში ომებს
ესპანეთში, გალიაში , ბრიტანეთში აწარმოებდა იულიუს კეისარი ( ჭკუა). იულიუს კეისარი
(ცეზარი) დაიბადა ძვ. წ100 წელს წარჩინებულ იულისთა ოჯახში. რომის ერთ-ერთი უდიდესი
პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და
ორატორი. წარმოშობით პატრიცია. 68 წელს გახდა კვესტორი,შემდგომ ედილი, პრეტორი.
პირველი თანამდებობა, რომელიც მან მიიღო, იყო სამხედრო ტრიბუნობა. 60 წელს შეკრა
კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან ერთად. ძვ.წ 59წ. კონსულად აირჩიეს კეისარი,
რომელმაც თავისი აგრარული პროექტი დაამტკიცებინა სენატს. კანონპროექტით
გათვალისწინებული იყო ღარიბი მოქალაქეების დასახლება ახლადგამოყოფილ მიწის
ნაკვეთებზე; ძირითადად ვეტერანებისათვის და მრავალშვილიანებისთვის. ეს კანონპქოექტი
იულიუსის კანონების სახელით შევიდა ისტორიაში. 60 წელს გნეუს პომპეუსი , მარკუს
კრასუსი , იულიუს კეისარი გაერთიანდნენ, კეისარმა შეძლო შეერიგებინა კრასუსი და
პომპეუსი და გაფორმდა არაფორმალური შეთანხმება რომ დაეხმარებოდნენ ერთმანეთს . ამ
გაერთიანებას თანამედროვეებმა პირველი ტრიუმვირატი ანუ სამი ადამიანის მმართველობა
უწოდეს. მათ გადაინაწილეს ხელისუფლება რომში. ძვ. წ 53 წელს კრასუსი დაიღუპება
პართელებთან ბრძოლაში. კრასუსის გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა
კეისარს და პომპეუსს შორის, კეისარი ძვ.წ 58-51 წლებში სრულად ამარცხებს გალიას . ძვ.წ
52 წელს სენატმა კოლეგიის გარეშე პომპეუსი ერთპიროვნულ მმართველად დაამტკიცა,
ხოლო კეისარს მოუწოდა დაეშალა ჯარი და მოეხსნა უფლებამოსილება . ამ დროს კეისარი
თავისი ლეგიონებით გალიაში იმყოფებოდა და ფიქრობდა როგორ ემოქმედა. თუ კეისარი
სენატის გაადწყვეტილებას არ შეასრულებდა და შეიჭრებოდა რომში, ეს სამოქალაქო ომს
ნიშნავდა. ხოლო თუ შეასრულებდა სენატის მოთხოვნას, მაშინ უარი უნდა ეთქვა
ძალაუფლებაზე. კეისარმა გადაწყვეტილება მიიღო, ძვ.წ 49 წელს კეისარმა გადალახა მდ .
რუბიკონი ფრაზით „ წილი ნაყარია „რუბიკონი გადალახულია“ და შეიჭრა რომში. დაიწყო
სამოქალაქო ომი კეისრის მომხრეებს და პომპეუსის მოხრეებს შორის. რომელიც ძვ. წ 48 წელს
კეისრის გამარჯვებით დასრულდა . პომპეუსი დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა , სადაც
იგი მოკლეს.

კეისარმა ეგვიპტის მმართველად კლეოპატრა VII-ე დასვა. სანამ რომში სამოქალაქო ომი
მიმდინარეობდა , მითრიდატე ევპატორის ვაჟმა ფარნაკე პონტოელმა სცადა მამის
სახელმწიფოს აღდგენა, იულიუს კეისარი ფარნაკეს წინააღმდეგ დაიძრა, დაამარცხა ფარნაკე
პონტოელი და გამარჯვება სენატს აცნობა სამი სიტყვით -„ მივედი , ვნახე , გავიმარჯვე“ .
გამარჯვებულმა კეისამა სახალხო ნადიმით აღნიშნა გამარჯვება. ძვ.წ 45 წელს რომში კეისარი
სიცოცხლის ბოლომდე დიქტატორად გამოაცხადეს, კეისარი ერთპიროვნულ მმართველად
იქცა. სენატი ვერ ურიგდებოდა კეისრის ძალაუფლებას , ძვ.წ 44 წლის 15 მარტს სენატორებმა
მოაწყვეს შეთქმულებმა , გადაიბირეს მისი მეგობრები კასიუსი და ბრუტუსი. შეთქმულებმა 55
წლის იულიუს კეისარი 23 სასიკვდილო ჭრილობით სენატში მოკლეს. ისტორიაში ეს
მოვლენა დარჩა კესირის გაკვირვებული გამოთქმით „ შენც ბრუტუს ?“ კესირის მკვლელები
მიიჩნევდნენ რომ მისი მოკვლით რესპუბლიკური მმართველობა გადაარჩინეს , თუმცა ხალხი
კეისრის მკვლელობით უკმაყოფილო იყო , შეთქმულები ქალაქიდან გაიქცნენ. იულიუს
კეისრმა ანდერძით მემკვიდრედ თავისი დისშვილი ოქტავიანე დატოვა . კეისრის
კვლელები მიიჩნევდნენ რომ ტირანი მოკლეს და ხალხი მათი მადლიერი იქნებოდა, თუმცა
მოსახლეობას უყვარდა კეისარი, ამავე დროს მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა რომ
კეისარმა ქალაქის მოსახლეობას ქონება ანდერძით დაუტოვა. კეისრის მკვლელობამ
აღაშფოთა ხალხი . კეისრის მკვლელები გაიქცნენ .

II ტრიუმვირატი-- ხალხმა კეისრის მკველელები არ მიიღო . რომში დიდი არეულობა


დაიწყო. ძვ.წ 43 წელს სამმა პიროვნებამ გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ და ერთად
დაპირისპირებულიყვნენ მოწინააღმდეგეებს . გაიუს ოქტავიანე , მარკუს ანტონიუსი და
ემილიანუს ლეპიდუსი ჩამოაყალიბებს მეორე ტრიუმვირატს . კეისრის მემკვიდრე
( დისშვილი) გაიუს ოქტავიანე , ემილიუს ლეპიდუსი და ოქტავიანეს დის ქმარი მარკუს
ანტონიუსი ანუ მეორე ტრიუმვირატის წევრები გაუსწორდებიან კეისრის მკვლელებს.
ბრუტუსმა და კასიუსმა თავი მოიკლეს. წარმატების მიუხედავად მეორე ტრიუმვირატიც
დაიშალა. ემილიანუს ლეპიდუსი პოლიტიკას ჩამოშორდა. ოქტავიანემ და ანტონიუსმა
გაინაწილეს პროვინციები , რომში იყო ოქტავიანე. ეგვიპტეში წასული ანტონიუსი გაეყრება
ცოლს ოქტავიანეს დას ოქტავიას და შეირთავს კელოპატრა VII-ეს, რომელსაც საჩუქრად
გადასცა რომის პროვინციები. ძვ.წ 31 წელს ოქტავიანეს და ანტონიუს შორის სამოქალაქო
ომი დაიწყო . ანტონიუსი დამარცხდა და გაიქცა. ანტონიუსმა და კელოპატრამ თავი
მოიკლეს . ოქტავიანე გამოცხადდა რომის იმპერატორად და მიიღო ტიტული
„ავგუსტუსი-- ღვთაებრივი „

You might also like