You are on page 1of 3

ცივი ომის კონფლიქტები

კორეის ომი---II მსოფლიო ომში იაპონიისგან კორეის გათავისუფლების შემდეგ, პოტსდამის


კონფერნეციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ კორეის გაყოფის შესახებ 38-ე პარალელზე.
ჩრდილოეთ კორეაში წარმოიქმნა „ სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“ მისი ლიდერი იყო
კიმ ირ სენი. სამხრეთ კორეას აშშ მფარველობდა, მის ლიდერი იყო ლი სი მანი. 1949 წელს
კიმ ირ სენმა სტალინს გააცნო კორეის გაერთიანების იდეა , სტალინმა მხარი არ დაუჭირა.
1950 წელს ჩრდილოეთ კორეამ გადალახა 38-ე პარალელი და შეიჭრა სამხრეთში. აშშ
პრეზიდენტის ტრუმენის წინადადებით გაერომ მიიღო რეზოლუცია დახმარებოდა კორეას ,
გაეროს ჯარები ამერიკელი გენერლის დუგლას მაკარტურის მეთაურობით შევიდნენ კორეაში
და გაათავისუფლეს სამხრეთ კორეა, კიმ ირ სენს დახმარება აღმოუჩინა ჩინეთის რესპუბლიკის
ხელმძღვანელმა მაო ძე-დუნმა, შექმნა 2 მლნ. „მოხლისეთა არმია“ და ჩაება ომში. ომი
დასრულდა 1952 წელს ჩრდილოეთ კორეის დამარცხებით. 1953 წელს სტალინის სიკვდილის
შემდეგ დაიდო საზავო ხელშეკრულება, აღდგა სადემარკაციო ხაზი.

კარიბის კრიზისი--XX საუკუნის 50 -იან წლებში კუბას მართავდა ფულხენსიო ბატისტა,


რომელიც ხელს უწყობდა კუბაში ამერიკული ინტერესების რეალიზებას, კუბის ეკონომიკას
მდიდარი ამერიკელები აკონტროლებდნენ . 1959 წელს კუბაში ფიდელ კასტრომ
რევოლუციით ჩამოაგდო ბატისტას რეჟიმი და მოახდინა ამერიკული ქონების
ნაციონალიზაცია, ამ მოვლენაზე თვალის დახუჭვა ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც
წააქეზებდა ამერიკის წინააღმდეგ, ამიტომ ამერიკამ გადაწყვიტა კასტროს რეჟიმის დამხობა
კუბელი ემიგრანტების ხელით , თუმცა უშედეგოდ რევოლუციურმა არმიამ ისინი
დააპატიმრა. ცსს-მ შეიმუშავა ახალი გეგმა- გამოეწვიათ კუბაში ეკონომიკური
დესტაბილიზაცია, ასევე კასტროს მოკვლა, რომლის შეტყობის შედეგ კუბის ლიდერმა სსრკ -
თან დაახლოვება დაისახა მიზნად, გადაწყვიტა კუბა დიდი პოლიტიკის ნაწილად ექცია .
კუბის ტერიტორიაზე სსრკ-მ განალაგა 80 საშუალო სიშორის ბალისტიკური და 12 ახლო
სიშორის ბირთული რაკეტა. (1959 წელს აშშ-მა ბალისტიკური რაკეტები განალაგა თურქეთის
ტერიტორიაზე ) 1962 წლის აგვისტოში ცსს-ს მზვერავმა თვითმფრინავმა დააფიქსირა
საბჭოთა რაკეტები კუბაზე. მსოფლიო ატომური ომის ზღვარზე მივიდა. პრეზიდენტმა
კენედმა დაიწყო კუბის საზღვაო ბლოკადა და მოუწოდა ხრუშჩოვს გაეტანა რაკეტები
კუბიდან. სსრკ-მ დაძრა ფლოტილია კარიბის ზღვისკენ. მსოფლიო ატომური ომის პირას იყო.
დამყარდა სატელეგრაფო კავშირი პირდაპირი „ცხელი ხაზით“ თეთრ სახლსა და კრემლს
შორის , ამერიკა დასთანხმდა ხრუშჩოვის მოთხოვნას გაეტანათ რაკეტები თურქეთიდან,
სანაცვლოდ სსრკ მოახდენდა კუბაზე სამხედრო ბირთული ბაზების ლიკვიდაციას. 1962
წლის 20 ნოემბერს კრიზისი განიმუხტა.

დიდი შეჯიბრი --აშშ და სსრკ შორის ღია დაპირისპირება მშვიდობიანი თანაარსებობის


პოლიტიკურმა კურსმა შეცვალა, დაპირისირებამ ეკონომიკის , კულტურის, ტექნოლოგიებსა
და სპორტის სფეროში გადაინაცვლა . ეს იყო „დიდი შეჯიბრი“ სსრკ და აშშ შორის . სამხედრო
და ტექნოლოგიურ სფეროში სსრკ-ს უპირატესობა იყო 1961 წელს კოსმოსურ ხომალდის
„ვოსტოკ 1“-ის გაფრენა , კოსმონავტი იური გაგრინის მიერ, 1963 წელს „ვოხოდ2“ კოსმონავტი
ლეონოვი გავიდა ღია კოსმოსში. 1969 წელს ამერიკული კოსმოსური ხომალდით “აპოლო11“-
ით ნილ ამსტრონგი , ედვინ ოლდრინი-პირველი ადამიანები დაშვნენ მთვარეზე. ცივი ომის
დაპირიპირებამ „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში გადაინაცვლა. დიდმა ქვეყნებმა დაიწყეს
იარაღით ვაჭრობა, მსოფლიო ჩაება გამალებულ შეიარაღებაში.

You might also like