You are on page 1of 4

რომის იმპერია და საქართველო

სელევკიდების სამეფოს დაშლა-- ძვ.წ . 190 წელს რომის იმპერიამ დაამარცხა სელევკიდების
სამეფო. რომმა ფეხი მოიკიდა მცირე აზიაში და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
სელევკიდებს გამოეყო და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა პართია , რომელსაც
არშაკიანთა დინასტია მართავდა. სომხურმა სამეფოებმაც გაითავისუფლეს თავი და
ჩამოაყალიბეს ორი სამეფო, დიდი არმენიის ძლიერი სამეფო ტიგრან II-ის მეთაურობით (
დედაქალაქი ტიგრანაკერტი) და სოფენას სამეფო. ქართლის აღმოსავლეთით წარმოიქმნა
ალბანეთის სამეფო.

პონტოს სამეფო მითრიდატების დინასტიით წარმოიქმნა ალექსანდრე მაკედონელის


იმპერიის დაშლის შემდეგ, იგი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს მოიცავდა, მის
მოსახლეობის დიდი ნაწილს ქართველური ტომები (ლაზები ,ჭანები , კოლხები..)
შეადგენდნენ. პონტო გაძლიერდა მითრიდატე VI-ე ევპატორის (ძვ.წ 111-63წწ) მეფობის
დროს. მან დაიპყრო შავი ზღვის სანაპირო, კოლხეთის სამეფოს ტერიტორია და ტიგრან
II-თან ერთად დაიწყო ბრძოლა აღმოსავლეთში რომის შემოტევის წინააღმდეგ, მისი
მოკავშირეები იყვნენ ქართლის მეფე არტაგი და ალბანეთის მეფე ოროზე. მითრიდატე
პომპეუსთან ბრძოლაში დამარცხდა და ჯერ კოლხეთში , შემდეგ აქედან ბოსფორის
სამეფოში გადავიდა, სადაც თავი მოიკლა .

პომპეუსის ლაშქრობა ქართლში-- ძვ.წ 66 წელს მითრიდატეს დამარცხების შემდეგ


რომაელებმა გნეუს პომპესუსის სარდლობით ტიგრან II-ე დაამარცხეს და ძვ.წ 65 წელს
ქართლს მოადგნენ. ქართლის მეფე არტაგმა (არტოკე იბერიელი) დაინახა, რომ ძალები
უთანაბრო იყო და რომაელებს დესპანი მიუგზავნა და დაზავება შესთავაზა. პომპეუსი ზავს
არ დასთანხმდა, არტაგმა მტკვარზე ხიდები გაანადგურა და მეორე მხარეს გადავიდა,
პომპეუსმა აიღო არმაზის ციხე, ააგო ხიდები, გადალახა მტკვარი( კიროსი) და არაგვის
( პელორი) ხეობაში შეჰყვა არტაგს , ქართველები დამაცხდნენ. ბრძოლაში 9ათასი დაიღუპა,
10 ათასი ქართველი ტყვედ ჩავარდა. არტაგმა საჩუქრები გაუგზავნა პომპეუსს და ზავი
ითხოვა. ზავის პირობებით ქართლში მეფობა რჩებოდა, ქართლის მეფეს რომაელთა
„მეგობარი და მოკავშირე“ ეწოდა, დაევლა კავკასიონის გადმოსასვლელების შეკვრა .
ჩრდილოეთ კავკასიონიდან მომთაბარე-მეომარი ტომების შეკავება. ქართლი რომის
გავლენის ქვეშ მოექცა . პომპეუსმა დასავლეთ საქართველოში გააგრძელა ლაშქრობა,
კოლხეთში თავისი მმართველი არისტარქე დანიშნა. რომი გაბატონდა შავ ზღვაზე.
დასუსტდა სომხეთის სამეფო, რაც ქართლისთვის სასარგებლო იყო . გნეუს პომპეუსის
ლაშქრობა აღწერა რომაელმა ისტორიკოსმა დიონ კასიუსმა (II-IIIსს)

საქართველო რომის ურთიერთობა I საუკუნეში --I საუკუნეში ქართლის სამეფო


გაძლიერდა. სომხეთის დაუფლებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდა რომი და პართია .
ამ ბრძოლაში ქართლიც ჩაერთო და სომხეთის დაუფლებაც სცადა. ქართლის მეფე
მითრიდატემ დაამარცხა პართელები და თავისი ვაჟის, ფარსმანის დახმარებით
სომხეთში თავისი მეორე ვაჟი მითრიდატე გაამეფა რომის მხარდაჭერით. მითრიდატეს
გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ფარსმან I, სომხეთში ამ დროს მეფობდა მისი ძმა .
52 წელს მეფე ფარსმან I -მა სომხეთის უშუალოდ შემოერთების მიზნით თავისი ვაჟი
რადამისტი გააგზავნა სომხეთში, რადამისტმა დაამარცხა ბიძა და გამეფდა , მაგრამ
სომხეთი ვერ შეინარჩუნა, რადგან მკაცრი მმართველი გამოდგა და სომხები აუჯანყდნენ.
საბოლოოდ სომხეთი რომმა და პართიამ გაინაწილეს. რომი მაინც ცდილობდა
ქართლთან ურთიერთობის შენარჩუნებას, ამას მოწმობს მცხეთაში აღმოჩენილი
იმპერატორ ვესპასიანეს ბერძნულენოვანი წარწერა , რომელიც გავუწყებს, ვესპასიანეს
მიერ მცხეთაში არმაზის ციხის კედლების აღდგენას.

ფარსმან ქველი-- II საუკუნის შუა ხანებში ქართლის სამეფო ისევ გაძლიერდა , რომი
ქართლთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა, რადგან თავისი იმპერიის
საზღვრების დაცვაზე ზრუნავდა და მოკავშირე სამეფოებთან ურთიერთობის
შენარჩუნებას ურთხილდებოდა. 128 წელს მცირე აზიაში ჩავიდა რომის იმპერატორი
ადრიანე (117-138წწ) და მიიწვია აღმოსავლეთის ქვეყნების მმართველები. ქართლის მეფე
ფარსმანი არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა რომ იმპერატორმა განსაკუთრებული
ყურადღება გამოიჩინა და ძვირაფასი საჩუქრები გაუგზავნა, საომარი სპილო და 50
კაციანი რაზმი. ფარსმანმაც იმპერატორს სამაგიერო საჩუქრები გაუგზავნა
ოქროქსოვილით მოქარგული მოსახამები . ფარსმანის გამოუცხადებლობით
განაწყენებულმა იმპერატორმა მოსახამები გლადიატრებს ჩააცვა და ცირკის არენაზე
გამოიყვანა. საპასუხოდ ფარსმან ქველმა გახსნა დარიალის კარი , გადმიოყვანა ალან-
ოსები და რომის აღმოსავლეთ პროვინციებს შეუსია , ამით იმპერატორს აგრძნობინა
საკუთარი ძლიერება. ფარსმან მეფემ დაიკავა შავ ზღვაზე გასავლელი , დაიქვემდებარა
ძირდტები ( აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ტომები). რომს და ქართლს
შორის ურთიერთობა ადრიანეს სიკვდილის შემდეგ მოწესრიგდა .იმპერატორმა
ანტონიუს პიუსმა (138-161წწ) აღიარა ფარსმან ქველის მიერ ზღვისპირა ტერიტორიების
მიერთების სამართლიანობა და ფარსმან ქველი რომში სტუმრად ამალით და ცოლ-
შვილით მიიწვია. ქართლის მეფეს ბრწყინვალე დახვედრა მოუწყვეს, ასპარეზობაში
მიაღებინეს მონაწილეობა, კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეწირეს , რაც უდიდეს
პატივისცემად ითვლებოდა , ცხენზე ამხედრებული მეფის ქანდაკება დაიდგა მარსის
ტაძარში. ( ფარსმანი მოწამლა პართელებისგან მოსყიდულმა მზარეულმა)

დასავლეთ საქართველოში რომის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა


რამდენიმე სამთავრო : ლაზების , აფშილების , აბაზგების , სანიგების რომელთაც
ადგილობრივი მთვარები მართვადნენ.

მცხეთაში, არმაზის ხევში,გათხრების დროს აღმოჩნდა საფლავის ქვა. რომელზეც


შესულებულია ახალგაზრდა ქალის სერაფიტის ეპიტაფია . წარწერა შესრულებულია
არამეულ და ბერძნულ ენაზე. წარწერა მოხსენიებულია ფარსმან მეფის, პიტიახში
ზევახი, ნახსენებია ეზოსმოზღვრის თანამდებობა.
,მე, სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა –
ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, ქსეფარნუგ მეფისა ძისა
აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა . ის ვინც იყო… არადასრულებული და
იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21
წლისა.”
.

You might also like