You are on page 1of 18

1918 წლის 26

მაისი
(საქართველოს დამოუკიდებლობის
დღე)

03.05.2022
ელენე
ხუციშვილი
საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით.
მიუხედავად იმისა, რომ შექმნიდან სამი წლის შემდეგ
პირველი რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო
და მისი სრული ანექსია მოახდინა, ამ სამი წლის
განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკამ არაერთ
წარმატებას მიაღწია. საბოლოოდ
დამოუკიდებლობის აღდგენაც 1918 წლის 26 მაისის
აქტის საფუძველზე შევძელით.
1917 წელს ცარისტული რეჟიმით გაღატაკებულმა მუშათა კლასმა რუსეთში
რევოლუცია დაიწყო, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
მნიშვნელოვანი საწინდარი, მოგვიანებით კი მისივე დაკარგვის მიზეზი გახდა.

1917 წლის რევოლუცია პეტროგრადში


ამიტომ, სანამ ვლადიმერ
ლენინის ჩამოყალიბებული
საბჭოთა მთავრობა მათთვის
მოიცლიდა, ადგილობრივმა
პოლიტიკურმა ძალებმა
(საქართველო, სომხეთი,
აზერბაიჯანი) 1917 წელს
თავიანთი ამიერკავკასიის
კომისარიატი შექმნეს.

„დარჩნენ რა თვისის ძალღონის ამარად,


საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით
იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და
პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შექმნეს“

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1918 წელი


 1917 წლის ნოემბერში, თბილისის სახაზინო თეატრში ეროვნული
ყრილობა გაიმართა, რომელზეც აირჩიეს პირველი ეროვნული საბჭო და
აღმასრულებელი კომიტეტი ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.
 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო სამშვიდობო
ხელშეკრულება ერთის მხრივ საბჭოთა რუსეთსა და მეორე მხრივ,
გერმანია, თურქეთ, ავსტრია-უნგრეთსა და ბულგარეთს შორის.
 1918 წლის 22 აპრილს კომისარიატის პოლიტიკური ორგანო,
ამიერკავკასიის სეიმი შეიკრიბა, რომელმაც ამიერკავკასიის
დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მასში
შედიოდნენ: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

„გარეშე ძალთა ზედგავლენით, ამიერკავკასიის


ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით
ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც
დაიშალა“

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1918


წელი.
„ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის
დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ
გამბედაობა!“

აკაკი ჩხენკელის წერილი ეროვნულ საბჭოსა და


აღმასრულებელ კომიტეტს
24 მაისს ეროვნული საბჭო შეიკრიბა და აკაკი ჩხენკელის წერილი
განიხილა.მათ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადება
გადაწყვიტეს, თუმცა დამოუკიდებლობის აქტის მომზადებამ და
ამიერკავკასიის სეიმის დაშლის მოლოდინმა პროცესი ორიოდე დღით
გაწელა.

„საქართველო უკვე მოსული ამ დღეებამდე,


უკან აღარ უნდა დაბრუნდეს, სრული და
დაყოვნებლივი დამოუკიდებლობა
საქართველოსი, მაინც ის ერთადერთი გზაა
ხსნისა, რომელიც გამოიყვანს მას
უკიდურესი მდგომარეობიდან“

გაზეთი საქართველო. 1918 წელი.


კვირას, 26 მაისს, გოლოვინის პროსპექტზე, მეფისნაცვლის
ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-
ახალგაზრდობის სასახლე) ეროვნული საბჭოს კრება გაიმართა,
რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა.
სხვადასხვა წყაროებით ცნობილია, რომ დოკუმენტის
ხელმოწერამდე ტექსტი რამდენჯერმე დაზუსტდა და
ამისთვის ეროვნული საბჭოს წევრებმა ღამეც კი
გაათენეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეროვნული
საბჭოს შემადგენლობაში ხუთი ქალბატონი იყო, რაც
არამარტო საქართველოსთვის, არამედ მაშინდელი
მსოფლიოსთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და
პროგრესული მოვლენა გახლდათ.
კრება ნაშუადღევს 4 საათსა და 50 წუთზე დაიწყო.
სტენოგრაფიულ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ამ დროს
პირველად გამოჩნდა დემოკრატიული რესპუბლიკის
სამფეროვანი დროშა. როცა თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ
თავისი ადგილი დაიჭირა, საბჭო და დამსწრე საზოგადოება
მას „ფეხზე დგომით, მხურვალე და ხანგრძლივი ტაშით
შეეგება“.

ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი


კრება საღამოს 5 საათსა და 55 წუთზე დასრულდა. დღემდე,
არამხოლოდ 26 მაისი, არამედ, ეს საათებიც საქართველოს ისტორიის
უმნიშვნელოვან თარიღებად ითვლება.

ეროვნული საბჭოს პირველი კრების


სტენოგრაფიული ჩანაწერი
აქტის შინაარსი სასახლის წინ შეკრებილ
ხალხს წაუკითხა საბჭოს მდივანმა ილია
ზურაბიშვილმა. ამავე დროს, სხდომას
რუსული თარგმანი წაუკითხა თავმჯდომარის
ამხანაგმა გრიგოლ ვეშაპიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
ერთხმად იქნა მიღებული.
დამოუკიდებლობის აქტს 88 ადამიანმა მოაწერა ხელი და ის დღემდე რჩება
ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად საქართველოს ისტორიაში, ისევე, როგორც
პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია.აქტი შედგებოდა 7 პუნქტისაგან და
ქვეყნიერებას ამცნობდა, რომ:
1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და
საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელისახელმწიფოა;
2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული
რესპუბლიკაა;
3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს, საერთაშორისო
ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს,
განსაკუთრებით კი, მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად
უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს
განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და
სქესისა;
6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ
ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
7. დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის
საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
1918 წლის 26 მაისი.
საბჭოს სხდომა ისტორიული კადრით დასრულდა, რომელზეც
ეროვნული საბჭოს წევრები არიან აღბეჭდილი.
1918 წლის 26 მაისს გაზეთ
საქართველოს ახალ ნომერში
განცხადებებისთვის გამოყოფილი
სივრცე ერთადერთ წინადადებას
დაეთმო: „საქართველოს
დამოუკიდებლობა გადასწყდა“. იქვე
გამოქვეყნდა სტატია სათაურით —
„დამოუკიდებელი საქართველო
გაუმარჯოს
აღსდგა,
საქართველოს!“
რუსთაველის პროსპექტზე მდგარი სახალხო გვარდია, ჯარი და საერთო სურათი
დღესასწაულისა
 https://youtu.be/zvXabQkUpAo
მადლობა
ყურადღებისთვის!
წყარო:
https://on.ge/story/56782-26-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%8
3%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1
%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93
http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%
9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D
%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D
%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ეროვნული არქივი

You might also like