You are on page 1of 9

ავტორი: ნინი ოთარაშვილი

საქართველოს ეროვნული
საბჭოს მიერ მიღებული
დამოუკიდებლობის აქტი,
რომლითაც გამოცხადდა
საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
მიღებულ იქნა 1918 წლის 26
მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5
საათსა და 10 წუთზე, თბილისში,
გოლოვინის (დღეს რუსთაველის)
გამზირზე მდებარე კავკასიის ეროვნული საბჭოს წევრები,
მეფისნაცვლის ყოფილ დამოუკიდებლობის
რეზიდენციაში. გამოცხადების შემდეგ,
თბილისი.
საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი არის
პირველი ქართული
კონსტიტუციური ხასიათის
დოკუმენტი,
კონსტიტუციონალიზმის
ფუძემდებელი. მას აქვს
დეკლარაციული ხასიათი. მასში
მოკლედ არის
გადმოცემული საქართველოს,
როგორც სახელმწიფოს
განვითარების ისტორიული
პერსპექტივები და ქართველი
ერის დაუოკებელი სურვილი
თავად გადაწყვიტოს თავისი
მომავალი ბედ-იღბალი,
აღწერილია იმდროინდელი
პოლიტიკური მდგომარეობა.
რა მნიშვნელობა აქვს მას?

- — 1918 26
, 1921
.
, ,
, ,
, [2].
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე,
კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ
რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა
ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის
დემოკრატიული ფედერაციული
რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე
დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული
საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4 საათსა და
50 წუთზე, ნოე ჟორდანიას
თავმჯდომარეობით. საქართველოს
ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე
ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ორი ნაწილისაგან
შედგება. პირველი ნაწილია „საქართველოს
დამოუკიდებლობა“, მეორე კი „საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი“. პირველ ნაწილში
მოთხრობილია, თუ როგორ აირჩიეს საქართველოს
დამფუძნებელი კრება და როგორ ადასტურებს იგი
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებულ
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს》》
I
„საქართველოს დამოფუძნებელი კრება, — არჩეული
პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული
საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, —
თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა
და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და
ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ.
26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს“
, 1917 22
, :
§ ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და
საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
§ დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული
რესპუბლიკაა.
§ საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
§ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის
ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი
მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
§ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად
უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს
განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.
§ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს
გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.
§ დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს
უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა
წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

You might also like