You are on page 1of 4

4.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი-საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ


მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.მიღებულ იქნა 1918 წლის 26
მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის დღეს,
რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პიორველი ქართული
კონსტიტიციური ხასიათისდოკუმენტი, კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი.მას
აქვს დეკლარაციული ხასიათი.მასში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს,
როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პრესპექტივები და ქართველი
ერის დაუოკებელი სურვილი თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი, ბედ-
იღბალი, აღწერილია იმ დროინდელი პოლიტიკური
მდგომარეობა.დამოუკიდებლობის აქტს, გარდა დეკლარაციული ხასიათისა,
აგრეთვე აქვს წმინდა ნორმატიული ხასიათი.მას აქვს კონსტიტუციურ-
სამართლებრივი ბუნება-1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს
კონსტიტუციის მირებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი
მდგომარეობის პირველ წყაროდ.იგი განსაზღვრავს სახელმწიფოს
სამართლებრივ სტატუსს, იურისდიქციის ფარგებლსა და მოცულობას,
პოლიტიკური წყობილების ფორმას, საგარეო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს, დროებით სახელმწიფო ხელისუფლებასა და მმართველობის
უმაღლეს ორგანოებს, რომელტაც უნდა უზრუნველყოთ ქვეყნის მდგომარეობა.
5. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული
დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის
დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ
სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა,
ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული
დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს
ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და
ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა
შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია
და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ -
დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი, ნოე ჟორდანია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის


იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. ქვეყნის
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა მნიშვნელოვანმა
მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და
პირველმა მსოფლიო ომმა - განაპირობა.
შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა ამიერკავკასიის
ფედერაციის გაუქმება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა
საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა
გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა.მმიიღეს "საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ნათქვამი
იყო:"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი,
ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო;
დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული
რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური
სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში
თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ
უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური
მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის
ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი
განვითარებისათვის".
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო
პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა
საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც
და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული
პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები,
არამედ გლეხებიც.
6. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით
დიდი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ‘ეს დღე რომ ჩვენია’ საზეიმო
განწყობითა და სხვადასხვა აქტივობით მტკიცდება. ოფიციალურად უქმე დღეს
ყველა ერთად, ხანაც ცალ-ცალკე თავისებურად,მაგრამ ერთი მიზნით აღნიშნავს.
მთავარი ღონისძიება - ფიცის დადების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე
იმართება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი,
არამარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც, დამოუკიდებლობის
გამოცხადების ისტორიულ საათს 17:10 წუთს, ეროვნული ჰიმნის შესრულებით
აღინიშნება. გასულ წელს უცხოური ქვეყნების პირველმა პირებმა, საგარეო
საქმეთა მინისტრებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103-ე წლისთავი მიულოცეს. ამ დღესთან
დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში ნათდება მსოფლიოს
სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და
აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით. თბილისსა და რეგიონებში -
14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილიკულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის
დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები,თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები,
რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას.
7. დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული
რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან
არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი
შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის
ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი
ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი
კურსის განსაზღვრისათვის. მეგობრებო! გილოცავთ ყველა
ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა
ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ ,
სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი,
რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა
წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა
და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა
აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა
გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი
დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მიერვე წამებული ილია მართალი. ძმანო და დანო!
ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე
მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება
ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს
თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას - იმჟამად წართმეულს, იმჟამად
დამარცხებულს და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის
წინაშე ვდგავართ. ეს იგავი სახარებისა არის შემდეგი: როდესაც მაცხოვარი
ჩვენი იესო ქრისტე გამოიყვანეს ებრაელი ხალხის წინაშე რომაელებმა და
მისმა მტანჯველებმა, ისრაელს ჰქონდა წეს-ჩვეულება: სიკვდილით
დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს უნდა მიეტევებინათ ხალხისათვის.
მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ერს: ვინ
მოგიტევოთ? და წარუდგინა ქრისტე - ღმერთკაცი და ბარაბა - ავაზაკი. მაშინ
იხუვლა ისრაელის ერმა: ჯვარს აცუ ეგე და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა,
მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიხუტა და ჯვარცმად გაუშვა
ქვეყნად მოვლენილი მესია-ღმერთკაცი!

ძმანო! უსაშინელესი ტრაგედია დაატყდა ისრაელს ამის შემდეგ, რომელიც


გრძელდებოდა ოცი საუკუნის მანძილზე, მათ დაკარგეს
სახელმწიფოებრიობა, დაკარგეს ენა, დაკარგეს ტერიტორია, გაიფანტნენ
მთელს მსოფლიოში, არნახული ტანჯვით ვიდოდნენ და მხოლოდ ორი
ათასი წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ის, რომ მათ აირჩიეს ავაზაკი,
ავაზაკის გზა და უარყვეს ქრისტე. და, აი, ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე
ღვთის რჩეული, ვით ისრაელი, ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით. მოვიდა
მეოცე საუკენემდე და მის წინაშე წარდგა არჩევანი. აი ეროვნული
მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტებისა, დიდი დემოკრატებისა და,
აჰა მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთო ერისა, ბარაბასი. და
როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და
გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და
ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

და, აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება,


მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა
ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი,
რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს.

აი, ამის გამო მივიღეთ ძმანო ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე,


ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა
ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა.

აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი


მიზეზი იმისა, რომ ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან
ძლეულნი. მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს
უფსკრულის პირას ვართ. და, აი მოდის ახალი არჩევანი ძმანო და დანო,
წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი
გზა; შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა
გზაგასაყართან. აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი,
გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა
ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო
ერო! აირჩიეთ, ქართველებო! აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა!
აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!
და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს
უკუნისამდე!

ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშაპთან. ან ჩვენ


დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს
ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს
პლანეტარული მხეცი - ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და
გვეუბნება: აი, ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და
საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.

გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას!

კურთხეულ იყოს ილია მართალის გზა!


8. საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდია ცხრა აპრილის მნიშვნელობა. ამ დღეს
ქართველმა ერმა ერთხმად და თამამად გამოხატა თავისი სწრაფვა თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისაკენ, ამ დღეს დაიღვარა სამშობლოსათვის თავგანწირულ
მამულიშვილთა უმანკო სისხლი და ამ დღესვე აღდგენილ იქნა საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამდენად ეს დღე არა მარტო ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოა, არამედ საქართველოს ერთიანობისა და
წინსვლის დღეც არის.

You might also like