You are on page 1of 6

1918-1921 წლების საქართველო-დემოკრატიის შუქურა.

და მაინც რა როლი აქვს პარლამენტარიზმს სახელმწიფოებრიობის განვითარების


ისტორიაში? სიტყვა „პარლამენტარიზმი“ უმნიშვნელოა „დემოკრატიის“ გარეშე. რა
არის დემოკრატია? დემოკრატია,როგორც პოლიტიკური რეჟიმის ფორმა ანტიკური
საბერძნეთის პოლიტიკურ თეორიაში ჩნდება, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ
როგორც „ხალხის მმართველობას“. აბრაამ ლინკოლნს უთქვამს „ყველაზე საუკეთესო
ადამიანიც კი არასაკმარისად კარგია იმისათვის, რომ მართოს სხვა ადამიანი მისი
თანხმობის გარეშე“. ეს მმართველობის ფორმა კი დამყარებულია ისეთ პრინციპებზე,
როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო
ხელისუფლებების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვა.იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ დანახვა თუ რა ხდის დემოკრატიას ასეთ
საჭიროს შემიძლია მაგალითად მოვიყვანო გერმანელი ისტორიკოსის რ. ნიბურის
სიტყვები : „დემოკრატიას შესაძლებელს ხდის ადამიანთა უნარი დაადგინონ
კანონები, ხოლო ადამიანური ცდუნება გვერდი აუარონ კანონებს, დემოკრატიას
აუცილებელს ხდის“.

საზოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა სიტყვა „პარლამენტარიზმი“,


მაგრამ რა ხდებოდა მანამ სანამ ეს ტერმინი ჩვენთან უშუალოდ დამკვიდრდებოდა?
ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, თამარის
მეფობის პერიოდში XII საუკუნეში, შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვისა
და პარლამენტის ტიპის ხელისუფლების განშტოებების შექმნის იდეა. ქართული
პარლამენტარიზმის იდეა, ოპოზიციონერებისა და მათი ლიდერის, ყუთლუ
არსლანის ინიციატივით გაჩნდა. თუმცაღა დაპირისპირებაში გაიმარჯვეს მეფის
შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა,რის შედეგადაც თამარ მეფის ბრძანებით
ყუთლუ არსლანი დააპატიმრეს. პირველი პარლამენტი,როგორც სახელმწიფო
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო, მეფის აბსოლუტური
ხელისუფლების შეზღუდვის მიზნით XIII საუკუნეში შეიქმნა ინგლისში, იგი დიდი
ფეოდალებისა და საგრაფოების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, ხმის მიცემა კი
მოსახლეობის მცირე ნაწილს შეეძლო. პარლამენტარიზმის იდეა სხვა ქვეყნებშიც
გავრცელდა და XVIII საუკუნიდან მოყოლებული თანამედროვე
წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს სახე მიიღო. თუ
პარლამენტარიზმის განვითარების საწყის ეტაპზე ამომრჩეველთა რაოდენობა
სხვადასხვა ცენზით (წოდებრივი,ქონებრივი) იყო შეზღუდული, დღესდღეობით ასე
აღარ არის და როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 24-ე მუხლშია
მითითებული „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს
რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა“.

მაგრამ საკითხავია როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში? მას შემდეგ


რაც პირველი სათათბირო ორგანოს შექმნა კრახით დასრულდა?

პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში


1918წელს ჩამოყალიბდა და ეწოდა ეროვნული საბჭო.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაქვეყნა საქართვე-


ლოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

დამოუკიდებლობის აქტში ვკითხულობთ: 1) ამიერიდან საქართველოს ხალხი


სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკი-
დებელი სახელმწიფოა; 2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა
დემოკრატიული რესპუბლიკა; 3) დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს
მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო და დროებითი მთავრობა, რო-
მელიც პასუხისმგებელია ეროვნული საბჭოს წინაშე.
1918 წლის შემოდგომიდან საბჭო „საქართველოს პარლამენტად“ გარდაიქმნა.

საპარლამენტო დებატების ციკლის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს

დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი საკანონმდებლო ორგანოს -

დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წლის თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.

დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 14-17 თებერვალს საყოველთაო


ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით.არჩევნებში მონაწილეობის უფლება
ქვეყნის ყველა სრულწლოვან (20 წლის) მოქალაქეს ეძლეოდა - აქტიური და პასიური
ხმის უფლებით, სქესის განურჩევლად.

1919 წლის დამფუძნებელთა კრების არჩევნებში, სოციალ-დემოკრატებმა 130-დან


109 ადგილი მოიპოვეს, დანარჩენი 21 ადგილი სამმა კი პარტიამ გაინაწილა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი ხუთი ქალი გახდა, ეს უდიდესი
წინ გადადმული ნაბიჯი იყო მაშინდელ მსოფლიოში დემოკრატიის თვალსაზრისით
(დიდ ბრიტანეთში, ქალებს ხმის მიცემის სრული უფლება მხოლოდ 1926 წელს
მისცეს), საქართველო, სოციალური და პოლიტიკური ხედვის კუთხით ძალიან წინ
იყო და ეს დღეს უნდა დავაფასოთ.

არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ გაზეთებში ქვეყნდებოდა ისეთი


საინფორმაციო სახის მასალები, როგორიც მხოლოდ დემოკრატიული
ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი, ასე მაგალითად:

ა)„ქალაქ თბილისის საქალაქო საარჩევნო კომისიამ განცხადებით მიმართა


მოქალაქეებს,ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღებული პირადობის ღია ბარათები,
რომლებიც საჭირო იყო არჩევნებში ხმის მისაცემად, შეეძლოთ აეღოთ 12 და 13
თებერვალს 3-დან 8 საათამდე. მისამართები თან ერთვოდა განცხადების ტექსტს.“ბ)
„დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა განცხადება:

„თუ ვინმე დაბეჭდავს ან გაავრცელებს დამფუძნებელი კრების რომელიმე


კანდიდატის შესახებ ყალბ ცნობებს პასუხს აგებს კანონის წინაშე. ასევე არჩევნების
დროს ნებისმიერი კანონდარღვევა დასჯილი იქნება უმკაცრესად“.გ)„18
თებერვალი:გამოქვეყნდა დამფუძნებელი კრების არჩევნების შედეგები თბილისის 52
უბნის დაერთი მოძრავი ყუთის მონაცემების მიხედვით არჩევნებში სულ
მონაწილეობა მიიღო 37 126 ამომრჩეველმა. დ) 5 მარტი: საქართველოს პარლამენტის
პრეზიდიუმი და საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ დამფუძნებელი კრების პირველი
სხდომა გაიმართება 12 მარტს 12 საათზე. “

ამ და მრავალ სხვა საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავდით იმდროინდელ


გაზეთებში.

საქართველოს დამფუძნებელი კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს, უხუცესი სოციალ-


დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით.

მართალია საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი სოციალ -დემოკრატიაზე გააკეთა ,

მაგრამ ბოლშევიკებისგან განსხვავებით, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა


ხელისუფლებამ სამართლებრივი სახელმწიფო შექმნა, კონსტიტუციური სახელმწიფო,

დამოუკიდებელი სასამართლოთი.იმდროინდელი საქართველოსთვის ამის გაკეთება


ძალზედ რთული იყო, რადგან იმპერიულ წარსულს იმპერიული ჩვევები: კორუფცია
და მექრთამეობა შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიულობის აპოგეად ალბათ მის
მიერ შემუშავებული კონსტიტუცია უნდა მივიჩნიოთ.
საკონსტიტუციო კომისია ერთი წელი მუშაობდა კონსტიტუციის პროექტის
შედგენაზე, თითქმის ამდენივე ხანს გაგრძელდა მისი განხილვა-შევსება-ჩასწორება
დამფუძნებელი კრების სხდომებზე. 1920 წლის ბოლოს ეს პროცესიც დასრულდა.
თითქოს აღარაფერი უშლიდა ხელს პროექტის დამტკიცებას, მაგრამ
დამაგვირგვინებელი აქტი არ ჩანდა. გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამ მოწინავე წე-
რილში ის აზრი გაატარა, რომ სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობა განგებ აჭია-
ნურებდა კონსტიტუციის მზა პროექტის რესპუბლიკის ძირითად კანონად
გადაქცევას. დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციის
პროექტი დაამტკიცა. თუ 1921 წლის კონტიტუციით ვიმსჯელებთ დავასკვნით ,რომ
საქართველოს დამფუძნებელი კრების ყველა ფრაქცია მოწოდების სიმაღლეზე
აღმოჩნდა. იგი იძლეოდა უშუალო დემოკრატიისა და პარლამენტური დემოკრატიის
თავისებურად შერწყმის პირველ მაგალითს.
საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს თუ რამდენად
დიდია პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის როლი ქვეყნის განვითარებაში.
დემოკრატიულ სახელმწიფოში განსაზღვრულია ხელისუფლების წარმოშობის,მისი
დაბალანსების,ხალხისა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის საკითხები.
დემოკრატია და პარლამენტარიზმი ანვითარებს ქვეყანას ,რაც ყველაზე მთავარია იგი
მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას მიიღოს აქტიური მონაწილეობა
ხელისუფლების განხორციელებასა და მის გაკონტროლებაში.
100 წელი გავიდა დამფუძნებელი კრების არჩევიდან და ეს სიმბოლურია, ჩვენ
გვიყვარს მრგვალი თარიღის აღნიშნვნა, მაგრამ ასევე აუცილებელია უფრო მეტად
წარმოვაჩინოთ პირველი რესპუბლიკის მიღწევები. სამწუხაროდ, დღეს, თბილისის
ქუჩებში სიარულისას, ვერაფერს ვამჩნევ, რაც პირველ რესპუბლიკას გაგვახსენებს.
დასანანია, რომ ქართველმა ხალხმა საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე ბევრი რამ
არ იცის. მათ იციან, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ნაკლები
ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში და რის
მიღწევას ცდილობდა საქართველოს მთავრობა. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა
სოციალისტური იყო და არ ესმით, რომ მიუხედავად მთავრობის სოციალ-
დემოკრატიული ბუნებისა, ის ეროვნულ მთავრობად გადაიქცა, რომელმაც
გადაწყვიტა, რომ წარმოადგენდა მოქალაქეებს და არა კლასს, საქართველოს
მოასახლეობას და არა პროლეტარიატს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და
წინგადადგმული ნაბიჯი, რაც მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ გადადგა
არის მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს მთავრობებმა დღეს უნდა დააფასონ. ეს
იყო ეროვნული მთავრობა, დემოკრატიული მთავრობა, რომელმაც ქალებს ხმის
მიცემის უფლება მისცა და დემოკრატიული სუვერენტიტის პრინციპი ჩამოყალიბდა.
ეს მემკვიდრეობა 1991 წლის შემდეგმა საქართველომ მიიღო და უნდა შენარჩუნდეს.

ნუცა ცერცვაძე

X1 კლასი, ქ.თბილისის

№155-ე საჯარო სკოლა


გამოყენებული ლიტერატურა:

1.საქართველოს დამფუძნებელი კრების ისტორიული მნიშვნელობა


(ა.ბენდიანიშვილი);

2. დამფუძნებელი კრება და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი (ო. ჯანელიძე);

3. დამფუძნებელი კრება და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავება

(მ. მაცაბერიძე)

4.დამოუკიდებლობის 1028 დღე. (საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველ -


დღიური მატიანე);

5.საქართველოს რესპუბლიკა 1918 (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია).

6. 1918-1921 წლების გაზეთების მიმოხილვა.

You might also like