You are on page 1of 6

დემოკრატიული

სახელმწიფოს არსი

მე-5 საჯარო სკოლის IXბ კლასი


პრეზენტატორი დაჩი დიდიძე
რა არის
დემოკრატია
დემოკრატია (ბერძ. „დემოს“ ნიშნავს ხალხს,
ხოლო „კრატოს“ ნიშნავს კანონს, ძალას) —
სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც
მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ
წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის
უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და
მოკლევადიანობა. გარდა ამისა, ცნება
დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა
და თავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს
ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული,
ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური,
სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა
კუთვნილებისა.
ძველი სახელმწიფო
თუმცა ძველად ასე არ იყო.არსებობის პირველ ეტაპზე სახელმწიფოები ერთი პირის ან
ადამიანთა მცირე ჯგუფის,გაბატონებული წრეების ინტერსებს იცავდნენ. მოსახლეობა ქვეყნის
მმართველს ემორჩილებოდა. ხელისუფლება როგორც წესი, მემკვიდრეობით გადადიოდა,
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის კი ხელისუფლების სათავეში
მოსვლა,ფაქტობრივად,შეუძლებელი იყო. შესაბამისად ადამიანის უფლებები შეზღუდული
იყო და მათ მოთხოვნებს არავინ ითვალისწინებდა.
მაგალითად რომის რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში მოქალაქეები წონებრივი ცენზით
იყოფოდა პატრიციებად და პლებეებად. ხოლო გვიანდელ რესპუბლიკაში პატრიციები
პლებეებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ სასულიერო იერარქიაში
ჰქონდათ მაღალი ადგილების დაკავების უფლება. რომის მოქალაქეობა დაპყრობილი
ერების მართვის და მათგან გამიჯვნის ინსტრუმენტი იყო. არსებობდა მოქალაქეობის
რამდენიმე დონე. რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში კრებები უწინდებურად ასრულებდნენ
მნიშვნელოვან როლს, არსებობდა კრებების რამდენიმე სახე: კურიების კრება, ცენტურიების
კრება, ტრიბების კრება, პლებეების კრება და უზენაესი ორგანო იყო სენატი. ეს კრებები
შესაბამისს საკითხებს წყვეტდნენ, მათში მონაწილეობა შეეძლო შესაბამისი კლასის ან
გვარის სრულწლოვან მოქალაქეს. ქალებს რომში მოქალაქეობის უფლება არ ჰქონდათ. ამ
კრებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო პლებეების
კრება და სენატი. კურიების კრებების ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასზე ხდებოდა
სენატორების არჩევა და სასამართლოები.
დღევანდელ მსოფლიოში არსებული დემოკრატიული
ქვეყნებისთვის დემოკრატია მხოლოდ სახელმწიფო
მართვის საშუალება არ არის, იგი ცხოვრების წესსაც
წარმოადგენს. დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე
თავისუფალია თავის არჩევანში, თავისუფლად
გამოხატავს საკუთარ აზრს, გააჩნია თვითგამოხატვის
უფლება (სიტყვის, შეკრების და ა.შ.), ასოციაციების
შექმნის თავისუფლება, კანონის წინაშე ყველა
თანასწორია. დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქემ იცის
თავისი უფლებები და შეუძლია მათი დაცვა. ასევე მას
გათვითცნობიერებული აქვს საკუთარი მოვალეობები
ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.
ტოტალიტარიზმი
როგორც ხედავთ, დემოკრატიის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ მთელი
ძალაუფლება უშუალოდ ხალხს, ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით.
მმართველობის ყველა სხვა ფორმა არღვევს ამ პრინციპს. მაგალითად,
ავტოკრატული სახელმწიფო მმართველობის დროს ძალაუფლება
კონკრეტული ადამიანის ან გარკვეული სოციალური კლასის ხელშია, ისინი
დანარჩენი მოსახლეობის სახელით იღებენ გადაწყვეტილებას და ფეხქვეშ
თელავენ ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს, პიროვნების
ღირსებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვას. ხშირად ავტოკრატი
ხელისუფალნი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლესაც ხელყოფენ. ამის
მაგალითი გახლდათ საბჭოთა კავშირი, რომლის ტოტალიტარულმა 3
რეჟიმმა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უნდა
გვახსოვდეს, რომ ტოტალიტარიზმი დემოკრატიის საპირისპირო ცნებაა.
იგი არის ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის
დროსაც სახელმწიფო გაბატონებულია საზოგადოებასა და პიროვნებაზე.
იგი ცდილობს, კონტროლი დაამყაროს საზოგადოების ყველა სფეროზე.
დღესრეობით ევროპაში ადამიანთა უფლებებს იცავს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის
 ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით
დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო. იგი
განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის
მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ეხება ამ
კონვენციით გარანტირებული უფლებების სადავო
დარღვევებს. სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსაც აქვთ ერთმანეთის
წინააღმდეგ.

You might also like