You are on page 1of 7

7 თავი

მმართველობის დემოკრატიული ფორმის საფუძველს წარმოადგენს უმრავლესობის


განუყოფელი უზენაესობა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოში არაფერია
უმრავლესობაზე უფრო ძლიერი. ამერიკული კონსტიტუცია მიმართულია უმრავლესობის ამ
ბუნებრივი სიძლიერის ხელოვნურ გაზრდაზე.

პოლიტიკური ძალაუფლების სახეობებს შორის სწორედ საკანონმდებლო ძალაუფლება


ემორჩილება ყველაზე უკეთ უმრავლესობის ნებას. ეს შტო ირჩევა ამერიკალი ხალხის
უშუალო მონაწილეობით არჩევნების გზით, თანაც მცირე დროით და ეს აიძულებს
საკანონმდებლო ხელისუფლებას გამოხატონ არა მარტო ამომრჩევლის ნება, არამედ
ამომრჩევლის ცვალებადი სურვილებიც. აქედან გამომდიონარე საკანონმდებლო ორგანოები
განიცდიან ისეთივე სწრაფ და გარდაუვალ ცვლილებებს, როგორსაც ცალკე აღებული
საკანონმდებლო ასამბლეები. საკანონმდებლო ორგანოსათვის ასეთი სახის მინიჭებით
ამერიკელმა ხალხმმა გადსაცა მას მმართველობის თითქმის ყველა ფუნქცია.

აღმასრულებელი ხელიფლებისთვის კანონი არ უზრუნველყოფს სტაბილურობას ან


დამოუკიდებლობას. რამდენიმე შტატში სასამართლო ხელისუფლების ფორმირებაც
უმრავლესობის პრეროგატივაა. ყველა მათგანში კი ეს დამოკიდებულია საკანონმდებლო
ხელისუფლების კეთილდღეობაზე, რადგან ის ყოველწლიურად წყვეტს მოსამართლეების
ანაზღაურების საკითხს.

აშშ-ში უფორ და უფრო ვრცელდება ისეთი პროცედურები, რომლებმაც შესაძლოა არარად


აქციონ მართვის წარმომადგენლობითი პრინციპები. ხშირად ხდება რომ დელეგატის
არჩევისას ამომრჩეველი მას უთითებს მოქმედების კონკრეტულ გეგმაზე და ადებენ მას
გარკვეულ ვალდებულებებს. ტოკვილის აზრით უმრავლესობის მორალური ძალაუფლება
გარკვეულწილად დაფუძნებულია იმ შეხედულებაე, რომ ადამიანთა ჯგუფი ფლობს უფრო
დიდ სიბრძნეს ვიდრე მისი ერთი წევრი. გამოდის, რომ ასეთი მიდგომით კანონმდებელთა
მარავლრიცხვნობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მათი ცაკლეული, ინდივიდუალური
მახასიათებლები, შესბამისად თანასწორობის თეორია გამოიყენება ადამიანის გონებრივი
შესაძლებლობების მიმართ და ტოკვილის აზრით ეს თეორია ემსგავსება სწავლებას,
რომელიც ხელყოფს ადამიანის ღირსებებას მისსავე უკანასკნელ თავშესაფარში. ამიტომ
უმცირესობა ადვილად ვერ ეგუება ამ დოქტრინას და ეჩვევა მას მხოლოდ გარკვეული დროის
შემდეგ. ბევრის ბატონობა ლეგიტიმურ სახეს იღებს მისი არსებობის გარკვეული დროის
შემდეგ. თავიდან ის მორჩილების ძალით მოიპოვება, ხოლო მისი კანონი არ კანონობს, სანამ
ეს კანონები დიდი ხნის განმავლობაში არ იარსებებენ.

ტოკვილი ხედავს არსებით მსგავსებას უმრავლესობისადმი ამერიკელების შეხედულებასა და


მონარქიულ საზოგადოებაში მეფისადმი მოსახლეობის აზრში. მეფე მიიჩნეოდა
შეუცდომრად და თუ მისი რომელიმე ქმედება ხალხისათვის საზიანო იყო, მოსახლეობა
მეფის მრჩევლებს ადანაშაულებდა. ეს იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ვინც მეფის
კანონის წინააღმდეგი იყო ეს წინააღმდეგობა გამოეხატათ მეფისადმი სიყვარულისა და
პატივისცემის დაკარგვის გარეშე. თუმცა, დღევანდელ საზოგადოებაში უმრავლესობის
მორალური ძალაუფლება ეყრდნობა უტილიტარიანისტულ შეხედულებას, მაგრამ
უმრავლესობის მიერ ამ უფლების გამოყენების მასშტაბი ბუნებრივია იცვლება იმის
მიხედვით რა ჭარბობს მთლიან საზოგადოებაში, უთანხმოება თუ დაქსაქსულობა.

თუ ამერიკაში საუკუნეების განმავლობაში იარსებებდა უპირატესი კლასი და კანონმდებელი


მათ გათანაბრებას მოინდომებდა, ამის მიღწევა არ იქნებოდა ადვილი ამ უმცირესობის
კანონმორჩილების მიღწევა, რადგან მას მოუწევდა პრივილეგიების დათმობა. მაგრამ
რადგანაც რეალურად ამერიკა თანასწორი ადამიანების მიმართაა კოლონიზებული, მათ
შორის არ არსებობს მუდმივი ან ბუნებრივი უთანხმოება. შეერთებულ შტატებში ყველა
პოლიტიკური მხარე მზადაა აღიაროს უმრავლესობის უფლებები, რადგან იმედი აქვს, რომ
ოდესმე ამ უფლებებით თავადაც ისარგებლებს.

კანონების ხშირი ცვლილება დემოკრატიული მართველობის შინაგანი ნაკლოვანებაა, ეს


ნაკლოვანება შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები ზიანის მომტანი იმისდა მიხედვით, თუ
რამდენად დიდია საკანონმდებლო ორგანოს ძალაუფლება და როგორ ხორციელდება იგი.
როგორც უკვე ვნახეთ ამერიკაში საკანონმდებლო ხელისუფლები როლი ძალიან დიდია, მათ
ყოველწლიურად ახალი წარმოადგენლები ემატებათ, რაც ზრდის იმ გარემოებებს, როლებიც
ყველაზე მეტად იწვევენ დემოკრატიულ არასტაბილურიბას და რომლებიც ხელს უწყობენ
მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში წუთიერი განწყობების შეუზღუდავ გამოყენებას,
შესაბამისად მივიღეთ ის, რომ ამერიკა არის ის ქვეყანა სადაც კანონების არსებობის ხანა
ყველაზე მოკლეა. ეს იმას არ ნიშვავს, რომ ამერიკული დემოკრატია არასტაბილურია
ბუნებრივად, არამედ ის იძლევა საშუალებას კანონების შექმნაში საკუთარი მისწრაფებების
არასტაბილურობა გამოავლინოს. ასეთი მდგომარეობა იწვევს არა მხოლოდ კანონების სწრაფ
ცვალს, არამედ ასეთივე ცვალებადობით გამოირჩევა კანონების აღსრულება და
ადმინისტრაციის ფუნქციონირება.

ამერიკაში გარკვეული წამოწყებები ხორციელდება უფრო დიდი მონდომებით და ენერგიით


ვიდრე სხვაგან, მაგარამ ევროპისგან განსხვავებით ნაკლები თანამიმდევრულობით.
მაგალითად, მოქალაქეთა ჯგუფმა წამოიწყო ციხეების გაუმჯობესებისათვის ბრძოლა, რამაც
მხარდაჭერა ჰპოვა უმრავლესობაში. მაგრამ ეს წამოწყება ვერ განხორციელდა მყისიერად,
რადგან , სანამ შენდებოდა ახალი ციხეები ძველები განაგრძობდნენ ფუნქციონირებას, სანამ
ახალი უმჯობესდებოდა ძველი ხდებოდა კიდევ უფრო აუტანელი, მაგრამ უმრავლესობის
ყურადღება გადატანილი იყო მხოლოდ ახლებზე. შესაბამისად ამან მოიტანა ის რომ
საბოლოოდ ძველ და ახალ ციხეებს შორის კონტრასტი იმაზე დიდი გახდა ვიდრე ამ
ინიციატივის დასაწყისში.
ტოკვილი ამბობს, რომ უმრავლესობას არ აქვს უფლება გააკეთოს ყველაფერი რაც უნდა,
თუმცა ხელისუფლების წყარო უნდა მოდიოდეს უმრავლესობის ნებიდან. ის ამბობს, რომ
სამართლიანობა ზოგადად შეიქმნა არა მარტო ამათუ იმ ხალხის უმრავლესობის მიერ,
არამედ მთლიანად კაცობრიობის უმრავლესობის მიერ. ამდენად ნებისმიერი ხალხის
უფლებები განთავსებულია სამართლიანობის ფარგლებში. სახელმწიფო ამ შემთხევაში
წარმოადგენს არბიტრს, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოების წარმომადგენლობის
ფუნქცია და უნდა განახორციელოს ეს სამართლიანობა. ანუ აქ ისმის შეკითხვა, საჭიროა თუ
არა, რომ ამგვარ არბიტრს ჰქონდეს თვით საზოგადოებაზე მეტი ძალა.

ერთობლივად აღებული უმრავლესობა მხოლოდ ინდივიდის მსგავსი წარმოანქმნია, რომლის


ინტერესებიც უპირისპირდება სხვა ინდივიდს, ამ შემთხევაში უმცირესობას. თუ
ვეთანხმებით იმას, რომ აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ინდივიდი ამ ძალას ბოროტად
გამოიყენებს მისი მოწინააღმდეგის მიმართ, ე.ი ვუშვებთ იმასაც, რომ უმრავლესობაც
ამგვარად მოიქცევა. გარადა ამგვარი მიდგომისა, ტოკვილისთვის მიღებელია შერეული
მმართველობაც, რომელიც თანაბრად იქნება გადანაწილებული ორ პრინციპს შორის, რადგან
ამგავრი მდომარეობა აუცილებლად მიგვიყვანს რევოლუციამდე ან ანარქიამდე. ამ
პრობლემებიდან გამოსავალს ტოკვილი ხედავს იმაში, რომ უნდა არსებობდეს
საზოგადოებრივი ძალაუფლება, რომელიც სხვა ძალებზე მაღლა დგას, მაგრამ მას უნდა
ჰქონდეს ისეთი დაბრკოლებებიც, რომლებიც შეაკავებს მის მოქმედებას.

ტოკვილის აზრით ამერიკაში არსებობს ტირანიის საფრთხე. ვის უნდა მიმართოს ადამიანმა
ან პარტიამ თუ მას უსამართლოდ მოექცევიან? საზოგადოებრივი აზრი უმრავლესობის
მიერაა შექმნილი, კანონმდებლები თავად წარმოადგენენ უმრავლესობას, აღმასრულებელი
ხელისუფლება დანიშნულია უმრავლესობის მიერ, ასე თუ გავყვებით ნებისმიერი რამ უკვე
ემორჩილება უმრავლესობას, შესაბამისად ამ ჩაგრულ ადამიანს ან პარტიას რჩება
ერთადერთი საშუალება თავადაც დაემორჩილოს უმრავლესობას.

ტოკვილი ერთმანეთისგან ანსხავევს ტირანიასა და თვითნებურ მართველობას. ტირანია


შეიძლება კანონის ძალით მოქმედებდეს და ამ ნაწილში არ იყოს თვითნებური. ტირანია
როგორც წესი თვითნებურობას ეყრდნობა, მაგრამ შეულია მის გარეშეც იარსებოს. ამერიკელი
მოხელეები თავიანთ საქმიანობაში ბევრად უფრო დამოუკიდებლები არიან ვიდრე
მაგალითად საფრანგეთში და მათ იმის ნებაც კი ეძლევათ, რომ ფარგლებს გადაცდნენ,
ვიანიდან ისინი ძლიერად დაცულნი არიან უმრავლესობის მხარდაჭერით. ამრიგად
შესაძლოა თავისუფარლ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ჩვევები, რომლებიც შესაძლებელია
მომავალში მისი თავისუფლებისთვის ფატალური აღმოჩნდეს.

აზროვნება არის ის უხილავი ძალა, რომელის ტირანიის ყველა მცდელოაბს წინ აღუდგება.
ევროპაში ყევაზე ძლიერ მონაქებსაც კი არ შეუძლიათ სრულიად აღმოფხვარ მათი
საწინააღმდეგო შეხედულებეის გავრცელება, მაშინ როცა ამერიკაში მართალია სანამ
საბოლოო აზრი ჩამოყალიბდება მიმდინარეობს დისკუსია, მაგრამ როგორც კი ეს აზრი
საბოლოოდ ფორმირდება ყველა, მათ შორის ამ აზრის მოწინაარმდეგეებიც ერთიანდებიან
მის დასაცავად. ანუ უმრავლესობას რომელსაც აქვს კანონის შექმნისა და აღსრულების
ძალუფლება შეუძლია აკონტროლოს უმცირესობის ყველა ძალა. უმრავლესობის
ძალუფლება ფიზიკურიცაა და მორალურიც, ის ზემოქმედებს როგორც ქცევაზე ისე ნებაზე.
ტოკვილი ამ ძალაუფლებას ასე აღწერს: „შენ თავისუფალი ხარ განსხავებულად იფიქრო და
შეინარჩუნო სიცოცხლე და ქონება, მაგრამ აწი შენ უცხო ხარ შენს ხალხში, შენ შეგიძლია
ისარგებლო სამოქალაქო უფლებებით, მაგრამ შენთვის ისინი უსარგებლონი აღმოჩნდებიან,
ვინაიდან არასდროს აირჩევი სხვების მიერ, შენ აღარ გექნება ადამიანურობის
უფლება.სხვები მოგექცევიან როგორც უწმინდურს და ისინიც ვისაც შენი უდანაშაულობის
სჯერა, გვერდს აგივლია, რადგანა სხვა შემთხევაში მათაც იგივე მოუვათ“. უმრავლესობის
ესოდენ უდიდესი ძალაუფლება ყველაფერში ვლინდება, მისი სასიკეთო გამოყენება კი
შემთხვევითია.

ხელისუფლების დაცემის მიზეზი, როგორც წესი არის მისი უსუსურობა ან ტირანია. პირველ
შემთხვევაში იგი კარგავს ძალაუფლებას, მეორე შემთხევაში მას ამ ძალაუფლებას ართმევენ.
როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში იწყება ბრძოლა პარტიებს შორის მთავრობის
გავლენა საზოგადოებაზე მცირდება, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატია
მოკლებულია ძალასა და რესურსებს. ანარქიას თითქმის ყოველთვის ქმნის მმარტველობის
ტირანული ხასიათი ან მისი შეცდომები და არა მისი სიზლიერის ნაკლებობა.
დემოკარატიულ რესპუბლიკაში ძალაუფლება ცვალებადია, რადგან ის გადადის ხელიდან
ხელში და იცვლის მიზნებს, მაგრამ რა მიმართულებითაც არ უნდა წარიმართოს იგი, მისი
ძალა თითქმის გადაულახავია უმცირესობისათვის

თუკი ოდესმე ამერიკის თავისუფალი ინსტიტუტები დაეცემა, ეს შესაძლებელია მოხდეს


მხოლოდ უმრავლესობის ყოვლისშემძლეობის გამო, რომელმაც შესაძლოა ოდესმე
მომავალში უმცირესობები სასოწარკვეთილობამდე მიიყვანოს და აიძულოს ფიზიკურ ძალას
მიმართონ. მაშინ შეიძლება წარმოიქმნას ანარქია, მაგრამ ამ ანარქიის მიზეზი დესპოტიზმი
იქნება.

ჯეფერსონი ამბობს „ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელი შტო არ არის ერთადერთი და


არც ჩემი მთავარი საზრუნავი. ყველაზე დიდი საშიშროებას ნამდვილად საკანონმდებლო
ხელისუფლების ტირანია წარმოადგენს და ეს დიდი ხნის განმავლობაში იქნება მთავარი
პრობლემა. აღმასრულებელი ხელისუფლების ტირანია შეიძლება დადგეს, მაგრამ ეს დიდი
ხნის შემდეგ მოხდება“.
თავი 8
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში უმრავლესობას აქვს დესპოტიზმის ინსტიქტი, მას ჯერ
კიდევ აკლია ძირითადი ინსტრუმენტები ტირანიისთვის. ამერიკული კონსტიტუციების
უმრავლესობას (იგულისხმება თითოეული შტატის კონსტიტუცია) მნიშვნელოვანი არაფერი
შეუცვლია, გრდა იმ მცირე დეტალებისა, რომლებიც მათ ყურადღებას იქცევა. უმრავლესობის
ძალაუფლების ზრდასთან ერთად ცენტრალური ძალაუფლების ზრდა არ ხდებოდა.
როდესაც ცენტრალური მთავრობა, რომელიც წაროადგენს ეროვნულ უმრავლესობას გასცემს
ბრძანებეს როგორც სუვერენი, ეს ბრძანებები მიმართული იმ აგენტებისაკენ, რომლებიც
პირდაპირ არ ექვემდებარებიან მას.

იმ მომენტიდან როდესაც საჯარო მოხელე ინიშნება საჯარო თანამდებობაზე ის იძენს პირად


ინტერესს საოგადოების უმოძრაობისა. ამგვარი მოხელე შეიძლება ყოველთვის არ იყოს
მოწინააღმდეგე პროგრისისა, ის აუცილებლად იქნება რევოლუციის მტერი. ანუ ყოველთვის
მიმართული იქნება სტაბილურობისაკენ. თუ შევისწავლით ამერიკულ კანონებს,
დავინახავთ, რომ ის ავტორიტეტი და გავლენა ხელისუფლების განხორციელებაში, რომელიც
ამერიკელმა ხალხმა გადასცა იურისტებს წარმოადგენს ყველაზე ძლიერ ბარიერს
დემოკრატიის შეცდომებისა. ადამიანი, რომელმაც კანონი გაიხადა თავის სპეციალობად,
ჩამოუყალიბდა წესრიგის ჩვევა, ერთგვარი ინსტიქტური სიყვარული იდეების
თანმიმდევრულობისა და იქცა რევოლუციური სულისკვეთების მოწინააღმდეგედ.
საბოლოოდ კი ამ სპეციალური ცოდნის ქონამ ის გახადა, შეილება ითქვას სხვებთან
შედარებით გარიყულებად, მაგრამ არა ცუდ კონტექსტში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია
ვიპოვოთ იურისტებს შორის არისტოკრატიული ჩვევები და მიდრეკილებები. მაგრამ ეს
არისტოკრატიული ჩვევები არ მეტყველებს იმაზე, რომ იურისტები დაკავშირებულნი არიან
დემოკრატიული საზოგადოების არასწორ გზასთან. ამის შემდეგ ტოკვილი მსჯელობს
სხვადასხვა ეპოქების დროს იურისტების პოზიციებზე მონარქიულ თუ მათ წინააღმდეგ
მიმართულ საზოგადოებებში და შენიშნავს, რომ როგორც წესი მათ წამყვანი ადგილები
უჭირავთ და აღნშნავს, რომ თუ იურისტები წინააღმდეგობის გარეშე დაიკავებენ წამყვან
ადგილებს, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ როგორც წესი ისედაც მათ ეკუთვნით,
გააღვივებს მათ არისტოკარეტიულ მიდრეკიელებას, გახდებიან მეტად კონსტერვატიულები
და საბოლოო ჯამში შეიძლება ანტიდემოკარტიულებიც. იურისტებსა და აღმასრულებელ
ხელისუფლებას შორის უფორო დიდი და ბუნებრი კავშირია, ვიდრე იურისტებსა და ხალხს
შორის, მაგრამ ზემოთ აღწერილ შემთხევაში იურისტები მამართულები არიან
აღმასრულებელი ხელისუფლების დამხობისაკენ. იურისტებს ყველაზე მეტად უყვართ
წესრიგი და წესრიგის საუკეთესო გარანტია არის ძალაუფლება ან ამ შემთხევაში
უფლებამოსილება. როდესაც საუბარია თავისუფლებაზე, ისინი მასზე ზემოთ აყენებენ
კანონიერებას, მათ ტირანიის უფრო ნაკელბად ეშინიათ ვიდრე არბიტრაჟის.
ყველაზე ხელსაყრელია, თუ დემოკრატიული მმართველობა დამყარებული იქნება
იურისტების პოლიტიკურ ძალაზე, რადგან როდესაც გამოირიცხება მდიდარი კაცი,
დიდგვაროვანი და თავადი ხელისუფლებიდან სწორედ იურისტები რჩებიან ყველაზე
განათლებულ და ნიჭიერ ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ სწორად მოქცევა. ამგვარი
მიდგომა არც დემოკარატიული პრინციპისათვის იქნება საზიანო, რადგან თუ იურისტები
აქამდე იმართებოდნენ არისტოკრატიული ინტერესებით, ან მონარქის გემოვნებით, მათზე
გავლენას ბუნებრივად ხალხისგან შემდგარი უმრავლესობაც მოახდენს მისი ინტერესების
მიხედვით. ამრიგად ის, რომ იურისტებს უყვართ დემოკრატია მისი ტენდეციების
გაზიარებისა და სისუსტეების იმიტაციის გარეშე, ორმაგად იწვევს ძალაუფლებას
დემოკრატიით და ძალაუფლებას დემოკრატიაზე, ამიტომ იურისტებს არ უნდათ
დემოკრატიული წყობის შეცვლა, მაგრამ მუდმივად იბრძვიან იმისათვის, რომ გაუძღვენ მას
იმ გზით რომელიც უცხოა დემოკრატიისათვის.

სასამართლო არის ყველაზე თვალსაჩინო ორგანო, რომელსაც იურისტები იყენებენ


დემოკრატიაზე ზემოქმედებისათვის. მოსამართლე არის იურისტი, რომლის იურიდიულმა
ცოდნამაც დაარწმუნა იგი თავის აღმატებულ პოზიციაში მის თანაემწეებთან შედარებით.
მისმა პოლიტიკურმა ძალამ შეძინა მას პრივილირიგებული კლასის ინსტიქტი. კანონის
არაკონსტიტუციურად გამოცხადებით სისინი მუდმივად ერევიან საზოგადოებრივ
ცხოვრებაში. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკელ ხალხს აქვს რაღაც ტენდეცია,
რომელიც თავს იცავენ ამ შემთხვევაში იურისტების გავლენისაგან, კერძოდ საკანონმდებლო
ორგანოს ორივე პალატის მოთხოვის შემდეგ შესაძლებელია მოსამართლეების გადაყენება.
მაგრამ ამგვარმა მეთოდებმა შესაძლებელია საბოლოოდ გამოიწვიოს არა მხოლოდ
იურისტების გავლენის შემცირება, არამედ დემოკრატიის ძალისაც. იურისტების გავლენა
სასამართლო დარბაზებში არ მთავრდება, ისინი ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი
კანონების შექმნასა და მათ აღსრულებაში.

როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის შესახებ ამერიკაში, აქ უნდა გამოვყოთ ჟიური


როგორც სასამართლო ინსტიტუტი და ჟიური როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი. აქ
ძირითადად ტოკვილის მიზანია დაგვანახოს ნაფიც მსაჯულთა პოლიტიკური მხარე. ეს
ინსტიტუტი პირველად წარმოიშვა ინგლისში და მისი გავრცელებაც ამ ქვეყანასთანაა
დაკავშირებული, რაც გამოიწვია მისმა კოლონისტურმა პოლიტიკამ. ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუტი შეიძლება იყოს არისტოკრატული ან დემოკრატიული, მაგრამ ის ყოველთვის
ატარებს რესპუბლიკურ ხასიათს.

ტოკვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური კანონების ნამდვილი სანქცია სასჯელაღსრულების


კანონებშია და თუ სანქცია არ არსებობს, კანონი ადრე თუ გვიან კარგავს თავის ძალას. აქედან
გამომდინარე კი ასკვნის, რომ ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლის სასამართლოს
მოსამართლეა ნამდვილად საზოგადოების მეთაურია. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი კი ამ
მოსმართლის ადგილას აყენებს თავად ხალხს, ანუ ხალხის ლიდერობის ფუნქციას გადასცემს
ხალხს. ტოკვილს ნაფიც მსაჯულთა ამერიკული სისტემა ეჩვენება, როგორც პირდაპირი და
უკიდურესი შედეგი ხალხის სუვერენიტეტის დოგმატიკისა.

ტოკვილს ნაფიც მსაჯულტა ინსტიტუტი წარმოუდგენია საჯარო სკოლად, სადაც


მოქალაქეებს თავიანთ უფლებებს ასწავლიან პრაქტიკულად, პირადად ანახებენ რა ხდება
როდესაც უმრავლესობის მიერ არჩეულ გზას გადაუხვევ და ამ პროცესის მთავარ
შემოქმედებად აქცევენ. მართალია ამით ხდება ზოგადად ადამიანის განათლების დონის
ამაღლება, როგორც ეს ტოკვილს მიაჩნია, მაგრამ ამ შემთხევვაში აღნიშნავს, რომ როდესაც
საქმე სისხლის სამართლის პროცესს შეეხება, ეს ნაფიცმსაჯულები ხდებიან პასიური
იარაღები საზოგადოების ხელში.

You might also like