You are on page 1of 2

მაშინც კი, როდესაც ხელისუფლებას ხალხის მიერ არჩეული პირები ახორცილებენ,

ჩნდება დიდი საფრთხე რაც ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი თვისებაა -


ძალაუფლების ბოროტად ან გადამეტებულად გამოყენება. იმისათვის რომ ხალხის მიერ
მმართველობას პოზიტიური შედეგი მ ოჰყვეს, აუცილებალია, საკმარისი სამართლებრივი
ბერკეტების შექმნა, რაც ერთგვარ დაზღვევას წარმოადგენს. შესაბამისად აუცილებელია
ხელისუფლების გარკვეულწილად შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ისევ ხალხის ხელთ არსებული
შესაძლებლობების ფარგლებში. სწორედ ასეთი საშუალებაა ხელისუფლების დანაწილების
პრინციპი, რომელიც ყველა დემოკრატიულ თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ახასიათებს.

შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დემოკრატიის


შენარჩუნების და გადარჩენის გარანტიაა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ხელისუფლების
დანაწილების პრინციპს ჯერ კიდევ რესპუბლიკური რომის პირობებში ვხვდებით. ბერძენი
ისტორიკოსის პოლიბიოსის ჩანაწერებში. ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ
პრინციპს კი მე-17 საუკუნის მიწურულს, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისსში ლოკისა და
მონტესკიეს თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი. ძირითადი შინაარსი კი ხელისუფლების სამ
მოქმედ და მნიშნვნელოვან შტოს შორის გადანაწილება წარმოადგენდა.

საბოლოოდ კი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიხედვით გაჩნდა სამი შტო


- საკანონმდებლო - შტო, რომელიც ფლობს უმაღლეს საკანონმდებლო უფლებამოსილებას
დაადგინოს კანონი, აღმასრულებელი - მას ევალება აღასრულოს კანონები
კეთილსინდისიერად და სასამართლო ხელისუფლება კი ვალდებულია განმარტოს და
შესაბამისად შეუფარდოს კანონი როგორც აღმასრულებელ ხელისუფლას ასევე მოქალაქეებს.
სასამართლო, საშუალებაა იმისა, რომ ადამიანებმა თავი დაიცვან ხელისუფლების
თვითნებობისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლოს აქვს უფლება
ჩაანაცვლოს რომელიმე კონკრეტული შტო. შესაბამისად საჭირო იყო ამ სამ შტოს შორის
დაბალანსებული ურთიერთობა, ამავდროულად, ურთიერთკონტროლის შესაძლებლობა.
რაც ჩემი აზრით, ნებისმიერი სახელმწიფოებრივი ურთიერთობისათვის მნიშნველოვანია.
ერთგვარი დაზღვევა, იმისგან რომ ვიღაც თავის შესაძლებლობებსა და უფლებებს ბოროტად
არ გამოიყენებს და სესაბამისად საზოგადოებასაც არ შეუქმნის საფრთხესა და პრობლემებს.
ყოველთვის უნდა იყოს დაზღვეული სუვერენიტეტის უფლება, რომელიც სწორედ, რომ
ხალხს ეკუთვნის. არცერთ სახელისუფლებო შტოს არ უნდა ჰქონდეს უფლება დაეუფლოს ან
და ჩაერიოს ამ უფლებაში. ჭარბი ძალაუფლების კონცენტრირება კონკრეტულად ერთი
პიროვნების ხელში საკმაოდ სახიფათოა.

სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ემსახურება გაუმართლებელი


ზალაუფლების კონცენტრირების გამორიცხვას. თანამედროვე დემოკრატიულ
სახელმწიფოებში ხელისუფლების შტოები ერთი მხრივ უნდა არსებობდნენ ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად, მეორე მხრივ კი ხელისუფლების შტოები ერტმანეთს უნდა
აკონტროლებდნენ და აწნასწორებდნენ.
საკმაოდ მნიშნველოვანი და საგულისხმო საკითხია ისიცი, რომ უპირველესად
დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციებით შეიქმნას ხელისუფლების
დანაწილების პრინცპიებზე დაყრდნობით ძალაუფლების განხორციელების მექანიზმები.

საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე მუხლის თანახმად, საქართველო არის


სამართლებრივი სახელმწიფო, რაც გულისხმობს იმას, რომ ხალხის მიერ არჩეული
ხელისუფლება აუცილებლად იქნება შეზღუდული სამართლით. სწორედ, საქართველოს
კონსტიტუციის მეოთხე მუხლის მესამე პუნქტში ვკითხულობთ - „სახელმწიფო
ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.“

როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფოს მართვა საქართველოს კონსტიტუციის


მიხედვით ხდება სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.
ხელისუფლების შტოების სამეულში, ერთ-ერთი გამოურჩეული და მნიშვნელოვანი როლი
საპარლამენტო დაწესებულებებს აქვთ. ვინაიდან, პარლამენტი მოქმედებს სახელმწიფოში
მცხოვრები ხალხებისა და ერების ინტერესიდან გამომდინარე. პარლამენტის სახელით
ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, კანონიერი წარმომადგენელის მეშვეობით.
პარლამენტი დამოუკიდებლად გარეგანი ძალებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისგან
დამოუკიდებლად არსებობს. პარლამენტს აქვს ერთგვარი უფლება, რომ თავად მართოს
საკუთარი თავი. ასევე მას აქვს უფლება ერთპიროვნულად შეიმუშავოს და დაადგინოს
საკუთარი საქმიანობის მომწესრიგებელი აქტი, რასაც პარლამენტის რეგლამენტით
ახორცილებეს. ახლა კი კონკრეტულად, რას გულისხმობს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილებები, პასუხისმგებლობები და პრივილეგიები. პირველ რიგში,
აუცილებლად, უნდა ითქვას, რომ პარლამენტარი აუცილებლად დაცული უნდა იყოს
საკუტარი საქმიანობის განხორიციელების პროცესში. როგორც წესი ის მონაწილეობს
სხდომებში, გამოდის სიტყვით, შეაქვს კანონპროექტები. იმ მიხნით რომ აბსოლუტურად
თავისუფალი იყოს ის საკუთარი საქმიანობის განხორიცელების პროცესში არსებობს
კონსტიტუციური გარანტიები, როგორცებიცაა თავისუფალი მანდატი, იმუნიტეტი,
ინდემნიტეტი და სხვა.

თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფალი მანდატით დაზღვეულია


დეპუტატი, როგორც ერის წარმომადგენელი, ამავდროულად, განსაზღვრულია ფაქტი, რომ
შეუძლებელია მისი გაწვევა ვადის ამოწურვამდე. იგი მხოლოდ საკუთარი სინდისისა და
კონსტიტუციის წინაშეა ანაგრიშვალდებული.

You might also like