You are on page 1of 6

თავი VI.

საქართველოს მოქალაქეობა

მოქალაქეობის ცნება

 მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს


საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება
ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება
ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და
თავისუფლებების აღიარებას.
 სამართლებრივი კატეგორიის გარდა მოქალაქეობა პირთა
თანასწორობაზე დამყარებული იდეური ერთობის წევრობასაც
გულისხმობს.
 მოქალაქეობის ცნება თავდაპირველად ანტიკური საბერძნეთის ქალაქ -
სახელმწიფოში განვითარდა. შემდგომ, რომაელებმა მოქალაქეობა რომის
მცხოვრებლებისა და რომის მიერ დაპყრობილ და მიერთებულ
ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ერთმანეთისაგან გასარჩევად
შემოიღეს. მოქალაქეობის თანამედროვე ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე კი
არსებითი გავლენა XVIII ამერიკულმა და ფრანგულმა რევოლუციებმა და
ინდუსტრიალიზაციამ მოახდინა.

საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი

 საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსთან ურთიერთობაში სხვა


პირებთან შედარებით, აქვთ გარკვეული პრივილეგიები, რის
სანაცვლოდაც პასუხისმგებლობაც აკისრიათ.
 საქართველოს მოქალაქის უფლებების ექსკლუზიური ხასიათი
მოქალაქეს აძლევს:
1) ხელისუფლების განხორცილებისა და პოლიტიკურ საქმიანობაში
მონაწილეობის მიღების უფლებას - ეს გულისხმობს პოლიტიკური
ნების ჩამოყალიბებას და მისი რეალიზებისთვის მოქმედებას.
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება: შექმნას
პოლიტიკური პარტია, მონაწილეობა მიიღოს - პარტიის
საქმიანობაში, რეფერენდუმში, ავტონომიური რესპუბლიკისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში,
მიმართოს საკანონმდებლო ინიციატივით უმაღლეს
წარმომადგენლობით ორგანოს, იყოს პრეზიდენტი, პარლამენტის
წევრი, პრემიერ-მინისტრი, განახორციელოს მოსამართლეთა
საქმიანობა;
2) სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლებას - მხოლოდ
მოქალაქე მიიღება სამუშაოდ: პოლიციაში, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში, დაზვერვის სამსახურსა და სახელმწიფო
და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დიპლომატიურ
სამსახურში;
3) სათანადო ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის
აუცილებელი პირობებით დაკმაყოფილების უფლებას -
საქართველოს მოქალაქეს კანონით დადგენლიი წესით შეუძლია
სახელმწიფოს დაფინანესბით პროფესიული და უმაღლესი
განათლების მიღება;
4) საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისა და მის გარეთ
სახელმწიფოს მფარველობის მიღების უფლებას - სახელმწიფოს
ტერიტორიაზე ყოფნის უპირობო შესაძლებლობა მოქლაქის
პრივილეგიაა. დაუშვებელია მოქალაქის გაძევება ქვეყნიდან და
საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
შემთხვევების გარდა, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა.
სახელმწიფო საზღვრებს გარეთაც მფარველობს მოქალქეებს, ეს
დიპლომატიური სამსახურის საქმეა;
5) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების
უფლებას - შეუზღუდავად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს
მოქალაქეს, თუმცა ეს არ გულისმობს ამ უფლების აბსოლუტურ
შეზღუდვას სხვა ქვეყნის მოქალქეებისთვის, ან მოქალაქეობის
არმქონე პირებისთვის;
6) საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის
საქართველოში გადმოსვენების საშუალებას - განსაზღვურლ
შემთხვევებში მოქალქის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო
ანაზღაურებს.

 საქართველოს მოქალაქის მოვალეობების ექსკლუზიური ხასიათი


მოქალაქეს აკისრებს შემდეგ ვალდებულებებს:
1) საქართველოს მოქალაქის ფიცით გათვალისწინებული
ვალდებულებები (ლოიალობის ვალდებულება) - ლოიალურობის
ვალდებულებები ასახულია საქართველოს მოქალაქის ფიცში,
რომელსაც დებს პირი, რომელმაც ნატურალიზაციის გზით მოიპოვა
მოქალაქეობა. მან შეიძლება ან მორალური ან სამართლებრივი
პასუხილმგებლობა წარმოშვას;
2) სამხედრო ვალდებულება - ქვეყნის დაცვა კონსტიტუციური
ვალდებულებაა. საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქე
ვალდებულია შეასრულოს სამხედრო ვალდებულებები: სამხედრო
აღრიცხვა, სამხედრო სამსახურისთვის მომზადება,სამხედრო
სამსახური. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალქეობის
არმქონე პირსაც ეკისრება ეს ვალდებულება. სხვა ქვეყნის
მოქალაქეს თავისი სურვილით და პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებით შეუძლია სამხედრო ვალდებულების შესრულება.
3) ხელისუფლების კომპენტენტური ორგანოების ნებართვის აღება
სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ან პოლიციის ან
უშიშროების სამსახურში შესვლასთან დაკავშირებით - საკუთარი
მოქალაქეობის უფლებებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად
სავალდებულოა მოქალაქისთვის სხვა ქვეყნის ამ სამსახურებში
შესვლისთვის წინასწარი უფლების აღება. ამ სამსახურში მოიაზრება,
როგორც ოფიციალური ასევე ფარული საქმიანობაც. ამ
ვალდებულების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას და მოქალაქეობის დაკარგვას.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება
 მოქალაქეობის მოპოვება დაბადებით - ამ დროს მოქმედებს ორი
ძირითადი პრინციპი:
1) სისხლის (ius sanguinis) პრინციპი - უფრო გავრცელებულია.
მოქალქეობას მოიპოვებს პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის
მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. მშობლები
წვყეტენ ამას;
2) ნიადაგის (ius soli) პრინციპი - მოქალაქეობას მოიპოვებს პირი,
რომლის არცერთი მშობელი არ არის საქართველოს მოქალაქე,
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებით. სუროგაციის შედეგად
დაბადებულს შეუძლია ასე მოპოვება, ასევე შეუძლია პირს, რომლის
ორივე ან ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალქეობის არმქონე პირია;
 საქართველოს მოქალაქეობის პრეზუმფცია - საქართველოში მცხოვრები
უცნობი მშობლების არასრულწლოვანი შვილი მოქალაქედ ითვლება
საპირისპიროს დადგენამდე.
 მოქალაქეობის მოპოვება ნატურალიზაციით - არსებობს 4 გზით
მინიჭება: ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო
წესით და აღდგენის წესით.

ჩვეულებრივი წესით - მოქმედებს სხვადასხვა პირობები სწრულწლოვანი და


არასრუწლოვანი პირებისთვის:
 სრულწოვანს მოეთხოვება: 10 წლის განმავლობაში საქართველოს
ტერიტორიაზე, კანონიერ საფუძველზე, უწყვეტად ცხოვრება; ქართულის,
ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა; საქართველოში მუშაობა,
ან/და აქვს უძრავი ქონების, ან სამეწარმეო საქმიანობას განხორციელება,
ან წილის ან აქციებს ფლობა საქართველოს საწარმოებში.
 არასრულწლოვანის მოთხოვნები: თუ ერთ-ერთი მშობელი
საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ მოქალაქეობა დაბადებით არ
მოუპოვებია, შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა; იგივე წესი
მოქმედებს საქართველოს მოქალაქის მიერ შვილად აყვანილი
არასრულწოვნის მიმართ.

გამარტივებული წესით - მოქალაქეობას იღებს პირი, რომელიც


დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე, რომელმაც დადგენილ ვადაში
იცის: საქართველოს სახელმიწოფ ენა, საქართველოს ისტორია, სამართლის
ძირითადი საფუძვლები და განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წელი
ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე

საგამონაკლისო წესით - მოქალაქეობა მიენიჭება სხვა ქვეყნის მოქალაქეს,


რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან
რომლისთვისაც მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტრესებიდან
გამომდინარეობს. ასეთი წესი ასევე ვრცელდება: პოლიტიკური ან სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასულ პირებზე, პირებზე,
რომლებსაც წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითრებაში და
სპორტში, კულტურაში და მეცნიერებაში წარმატებულ პირებზე, რომლებსაც სურს
საქართველოს სახელით მოღვაწეობა.

აღდგენის წესით - აღნიშნული წესი მოქმედებს იმ პირის მიმართ, რომელსაც


საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა ანუ პირმა
საქართველოს მოქალაქეობა შესაბამისი საფუძვლის არარსებობის გარეშე
დაკარგა. ასევე ამ წესით მოპოვება შეუძლია პირს, რომელსაც მოქალქეობა
მშობლების გადაწყვეტილებით შეუწყდა. მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა,
გარდა გამონაკლისებისა.

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმა -


მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად
სახელმწიფო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მსურველი პირისთვის
მოქალაქეობის მინიჭებაზე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოქალაქეობის
მინიჭებაზე უარის შესახებ არ საჩივრდება. უარის საფუძვლები განსაზღვრულია
ორგანული კანონით:
 თუ პირს ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის
წინააღმდეგ;
 თუ პირს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი
უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულში;
 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვის ინტერესებთან შეუსაბამობა, როდესაც პირის
საქართველოში ყოფნა საფრთხის მომცველია;
 თუ პირი საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ან
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციების მიერ იძებნება.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

 მოქალაქეობიდან გასვლა საქართველოს მოქალაქის უფლებაა,


რომელიც სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს თუ: პირს შეუსრულებელი
აქვს ქვეყნის წინაშე სამხედრო ვალდბულება, ბრალდებულია დანაშაულის
ჩადენაში, ან დამდგარია განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს.
 მოქალაქეობის დაკარგვა ხდება მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ.
საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს ,
საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს. თუმცა, თუ იგი მოქალაქეობის
მოპოვებამდე წინასწარ მიიღებს თანხმობას საქართველოს
სახელმწიფოდან, მაშინ შუნარჩუნდება. ასევე დაკარგვის საფუძვლებია
კომპეტენტური ორგანოების ნებართის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო ან
პოლიციის და უშიშროების სამსახურსი შესვლა და ყალბი დოკუმენტების
წარდგენით მოქლაქეობის მოპოვება.

მრავალმხრივი მოქალაქეობა
 მრავალმხრივია მოქალაქეობა, როდესაც პირი ორი ან მეტი ქვეყნის
მოქალაქეა.
 მრავალმხრივი მოქალაქეობის წარმოშობის უფლებას საქართველოს
კანონმდებლობაც იძლევა. თუმცა ასეთ მოქალქეს არ შეუძლია
საქართველოს პრეზიდენტის, პერმიერ-მინისტრის და პარლამენტის
თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება.
საპატიო მოქალაქეობა
 საპატიო მოქალაქეობა ენიჭება პირს, რომელსაც თავისი სამეცნიერო ან /და
საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის
საქართველოს წინაშე. საპატიო მოქალაქეობა არ წარმოშობს
სამართლებრივ შედეგებს.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე


 თანამემამულის ცნების ქვეშ იგულისხმება საქართველოს მოქალაქე,
რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა
სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან
წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-
კავკასიურ ენებს.
 თანამემამულის სტატუსი არის იმ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობა,
რომელიც თანამმემაულეებს საქართველოსთან სამართლებრივად
აკავშირებს. ამ სტატუსს ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სერვისების განვითარების სააგენტო.
 თანამემამულე სარგებლობს პრივილეგიებით:
1) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას და არაუმეტეს 30 დღის
მანძილზე დასარჩენად არ საჭიროებს ვიზას;
2) სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს საჯარო სამსახურში შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე;
3) შესაძლებელია ისარგებლოს სპეციალური ბინადრობის მოწმობით.
 ვალდებულება ზოგადია - საქართველოს კანონმდებლობის დაცვა და
საქართველოს ინტერესების პატივისცემა.
 თანამემამულის სტატუსი პირს შეიძლება შეუწყდეს ნებით ან ნების
საწინააღმდეგოდ თუ: სტატუსი ყალბი დოკუმენტების წარდგენის
საფუძველზე ჰქონდა მოპოვებული, განახორციელა საქართველოსთვის
საზიანო ქმედება, საცხოვრებლად დაბრუნდა საქართველოში.

უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი


მდგომარეობა საქართველოში

 უცხოელის სამართლებრივი მდგომარეობა - უცხოელები


კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხევევების გარდა
საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ იმავე უფლებებით და
აკისრიათ ისეთივე ვალდებულებები, როგორც საქართველოს
მოქალაქეებს. მათ აქვთ ექკლუზიური უფლება, რაც საქართველოში
თავშესაფრის ძიებისა და მიღების უფლებას აძლევთ. მოქალაქისაგან
განსხვავ თუმცა მათ არ გააჩნიათ:
1) აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;
2) რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება;
3) პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის ან მისი
დაფუძვნების უფლება;
4) სამხედრო სამსახურში მსახურობის ვალდებულება;
5) ასევე საჭიროებენ ვიზას საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსასვლელად და შესაძლოა გაძევებულ იქნან საქართველოს
ტერიტორიიდან.
 მოქალაქეობის არმქონე პირები - საქრთველოში მყოფ პირებს,
რომლებსაც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაუდგინდებათ
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ეძლევათ ბინადრობის ნებართვა
3 წლის ვადით და აქვთ იგივე უფლება-მოვალეობები, რაც უცხოელებს.

You might also like