You are on page 1of 5

კაზუსი #1

30 წლის წინ საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა ფრანგი წყვილი, საფრანგეთის მოქალაქეები.


მოგზაურობისას მათ მოულოდნელად შეეძინათ შვილი - ზიდანი. იმის გათვალისწინებით, რომ
ზიდანი საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა, დაბადების მოწმობაში განისაზღვრა მოქალაქეობა -
საქართველოს მოქალაქე. რამდენიმე წლის შემდეგ ფრანგი ოჯახი კვლავ ესტურმა საქართველოს, რა
დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა ზიდანს ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა იმ საფუძვლით,
რომ მან თავის დროზე უკანონოდ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა.
მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, ოჯახი ხშირად სტუმრობდა საქართველოს. შედეგად,
საქართველოს განსაკუთრებული სიყვარული გამო, საქართველოს მომდევნო პრეზიდენტმა ზიდანს
საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. ამ პერიოდში საქართველოში მორიგი საპარლამენტი არჩევნები
ტარდებოდა, შესაბამისად, ზიდანმა, როგორც საპატიო მოქალაქემ, მონაწილეობა მიიღო არჩევნებში
და დააფიქსირა თავისი არჩევანი.
არჩევნების შედეგად, არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც. ერთ დღეს
საბჭოს ახალმა შემადგენლობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, შეიარაღებული ფორმირებები შეექმნა
აჭარის ტერიტორიაზე თურქეთზე შეტევის განხორციელებისა და წარსულში დაკარგული
ტერიტორების დაბრუნების მიზნით. სანამ უმაღლესი საბჭო სისრულეში მოიყვანდა
გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაითხოვა ის.
სამართლებრივად შეაფასეთ მოცემული გარემოებები. პასუხი დაასაბუთეთ.

 შენიშვნა: დაუშვით, რომ 30 წლის წინ იგივე კანონმდებოლბა მოქომედებდა მოქალაქეობის


თაობაზე, რაც ამჟამად.

ამოხსნა:

1.კაზუსის ფაქტობრივი გარემოების თანახმად,30 წლის წინ საქართველოში სამოგზაუროდ


ჩამოვიდა ფრანგი წყვილი, საფრანგეთის მოქალაქეები. მოგზაურობისას მათ მოულოდნელად
შეეძინათ შვილი - ზიდანი. იმის გათვალისწინებით, რომ ზიდანი საქართველოს ტერიტორიაზე
დაიბადა, დაბადების მოწმობაში განისაზღვრა მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე,რაც
არაკანონიერია რადგან საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 10 მუხლის ა
ქვეპუნქტისა მიხედვით პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი
საქართველოს მოქალაქეა მოიპოვებს მოქალაქეობას.

2.მეორე კანონდარღვევა დგომარეობს იმაში რომ საქართველოს პრეზიდენტმა ზიდანს ჩამოართვა


საქართველოს მოქალაქეობა იმ საფუძვლით, რომ მან თავის დროზე უკანონოდ მოიპოვა საქართველოს
მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 3 მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად საქართველოს მოქალაქეობის ჩამორტმევა დაუშვებელია. შესაბამისად პრეზიდენტი
არღვევს კანონს. ვინაიდან ბავშმა არაკანონიერად მოიპოვა შესაძლოა გახდეს მოქალაქეობის
დაკარგვის მიზეზი ამავე კანონი 21 მუხლის ბ ქვეპუნქტის თანახმად/

3. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ ოჯახი ხშირად სტუმრობდა საქართველოს. შედეგად,
საქართველოს განსაკუთრებული სიყვარული გამო, საქართველოს მომდევნო პრეზიდენტმა ზიდანს
საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. რაც დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული
კანონის მე 7 მუხლის მიხედვით რადგან ამავე მუხლის თანახმად საპატიო მოქალაქეობა გადაეცემა
პირს
რომელსაც თავისი სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული
დამსახურება აქვს საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე ან აქვს პროფესია და
კვალიფიკაცია,
რომლებითაც დაინტერესებულია საქართველო, და მისთვის საქართველოს საპატიო
მოქალაქეობის
მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, შეიძლება მიენიჭოს საქართველოს
საპატიო
მოქალაქეობა მისი თანხმობით.

4. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ზიდანი ვერ მიირებდა არჩევნებში მოქალაქეობას ამავე კანონის
მეორე მუხლის ზ ქვეპუნქტის თანახმად. საპატიო მოქალაქეობა არ წარმოშობს მოქალაქის
უფლებებს და ვერ უთანაბრდება მას.

5.. საქართველოს კონსტიტუციის მე 7 მუხლის დ პუნქტის თანახმად აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლება
არ ჰქონდა შეიარაღებული ფორმირებები შეექმნა აჭარის ტერიტორიაზე თურქეთზე შეტევის
განხორციელებისა და წარსულში დაკარგული ტერიტორების დაბრუნების მიზნით. უმაღლესი საბჭო
არღვევს კონსტიტუციას, რაგან ეს სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების უფლებაა.

6.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ სანამ უმაღლესი საბჭო სისრულეში მოიყვანდა
გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაითხოვა ის, რაც კანონდარღვევაა პრემიერ
მინისტრის მხრიდან რანგან ა.ა.რ შესახებ კონსტიტუციური კანონის 3 მუხლის 8 პუნქტის თანახმად
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით
დაითხოვოს უმაღლესი საბჭო.

კაზუსი 2
თბილისში, ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა ბავშვი - ბექა, რომლის დედა - ლანა,
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მამა უცნობია. ბექას დაბადების
მოწმობაში განისაზღვრა მისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხოლო მოქალაქეობის გრაფაში
შემდეგი ჩანაწერი - სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. რამდენიმე წლის შემდეგ,
ბექას დედა დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე - ლევანზე, რის შემდეგაც მან მიმართა
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭების თაობაზე. ლანამ საჯარო რეესტრს წარუდგინა შემდეგი დოკუმენტები: ქართული
ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლებრივი საფუძვლების ცოდნის შესახებ
წარმატებით ჩაბარებული გამოცდის შედეგები, საქართველოში 7 წლის განმალობაში
უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ქორწინების მოწმობა. თუმცა,
ლანას უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ საფუძველით, რომ მას
საქართველოში უწყვეტად 10 წლის განმავლობაში არ უცხოვრია.
მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა განიხილა
კონსტიტუციური კანონის პროექტი და სამივე მოსმენით 120 წევრის მხარდაჭერით მიიღო
ის. საქართველოს პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო, თუმცა, აღშფოთებულმა პარლამენტის
თავმჯდომარემ თავად მოაწერა ხელი და გამოაქვეყნა კონსტიტუციური კანონი იმ
საფუძლით, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ვეტო დაედო
კონსტიტუციური კანონისთვის.

ამოხსნა:
1.კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ირვევა რომ, თბილისში, ერთ-ერთ სამშობიაროში
დაიბადა ბავშვი - ბექა, რომლის დედა - ლანა, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირია, ხოლო მამა უცნობია. ბექას დაბადების მოწმობაში განისაზღვრა მისი სახელი, გვარი,
პირადი ნომერი, ხოლო მოქალაქეობის გრაფაში შემდეგი ჩანაწერი - სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირი, რაც არაკანონიერია რადგან საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ ორგანული კანონის 10 მუხლის დ პუნქტის მიხედვით საქართველოს
ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი
საქართველოშისტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე
მშობელი უცნობია ირებს მოქალაქეობას.

2.ასევე კაზუსის ფაქტობრივი გარემოება გვეუბნება რომრამდენიმე წლის შემდეგ, ბექას დედა
დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე - ლევანზე, რის შემდეგაც მან მიმართა სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
ლანამ საჯარო რეესტრს წარუდგინა შემდეგი დოკუმენტები: ქართული ენის, საქართველოს
ისტორიისა და სამართლებრივი საფუძვლების ცოდნის შესახებ წარმატებით ჩაბარებული
გამოცდის შედეგები, საქართველოში 7 წლის განმალობაში უწყვეტად ცხოვრების
დამადასტურებელი დოკუმენტი და ქორწინების მოწმობა. თუმცა, ლანას უარი
ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ საფუძველით, რომ მას საქართველოში
უწყვეტად 10 წლის განმავლობაში არ უცხოვრია. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
ორგანული კანონის 14 მუხლის 1 პუნქტის მიხედვიტ ლანა აკმაყოფილებს საქართველოს
მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების კანონს, ასევე ლანას საქართველოს
მოქალაქეობის საკითხზე განცხადებიტ უნდა მიემართა იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომ – სააგენტო)
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულიკანონი 22მუხლის 1 პუნქტის
თანახმად.

3. კაზუსის ფაქტობრივი გარემოების მიხედვით მიმდინარე მოვლენების პარალელურად,


საქართველოს პარლამენტმა განიხილა კონსტიტუციური კანონის პროექტი და სამივე
მოსმენით 120 წევრის მხარდაჭერით მიიღო ის. საქართველოს პრეზიდენტმა მას ვეტო
დაადო, თუმცა, აღშფოთებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ თავად მოაწერა ხელი და
გამოაქვეყნა კონსტიტუციური კანონი იმ საფუძლით, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ
ჰქონდა უფლება, ვეტო დაედო კონსტიტუციური კანონისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე
მოც მომენტში გვევლინება კანონდამრღვევად რადგან საქარტველოს კონსტიტუციის 46
მუხლის 3 პუნტქის მიხედვით პრეზიდენტის ვეტოს შემდგომ, პარლამენტი კენჭსს უყრის
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.
კაზუსი 3
თურქეთის მოქალაქე - ალი კანონიერად ცხოვრობს საქართველოში 2005 წლიდან, სადაც იგი
ფლობს საწარმოს. ყოველ წელს, ზაფხულში იგი სამოგზაუროდ მიდის იტალიაში, კერძოდ 10
ივნისიდან 31 აგვისტომდე, შემდეგ კი ბრუნდება საქართველოში. ალიმ სსიპ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა მისთვის ჩვეულებრივი წესით საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა მას უარი განუცხადეს იმ საფუძვლით, რომ მას
უწყვეტად არ უცხოვრია საქართველოს ტერიტორიაზე ყოველ წელს იტალიაში გამგზავრების
გათვალისწინებით. განაწყენებულმა ალიმ დატოვა ქვეყანა და გაემგზავრა თურქეთში.
1 წლის შემდეგ ალი კვლავ დაბრუნდა საქართველოში ამჯერად სხვა მოთხოვნით, მას სურს
ორმაგი მოქალაქეობა - სურს შეინარჩუნოს თურქეთის მოქალაქეობა და ამავე დროს
საგამონკალისო წესით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობაც. ალის ამჯერადაც არ
დაუკმაყოფილდა მოთხოვნა იმაზე მითითებით, რომ მას ჩვეულებრივი წესით უნდა
მონიჭებოდა საქართველოს მოქალაქეობა, რომლის წინაპირობებსაც ის ვერ აკმაყოფილებდა.
სამართლებრივად შეფასეთ მოცემული გარემოებები და პასუხი დაასაბუთეთ.

ამოხსნა:

1.კაზუსის ფაქტ გარემოებიდან ჩანს რომ ალიმ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს მიმართა მისთვის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების
მოთხოვნით, თუმცა მას უარი განუცხადეს იმ საფუძვლით, რომ მას უწყვეტად არ უცხოვრია
საქართველოს ტერიტორიაზე ყოველ წელს იტალიაში გამგზავრების გათვალისწინებით.
განაწყენებულმა ალიმ დატოვა ქვეყანა და გაემგზავრა თურქეთში. სააგენტოს დასკვნა არ
არის მართებული რადგან საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 2
მუხლის გ ქვეპუნქტის მიხედვით საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის
საქართველოში ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90
დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლებასაქართველოს
ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით)არ
დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება
უწყვეტი 365დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან);

2.ფაქტობრივი გარემოებიდან ასევე იკვეთება რომ ალი საქართველოში ფლობდა


საწარმოს,ასევე იკვეტება რომ 1 წლის შემდეგ ალი კვლავ დაბრუნდა საქართველოში
ამჯერად სხვა მოთხოვნით, მას სურს ორმაგი მოქალაქეობა - სურს შეინარჩუნოს თურქეთის
მოქალაქეობა და ამავე დროს საგამონკალისო წესით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობაც.
ალის ამჯერადაც არ დაუკმაყოფილდა მოთხოვნა იმაზე მითითებით, რომ მას ჩვეულებრივი
წესით უნდა მონიჭებოდა საქართველოს მოქალაქეობა, რომლის წინაპირობებსაც ის ვერ
აკმაყოფილებდა. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 17
მუხლის 2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის მიხედვიტ ალის უფლება აქვს მოიტხოვოს ორმაგი
მოქალაქეობა შესსაბამისად სააგენტოს მიერ გაკეთებული უარყოფა არ არის
მართებული ჩვეულებრივი წესით მინიჭების თაობაზე.
კაზუსი 4
ნატალია საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების
გამო ემიგრანტად წავიდა საფრანგეთში და მიიღო ამ ქვეყნის მოქალაქეობა, შესაბამისად, მას
შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ნატალია 2021 წელს დაბრუნდა საქართველოში და
ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასაც იმ მიზნით, რომ გახდეს ორმაგი
მოქალაქე. მან მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღდგენის წესით
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. მას დაუკმაყოფილდა მოთხოვნა და
შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით ნატალიას აღდგენის წესით
მიენიჭა ორმაგი მოქალაქეობა.
სამართლებრივად შეფასეთ მოცემული გარემოებები და პასუხი დაასაბუთეთ.

1.ფაქტობრივი გარემოებიდან ირკვევა რომ ნატალიას მოტხოვნა დააკმაყოფილდა შედეგად,


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით ნატალიას აღდგენის წესით მიენიჭა
ორმაგი მოქალაქეობა. ასევე მას უნდა მიენიჭოს მოქალქეობა საგამონაკლისო წესით 17
მუხლის ბ ქვეპუნქტის მიხედვით. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის
25 მუხლის 1 პუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების,
მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტისსაკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს პრეზიდენტი და არა პრემიერი, სესაბამისად პრემიერი არღვევს კანონს.

2. ასევე მას არ უნდა მიემართა საჯარო რეესტრისთვის საქართველოს მოქალაქეობის


საკითხზე განცხადებით უნდა მიემართა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომ – სააგენტო) საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ ორგანულიკანონი 22მუხლის 1 პუნქტის თანახმად.

You might also like