You are on page 1of 3

სტუდენტი - ვიკა დარსალია

კურსი -ადამინით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

კაზუსი 2

2017 წლის იანვარში ბელა მ.-მ გაიცნო ავტრალიაში მცხოვრები ბენჯამენ ჩ.  რომელმაც შესთავაზა
მოზარდ გოგონათა შიშველი სხეულის ფოტოების გადაღება, რომელიც შემდეგ განთავსდებოდა
ინტერნეტსივრცეში არსებულ პორნოსაიტებზე და ბელას დაპირდა, რომ თითოეულ ფოტოში
გადაუხდიდა 25 ევროს.
 ბელამ შექმნა ფოტო სტუდია, დაიქირავა ფოტოგრაფი კახა ე. რომელსაც ფოტოსტუდია გააცნო
როგორც სამოდელი სააგენტოს ფილიალი,  და კახას დაუნიშნა თვეში ანაზღაურება 800 ლარი .
 ბელა ფოტოსტუდიაში იწვევდა მოზარდ გოგონებს, სთავაზობდა შიშველი სხეულის
ფოტოგრაფირებას, თითქოსდა მათი ფოტოების სამოდელო სააგენტოებში გაგზავნის მიზნით და ამ
ფოტოებს უგზავნიდა ბენჯამენ ჩ-ს, რომელიც ამ ფოტოებს ათავსებდა პორნო საიტებზე, ბელა იღებდა
დაპირებულ ანაზღაურებას.    ეს პროცესი გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში.
 2021 წლის გაზაფხულზე ბელა დააკავეს ერთერთი არასრულწლოვანი გოგონას მშობლის საჩივრის
საფუძველზე.
 ა)  დააკვალიფიცირეთ ბელამ მ-ს ქმედება
და  იმსჯელეთ არის თუ არა მის ქმედებაში სექსუალური ექსპლუატაციის ნიშნები
ბ) დააკვალიფიცირეთ კახა ე-ს ქმედება
და იმსჯელეთ არის თუ არა მის ქმედებაში 143 სეკუნდა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნები
 
მოცემული საკუზი შეეხება არასრულწლოვნების საკითხს, სექსუალურ ექსპლუატაციას და
143 სეკუნდა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. იმისთვის, რომ ეს
ყოველივე დავასაბუთოთ, განვიხილოთ პირველი შემთხვევა - ბელას ქმედება.

ბელა, როგროც ირკვევა, არის თანაამსრულებელი დანაშაულისა. იგი საქმის ყურსშია ,


შეცნობილი აქვს ქმედების მართლწინააღმდეგბა და ასევე მისივე შედეგი . მათი
უგულებელყოფით კი შესაძლოა იგი ჩადიოდეს სექსუალურ ექსპლუატაციას
არასრულწლოვნების მიმართ.

მინდა აღვნიშნო, რომა რასრულწლოვანთა ვაჭრობა შეიძლება ხორციელდებოდეს


ქვეყნის შიგნითაც და როგორც პრაქტიკიდან ირკვევა, სწორედ რომ სექსუალური
ექსპლუატაციის მიზნით ხდება მათი გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე გვაქვს
პრონოგრაფიის საქმიანოაში ჩართვის მიზანი, რომელიც რეალურად
ანტისაზოგადოებრივი საქმიანობაა და ეწინაარმდეგაბ ბავშვის უფლება -თავისუფლებებს .
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მოცემული ჩართულობა და გადაბირება ხდება ისეთი
ხერხით, როგროიცაა მოტყუება და მიმზიდველი პირობების შეთავაზება . სწორედ ,
მოცემული კაზუსის ფაბულად მსგავს შინაარსს გადმოგვცემს და ხელს გვიწყობს იმ
ფაქტის დადასტურებაში, რომ ბელამ ნადმვილად ჩაიდინა 143 სეკუნდა მუხლით
გათვალისიწნებული დანაშაული. ამასთანავე, ზოგმა შეიძლება აღიქვას, რომ
სავალდებულო იყოს იძულების ან შანტაჟის ვითარება. თუმცა, პრაქტიკის თანახმად ,
არასრულწლოვნების დროს მსგავსი ფაქტორების არარსებობა არ აფერხებს
მართლსამჯულების განხორციელებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მე -
3 მუხლი აღნიშნავს,რომ ბავშვებით ვაჭრობად ჩაითვლება ნებისმიერი საუალებით
ბავშვის შეთავაზება, გადაცემა ან მიღება ბაშვის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით .
მოცემულ შემთხვევაში ეს ქმედება გამოხატულია ბავშის ფოტოების შეთავაზება -
გადაცემაში.

მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ დაამძიმებელი გარემოებები , რომლებიც აშკარას გახდის


ბელას დამნაშავეობას. კერძოდ, 143 სეკუნდა მუხლი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ
დამამძიმებელი გარემობა ბელას მიმართთ არის ქმედების ჩადენა მოტყუებით ( 143
სეკუნდა,ბ) , ასევე ორი ანმეტი არასრულწოვნის მიმართ ( 143 სეკუნდა, გ). ამასთან,
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ადამინის უმწეო მდგომარეობის გამოყენება და ვფიქრობ ,
ბელას ქმედება მოცემულ ასპქეტშიც ჯდება.. კერზოდ, ამ დროს პირს ასაკის გამო ( ამ
შემთხვევაში) არ შეუძლია რეალური ვითარების შეფასბა-აღქმა და არ გააჩნია
ალტერნატივა იმის გარდა, რომ დაემორჩილოს - ბელას. საინტერესო და აღსაღნიშნია
ჯგუფური დანაშაულიც, რადგან იგი უშუალოდ დაკავშირებულ იყო ბენჯამენთან .

რეკომენდაციის თვალსაზრისით შესაძლოა არინიშნოს, რომ საერთაშორისო


კანონმდებლობა გვირჩევს, არასრულწლოვნით ვაჭრობა დამამძიმებელ გარემოებად
გავითვალისიწნოთ, თუმცა საქართველოს კანონდმებლობის მიხედვით, ეს უკანკსელი
ცალკე დანაშაულად არის განყენებული -სსსკ 143სეკუნდა.

ხაზგასასმელია შემდეგი ფაქტიც, რომ ზოგჯერ შემკვეთის მიზნის შესახებ პირს არ აქვს
ინფორმაცია მიღებული. ეს არ არის სემამსუბუქებელი გარემო, არამედ , მიუხედავად
მსგავსი ფაქტისა ქმედების დაკვალიფიცრება მოხდება 143 სეკუნდა მუხლის საფუძველზე .

შსაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბელას ქმედება ნამდვილად შეიცავს


სექსუალურ ექსპლუატაციის ნიშნებს, რაც გამოიხატება პორნორგრაფიის მიზნისთვის
ფოტოების გადაღებას, სარგებლის მიღების სანაცვლოდ , არაერთგიზ , ორ ან მეტ
არასრულწლოვანზე. ეს ყოველივე კი ეროვნულ კანნმდებლობაში კრიმინალიზებულია
სსკ. 143 2,2 მუხლში. მეორე ნაწილი კი მიგვითითებს დამამძიმებელ გარემოებებზე ,
რომლებიც უკვე აღვნიშნე.

თუკი ბელას ქმედება შედარებით აშკარა და ერთმნიშვნელოვნად ნათელი იყო,


განსხვაბეული საკითხი გვაქვს კახასთან მიმართებით. როგორც ვხედავთ, კახა არის
მოტყუებული პირი, რომელმაც არ იცის სიმართლე და არ არის ინფორმირებული საქმის
მიზანზე. კახას ნამდვილად არ ჰქონია განზრახვა, რადგან იყო რიგითი ფოტოგრაფი ,
რომელიც მუშაობდა „სამოდელო სააგენტოში“. მიუხედავად ამისა, მაინც ჩნდება ეჭვი
მასზე და ისმის კითხვა, ჩანს თუ არა მის ქმედებაში 143 სეკუნდა მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე არასრულწლოვანი იქნებოდა 16 წელს მიუღწეველი, ამ
შემთხვევაში კახას მიმართ დადგებოდა 141-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაული,კერძოდ, გარყვნილი ქმედბა 16 წელს მიუღწეველ პირთან. ეს უკანასკნელი
აუცილებელია, გამოვყოთ და გავაცალკევოთ არასრუწლოვნის ვაჭრობისგან, რადგან
არის ცალკე მდგომი დანაშაული.

იმ მიზეზით, რომ კაზუსი არ გვაძლევს საშუალებას კონკრეტულად დავასახელოთ


არასრულწლოვნის ასაკები, კახა ამ შემტხვევაში შეიძლება გავათავისუფლოთ კიდეც
მოსალოდნელი სასჯელისგან. მის მიმართ ასევე იმ შემთხვევაში იმოქმედებდა 143
სეკუნდა, როცა იქნებოდა ასევე გამყიდველი, რომელმაც არც კი იცოდა რეალური მიზანი
შემკვეთისა.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ კახა აშაკრა დახმარების ხელს უწვდიდა
ბელას, რომ მისი მიზანი სისრულეში მოეყვანა, კახას არ ჰქონდა გამიზნული ( არათუ
გამიზნულობა, არამედ თვითონაც მოტყუებული იყო) , რომ არასრულწოვანს
გამოიყენებდა, როგროც მეტად დაუცველ ობიექტს. ასევე მისი მიზანი არ იყოს
დამკვეთისთვის ამ ფოტოების სისრულეში მოყვანა, არამედ მას ეგონა, მუშაობდა რიგით
სამოდელო სააგენტოში. შესაბამისად, კახა არ არღვევდა ბავშვის პირად უფლებებსა და
თავისუფლებებს.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, კახას გონივრული ეჭვი უნდა გასჩენოდა, როდესაც შიშველ
ფოტოებს უღებდა მოზარად, არასრულწლოვან ბავშვებს და მიმაჩნია, არკვეული ზომები
უნდა მიეღო კიდეც. არამხოლოდ კითხვით უნდა შემოფარგლულიყო ბელასთან, არამედ
ჰქონდა ნადმვილად შესაძლებლობა და ასევე ბერკეტი იმისა, რომ უწყებებისთვის
ეცნობინებინა მსგავსი ფაქტი, რომელიც ზედაპირულადაც კი ანტისაზოგადოებრივი ქცევა
გახლდათ.

You might also like