You are on page 1of 5

კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში

ფინალური გამოცდა
ლექტორი: გიორგი ჩაკვეტაძე
გაზაფხულის სასწავლო სემესტრი
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი 2021

სტუდენტი:მილენა მკოიან(ნ/ნ 07001051079)

თარიღი:28.06.2021წ

კაზუსი N1

ა-ს გვიან საღამოს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დახვდა შეიარაღებული და


ნიღბიანი ბ, რომელმაც მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა გადასაცემად
ძვირფასეულობა და ფული. შეშინებულმა ა-მ თავისი ცივი იარაღით მოიგერია ბ და
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ბ-ს. რეალურად ბ იყო ა-ს ბავშვობის მეგობარი, რომელიც
მხოლოდ გახუმრების მიზნით დახვდა ა-ს მის საცხოვრებელ სახლთან.

დააკვალიფიცირეთ სისხლისსამართლებრივად ა-ს ქმედება.

ამოხსნა 1

კაზუსის ფაბულიდან გამომდიანრე კერძოდ ა-ს გვიან საღამოს საკუთარი საცხოვრებელი


სახლის სადარბაზოში დახვდა შეიარაღებული და ნიღბიანი ბ, რომელმაც მას სიცოცხლის
მოსპობის მუქარით მოსთხოვა გადასაცემად ძვირფასეულობა და ფული.ა-ს მიმართ
განხორციელებული ქმედება არის რეალურად ყაჩაღობის ფაქტი რომელიც სისხლის სამართლის
179-ე მუხლში გვხდება კერძოდ ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.იგივე
ქმედება რაც ჩადენილი იყო ა-ს მიმართ,მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღმჩნდა რომ ეს
ორი სუბიექტი არიან მეგობრები და ბ-ს არ სურდა მისი დაყაჩარობა არამედ გახუმრება
უნდოდა.აქ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ აღიქვა ა მეგობრის ქმედება.ის ,რომ მისმა მეგობარმა
ეს ქედება განახორციელა ღამის საათებში თან მუქარით ა-ს აღიქვა როგორც რეალური
ყაჩარობა.მოცემულ შემთხვევაში ა როგორც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებელი შეიძლება ამ
კუთხით იქნეს განთავისუფლებული პასუხისმგებლობისგან.თუ პრის შეცდომას
უშვებს ,მაგ.აუცილებელი მოგერიების ვითარებასთან დაკავშირებით და ჰგონია,რომ მასაზე
განხორცილებული თავდასხმა არის რეალური,სინამდვილეში კი,ასეთს აგილი არა აქვს(ე.წ
მოჩვენებითი მოგერიება) ამ შემთხვევაში ბრალის ეტაპზე განზრახვის მესამე კომპონენტის
გამორიცხვით გამოირიცხება ე.წ ბოროტი განზრახვა(dolus malus) და სისხლისსამარართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება ბრალის გამომრიცხველი ე.წ აკრძალვაში

თითოეული კაზუსი შეფასდება 20 ქულით, ჯამში ორივე კაზუსი 40 ქულით


გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 6 საათს
საგამოცდო ნაშრომი სტუდენტმა უნდა გააგზავნოს შემდეგ ელ. მისამართზე:
giorgi.chakvetadze@tsu.ge
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
ფინალური გამოცდა
ლექტორი: გიორგი ჩაკვეტაძე
გაზაფხულის სასწავლო სემესტრი
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი 2021

სამართლებრივი შეცდომის ანალოგიით,სსკ-ის 36-ე მუხლის საფუძველზე. მჩვენებითი


მოგერიების ვითარებისაგან წმინდა სამართლებრივი შეცდომის საკითხი(სსკ-ის 36-ე
მუხლის)განსხვავდება შინაარსობრივად .წმინდა სამართლებირივი შეცდომის დროს ,თუ პირმა
არ იცოდა ბლანკეტურინორმის შინაარსი მაში ბრალი გამოირიცხება,თუ შეცდომა თავიდან
აუცილებაია,ანუ მისატევებელია ,ასეთი შეცდომის დროს განზრახვა ყველა ვარიანტში
გამორიცხულია,მაშინაც კი ,როცა თავიდან აცილებად,ანუ მიუევებელი იყო.მოცემულ
შემთხვევასი ა-მ მოკლა ვითომ თავდასხმელი ,რომელიც მისი მხოლოდ შეშინება უნდოდ .ა-ს
თავისი მეგობარი ნამდვილი თავდასმხელი ეგონა.ეს შემთხვევა არ არის აუცილებელი
მოგერიება და არც განზრახ მკვლელობის წარმოადგენს .ასეთი მოჩვენებითი მოგერიება
გაუფრთხილებლობითი დანასაული არის მხოლოდ იმ შემთხვევასი ,თუ სხვეები შეცდომას არ
დაუშვებენ ამ ვითარებაში ,ხოლო ანალოგიურ სიტუაციაში ,თუ სხვებიც შეცდებოდნენ
მომგრიებლის ადგილას,მაშინ შეცდომა მისატევებელია,ე.ი დანასაულის ჩადენა საერთოდ არა
აქვს ადგილი. არა მარტო მოჩვენებთი მოგერიების ,არამედ მოჩვენებითი აუცილებლობისა და
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ სხვა ანალოგიურ მოჩვენებითი შემთხვევაში შეცდომა
მისატაევებელია ,თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა
სცოდნოდა ,რომ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების
გარეშე.თუ შეცდომა მისატევებელი არ არის ,მაშინ სეცენილი პირს პასუხისმგებლობა
დაეკისრება გაუფრთხილებლობისათვის,თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა
სისხლის სამართლის კანონით დასჯადია.მოჩვენებითი მოგერიებისა და სხვა ანალოგიური
შემთხვევებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაბუთებისათვის შეიქმნა
სხვადასხვა თეორიები.მათ შორის ყველაზე მიშვნელოვაია ე.წ განზრახვის თეორია და ბრალის
თეორია.მოჩვენებითი მოგერიება განიხილება ე.წ ბრალის თეორიის მიხდვით.ეს უკანასკნელი
არის ორი სახის:ე.წ თანმიმდევრული ბრალის თეორია და ე.წ შეზღუდული ბრალის თეორია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე სახეზე გვაქვს მოჩვენებითი
მოგერიება(მისატევებელი შეცდომა) რაც გამორიცხავს ბრალს.ა-ს არ დაეკისრება
სისახლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კაზუსი N2

ა-მ განიზრახა მოეკლა მისი ძმა თ, რადგანაც საერთო ბიზნესიდან არსებული მთლიანი წილი
მის საკუთრებაში დარჩენილიყო. ა-მ საკუთარ დაბადების დღეზე მის ძმას ჩუმად საწამლავი
ჩაუყარა სასმელში. თ ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო ამიტომაც აღნიშნული რაოდენობის

თითოეული კაზუსი შეფასდება 20 ქულით, ჯამში ორივე კაზუსი 40 ქულით


გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 6 საათს
საგამოცდო ნაშრომი სტუდენტმა უნდა გააგზავნოს შემდეგ ელ. მისამართზე:
giorgi.chakvetadze@tsu.ge
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
ფინალური გამოცდა
ლექტორი: გიორგი ჩაკვეტაძე
გაზაფხულის სასწავლო სემესტრი
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი 2021

საწამლავმა მისი მოკვდინება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მიიღო გულის მიკრო-ინფარქტი და


დაუზიანდა მხედველობა.

დააკვალიფიცირეთ სისხლისსამართლებრივად ა-ს ქმედება.

მეორე კაზუსი ამოხსენით სქემა.

ამოხსნა 2

ჰიპოთეზა:შესაძლებელია, რომ ა-ს თ-სთვის სასმელში საწამლავის ჩაყრის გამო დაეკისროს


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკვლელობის მცდელობისათვის,სსკ-ის მე-19, 109-ე
მე-2 ნაწილის ‘’ვ’’ და მე-3 ნაწილს ‘’ვ’’ მუხლების საფუძველზე.

I. ქმედების შემადგენლობა

1. ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ვ’’და მე-3 ნაწილის ‘’ვ’’ მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის შედეგი არ დადგა. ა-ს მიერ თ-სთვის სასმელში საწამლავის ჩაყარა იყო
მიმართული სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ვ’’ და მე-3 ნაწილის ‘’ვ’’ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის შედეგის გამოსაწვევად.

2. სუბიექტური შემადგენლობა

ა-ს უნდა ჰქონოდა მის ძმის თ-ს მკვლელობის განზრახვა. განზრახვა გულისხმობს ქმედების
ობიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნას და სურვილს.

სადაოა, ჰქონდა თუ არა ა-ს ძმის მოკვლის განზრახვა,ა-მ საკუთარ დაბადების დღეზე მის ძმას
ჩუმად საწამლავი ჩაუყარა სასმელში. სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ა-ს განზრახ უნდა ემოქმედა
და შესაბამისად, ჰქონოდა ძმის მოკვლის განზრახვა.

ა-მ იცოდა საწამლავის გამოყენების შედეგად წარმოშობილი საფრთხის მნიშვნელობა. მან იცოდა
ისიც, რომ ძმის სასმელში საწამლავის ჩაყრით მისი სიცოცხლის მოსპობის რეალურ საფრთხეს
ქმნიდა. მიუხედავად ამისა, ა-მ მაინც ჩაყარა საწამლავი მის სასმელში. ა მოქმედებდა განზრახ,
რადგან მას ჰქონდა ობიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნა და სურვილი.

II.მართლწინააღმდეგობა

ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.
თითოეული კაზუსი შეფასდება 20 ქულით, ჯამში ორივე კაზუსი 40 ქულით
გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 6 საათს
საგამოცდო ნაშრომი სტუდენტმა უნდა გააგზავნოს შემდეგ ელ. მისამართზე:
giorgi.chakvetadze@tsu.ge
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
ფინალური გამოცდა
ლექტორი: გიორგი ჩაკვეტაძე
გაზაფხულის სასწავლო სემესტრი
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი 2021

III. ბრალი

ა მოქმედებდა ბრალეულად.

დასკვნა: ა-მ განახორციელა სსკ-ის მე-19 ,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ვ’’ და მე-3 ნაწილის ‘’ვ’’
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

ჰიპოთეზა:შესაძლებელია ა-ს ქმედება -სასმელში საწამლავის ჩაყრა ,რომელომაც მძიმე


ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-
ე მუხლით.

I.ქმედების შემადენლობა

1.ობიექტური შემადგენლობა

ა-მ თავისი ქმედებით მიაყენა თ-ს სხეულის დაზიანება. მიყენებული ზიანი უნდა
კვალიფიცირდებოდეს, როგორც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. სსკ-ის 117-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, მძიმე დაზიანებად ითვლება სხეულის ისეთი დაზიანება,
რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის,
მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა.

ვინაიდან, თ-ს დაზიანების გამო მიიღო გულის მიკრო-ინფარქტი და დაუზიანდა მხედველობა.

გიორგის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

გიორგის შედეგი ობიექტურად შეერაცხება.

ამრიგად, ქმედების ობიექტური შემადგენლობა განხორციელებულია.

2.სუბიექტური შემადგენლობა.

სსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად ა-ს განზრახ უნდა ჩაედინა ქმედება. ეს კი ა-ს მიერ ობიექტური
შემადგენლობის განხორციელების ცოდნას და სურვილს გულისხმობს. ა-ს არამარტო ბ-სთვის
სხეულის დაზიანება, არამედ მისი სიცოცხლის მოსპობა სურდა.ამ კონკრეტულ შემტხვევაში
უნდა შევეხოთ წინააღმდეგობრიობის თეორიას ,რომლის თანახმად სიცოცხლის მოსპობის
განზრახვა გამორიცხავს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვას.აღნიშნული თეორიის
მიხედვით ა-ს არ ჰქონია თ-სთვის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა.ხოლო რაც შეეხება
ერთიანობის თეორიას აქ პირიქით, სიცოცხლის მოსპობის განზრახვა ყოველთვის მოიცავს

თითოეული კაზუსი შეფასდება 20 ქულით, ჯამში ორივე კაზუსი 40 ქულით


გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 6 საათს
საგამოცდო ნაშრომი სტუდენტმა უნდა გააგზავნოს შემდეგ ელ. მისამართზე:
giorgi.chakvetadze@tsu.ge
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
ფინალური გამოცდა
ლექტორი: გიორგი ჩაკვეტაძე
გაზაფხულის სასწავლო სემესტრი
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი 2021

ჯანმრთელობის ხელყოფის განზრახვასაც. ამრიგად, ამ თეოორიის შესაბამისად, ა მოქმედებდა


აგრეთვე ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვითაც.წინააღმდეგობრიობის თეორია აქცენტი
აკეთებს იმ გარემოებაზე ა, რომ პირის განზრახვა არ შეიძლება ერთდროულად მიმართული
იყოს სხვისთვის სიცოცხლის მოსპობაზე და იმავდროულად მსხვერპლისათვის სიცოცხლის
შენარჩუნებით ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ამის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას ის, რომ
ჯანმრთელობის ხელყოფა ნებისმიერი მკვლელობის სავალდებულო წინაეტაპი და პირობაა.
მკვლელობისას პირი უმეტესწილად შეგნებულად უშვებს მსხვერპლის ჯანმრთელობის
დაზიანების შესაძლებლობას. მაშასადამე, მკვლელობის განზრახვა ხშირ შემთხვევებში თან
მოიცავს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვასაც.ამრიგად, ერთიანობის თეორიის
შესაბამისად უნდა გამოვიდეთ იქიდან,რომ ა-ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვით მოქმედების
მიუხედავად,ასევე ჰქონდა თ-სთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვაც

II.მართლაწინაარმდეგობა

ა-ს ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო.

III. ბრალი

რაც შეეხება ა-ს ბრალეულობის საკითხს არ გვაქვს ბრალის გამომრიცხველი არცერთი გარემოება
შესაბამისად ჩადენილი ქმედება ბრალეულია.

დასკვნა:ა აგებს პასუხს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის, სსკ-ის 117-ემუხლის I ნაწილი


თანახმად.

თითოეული კაზუსი შეფასდება 20 ქულით, ჯამში ორივე კაზუსი 40 ქულით


გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს 6 საათს
საგამოცდო ნაშრომი სტუდენტმა უნდა გააგზავნოს შემდეგ ელ. მისამართზე:
giorgi.chakvetadze@tsu.ge

You might also like