You are on page 1of 11

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა
საფეხური ბაკალავრიატი
სილაბუსი

1.
სასწავლო
კურსის
დასახელ
ება სისხლის სამართალის კერძო 1
2.
სასწავლო
კურსის
ხანგრძლ
ივობა I სემესტრი
3.
კრედიტების 6 ECTS კრედიტი
რაოდენ
ობა
4. საკონტაქტო საათი: 48
საათების
განაწილ  ლექცია - 28 საათი;
ება  სემინარი - 13 საათი;
 შუალედური გამოცდა - 4 საათი;
 დასკვნითი გამოცდა - 3 საათი

დამოუკიდებელი სამუშაოსთვის განკუთვნილი საათია - 102

5.
ლექტორი სახელი: ნიკოლოზ დგებუაძე
ტელეფონის ნომერი: 577 211 200
ელექტრონული ფოსტა: ndgebuadze@pog.gov.ge

სახელი: ნათია მოგელაძე


ტელეფონის ნომერი: 577 202064
ელექტრონული ფოსტა: nmogeladze@yahoo.com

სახელი: გიორგი კონდახიშვილი


ტელეფონის ნომერი: 577 21 81 64
ელექტრონული ფოსტა: gkondakhishvili@yahoo.com

სახელი: ბაჩანა ჯიშკარიანი


ტელეფონის ნომერი: 599 76 45 25
ელექტრონული ფოსტა: bachanajishkariani@gmail.com

სახელი: ამირან გიგუაშვილი


ტელეფონის ნომერი: 5 99 15 88 99
ელექტრონული ფოსტა: miran.giguashvili@iliauni.edu.ge

სილაბუსი
-1-
ლექტორთან ინდივიდუალური კონსულტაციები ინიშნება სტუდენტის მხრიდან
შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში.“
6. სასწავლო კურსზე დაიშვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი,
სასწავლო რომელსაც გავლილი აქვს - სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი.
კურსზე
დაშვები

წინაპირ
ობები
7. ლექცია/სემინარის მეთოდი

სასწავლო საგნის სწავლებისას, გამოიყენება შედარებით-სამართლებრივი და


სწავლა-
სამართლებრივ-ლოგიკური ანალიზის მეთოდები. კურსის წარმართვისას
სწავლებ
გამოიყენება კლასიკური და ინტერაქციული ლექცია, ასევე სემინარი, ჯგუფური
ის
მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ევრისტიკული მეთოდები,
მეთოდი
შემთხვევის ანალიზი, გონებრივი იერიში, დემონსტრირების მეთოდი, ინდუქცია,
დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

ლექციის ფორმატი: ლექტორი სტუდენტებს მიაწოდებს საკითხის ირგვლივ თეორიულ


ცოდნას, ასევე გააცნობს დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პრაქტიკაში
არსებულ ვითარებას და პრობლემებს. ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებს
საშუალება ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და დააზუსტონ
მიღებული ინფორმაცია. სტუდენტს საშუალება ექნება გაეცნოს ამა თუ იმ მუხლზე
გამოტანილ საინტერესო განაჩენებს.

სემინარის ფორმატი: საგნის შესწავლისას, გამოიყენება შედარებით-


სამართლებრივი,სამართლებრივ-ლოგიკური ანალიზის მეთოდები. სწავლება
წარიმართება კლასიკური და ინტერაქციული ლექციის სახით, ჩატარდება სემინარები,
შედგება ჯგუფუი მუშაობა, გამოყენებული იქნება დემონსტრირების მეთოდები.

ინტერაქციული ლექციის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან


შეკითხვები, მონაწილეობა მიიღონ დებატებში, ხოლო სემინარებზე კი შემოწმდება
სტუდენტების მიერ განხილული თემატიკის აღქმისა და განვლილი თეორიული
მასალის პრაქტიკული გამოყენების უნარი. ეს განხორციელდება სისტემური
ტესტირებისა და კაზუსებზე მუშაობის გზით, ასევე ლექციებზე კითხვა-პასუხის
რეჟიმში პრობლემური თემატიკის წამოწევისა და გაანალიზების გზით. პრაქტიკული
სავარჯიშოების გამოყენებით, სტუდენტებთან წარიმართება სამუშაოები
არგუმენტაციისა და სამართლებრივი დასაბუთების შესასწავლად. ასევე, მოხდება მათი
მომზადება საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციული უნარ-ჩვევების
გამოსამუშავებლად.
ლექტორი სტუდენტებთან (ინდივიდუალურად ან/და ჯგუფურად) დასვამს
კითხვებს განვლილ მასალასთან დაკავშირებით და სტუდენტებს სთხოვს
კონკრეტული საკითხის კონკრეტული ქმედების ანალიზს, კვალიფიკაციას მათი
ცოდნის შემოწმების მიზნით. გამოკითხვისას გამოყენებული იქნება: კაზუსები,
ტესტები, ღია კითხვები.
8. კურსის მიზანია სისხლის სამართლის კერძო I ნაწილში დანაშაულის კონკრეტული
სასწავლო
შემადგენლობების შესწავლა როგორიცაა ადამიანის წინააღმდეგ მიმართული
კურსის
დანაშაულები. შესწავლილ იქნება შემდეგი სისხლის სამართლებრივი საკითხები:
მიზანი
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ;
საფრთხის შემქმნელი დელიქტე ბი; დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ.
ასევე ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც თემატურად დაკავშირებულია ადამიანის

სილაბუსი
-2-
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სისხლის სამართლებრივ დაცვასთან; კაცობრიობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. სასწავლო კურსის მიზანია არა მხოლოდ
თეორიული საკითხების, არამედ სისხლის სამართლებრივი შემთხვევის (კაზუსის)
ამოხსნისა და ანალიზის უნარ-ჩვევების განმტკიცება. ასევე, სასამართლო პრაქტიკის
შესწავლა. ამასთან, სტუდენტმა უნდა დახვეწოს სისხლის სამართლის პრობლემის
როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარ-ჩვევები. სისხლის
სამართლის კერძო ნაწილში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობების საფუძვლიანი
შესწავლა ხელს უწყობს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის შესწავლის დროს
მიღებული ცოდნა-განათლების გაღრმავებასა და განმტკიცებას. სწავლება
ორიენტირებულია სტუდენტის მიერ სისხლის სამართლის იმგვარ შესწავლაზე, რომ მას
შეეძლოს სისხლის სამართლის კერძო 1 ნაწილით გათვალისწინებული რაციონალური
გამოყენება მის მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

9. სასწავლო კურსის ძირითადი თემებია:


ძირითადი
თემები  დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ;
 ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
 დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
 დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
 დანაშაულები ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ
 დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ
 დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ
 დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში
 დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში
 დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის
წინააღმდეგ
10. ცოდნა და გაცნობიერება
სწავლის კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
შედეგებ • სისხლის სამართლის კერძო ნაწილის პირველ მონაკვეთს (ადამიანის
ი და წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები) მიკუთვნებულ საკითხებზე დედუქციის,
კომპეტე ინდუქციისა და ანალოგიაზე დაფუძნებული მსჯელობის მეთოდების ცოდნა;
ნციები • სისხლის სამართლის კერძო ნაწილში, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულების კუთხით არსებული თეორიის, კანონმდებლობისა დაპრაქტიკის
პრობლემატური საკითხების ცოდნა;
• სისხლის სამართლებრივი სისტემური აზროვნების გამოყენებით შემთხვევის
ამოხსნისა და დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენის წესისთანმიმდევრული ცოდნა
ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მაგალითზე;
• ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულთა მახასიათებელი თავისებურებების ცოდნა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
• მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის პრაქტიკულ და გამოყენების
უნარი სამართალდამცავ და უფლება დამცველ ორგანოებშისამუშაოდ;
• ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კვალიფიკაციის უნარი;
• ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში სამართლებრივი
პრობლემების იდენტიფიცირების უნარი;
• სისხლის სამართლის კოდექსში, სპეციალურ კანონებში ნორმატიული
საფუძვლების მოძიების, განმარტების და გამოყენების უნარი.

დასკვნის უნარი
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
• ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებისა და
სასამართლო პრაქტიკის პრობლემატური საკითხების დეტალურადგაანალიზების

სილაბუსი
-3-
საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გაკეთების უნარი.
• შესწავლილი მასალების საფუძველზე ცალკეული დანაშაულების
ალტერნატიული კვალიფიკაციის შემუშავებისა და არჩეული მიდგომის დასაბუთების
უნარი.

კომუნიკაციის უნარი
• ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მახასიათებელი
ტერმინოლოგიის სწორად გამოყენების უნარი პროფესიონალებთან
დაარაპროფესიონალებთან კომუნიკაციის დროს.

სწავლის უნარი
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:
• სისხლის სამართლის კერძო ნაწილისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ
საკანონმდებლო ცვლილებების,სამეცნიერო სიახლეებისაქტიურად მიდევნების უნარი,
• სისხლის სამართლის კერძო ნაწილით გათვალისწინებული სხვა დანაშაულების
შესწავლის საჭიროების დადგენის უნარი.

ღირებულებები
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება:გათავისებული ადამიანის სიცოცხლის,
როგორც კონსტიტუციით განმტკიცებული ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულების
პატივისცემა.

11. სტუდენტების შეფასება ხორციელდება ასქულიანი სისტემით.


შეფასების
წესი (A) 91-100 ფრიადი
(B) 81-90 ძალიან კარგი
(C) 71-80 კარგი
(D) 61-70 დამაკმაყოფილებელი
(E) 51-60 საკმარისი
(FX) 41-50 ვერ ჩააბარა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება;

(F) 0-40 ჩაიჭრა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ


ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი
ახლიდან აქვს შესასწავლი.

FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის


შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტმა უნდა მიიღოს მინიმუმ 21 ქულა, რომ დაშვებულ იქნას დასკვნით


გამოცდაზე. დასკვნით გამოცდაზე სტუდენტმა უნდა მიიღოს მინიმუმ 10 ქულა.

გაცდენილი შუალედური წერის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ საპატიო მიზეზის


არსებობის შემთხვევაში, რომელიც თავის მხრივ უნდა იყოს დადასტურებული
შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებით (მაგ.: სამედიცინო დაწესებულების მიერ
გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ).
ინფორმაცია შუალედური და დასკვნითი გამოცდის ჩატარების კონკრეტული დროისა და
ადგილის შესახებ სტუდენტებს მიეწოდებათ სალექციო კურსის პირველ კვირას.

შეფასების მეთოდები და მათი ხვედრითი წილი აღნიშნული


კურსის ფარგლებში შემდეგია:

სილაბუსი
-4-
შეფასების რაოდენობა ქულა ჯამი
მეთოდი

შუალედური 2 30 60
გამოცდა

კაზუსი 1 10 10

დასკვნითი 1 30 30
გამოცდა

სულ: 100

კაზუსის ამოხსნა - ქულათა აღწერა:

10 -9ქულა პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და მომწურავად


არის მოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია და
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა (კაზუსის
შემთხვევაში) სრულად არის დაცული. სტუდენტი
ზედმიწევნით ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი
და დამატებითი ლიტერატურა. სწორად აქვს
გამოყენებული კანონმდებლობა. კაზუსი (კაზუსის
შემთხვევაში) უნაკლოდ არის ამოხსნილი.
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა.

8-7 -ქულა პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი.


ტერმინოლოგიურად გამართულია. ძირითადად
დაცულია კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა (კაზუსის
შემთხვევაში). არსებითი შეცდომა არ არის.
კანონმდებლობის მოთხოვნები ძირითადში
სწორად არის მითითებული. სტუდენტი კარგად
ფლობს პროგრამით ათვისებულ ძირითად
მასალას. სამართლებრივი მსჯელობა კარგია.

5-6 ქულა პასუხი არასრულია. იურიდიული ტერმინოლოგია


და კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა (კაზუსის
შემთხვევაში) ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს
განვლილი პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები.
სამართლებრივი მსჯელობა არ არის ზუსტი,
სრულყოფილად არ არის მითითებული
კანონმდებლობის რეგულაციები.

4-3 ქულა პასუხი ნაკლოვანი. იურიდიული ტერმინოლოგია


არ არის გამოყენებული, ტექსტი გრამატიკულად
გაუმართავია, არ არის დაცული კაზუსის ამოხსნის
(კაზუსის შემთხვევაში) მეთოდიკა. პასუხი
ნაწილობრივ არის გაცემული კითხვაზე და
ძირითადად მცდარია. სამართლებრივი მსჯელობა
ძალზე მწირია. კანონმდებლობის მითითებისას
დაშვებულია არსებითი შეცდომები.

1 -2 ქულა პასუხი არასრული და ძირითადად მცდარია.


იურიდიული ტერმინოლოგია და კაზუსის

სილაბუსი
-5-
ამოხსნის მეთოდიკა (კაზუსის შემთხვევაში) არ
არის დაცული. ტექსტი გაუმართავია,
სამართლებრივი მსჯელობა საერთოდ არ არის,
პროგრამით გათვალისწინებული მასალა
გამოყენებული არ არის. კანონმდებლობა საერთოდ
არ არის მითითებული.

0 ქულა პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ


არ არის მოცემული.

შუალედური გამოცდა - ქულათა აღწერა:


შუალედური გამოცდა შედგება 2 კაზუსისგან.

თითოეული კაზუსი ფასდება 15 ქულით შემდეგი


კრიტერიუმებით:
15–14 ქულა პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და
მომწურავად არის მოცემული. იურიდიული
ტერმინოლოგია და კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა
სრულად არის დაცული. სტუდენტი
ზედმიწევნით ფლობს განვლილ მასალას, ღრმად
და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი
და დამატებითი ლიტერატურა. სწორად აქვს
გამოყენებული კანონმდებლობა. კაზუსი
უნაკლოდ არის ამოხსნილი. სამართლებრივი
მსჯელობა მაღალ დონეზეა.
13–12 ქულა პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი.
ტერმინოლოგიურად გამართულია. ძირითადად
დაცულია კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა.
საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები
ძირითადში სწორად არის მითითებული.
სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
ათვისებულ ძირითად მასალას. სამართლებრივი
მსჯელობა კარგია.
11–9 ქულა პასუხი არასრულია. იურიდიული
ტერმინოლოგია და კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა
ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს განვლილი
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები. სამართლებრივი
მსჯელობა არ არის ზუსტი, სრულყოფილად არ
არის მითითებული კანონმდებლობის
რეგულაციები
8–5 ქულა პასუხი ნაკლოვანი. იურიდიული ტერმინოლოგია
არ არის გამოყენებული, ტექსტი გრამატიკულად
გაუმართავია, არ არის დაცული კაზუსის ამოხსნის
მეთოდიკა. პასუხი ნაწილობრივ არის გაცემული
კითხვაზე და ძირითადად მცდარია.
სამართლებრივი მსჯელობა ძალზე მწირია.
კანონმდებლობის მითითებისას დაშვებულია
არსებითი შეცდომები
4–2 ქულა პასუხი არასრული და ძირითადად მცდარია.
იურიდიული ტერმინოლოგია და კაზუსის
ამოხსნის მეთოდიკა არ არის დაცული. ტექსტი
გაუმართავია, სამართლებრივი მსჯელობა
საერთოდ არ არის, პროგრამით
გათვალისწინებული მასალა გამოყენებული არ

სილაბუსი
-6-
არის. კანონმდებლობა საერთოდ არ არის
მითითებული.
0 ქულა პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ
არ არის მოცემული.

დასკვნითი გამოცდა-ქულათა აღწერა:


დასკვნითი გამოცდა შედგება 2 კაზუსისაგან.
თითოეული კაზუსი ფასდება 15 ქულით, ზემოთაღწერილი
კრიტერიუმების დაცვით.

12.
ლიტერატურა ძირითადი ლიტერატურა:
და სხვა
რესურსე 1. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ,
ბი ჯიშკარიანი, ბ, თბ. 2016
2. საერთაშორისო სისხლის სამართლის საფუძვლები, ტურავა, მ., თბ. 2015
3. სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული
ადამიანის წინააღმდეგ 1, გამყრელიძე, ო., და სხვები, თბ. 2002
4. სისხლის სამართალი : ზოგადი ნაწილი I : დანაშაულის მოძღვრება, ტურავა, მ.,
თბ. 2011
5. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, ლეკვეიშვილი, მ. და სხვები, თბ.
2016
დამატებითი (დამხმარე) ლიტერატურა:

1. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი : დანაშაული და მისი აგებულება,


ვეზელსი/ბოილკე, თბ. 2010.
13. თემატიკა კვირების მიხედვით

კვირა I
3 საათი ლექცია

თემატიკა: თემა 1. დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ. დანაშული სიცოცხლის წინააღმდეგ. განზრახ


მკვლელობა; განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

ლიტერატურა :

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ 1


გამყრელიძე,ო. და სხვ. გვერდი: 5-55
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1 ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 36-78
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი. ბ., 20-50

კვირა II
2 საათი ლექცია, 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 2. დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით; განზრახ


მკვლელობა, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა;
მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის
აუცილებელი ზომის გადაცილებით; თვითმკვლელობამდე მიყვანა; სიცოცხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით.

ლიტერატურა :

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ 1

სილაბუსი
-7-
გამყრელიძე,ო. და სხვ. გვერდი: 56-97
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1 ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 78-100.
● სიცოცხლის უფლების აბსოლუტური დაცვა და თვითმკვლელობის პრობლემატიკა გერმანული
სისხლის სამართლის მიხედვით ჯიშკარიანი, ბაჩანა. გვერდი: 102-115

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი. ბ., 50-91.

კვირა III
2 საათი ლექცია, 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 3. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;


ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

ლიტერატურა :

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ 1


გამყრელიძე,ო. და სხვ. გვერდი: 98-147
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1 ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 101-169

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი. ბ., 92-116

კვირა IV
2 საათი ლექცია, 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 4. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად


მძიმე დაზიანება ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან
ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; ჯანმრთელობის განზრახ
მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით;
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით; ცემა; ძალადობა.

ლიტერატურა :

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ 1


გამყრელიძე,ო. და სხვ. გვერდი: 98-147
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1 ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 101-169

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი. ბ., 92-116

კვირა V

● საათი სემინარი/განვლილი მასალის ანალიზი, 2 საათი შუალედური გამოცდა

კვირა V I
1 საათი სემინარი, 2 საათი ლექცია

თემატიკა: თემა 5. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა. სიცოცხლისათვის საშიშ


მდგომარეობაში ჩაყენება; განსაცდელში მიტოვება; დაუხმარებლობა; ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება;
შიდსის შეყრა; განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა; უკანონო აბორტი; ადამიანის ორგანოს,
ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება; სისხლით და სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა;
ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა; გენეტიკური მანიპულაცია.

სილაბუსი
-8-
ლიტერატურა :

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ 1


გამყრელიძე,ო. და სხვ. გვერდი: 204-220
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1 ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 170-207.
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი. ბ., 116-
152.

კვირა VI I
2 საათი ლექცია, 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 6. დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.


გაუპატიურება. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური
ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან; გარყვნილი ქმედება.

ლიტერატურა:

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ


გამყრელიძე, ო. და სხვ. გვერდი: 5-80
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1 ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 208-235.
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი. ბ., 152-
186.

კვირა VII I
2 საათი ლექცია, 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 7. დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. ადამიანთა


თანასწორუფლებიანობის დარღვევა; რასობრივიდისკრიმინაცია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
უფლებების შეზღუდვა; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; მძევლად ხელში ჩაგდება; ადამიანით ვაჭრობა
(ტრეფიკინგი); არასრულწლოვანით ვაჭრობა; წამება; წამების მუქარა; დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობა.
ლიტერატურა:

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ


გამყრელიძე, ო. და სხვ. გვერდი: 108-216
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1 ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 236-300.
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი. ბ., 186-
220.

კვირა IX
2 საათი ლექცია, 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 8. დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. დანაშაულის


პროვოკაცია; უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა პასუხისგებაში; განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება;
უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; იძულება; მუქარა; სიტყვის თავისუფლების
ხელყოფა. დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ. არასრულწლოვანის ჩაბმა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში; არასრულწლოვანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად
აყვანის მიზნით; შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისსათვის

სილაბუსი
-9-
საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა; შვილად
ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევა; ბავშვის შეცვლა; შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება;
ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება.

ლიტერატურა :

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ


გამყრელიძე, ო. და სხვ. გვერდი: 216-399
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1 ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 300-333.

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი-დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, ჯიშკარიანი. ბ., 220-


238.

● სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი : დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ


გამყრელიძე, ო. და სხვ. გვერდი: 511-619
● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, ლეკვეიშვილი,მ.და სხვ. გვერდი: 378-398.

კვირა X

1 საათი სემინარი/განვლილი მასალის ანალიზი, 2 საათი შუალედური გამოცდა

კვირა XI
2 საათი ლექცია, 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 9. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. ქურდობა; ძარცვა; ყაჩაღობა; თაღლითობა; გამოძალვა.

ლიტერატურა:

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ავტორთა კოლექტივი (მზია ლეკვეიშვილი, ნონა თოდუა,
გოჩა მამულაშვილი), წიგნი 1, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2014 წელი, გვ: 394-435;

კვირა XI I

2 საათი ლექცია, 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 10. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები.

ლიტერატურა:

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ავტორთა კოლექტივი (მზია ლეკვეიშვილი, ნონა თოდუა,
გოჩა მამულაშვილი), წიგნი 1, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2014 წელი, გვ: 435-462;

კვირა X III

2 საათი ლექცია 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 11. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ.

სილაბუსი
-10-
ლიტერატურა:

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ავტორთა კოლექტივი (მზია ლეკვეიშვილი, ნონა თოდუა,
გოჩა მამულაშვილი), წიგნი 1, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2014 წელი, გვ: 463-545;

კვირა X I V

2 საათი ლექცია 1 საათი სემინარი

თემატიკა: თემა 12. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული
ფულად-საკრედიტო სისტემაში

ლიტერატურა:

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ავტორთა კოლექტივი (მზია ლეკვეიშვილი, ნონა თოდუა,
გოჩა მამულაშვილი), წიგნი 1, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2014 წელი, გვ: 463-545;

კვირა XV

3 საათი შემაჯამებელი ლექცია

თემატიკა: თემა 13. დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში, დანაშაული სამეწარმეო ან სხვა
ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ

ლიტერატურა:

● სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, ავტორთა კოლექტივი (მზია ლეკვეიშვილი, ნონა თოდუა,
გოჩა მამულაშვილი), წიგნი 1, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2014 წელი, გვ: 546-568;

განვლილი მასალის შეჯამება.

კვირა XVI - XVII

დასკვნითი გამოცდა 3 სთ.

სილაბუსი
-11-

You might also like