You are on page 1of 4

იმსჯელეთ, როგორ უნდა მოიქცეს კეთილსინდისიერი მოსამართლე, თუ:

• საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი წერილობით მოსთხოვს მას საქმის


მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციას და მისიგადაწყვეტის პერსპექტივებს;

სამოქამართლო ეთიკის ძირითადი პრინციპის მიხედვით მოსამართლე მართლმსაჯულების


განხორციელებისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის
შესაბამისად. აქედან გამომდინარე არ იქნება მიზანშეწონილი მოსამართლისგან პასუხი
გასცეს და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს აქტიური საქმის წარმოებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე მიაწოდოს იმ სახის ინფორმაცია რაც მის წინასწარ განზრახვას
წარმოაჩენს საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. მოსამართლემ მართლმსაჯულება უნდა
განახორციელოს რომელიმე მხარისადმი მიკერძოების, ფავორიტიზმის ან წინასწარი
განწყობის გამოვლენის გარეშე. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელიც პროცესის
მონაწილეებს ან საზოგადოებას შეუქმნის რწმენას, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო
მტკიცებულებების წარდგენამდე და მხარეთა არგუმენტების მოსმენამდე. თუ მოსამართლე
საკუთარ აზრს დააფიქსირებს საკანონმდებლო წარმომადგენელთან ის, რა თქმა უნდა,
ამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას საქმის წარმოებაზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა
და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა. მოსამართლეს ეკრძალება სასამართლოს
თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება.

 მოსამართლეს მიეცა წინადადება შვებულების განმავლობაში ექსპერტად იმუშაოს


პარლამენტის კანონშემოქმედებით დეპარტამენტში;

მოგვეხსენება როგორც სამოსამართლო ასევე, არასამოსამართლო საქმიანობის


განხორციელებისას მოსამართლე სათანადოდ უნდა იცავდეს ეთიკური ქცევის ნორმებს,
რადგან იგი სასამართლოს ავტორიტეტის ამაღლების და სასამართლოსადმი საზოგადოების
ნდობის უზრუნველყოფის გარანტს წარმოადგენს. მოსამართლეს ეკრძალება ნებისმიერი
ფორმით პოლიტიკური საქმიანობის წარმართვა, რაც მოიაზრებს პარტიაში გაწევრიანებას და
საჯაროდ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერას. აკრძალვა არ
ვრცელდება იმ საჯარო (მათ შორის - პოლიტიკურ) პროცესში ჩაბმასა და აზრის გამოთქმაზე,
რომელიც უკავშირდება სასამართლოს ფუნქციონირების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს
შექმნას. მოსამართლის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებას ანუ არის არამოსამართლეობრივი საქმე, დასაშვებია, თუ იგი არ
ეწინააღმდეგება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ
უქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს, ასევე არ ქმნის ეჭვის საფუძველს
სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და
მიუკერძოებლობაში. საკანონმდებლო ხელისუფლება განიმარტება როგორც ხელისუფლების
დამოუკიდებელი შტო დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლის ძირითადი ფუნქციაა
კანონშემოქმედება პარლამენტში არჩეული დეპუტატების მეშვეობით.

კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე


ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი
საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ
განხორციელებას. ცხადია რომ ზემოთ აღნიშნული ექსპერტის საქმიანობა რომელიც
არასამოსამართლეო პერიოდის დროს განხორციელებას ისახავდა მიზნად არ არის
კეთილსინდისიერი ქცევა.

 მეუღლე პოლიტიკოსია, ხოლო პოლიტიკოსისათვის მიზანშეწონილია, პოლიტიკურ


შეკრებაში მეუღლესთან ერთად მონაწილეობა;

საყურადღებოა, რომ მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი განცხადების ან/და


პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი
მიუკერძოებლობა. მოსამართლისათვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქისათვის,
გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამ უფლებების რეალიზაციისას
მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს და დაიცვას მოსამართლის თანამდებობის
მაღალი სტატუსი. ამ უფლებით არასათანადო სარგებლობის ერთმა შემთხვევამაც კი
შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სასამართლოს ავტორიტეტს. საქართველოს
კონსტიტუციის მიხედვით მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას რაც
აშკარად ხაზს უსვამს მის მიკერძოებულობაზე და საფრთხის ქვეშ აყენებს მის მიერ
გამოტანილი გადაწყვეტილების სისწორეს, ეს კი უსათუოდ გააჭიანურებს საქმის წარმოებას.
ეთიკის კოდექსის მიხედვით მოსამართლემ აზრის გამოთქმის უფლებით სარგებლობისას
ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ სად და რა ვითარებაში აკეთებს განცხადებას, რათა
საზოგადოებამ არ აღიქვას იგი ერთი პოლიტიკური პარტიის ან კონკრეტულ ინტერესთა
ჯგუფის მხარდაჭერად, ან არ წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა იმ აზრის
ჩამოსაყალიბებლად, რომ ეს განცხადება ხელს შეუშლის საქმეზე მიუკერძოებელი
გადაწყვეტილების მიღებას. ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე შესაძლოა
მეუღლესთან ერთდ პოლიტიკურ შეკრებაზე დასწრებამ გამოიწვიოს უნდობლობა
საზოგადოების მხრიდან და მიკერძოებულობის და უსამართლობის განცდა.

 პოლიტიკოსი მეუღლე პოლიტშეკრებებს ოჯახში ატარებს;

უკვე არსებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკმაოდ კომპლექსური საკითხია რადგან


ოჯახში, იმ ტერიტორიაზე სადაც შესაძლოა მოსამართლეც იმყოფებოდეს ერთი
კონკრეტული პარტია აწყობს თავყრილობას, რაც სრულებით ეჭვს უნდა ბადებდეს.
მართალია მეუღლე დამოუკიდებელი ინდივიდია და საკუთარი აზრის გამოხატვის
თავისუფლება გააჩნია, თუმცა ეს ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს მეორე მხარის,ასევე
მეუღლის სამუშაო პოზიციაზე, საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მის სამოსამართლო
საქმიანობას და არ უნდა აზარალებდეს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლის
მეუღლე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მოსამართლე დისტანცირებული უნდა
იყოს ოჯახის წევრების მოქმედებებისაგან, რათა საზოგადოებას არ მიეცეს საბაბი, ჩათვალოს,
რომ ის ამა თუ იმ პოლიტიკურ კანდიდატს უჭერს მხარს. თუ მოსამართლის მეუღლე
პოლიტიკურ შეკრებებში მონაწილეობს, მოსამართლე თან არ უნდა ახლდეს მას. მეტიც,
ასეთი შეკრებები მოსამართლის სახლში არ უნდა ეწყობოდეს. ხოლო თუ მოსამართლის
მეუღლე დაჟინებით მოითხოვს ამგვარი შეკრებების იმ სახლში ჩატარებას, სადაც
მოსამართლე ცხოვრობს, მოსამართლემ ყველანაირად დისტანცია უნდა დაიჭიროს, არ
ეჩვენოს სტუმრებს და, თუ საჭიროა, დატოვოს სახლი, როცა იქ შეკრება ტარდება.

 მეუღლის კუთვნილი სამეწარმეო სუბიექტის იურიდიული მისამართია


მოსამართლის სახლის მისამართი;

ზოგადად იმ მეუღლეს, რომელიც ასრულებს სამოსამართლო უფლებამოსილებას, ეთიკის


კოდექსით გათალისწინებული შემთვევების მიხედვით და ზნეობრივი ნორმების დაცვით არ
შეუძლია სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდეს, მას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ
საგანმანათლებლო და საკვლევ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. იგი შეზღუდულია
გარკვეული საკითხებით რადგან არის მუდმივად საზოგადოების მხრიდან დაკვირვების
ობიექტი. რადგან მეუღლე ფლობს სამეწარმეო საქმიანობას, ის მეუღლე რომელიც არ არის
მოსამართლე, ამ შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილი სადაც ცხოვრობენ თანაცხოვრების
პრინციპიდან გამომდინარე საზიარო ქონებაა, თუ რა თქმა უნდა, მოსამართლეს
მემკვიდრეობით არ გადაეცა ეს ქონება ან/და ქორწინებამდე არ იყო უკვე მის საკუთრებაშ.
აქედან გამომდინარე შესაძლებელია იურიდიული მისამართის სამეწარმეო სუბიექტისთვის
დასარეგისტრირებლად.

 მოსამართლეს იუსტიციის მინისტრი აჯილდოვებს ეფექტური სახელმწიფო


სამსახურისთვის.

იუსტიციის მინისტრი, რომელიც აჯილდოებს ან რეკომენდაციას უწევს მოსამართლის


დაჯილდოებას სასამართლო საქმიანობისათვის, ამით ის სასამართლოს დამოუკიდებლობის
ძირითად პრინციპს არღვევს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან
მოსამართლის საქმიანობის დისკრეციული უფლებამოსილების აღიარება,
მოსამართლეთაგან რამდენადმე მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე, იმ პერიოდში,
როდესაც მოსამართლე ჯერ კიდევ ასრულებს თვის სამოსამართლო საქმიანობას,
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას არაკეთილსინდისიერად წარმოაჩენს. მეორეს
მხრივ კი, ასევე სამსჯელოა რომ, მოსამართლის დაჯილდოება იმ ორგანოს მიერ, რომელიც
მოქმედი მთავრობისაგან დამოუკიდებლადაა შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე,
შეიძლება არ ჩაითვალოს არამართლზომიერად.

You might also like