You are on page 1of 44

სანივთო სამართალი

საკუთრების უფლება

თამარ ზარანდია,
სამართლის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი
ქონების ცნება
ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენციის მიხედვით

• ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველის


დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას.

მუხლი 1. ქონების დაცვა

ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს უფლება მშვიდობიანად


სარგებლობდეს თავისი საკუთრებით. არავის შეიძლება ჩამოერთვას
თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და
საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული
პირობებით.
 
თუმცა, ზემოხსენებული დებულებები არანაირად არ ზღუდავს
სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს ისეთი კანონები, რომელთაც
იგი საჭიროდ თვლის, რათა გააკონტროლოს საკუთრების გამოყენება
საერთო ინტერესების შესაბამისად ან უზრუნველყოს გადასახადების
ან შენატანების ან ჯარიმების გადახდის მოკრება.
• პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით
გარანტირებული საკუთრების უფლების დარღვევის
არსებობის დასადგენად უნდა გაირკვეს:

• ხვდება თუ არა ქონება პირველი მუხლის ფარგლებში;

• ჰქონდა თუ არა ადგილი ქონების ხელყოფას;

• ,,სამი წესიდან” რომლის ფარგლებში ხვდება ხელყოფა (სამი წესის


თაობაზე იხ. შემდეგი სლაიდები);

• ემსახურება თუ არა ხელყოფა საჯარო, ან საერთო ინტერესით


განპირობებულ კანონიერ მიზანს;
• არის თუ არა დაცული სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესსა და პირის
ფუნდამენტალური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის; ანუ პროპორციულია თუ არა
ხელყოფა;

• შეესაბამება თუ არა ხელყოფა კანონის გასაგები ფორმით არსებობის, ანუ კანონიერების


მიზანს.

• ქონების ცნების ავტონომიურობა -

• ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი, რომ შესაბამისი ეკონომიკური ინტერესი


შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითაც ითვლებოდეს ქონებად.
საქმე: „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება,
რომელიც პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თაობაზე სასამართლოს
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

• საქმე ეხებოდა ძვირადღირებულ საკუთრებას (შენობები და მიწის ნაკვეთები) ცენტრალურ შვედეთში.


შესაბამისი ოლქის ადმინისტრაციულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ეს საკუთრება ქალაქის
განვითარებისათვის იყო საჭირო, და, შესაბამისად, გამოიყენა ორი განსხვავებული ზომა -
ექსპროპრიაციის ნებართვა (რომელიც გულისხმობდა, რომ საკუთრება შეიძლებოდა მომავალში
ექსპროპრიაციას დაქვემდებარებოდა) და მშენებლობის აკრძალვა (ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის
მშენებლობის აკრძალვა). ერთ-ერთი მესაკუთრის ქონების მიმართ ექსპროპრიაციის ნებართვა 25 წლის
განმავლობაში მოქმედებდა, ხოლო მშენებლობის აკრძალვა - 23 წლის განმავლობაში.
• მეორე ქონების მიმართ ექსპროპრიაციის ნებართვა 8 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა,
მშენებლობის აკრძალვა კი 12 წლის განმავლობაში. ვიდრე ეს ზომები გამოიყენებოდა, ქონების
განკარგვა რთული, თითქმის შეუძლებელი იყო. ეს ზომები შემდგომში გაუქმებულ იქნა დაგეგმარების
პოლიტიკის ცვლილების მიზეზით.
• ქონების მესაკუთრეებმა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე საჩივრით
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მათ არ მიუღიათ არავითარი კომპენსაცია იმ
პერიოდში, როდესაც მათი ქონების მიმართ შესაბამისი ზომები გამოიყენებოდა.
• პირველი კითხვა, რაზეც ევროსასამართლოს პასუხი უნდა გაეცა, იყო შემდეგი - პირველი
მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ჰქონდა თუ არა საერთოდ ადგილი საკუთრების
ხელყოფას?

• მთავრობის პოზიცია:
• შვედეთის მთავრობის მტკიცებით, ექსპროპრიაციის ნებართვა და მშენებლობის აკრძალვა
წარმოადგენდა ქალაქის დაგეგმარების განუყოფელ ნაწილს და, შესაბამისად, ქონებით მშვიდობიანი
სარგებლობის უფლების ხელყოფას ადგილი არ ჰქონია.
• სასამართლოს პოზიცია:
• სასამართლომ დაუყოვნებლივ უარყო ეს არგუმენტი. მან აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ
მესაკუთრეების უფლება მათ ქონებაზე (ე.ი. მესაკუთრეობა) ხელუხლებელი დარჩა, პრაქტიკაში
საკუთრების უფლების განხორციელების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. სასამართლოს აზრით,
ექსპროპრიაციის ნებართვის წყალობით, განმცხადებელთა საკუთრების უფლება „არამყარი და ადვილად
გასაუქმებელი“ გახდა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა
საკუთრების უფლების ხელყოფას.

• სასამართლომ მოახდინა პირველი მუხლის ანალიზი, რომელიც ექვემდებარება და შედგება სამი წესისგან:
„ეს დებულება [პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი] მოიცავს სამ წესს. პირველი წესი, რომელიც
ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის
გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით. მეორე წესი მოიცავს ქონების
ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; ის მოიპოვება იმავე ნაწილის
მეორე წინადადებაში. მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა,
გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით,
რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით; ეს წესი გათვალისწინებულია პირველი მუხლის
• ამის შემდეგ, სასამართლომ განიხილა მეორე წესის გამოყენების საკითხი
და დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია ექსპროპრიაციას, ანუ ქონების
ჩამორთმევას.

• განმცხადებლებს, კანონის მიხედვით, ნებისმიერ დროს შენარჩუნებული


ჰქონდათ საკუთრებით სარგებლობის, მისი გაყიდვის, გასხვისების ან
სხვაგვარად განკარგვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ქონების
გაყიდვა, ხსენებული ზომების გამოყენების გამო, უფრო რთული გახდა,
განმცხადებლებს მაინც რჩებოდათ ამის შესაძლებლობა. შესაბამისად,
პირველი ნაწილის მეორე წინადადება (ე.ი. მეორე წესი) ამ შემთხვევაში არ
გამოიყენებოდა.

• რაც შეეხება პირველი მუხლის მე-2 ნაწილს (ე.ი. მესამე წესს),


სასამართლომ დაადგინა, რომ ეს წესი უდავოდ გამოიყენებოდა
მშენებლობის აკრძალვის მიმართ, რაც წარმოადგენდა კონტროლს
ქონებით სარგებლობაზე.
• დასაბუთება:

• თუ დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ქონების ხელყოფას, რომელზეც ვრცელდება პირველი


დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამი წესიდან რომელიმე, ამის შემდეგ უნდა მოხდეს იმის
დადგენა, შეიძლება თუ არა ამგვარი ხელყოფა დასაბუთდეს სახელმწიფოს მიერ.

• თუ დასაბუთება შესაძლებელია (დასაბუთების ტვირთი სახელმწიფოს აწევს), მაშინ პირველი


დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას ადგილი არ ექნება.

• დასაბუთების მიზნით, საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს


საჯარო ან საერთო ინტერესით განპირობებულ კანონიერ მიზნებს.
• ამასთან, საკმარისი არ არის, რომ ხელყოფა კანონიერ მიზანს ემსახურება. არამედ, ასევე,
დაცული უნდა იყოს პროპორციულობა.

• საქმეში: „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“, სასამართლომ გააკეთა


მნიშვნელოვანი განცხადება ხელყოფის დასაბუთების პრინციპთან დაკავშირებით:
„...სასამართლომ უნდა დაადგინოს, შენარჩუნებულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი
საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის
მოთხოვნებს შორის. ...ამგვარი ბალანსის დადგენა წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ
ნაწილს და ასევე ასახულია [პირველი დამატებითი ოქმის] პირველ მუხლში“ (პ. 69)
• აღნიშნული სტანდარტის გამოყენებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ
საქმეში ადგილი ჰქონდა სწორედ სამართლიანი ბალანსის დარღვევას.

• სასამართლომ გააკეთა კიდევ ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი განმარტება,


რომელიც მრავალჯერ იქნა ციტირებული მის მომდევნო გადაწყვეტილებებში:

„ამ ორი სახის ზომის კომბინირებამ გამოიწვია საკუთრების დაცვის უფლებასა და ზოგადი
ინტერესის მოთხოვნათა შორის არსებული სავალდებულო სამართლიანი ბალანსის
ხელყოფა: სპორონგის სამფლობელოს და ქ-ნ ლონორთს დაეკისრა ინდივიდუალური და
განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც შეიძლება კანონიერი ყოფილიყო მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მათ ექნებოდათ ვადების შემცირების ან კომპენსაციის მოთხოვნის
უფლება.
შვედეთის კანონმდებლობა გამორიცხავს ამ შესაძლებლობებს დავის არსებობის დროს“.
შესაბამისად, საკუთრების ნებისმიერი ხელყოფის დროს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს
საკუთრების უფლების დაცვასა და ზოგადი ინტერესის მოთხოვნას შორის სამართლიანი
ბალანსის არსებობის საკითხი. ამგვარი სამართლიანი ბალანსი ვერ იარსებებს, როდესაც
ინდივიდუალური ქონების მესაკუთრეს ეკისრება „ინდივიდუალური და განსაკუთრებული
ტვირთი“.
• საკუთრების ხელყოფა, ასევე, უნდა პასუხობდეს კანონის გასაგები ფორმით
არსებობის (ანუ კანონიერების) პრინციპს. ეს პრინციპი გარკვევითაა
ჩამოყალიბებული პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი
ნაწილის მეორე წინადადებაში, რომელიც მოითხოვს, რომ ქონების ჩამორთმევა
უნდა იყოს „კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი“.

• ამასთან, კანონიერების პრინციპი ევროპული კონვენციის მთლიანი და


განუყოფელი ნაწილია და უნდა გამოიყენებოდეს პირველი მუხლის სამივე
წესის მიმართ.

• კანონის გასაგები ფორმით არსებობის პრინციპი მოითხოვს ეროვნული


კანონმდებლობის სათანადოდ გასაგები და საკმარისად ზუსტი
დებულებების არსებობასა და შესრულებას; კერძოდ, მოცემული ზომა
მიღებული და გატარებული უნდა იქნეს შესაბამისი ხელისუფლების ორგანოს
მიერ და არ უნდა იყოს თვითნებური. ასევე, უნდა არსებობდეს პროცესუალური
გარანტიები სახელმწიფოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.
• ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი
ოქმის პირველ მუხლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
განიმარტება, როგორც როგორც სამი ცალკეული წესის მომცველი. ეს ანალიზი
პირველად გაკეთდა საქმეში „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ და
მრავალჯერ იქნა ციტირებული სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებში.

• arbitraJis gadawyvetilebiT miniWebuli ufleba rogorc qoneba

stranis berZnuli navTobgadamamuSavebeli qarxnebi da andreadisi saberZneTis winaaRmdeg ( A 301- B (1994))

• 1972 wels batonma anreadisma saxelmwifosTan (romelsac am dros samxedro diqtatura marTavda) gaaforma xelSekruleba
misi kuTvnili kompaniis (,,strani~) mier aTenis maxloblad nedli navTobis gadamamuSavebeli qarxnis mSeneblobis
Taobaze. kontraqtis fasi daaxloebiT 76 milion aSS dolars Seadgenda. saxelmwifom xelSekruleba daadastura
sakanonmdeblo gankargulebiT, magram SemdgomSi ar Seasrula SeTanxmebis Tavisi nawili.
• საბერძნეთში დემოკრატიის აღდგენისთანავე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ხელშეკრულება
ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ ეკონომიკას და გააუქმა იგი. ამ მომენტისათვის, @,,სტრანს~ უკვე გაღებული
ჰქონდა საკმაოდ დიდი ხარჯები. წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად, @,,სტრანმა~ სახელმწიფოს
წინააღმდეგ აღძრა სარჩელი ათენის სასამართლოში.

• სახელმწიფოს პოზიცია
• სახელმწიფოს მტკიცებით, ეს საქმე ათენის სასამართლოს განსჯადი არ იყო და საქმე არბიტრაჟს უნდა
გადასცემოდა. სახელმწიფომ დანიშნა საარბიტრაჟო სასამართლო და მას @,,სტრანის~ ყველა
სამართლებრივი მოთხოვნის უსაფუძვლოდ ცნობა სთხოვა. ამის საპირისპიროდ, საარბიტრაჟო სასამართლომ
გამოიტანა გადაწყვეტილება @,,სტრანის~ სასარგებლოდ და სახელმწიფოს კომპანიის სასარგებლოდ 16
მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

• ამის შემდეგ, სახელმწიფომ მიმართა სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაუქმებლად იმ


მოტივით, რომ საქმე არბიტრაჟის განსჯადი არ იყო. სახელმწიფომ ეს საქმე წააგო სააპელაციო ინსტანციის
სასამართლოში. Mვიდრე საქმე განიხილებოდა საკასაციო ინსტანციის მიერ, სახელმწიფომ, 1987 წელს
მიიღო ახალი კანონი, რომლის შედეგადაც არბიტრაჟის გადაწყვეტილება @,,სტრანის~ სასარგებლოდ
ბათილად გამოცხადდა და ამის გამო აღსრულებას არ ექვემდებარებოდა. @,,სტრანმა~ და ბატონმა
ანდრეადისმა საჩივრით მიმართეს სტრასბურგის ორგანოებს, inter alia, კონვენციის პირველი დამატებითი
ოქმის პირველი მუხლის დარღვევის თაობაზე.
• ევროპული სასამართლოს პოზიცია

• არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლება ასევე არის


საკუთრება. არბიტრაჟის გადაწყვეტილება თავისთავად
საბოლოო და სავალდებულო იყო. ის არ მოითხოვდა რაიმე
შემდგომი აღსრულების ზომას და არ ითვალისწინებდა მისი
ზოგადი თუ სპეციალური წესით გასაჩივრების შესაძლებლობას.

• შესაბამისად,სასამართლოს აზრით ,,სტრასს” გააჩნდა


საკუთრების უფლება, რომელიც აღსრულებადი იყო 1987 წელს
არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამაბათილებელი კანონის
მიღებამდე.
•პროფესიული კლიენტურა და ეკონომიკური ინტერესი როგორც ქონება

•საქმე ვან მარლე ნიდერლანდების წინააღმდეგ 1986 წლის 26 ივნისის


გადაწყვეტილება)

•განმცხადებლები წლების განმავლობაში ეწეოდნენ კერძო საბუღალტრო პრაქტიკას. 1972 წელს


მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომელიც, პრაქტიკის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, მათ
მიმღები საბჭოს რეგისტრაციის მოპოვებას ავალდებულებდა. რეგისტრაციისათვის მათ შეიტანეს
კიდეც განაცხადი, მაგრამ 1977 წელს რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. მათი საჩივარი სააპელაციო
საბჭოს წინაშე, რომლის დროსაც მოხდა მათთან გასაუბრება, წარუმატებელი აღმოჩნდა.
სააპელაციო საბჭომ დაადგინა, რომ განმცხადებლებმა არასაკმარისად გასცეს პასუხი დასმულ
კითხვებზე და არ გამოავლინეს საკმარისი პროფესიული ცოდნა.

•განმცხადებელთა მტკიცებით, საბჭოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პირველი დამატებითი


ოქმის პირველ მუხლს, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგად მათი შემოსავალი შემცირდა და
საბუღალტროაღრიცხვის რეპუტაციის ღირებულებამ საგრძნობლად დაიკლო. მათი მტკიცებით,
გადაწყვეტილება წარმოადგენდა ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლების ხელყოფას _
საკუთრების ნაწილი კომპენსაციის გარეშე ჩამოერთვათ
•წარმოადგენს თუ არა პროფესიული კლიენტურა პირველი დამატებითი ოქმის
პირველი მუხლის დაცვის საგანს.

•სასამართლოს პოზიცია: ის უფლება, რომელსაც ეყრდნობოდნენ


გნმცხადებლები ,,შეიძლება იყოს საკუთრების უფლების მსგავსი”– საკუთარი
მუშაობის წყალობით მათ მოიზიდეს კლიენტურა, მრავალ ასპექტში ამ
უკანასკნელს გააჩნდა კერძო სამართლებრივი უფლების ხასიათი და ის
წარმოადგენდა ქონებას.

•განმცხადებელთა რეგისტრაციაზე უარის თქმამ რადიკალურად შეცვალა მათი


პროფესიული საქმიანობის პირობები და საგრძნობლად შეამცირა ამ
საქმიანობის მოცულობა. მათმა შემოსავალმა, ისევე როგორც მათმა
კლიენტურამ და სამეწარმეო საქმიანობამ საგრძნობლად იკლო. ამდენად
ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა ქონებით მშვიდობიანი სარგებლობის
უფლების ხელყოფას.
• საქართველოსთან მიმართებით ამ თვალსაზრისთ საინტერესოა საქმე საღინაძე და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ განაცხადი no. 18768/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის
გადაწყვეტილება (Saghinadze and Others v. Georgia).

• საქმეშეეხებოდა იძულებით გადაადგილებული პირის გამოსახლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული


საცხოვრისიდან ათი წლის განმავლობაში უწყვეტი მართლზომიერი ფლობის შემდეგ

• განმცხადებლები იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან, რომლებიც 1992-93 წლების შეიარაღებული
კონფლიქტის შედეგად იძულებულები იყვნენ, იქ თავიანთი სახლები და ქონება მიეტოვებინათ. 1994 წელს პირველ
განმცხადებელს, აფხაზეთის შსს-ს მაღალი თანამდებობის პირს, შესთავაზეს საქართველოს შსს-ში საგამოძიებო
დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი. ის და მისი ოჯახი დასახლდნენ სამინისტროს ბალანსზე არსებულ კოტეჯში.
• განმცხადებელი თავის ოჯახსა და 8 უსახლკარო ნათესავთან ერთად ცხოვრობდა კოტეჯში და თან იყენებდნენ იქვე
არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც ბოსტნეული და ხილი მოჰყავდათ, ჰყავდათ ქათმები და წვრილფეხა საქონელი. 1998
წელს პირველი განმცხადებელი პენსიაზე გავიდა. სამინისტრომ მას და შესაბამის ადგილობრივ უწყებას გაუგზავნა
წერილი, რომლის თანახმადაც, ის ლეგიტიმურად ფლობდა კოტეჯსა და მახლობელ ტერიტორიას, მაგრამ მისი
მფლობელობა დროებითი და განუსაზღვრელი ვადით იყო.
• გარკვეული ხნის შემდეგ განმცხადებელს პენსიიდან სამსახურში დაბრუნება მოუწია და მას გახმაურებული საქმის
გამოძიება ჩააბარეს. განმცხადებლის თქმით, გამოძიების შედეგები გარკვეული მაღალი თანამდებობის პირებისთვის
უხერხული აღმოჩნდა და მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა მოსთხოვა, რომ გამოძიება შეეწყვიტა. 2004 წელს
აღნიშნული გენერალური პროკურორი შს მინისტრად დაინიშნა და მისი შევიწროება დაიწყო. 2004 წელს ნიღბებიანი
შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის 60-მდე თანამშრომელი ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე
განმცხადებლის კოტეჯში შეიჭრა და მისი ოჯახის წევრები და ნათესავები გარეთ გამოყარა. გამოსახლების შემდეგ
პოლიციელები კოტეჯში, მის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე გამაგრდნენ.
• განმცხადებელმა წარუმატებლად იჩივლა სასამართლოში. გარკვეული ხნის შემდეგ
განმცხადებელს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო შვიდი წლის ვადით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, განმცხადებელს თვითნებურად არ ჰქონდა კოტეჯი დაკავებული. შესაძლოა,
მას უფრო შესაფერისი წესით უნდა გადასცემოდა კოტეჯი მფლობელობაში, მაგრამ იმ პერიოდში დევნილების რაოდენობიდან
გამომდინარე, ხელისუფლებას გონივრულად ვერ მოეთხოვებოდა, რომ თითოეული საბინაო პრობლემა დეტალურად გაეკონტროლებინა.
და, რაც მთავარია, ხელისუფლებას პრეტენზია არ განუცხადებია განმცხადებლის მიერ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კოტეჯის
განუწყვეტლად და ღიად ფლობის თაობაზე, რის გამოც განმცხადებელი კეთილსინდისიერი მფლობელი იყო, იმის მიუხედავადაც, რომ
მისი უფლება ქონებაზე არ იყო რეგისტრირებული. ამასთან, სახელმწიფომ სხვადასხვა აქტის გამოცემით დაადასტურა იძულებით
გადაადგილებულ პირთა უფლებები საბინაო სექტორში და მათი დაცვის მყარი გარანტიები გაითვალისწინა.
• შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართიდან გამოძევება მისი ნების
წინააღმდეგ დაუშვებელი იყო მსგავსი საცხოვრისის ან სათანადო ფულადი კომპენსაციის გარეშე. შესაბამისად, კოტეჯი და მიმდებარე
ნაკვეთი განმცხადებლის „ქონებად“ მიიჩნეოდა კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის მნიშვნელობით.
• უდავო იყო ის გარემოება, რომ განმცხადებლის საკუთრების დაცვის უფლებაში ჩარევას ჰქონდა ადგილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ კოტეჯის განმცხადებლისგან გამოთხოვის ერთადერთი გზა იქნებოდა სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით. ამის ნაცვლად
გამოძევება და მფლობელობის შეწყვეტა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე მოხდა
შემდგომ სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელიც განმცხადებელმა დაიწყო, სასამართლოებმა არ აღიარეს, რომ განმცხადებელი
კოტეჯის მართლზომიერი მფლობელი იყო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და რომ მისი გამოსახლება და მფლობელობის შეწყვეტა
უკანონოდ განხორციელდა. ამასთან, სასამართლოებმა არ უზრუნველყვეს განმცხადებელი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის
კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.
• კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ საქმე გადაწყვიტა თავისი ადრინდელი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც,
სახელმწიფოს აუკრძალა სახელმწიფოს საკუთრებასა და იძულებით გადაადგილებული პირის მფლობელობაში არსებული საცხოვრისის
დაბრუნება. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებაში, შეუფერხებლად განეხორციელებინა ქონების ფლობა და საკუთრება, ჩარევა იყო
არამართლზომიერი, ხოლო სასამართლო კონტროლი თვითნებური და მართლმსაჯულებაზე უარის თქმა. ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, იმსჯელა განმცხადებლის საცხოვრისის დაცულობის უფლებაზე, რომლითაც იგი სარგებლობდა ათ
წელზე მეტი ხნის განმავლობაში და რომელში ჩარევაც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად შეფასდა.
საკუთრების უფლება
ისტორიული განვითარება
 

• რომის სამართალი - ტრიადის პრობლემა – ფლობა, სარგებლობა, განკარგვა.

• ქართული სამართალი – ,,პატრონობა”, ,,ჩემება”, ,,საკუთრება” და ა. შ. სრულ საკუთრებას


მიეკუთვნებოდა ,,ნასყიდი”, ,,მონაგები” და ა.შ.

• საბჭოთა სამართალი – კერძო საკუთრების უარყოფა;

• თანამედროვე ქართული სამართალი;

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა;


• საკუთრების ფორმების შესახებ
• საქგაზი და ანაჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;

• საკუთრების უფლება - ჩუქების გაუქმებასთან


მიმართებით;
• აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
sakuTrebis gancda

• cxovelebi;
• adamianebi;
• bavSvebi;
• ,, აქლემი უ ფრო იოლად გაძვრება ნემსის
ყუ ნწში , ვიდრე მდიდარი შევა ც ათა
სასუ ფეველში “

• მერვე მც ნება - არა იპარო .


საკუთრების ცნება და შინაარსი

BGკლასიკური დასავლური იურისპრუდენცია საკუთრებას განსაზღვრავს როგორც


პირის ნივთზე სრული ბატონობის უფლებას.

შეადარეთ:

საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 544
საკუთრება არის ნივთებით სარგებლობისა და განკარგვის უფრო აბსოლუტური
უფლება, თუ სარგებლობა არ არის აკრძალული კანონებითა და
რეგლამენტებით;
BGB
გერმანიის სამოქალაქო კოდექსი

903 პარაგრაფი :

,,ნივთის მესაკუთრეს შეუძლია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება


კანონს ან მესამე პირთა უფლებებს, ისარგებლოს ნივთით და
გამორიცხოს მესამე პირთა ნებისმიერი ზემოქმედება~.
• განსაზღვრების ძიებაში;

• საკუთრება, როგორც ნივთთან ურთიერთობა;

• საკუთრება, როგორც აბსოლუტური უფლება;

• საკუთრება, როგორც ბუნებითი უფლება;

• საკუთრების უფლების ექსკლუზიური და მუდმივი ხასიათი;

• საკუთრების უფლება, როგორც ვალდებულება;

• საკუთრების უფლება და სამოქალაქო ბრუნვა;


sakuTre bis ufle bis f arglebi

კერძო სამართლებრივი და საჯარო – სამართლებრივი ფარგლები

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი.


საკუთრებით სარგებლობა ხდება სახლეშეკრულებო და კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში . დაუშვებელია
საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება.

მესაკუთრე იყენებს ბოროტად თავის უფლებას იქედან მოყოლებული , რაც ის იყენებს უფლებას ერთადერთი მიზნით –
ზიანი მიაყენოს სხვას.

ასევე საჯარო სამართალი შეიცავს არაერთ დანაწესს, რომელიც ზღუდავს საკუთრების გამოყენებას , ან ითვალისწინებს
სახელმწიფო კონტროლს ზოგიერთი კატეგორიის ნივთის შეძენისას (მაგალითად ცეცხლსასროლი იარაღი
(როგორც მოძრავი ნივთი) შეიძლება შეძენილ იქნეს მხოლოდ შესბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში .
• ჟიულ კოკერელმა შეიძინა დაახლოებით 170 მეტრის სიგრძის და 10-დან 12
მეტრამდე სიგანის მიწის ნაკვეთი, მდებარე ტროლი-ბრეის(თროსლყ-Bრეუილ)
ტერიტორიაზე ადოლფ კლემან-ბაიარის მიერ აგებული დირიჟაბლების ანგარის
პირდაპირ მისგან დაახლოებით 90 მეტრის დაშორებით; -
• კოკერელმა, რომელიც უთანხმოებაშია კლემან-ბაიართან, თავისი საკუთრების
საზღვარზე და კლემან-ბაიარის ანგარის კარის პირდაპირ ააგო დაახლოებით 15
მეტრის სიგრძისა და 10-დან 11 მეტრამდე სიმაღლის ხის ორი კარკასი, თავზე
დამაგრებული 2-დან 3 მეტრამდე სიმაღლის და ერთმანეთისგან რამდენიმე
მეტრით დაშორებული რკინის ოთხი სარით;
• ხის ეს კარკასები არც გადახურულია და არც დაფარული; ისინი განლაგებულია
მხოლოდ სიგრძივ 25-დან 30 მეტრამდე მანძილზე და ერთმანეთისგან
დაშორებულია რამდენიმე მეტრი ინტერვალით; -
• ძლიერი ქარის დროს, კლემან ბაიერის დირიჟაბლების მანევრირება
გაფრენისა და დაბრუნების დროს ამის გამო ძლიერ გართულებულია; ამან
გამოიწვია კიდეც ერთ-ერთი დირიჟაბლის დაზიანება; -
• კოკერელი თავისი ქმედებების გასამართლებლად ამტკიცებს, რომ ის ამ ფრანგი მექანიკოსი, ინჟინერი და მეწარმე ადოლფ კლემან -
ბაიერი 1855-1928) ველოსიპედებისა და მოტოციკლეტების
სამუშაოების ჩატარებით ეცადა კლემან-ბაიარის დაინტერესების გაზრდას, გარდა აშენებდა ასევე დირიჟაბლებს.

მისი სურვილი იყო კლემან ბაიერს შეესყიდა მისი მიწის ნაკვეთი უფრო მაღალ
ფასად; სწორედ ეს იყო მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესი; ის უარყოფს,
რომ ამგვარ ქმედებას არ შეეძლო მისთვის რაიმე სარგებლის მოტანა და მისი
აზრით კლემან ბაიერი მას გადაუხდის მისთვის სასურველ ფასს მიწის
ნაკვეთში -
gamosayenebeli normebi Code Civile


• მუხლი 544. საკუთრება არის ნივთებით სარგებლობისა და
განკარგვის უფრო აბსოლუტური უფლება, თუ სარგებლობა არ
არის აკრძალული კანონებითა და რეგლამენტებით;

• მუხლი 647. ნებისმიერ მესაკუთრეს შეუძლია შემოღობოს


თავისი მიწის ნაკვეთი (ააგოს ზღუდე/გალავანი) გარდა 682-ე
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

• მუხლი 682. მესაკუთრეს, რომლის საკუთრებაც შემოღობილია


ყველა მხრიდან და რომელსაც არ გააჩნია გასასვლელი
საერთო გზაზე ან აქვს გასასვლელი, რომელიც არასაკმარისია
მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო, ... კომერციული
ექსპლოატაციისათვის, ან მშენებლობის წარმოებისთვის ... ,
შეუძლია მოითხოვოს მეზობელი მიწის ნაკვეთზე გზის
უფლება, რაც საკმარისი იქნება მისი მიწის ნაკვეთის
სრულფასოვანი მომსახურეისათვის, იმ ვალდებულების
აღებით, რომ მის მიერ მიყენებული ზიანის ტოლფასი
ანაზღაურება იქნება გადახდილი.

• მუხლი 1382. პირის ნებისმიერი მოქმედება, რომლითაც ზიანი


ადგება სხვას, ზიანის მიმყენებელს, რომლის ბრალითაც
მოხდა ზიანის მიყენება, ავალდებულებს მის ანაზღაურებას ;
dadgenileba

უიშვიათესი გამონაკლისების • სასამართლო; - გასაჩივრების საშუალებაზე,


გარდა სუბიექტური უფლებები არ სამოქალაქო კოდექსის 544 და შემდ. მუხლების
არის თვითნებური; დარღვევიდან, საკუთრების უფლების წესების, და
უფრო ზუსტად თავისი მიწის ნაკვთის შემოღობვის
უფლების დარღვევიდან, სამოქალაქო კოდექსის
1382 და შემდ. მუხლების დარღვევიდან მათი
ყალბად გამოყენებით, იმის გამო, რომ კოკერელმა
თავის ნაკვეთზე, რომელიც ესაზღვრება კლემან-
ბაიარისას, დააყენა 16 მეტრის სიმაღლის
მესაკუთრე ბოროტად კარკასები, რომლებსაც თავზე წვეტიანი რკინის
სარგებლობს თავისი უფლებით ღეროები აქვს დამაგრებული; რომ ეს
მოწყობილობა კოკერელის მიწის
იქიდან მოყოლებული, როდესაც ექსპლუატაციისთვის არავითარ საჭიროებას არ
იგი მას იყენებს ერთადერთი წარმოადგენს და აღმართული იქნა ერთადერთი
განზრახვით ზიანი მიაყენოს სხვას. მიზნით, ზიანი მიეყენებინა კლემან-
ბაიარისთვის, ...სამოქალაქო კოდექსის 647 მუხლის
თანახმად, ზღუდე/გალავნის აღმართვის უფლება
აქვს მესაკუთრეს თავისი კანონიერი ინტერესების
დასაცავად;
• ამ შემთხვევაში სახეზე იყო კოკერელის მიერ
თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, და,
ერთის მხრივ, მას დაევალა კლემან-ბაიარის
მართული აეროსტატისთვის მიყენებული ზარალის
ანაზღაურება, მეორე მხრივ კი ხის კარკასის თავზე
დამაგრებული რკინის სარების მოცილება;
საკუ თრების უ ფლების შინაარსის ტრანსფორმაც ია

• ც ვლილებები
• თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენები
ლორდი ბლექსტონი
William Blackstone

საკუთრებაში არსებული მიწა


დაცულია კანონით კერძო
საკუთრებაში შეჭრის
წინააღმდეგ.

დაცვა ვრცელდება მიწის


ქვეშ და მიწის ზედაპირზე -
განუსაზღვრელ
სიმაღლეებამდე.
ხომ არ არის თვითმფრინავის გადაფრენა კერძო საკუთრებაში შეჭრა ?
Thomas Lee and Tinie Causby
William Blackstone VS William
Douglas
• დოქტრინას , რომელიც იც ავს მიწას
მთელს მანძილზ ე - ც ამდე , არა აქვს
ადგილი თანამედროვე მსოფლიოში ,
რადგან ეს ეწინააღმდეგება საღ აზ რს !
საკუთრების უფლების დაცვა

• უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა - ვინდიკაციური


სარჩელი (თუ ნივთი მესაკუთრის ხელიდან მისი ნების გარეშე გამოდის,
კეთილსინდისიერი შემძენიც ვალდებულია დაუბრუნოს იგი
მესაკუთრეს. ხოლო, თუკი ეს ხდება მესაკუთრის ნებით, მაშინ
კეთილსინდისიერი შემძენი მხოლოდ მაშინ აბრუნებს უკან ნივთს, თუკი
მან ეს ნივთი უსასყიდლოდ მიიღო).

• უკანონო ხელშეშლის აღკვეთა - ნეგატორული სარჩელი - ეს მაშინაა,


როცა ნივთი ისევ მესაკუთრესთანაა, მაგრამ ხელს უშლიან მის
გამოყენებაში.
უ კანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

მუ ხლი 172

მესაკუ თრეს შეუ ძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უ კან დაბრუ ნება ,
გარდა იმ შემთხვევებისა , როც ა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის
უ ფლება .

მაგალითი 1
ა-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ-სა და გ-ს მიმართ და მოითხოვა მათი
ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ დ-ს გარდაცვალების შემდეგ
მასზე გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი
მოწმობა. ბ-მ და გ-მ უარი განაცხადეს ბინის გამონთავისუფლებაზე იმ
საფუძვლით, რომ მათ ქირავნობის ხელშეკრულება დადეს ე-სთან და
საცხოვრებელ სახლს ფლობდნენ კანონიერად. საკასაციო პალატამ
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დამტკიცებულად
მიიჩნია ის გარემოებები, რომ ბ-ს და გ-ს ბინის ფლობის უფლება მიღებული
ჰქონდა ე-სგან დ-ს გარდაცვალების შემდეგ და ე-ს დ-სგან არ ჰქონდა
მიღებული სადავო ბინის განკარგვის უფლება. საკასაციო პალატამ
დადგენილად მიიჩნია, რომ ა-ს ჰქონდა სადავო ბინის საკუთრების უფლება,
ხოლო ბ და გ იყვნენ ნივთის მფლობელები, თუმცა მათ არ გააჩნდათ ნივთის
ფლობის უფლება. Pალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველის
ნაწილით და ბ-ს და გ-ს დააკისრა ნივთის გამონთავისუფლების მოვალეობა.
მაგალითი 2

• ა-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ-ს მიმართ და მოითხოვა უკანონო


მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონება
წარმოადგენდა მის საკუთრებას, რაც დასტურდებოდა გ-სთან დადებული
ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულებით, ხოლო ბ აღნიშნულ ქონებას ფლობდა უკანონოდ. ბ-მ
სარჩელი არ ცნო, ვინაიდან იგი სადავო ქონებას ფლობდა დ-სთან დადებული
ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო
ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ა, ვინაიდან მისი საკუთრების უფლება უძრავ
ქონებაზე დასტურდებოდა საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხოლო ბ კი ფლობდა
ქონებას, მაგრამ არ გააჩნდა მისი ფლობის უფლება, ვინაიდან მან ქირავნობის
ხელშეკრულება დადო დ-სთან, რომელიც არ წარმოადგენდა აღნიშნული ქონების
მესაკუთრეს. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე
მუხლებით და ბ-ს დააკისრა სადავო ფართის გამონთავისუფლების მოვალეობა.
კომენტარი :

ყოველი ვალდებულება შედგება, ძირითადად, ორი ნაწილისაგან _ კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა
და ნორმის აღწერილობითი ნაწილისაგან, რომელიც ზოგადი შინაარსისაა და შედეგებისაგან , რომელსაც კანონი
ითვალისწინებს ნორმის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელი ელემენტის არსებობისას . მოსამართლე
ვალდებულია, მოსარჩელის სასარჩელო განცხადებიდან გამომდინარე , მოძებნოს კანონი , რომელიც
ითვალისწინებს იმ სამართლებრივ შედეგს , რომელსაც მოსარჩელე თავისი სარჩელით მოითხოვს . მოსამართლემ
უნდა დაადგინოს, მიუთითებს თუ არა მოსარჩელე იმ გარემოებებზე, რომლებიც კანონის მიერ განსაზღვრულია ამ
სამართლებრივი შედეგის დადგომის წინაპირობად . უნდა დადგინდეს განსახილველი მოთხოვნის საფუძვლისათვის
აუცილებელი წინაპირობები, ანუ კანონით დადგენილი ნორმის შემადგენლობის ნიშნები . იურიდიული მუშაობის
მეთოდიკის მიხედვით ნორმები უნდა დაიშალოს მისი ელემენტების , კერძოდ , ნორმის აღწერილობითი ნაწილის
შემადგენელი ელემენტების მიხედვით. Iურიდიული სამუშაო სწორედ ამ ამოხსნის სისწორეზეა დამოკიდებული .
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნას ითვალისწინებს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური
სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის ძველთაგანვე მიღებული საშუალებაა . ესაა სარჩელი , რომელსაც
მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა , სახელდობრ , როცა მესაკუთრის ქონება
უკანონო მფლობლის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას
გულისხმობს. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს . მესაკუთრეს სსკ -
ს 158-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფლება აქვს არ ფლობდეს ან არ
სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით . ამდენად , მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და
სარგებლობის უფლება, თუკი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი . ეს კი გულისხმობს
მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით , მათ შორის ,
მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა . აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სსკ -ის 172-ე
მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნორმის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელ სამ ელემენტს შეიცავს :
1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;
3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება
(ნორმის აღწერილობითი ნაწილის ე.წ. ნეგატიური, უარყოფითი
შემადგენელი ელემენტი).

• მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოსამართლე ამ სამივე წინაპირობის (ნორმის აღწერილობითი ნაწილის
შემადგენელი ელემენტების) არსებობას დაადგენს, შეუძლია განაწესოს სამართლებრივი შედეგი :
მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება .
• ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების პირველ პირობას , როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ,
წარმოადგენს, ის რომ მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე. ვინაიდან მესაკუთრის მიერ დაბრუნების
მოთხოვნა თანაბრად უკავშირდება როგორც მოძრავ, ისე უძრავ ნივთებს, ამიტომ მესაკუთრედ ყოფნის
პრეზუმფცია სხვადასხვაგვარად დასტურდება. უძრავი ნივთის მესაკუთრეობა სსკ -ის 183-ე მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად საჯარო რეესტრიდან დასტურდება , საჯარო რეესტრის მონაცემების
მიმართ კი, 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (მაგალითი 2).
თუმცა, პირის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე შეიძლება არ დასტურდებოდეს საჯარო რეესტრიდან ,
მაგრამ აღნიშნული უდავოდ იქნეს მიჩნეული პირის საკუთრებად სხვა სამართლებრივი საფუძვლიდან
გამომდინარე და გახდეს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი (მაგალითი 1).
ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების მეორე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის , რომ მოპასუხე
უნდა იყოს ნივთის მფლობელი. აღნიშნული თავისთავად გამომდინარეობს მოთხოვნის არსიდან , ვინაიდან
სასარჩელო მოთხოვნა ეხება ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვას, მაგრამ აქვე აღსანიშნავია , რომ
მფლობელობა არ უნდა იყოს კანონიერი.
davalebis piroba
• daviTi miseirnobs mSrali xidis teritoriaze. mis yuradRebas iqcevs kedlis vercxlis
saaTi, romlic sakmaod Zveli Cans. daviTi dainteresebulia antikvaruli nivTebis
SegrovebiT da mcire SevaWrebis Semdeg igi iZens saaTs 190 larad.
• garkveuli xnis Semdeg aRmoCndeba, rom es saaTi misma Tavdapirvelma
mesakuTre giorgim Sesanaxad gadasca megobar vaJas, romelmac finansuri
sirTuleebis gamo gaasxvisa igi daviTze. daviTi gaognebulia. man ar icoda rogor
moxvda es saaTi vaJas xelSi da ar gaaCnda mizezi misi sakuTrebis uflebaSi
eWvis Sesatanad.
• SeuZlia Tu ara giorgis moiTxovos daviTisagan saaTi ukan dabruneba?
გუსტავ კლიმტი,
ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი
შემთხვევის განხილვა
,,ოქროს ადელი“

•1903 წელს გუსტავ კლიმტი იღებს შეკვეთას ავსტრიები


ებრაელისაგან - ფერდინანდ ბლოხ-ბაუერისაგან მისი მეუღლის -
ადელ ბლოხ - ბაუერის პორტრეტის შესრულებაზე. მხატვარი ამ
ხელშეკრულებით ვალდებულია შექმნას 100 ესკიზი ამ ნახატისათვის
და საბოლოოდ შერჩეული ესკიზიდან შექმნას ადელ ბლოხ - ბაუერის
პორტრეტი.
• 1907 წელს გუსტავ კლიმტი წარმოადგენს საყოველთაოდ
ცნობილ ,,ოქროს ადელს“, რომელიც მოგვიანებით აღიარებულ იქნა,
როგორც ამ მხატვრის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი და
ავსტრიული კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუში.
•1923 წელს ადელ ბლოხ - ბაუერი გარდაცვალებამდე ტოვებს
ანდერძს, რომელშიც თხოვს საკუთარ მეუღლეს, რომ მისი
პორტრეტი - ,,ოქროს ადელი“, მისი სიკვდილის შემდეგ გადაეცეს
ბელვედერის მუზეუმს ვენაში.
•ავსტრიაში მესამე რეიხის მმართველობის დამყარების შემდეგ, ებრაელებისათვის ვენაში
გაჩერება შეუძლებელი იყო. ფერდინანდ ბლოხ - ბაუერი გადაიხვეწა ჩეხოსლოვაკიაში,
შემდეგ შვეიცარიაში, მისი ძმის ოჯახი კი - ამერიკაში. მისი ქონება დაექვემდებარა
კონფისკაციას და გადავიდა ნაცისტების ხელში. ადელ ბლოხ ბაუერის პორტრეტი, მისი
დევნილობის პერიოდში გადატანილ იქნა ბელვედერის მუზეუმში.
•1946 წელს ფერდინანდ ბლოხ - ბაუერი საკუთარ გარდაცვალებამდე წერს ანდერძს,
რომლითაც მთელს თავის ქონებას უტოვებს საკუთარ ძმისშვილებს. ფერდინანდ ბლოხ -
ბაუერი გარდაიცვალა მარტოობაში და მისი ანდერძის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის
მანძილზე არ იყო საჯარო.

•ამასობაში ,,ოქროს ადელი“ ხდება მუზეუმის მთავარი ექსპონატი, ამ პორტრეტით


დამშვენებულია მუზეუმის ბუკლეტები, სუვენირები. იგი გამოიფინება და მოგზაურობს
მუზეუმის სხვა ექსპონატებთან ერთად.
•2006 წელს ახალი ანდერძისა და საქმის სხვა გარემოებების შესახებ ცნობილი გახდა
ფერდინანდ ბლოხ ბაუერის ძმისშვილის - მარია ალტმანისათვის, რომელიც იმ დროისათვის
მისი ერთადერთი მემკვიდრეა. იგი ჩაერთო სასამართლო დავაში.

•ბელვედერის მუზეუმი უარს ამბობს შედევრის დაბრუნებაზე რადგან:


•აპელირებს შეძენითი ხანდაზმულობის ვადებზე (მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის
ხანდაზმულობის ვადები);
•თვლის, რომ გასულია სავინდიკაციო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
•განიხილეთ შემთხვევა ქართულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
აქვს თუ არა მარია ალტმანს უფლება გამოითხოვოს ნახატი ბელვედერის
მუზეუმოსაგან?
 
•  
•  
წარმატებები!

You might also like