You are on page 1of 6

მეორე სენატის 1975 წლის 4 თებერვლის განჩინება

- 2 BvL 5/74 -

საინჟინრო და არქიტექტურული სამუშაოების მოწესრიგების შესახებ გერმანიის კანონის მე-6


მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება არ ეწინააღმდეგება გერმანიის ძირითადი
კანონის მე-14 მუხლს.

გერმანიის ძირითადი კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ავალებს
კანონმდებელს, დაადგინოს საკუთრების შინაარსი და ფარგლები, ამასთან, მოახდინოს იმ
სოციალური მოდელის რეალიზება, რომლის ნორმატიული ელემენტებიც გამომდინარეობს,
ერთი მხრივ, გერმანიის ძირითადი კანონის მე14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი
წინადადებით გათვალისწინებული კერძო საკუთრების აღიარებიდან და, მეორე მხრივ,
გერმანიის ძირითადი კანონის მე14 მუხლის მე-2 პუნქტის სავალდებულო შინაარსიდან
(BVერფGE 37, 132 [149]). საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ცნება, ზოგადად,
მოიცავს საკუთრების საგნის თავისუფალი განკარგვის უფლებას (BVერფGE 26, 215 [222]).
საცხოვრებელი ფართის დანიშნულების შეცვლის რეპრესიული აკრძალვა, რომელიც
ითვალისწინებს ამ აკრძალვისაგან განთავისუფლების დათქმას, ზღუდავს ზემოთ აღნიშნული
თავისუფალი განკარგვის უფლებას. თუმცა, ამგვარი აკრძალვის კანონის ძალით მიღების
უფლებამოსილება, როგორსაც ითვალისწინებს ქირავნობის სამართლის გაუმჯობესებისა და
ქირის ფასის მატების შეზღუდვის, ასევე საინჟინრო და არქიტექტურული სამუშაოების
მოწესრიგების შესახებ გერმანიის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი
წინადადება, მოცემულია გერმანიის ძირითადი კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2
წინადადებით გათვალისწინებული დავალებით.

გერმანიის ძირითადი კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით


გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, რომელიც მდგომარეობს
საკუთრების შინაარსისა და შეზღუდვების განსაზღვრაში, კანონმდებელმა კერძო საკუთრების
სასარგებლოდ უნდა გაითვალისწინოს ის ღირებულებებიც, რომლებიც საფუძვლად უდევს
გერმანიის ძირითად კანონს. მან ასევე უნდა გაითვალისწინოს სხვა კონსტიტუციური ნორმები,
განსაკუთრებით კი _ თანასწორობის პრინციპი, პიროვნების თავისუფალი განვითარების
ძირითადი უფლება და სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპები.

არ დგინდება აღნიშნული კანონის ნორმის არაკონსტიტუციურობა. კანონმდებელმა შესაძლოა,


საყოველთაო კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძვლებიდან და მოსაზრებებიდან
გამომდინარე დააყენა აქციების უმცირესობათა მფობელების საკუთრების დაცვა
უმრავლესობის ინტერესების უკან, რაც მდგომარეობს კონცერნის ფარგლებში სამეწარმეო
ინიციატივის თავისუფალ განვითარებასა და რეალიზებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება
ეყრდნობა გერმანიის ძირითადი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-14 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ძირითადი უფლებების მნიშვნელობათა
ურთიერთშეფარდებას კონცერნზე დამოკიდებული საზოგადოების ფარგლებში...
კანონმდებლის ამგვარი შეფასების დასაშვებობის წინაპირობაა საზოგადოებიდან გარიყული
უმცირესობის კანონიერი ინტერესების დაცვა. აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ის, რომ არსებობს
ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან თავის დასაცავი ეფექტური
სამართლებრივი საშუალებები; მეორე მხრივ კი, წინასწარ უნდა იქნეს გათვალისწინებული,
რომ უმცირესობას ეკონომიკურად სრულად აუნაზღაურდეს თავისი სამართლებრივი
პოზიციის დაკარგვა. აღნიშნული წინაპირობები კი დაკმაყოფილებულია პარტნიორთა ხმების
უმრავლესობით საწარმოს გარდაქმნის შემთხვევებში.

პირველი სენატის 1967 წლის 12 იანვრის განჩინება

- 1 BvR 169/63 –

მოსარჩელეს უნდა დავეთანხმოთ იმაში, რომ ნორმით გათვალისწინებული ნაკლებად


დაზუსტებული მცნებისმიწის არაჯანსაღი განაწილების~ გამოყენება გარკვეული
მიმართებით ეჭვს ბადებს. მაგრამ კანონის მიზანი, მისი ნორმებისა და კანონის მე-9 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განმარტების შინაარსობრივი ურთიერთმიმართება
იძლევა ნორმების მიზნისა და შინაარსის ზუსტი შეცნობისა და გაგების შესაძლებლობას და
ქმნის ისეთ ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც გამორიცხავს ადმინისტრაციული
ორგანოებისა და სასამართლოების მიერ რაიმე გაურკვეველი ცნების თვითნებურ
გამოყენებას... მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ბრუნვების შესახებ კანონის მე-9 მუხლის
პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტი, მისი სწორი განმარტების შემთხვევაში, თავისი მატერიალური
შინაარსითაც შეესაბამება კონსტიტუციას.

უზენაესი ფედერალური სასამართლო თავისი პრაქტიკის ფარგლებში მართებულად ემყარება


იმას, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ბრუნვების შესახებ კანონის მე-9 მუხლის
პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტი ვიწროდ უნდა განიმარტოს. აქ გადამწყვეტია,
არსებობს თუ არა მოთხოვნა სხვა საწარმოებში სასოფლო და სატყეო მეურნეობის მიწებთან
დაკავშირებით და დასაშვებად მიიჩნევს მიწის ისეთი პირების მიერ შესყიდვას, რომლებიც
არც ფერმერები არიან და არც მეტყევეები, მაშინ, როდესაც ფერმერები და მეტყევეები არ არიან
დაინტერესებული ამ ნაკვეთის შესყიდვით. თუმცა, უზენაესი ფედერალური სასამართლო
ისეთ შემთხვევებში აღარ ეყრდნობა ნორმის ასეთ შეზღუდულ განმარტებას, როდესაც
ნაკვეთის შესყიდვა წარმოადგენს მხოლოდ კაპიტალის დაბანდებას. მიწის შეძენის ასეთი
შემთხვევები სასამართლოსათვის არის მიწის არაჯანსაღი განაწილების მაგალითი,
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია, გასხვისებული ნაკვეთი
გამოყენებულ იქნეს აგრარული სტრუქტურის გასაუმჯობესებლად~. ზემოთ აღნიშნული
კანონი მართლაც ამ შინაარსის რომ იყოს, მაშინ იგი არ იქნებოდა გერმანიის ძირითადი
კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისი.

კანონით გათვალისწინებული საკუთრებასთან დაკავშირებული ვალდებულებები


გამართლებული უნდა იყოს მოწესრიგებული საკითხით და გამომდინარეობდეს კიდეც
მისგან; აღნიშნული ვალდებულება არ შეიძლება სცდებოდეს იმ დაცვის მექანიზმს, რომელსაც
ემსახურება თვით ეს ნორმა.

პირველი სენატის 1977 წლის 7 დეკემბრის განჩინება


საკუთრების გარანტიის განსაკუთრებული მნიშვნელობა სოციალურ სამართლებრივ
სახელმწიფოში გულისხმობს მესაკუთრის ხელში საკუთრების კონკრეტული არსის
გარანტიას.

კონსტიტუციურ-სამართლებრივად მისი ფუნქციაა, ცალკეულ პირს შეუნარჩუნოს ძირითადი


უფლება _ სუბიექტის თავისუფალი სივრცე ქონებრივ-სამართლებრივ სფეროში და ამით
შესაძლებლობა მისცეს პიროვნული განვითარებისა და ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის
გამოვლენისათვის.

საპროცესო ნორმების კონსტიტუციური გამოყენების პრინციპი, მიხედვით, საკუთრების


უფლების შეძენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო არა აუქციონზე,
არამედ - უფრო მოგვიანებით, რათა მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონოდა, ესარგებლა
აღსრულებისაგან თავის დაცვის გათვალისწინებული საშუალებებით.

პირველი სენატის 1979 წლის 12 ივნისის განჩინება

რამდენად კონსტიტუციურია ის გარემოება, რომ მცირე საბაღე ნაკვეთებზე გაფორმებული


იჯარის ხელშეკრულებების მოშლა კერძო მეიჯარეებს შეუძლიათ მხოლოდ საგანგებოდ
შეზღუდული წინაპირობების შემთხვევაში ?

ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს გადაუხადოს


კომპენსაცია და საჭიროებისამებრ უზრუნველყოს სხვა მიწის ნაკვეთით.

კანონმდებელმა უნდა მოახერხოს ისეთი სოციალური მოდელის რეალიზება, რომლის


ნორმატიული ელემენტებიც, ერთი მხრივ, გამომდინარეობს გერმანიის ძირითადი კანონის მე-
14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით აღიარებული კერძო საკუთრებიდან და,
მეორე მხრივ იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური პრინციპიდან.
საკუთრების გამოყენება იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საყოველთაო
კეთილდღეობასაც.

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია,


აკრძალულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების
განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის მიხედულებისათვის. სამართლიანი
სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგადო
ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე სხვა ქონებრივი სიკეთეების
შემთხვევაში.

სასამართლო კონტროლი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სასამართლოებს


ხელთ აქვთ ისეთი სამართლებრივი მასშტაბები, რომლებიც ექვემდებარება აღსრულებას და
რომელთა მიხედვითაც სასამართლოებმა უნდა მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები.
აღნიშნული პრინციპების თანახმად, ნებართვის დათქმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას,
ვინაიდან თვითონ კანონიდან არ გამომდინარეობს, თუ რა საჯარო ინტერესებით არის
გამართლებული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები.
პირველი სენატის 1981 წლის 15 ივლისის განჩინება

- 1 BvL 77/78 –

გერმანიის ძირითადი კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მე-4 წინადადებით


გათვალისწინებულ სამართალწარმოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარეობს
საერთო სასამართლოებში, ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე გამომდინარეობს შემდეგი: იმ
შემთხვევაში, თუ პირი მის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებას აღიქვამს
კონფისკაციად, მას მხოლოდ მაშინ შეუძლია კომპენსაციის სასარჩელო გზით მოთხოვნა,
როდესაც არსებობს შესაბამისი კანონისმიერი მოთხოვნის საფუძველი.

გერმანიის ძირითადი კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით,
კანონმდებელს ასევე შეუძლია, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭოს ცალკეული პირის
კონკრეტული საკუთრების ჩამორთმევის უფლებამოსილება. კონფისკაცია კანონის
საფუძველზე (ადმინისტრაციული კონფისკაცია) საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს
აღმასრულებელ აქტს, რომელიც, ლეგალური კონფისკაციისაგან განსხვავებით, საჩივრდება
სამართლებრივი საშუალებებით.

შინაარსის განსაზღვრა, ლეგალური კონფისკაცია და ადმინისტრაციული კონფისკაცია _ სამი


სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტია, რომელთაც გერმანიის ძირითადი კანონი მკაფიოდ
მიჯნავს ერთმანეთისაგან. თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ
გერმანიის ძირითადი კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების
საფუძველზე გამოცემული ახალი ნორმით იმავდროულად განხორციელდეს ლეგალური
კონფისკაცია _ იქიდან გამომდინარე, რომ იგი ითვალისწინებს იმ უფლებების ჩამორთმევასა
და ხელყოფას, რომლებსაც პირი ასრულებდა ძველი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე.

ის, თუ რა კონკრეტული უფლებები აქვს ცალკეულ მესაკუთრეს გარკვეული მომენტისათვის,


გამომდინარეობს საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი და
განმსაზღვრელი, აღნიშნულ დროს მოქმედი ყველა ნორმის ერთობლიობიდან. თუ ამ
ნორმების საფუძველზე გამოვლინდება, რომ მესაკუთრეს არა აქვს ესა თუ ის
უფლებამოსილება, მაშინ აღნიშნული უფლება არ იგულისხმება მისი საკუთრების უფლებაში.
ის, თუ როგორ მოახერხებს კანონმდებელი ასეთი უფლების გამორიცხვას, საკანონმდებლო
მეთოდიკისა და ტექნიკის საკითხია

კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმება უნდა ეფუძნებოდეს იმას, რომ მესაკუთრეს


წყალმომარაგების შესახებ პრუსიული კანონის მოქმედების დროს სამართლებრივი ნორმების
საფუძველზე არ ეკრძალებოდა ხრეშის მოპოვება და რომ მისთვის ძველი კანონით
მინიჭებული და მის მიერ განხორციელებული უფლება მოქცეული იყო საკუთრების უფლების
უზრუნველყოფის დაცვის ქვეშ. ძირითადი უფლების არსთან შეუსაბამო იქნებოდა
სახელმწიფოსთვის იმ უფლებამოსილების მინიჭება, რომ მან ერთი ხელის მოსმითა და
ყოველგვარი გარდამავალი ნორმების გარეშე აღმოფხვრას და აკრძალოს მიწის ნაკვეთის
სარგებლობის ისეთი სახეობები, რომელთა განხორციელებისათვის საჭირო იყო საკმაოდ
მასშტაბური ინვესტიციების გაღება. ასეთი ამკრძალავი ნორმა მყისიერად გააუფასურებდა
გაწეულ სამუშაოს, გაღებულ ხარჯებსა და კაპიტალს.
წყლის მიმოქცევის რეჟიმის მოწესრიგების შესახებ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის
პირველი წინადადება პირს ანიჭებდა ... შესაძლებლობას, კანონის ამოქმედებიდან 5 წლის
განმავლობაში, ყოველგვარი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ესარგებლა ძველი
უფლებებით. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის მიმოქცევის რეჟიმის მოწესრიგების შესახებ
კანონი მისი გამოცხადებიდან 31 თვის შემდეგ შევიდა კანონიერ ძალაში, დაინტერესებულ
პირებს თითქმის 8 წელი ჰქონდათ საიმისოდ, რომ მორგებოდნენ~ ახალ სამართლებრივ
ვითარებას. აღნიშნული ვადა გრძელდებოდა, თუ პირი მის გასვლამდე შეიტანდა შესაბამის
განცხადებას ნებართვის ან თანხმობის გაცემის თაობაზე.

პირველი სენატის 1985 წლის 8 იანვრის განჩინება

- 1 BvR 792, 501/83 -

გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 564ბ მუხლი ხელშეკრულების ვადის გათვალისწინებით


მოშლის უფლების განხორციელებას დამოკიდებულს ხდის იმაზე, არსებობს თუ არა
კანონიერი ინტერესი ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისთვის. აღნიშნული ნორმა
ზოგადად და აბსტრაქტულად აწესრიგებს მესაკუთრის მიერ გაქირავებული საცხოვრებელი
ბინის განკარგვის უფლებამოსილებას, რითაც იგი განსაზღვრავს საკუთრების ცნების
შინაარსსა და შეზღუდვებს გერმანიის ძირითადი კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის
მე-2 წინადადების გაგებით.

ბინის საკუთრების სოციალური ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ არის


უზრუნველყოფილი შეუზღუდავად და მიიჩნევა დამქირავებლის ცენტრალურ
ცხოვრებისეულ საკითხად. მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს შესაძლებლობა, საკუთარი
ძალებით შეიქმნას საკუთარი საცხოვრებელი და დამოკიდებულია ბინის ქირაობაზე.

კანონმდებელმა სათანადოდ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა,


დამქირავებლის გარდა, გამქირავებლისთვისაც წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის
საგანს. ამასთან, ასევე ხელუხლებელი რჩება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 564ბ მუხლით
გათვალისწინებული გამქირავებლის უფლება, მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას
დაასრულოს ქირავნობის ურთიერთობა (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლი).

პირველი სენატის 1999 წლის 2 მარტის განჩინება

- 1 BvL 7/91 –

კულტურული ძეგლი შეიძლება მხოლოდ ნებართვის საფუძველზე იქნეს :

1. დანგრეული, დაშლილი ან ლიკვიდირებული,


2. გადაკეთებული ან სხვაგვარად სახეცვლილი,
3. მუდმივად იერცვლილი,
4. გადატანილი მისი პირვანდელი ადგილიდან. პირველი ქვეპუნქტის შემთხვევებში
ნებართვის გაცემა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საყოველთაო კეთილდღეობის
სხვა მოთხოვნები გადასწონის ძეგლთა დაცვისა და მოვლა-პატრონობის ინტერესებს.

ლანდმა მესაკუთრეს იმ შემთხვევაში უნდა გადაუხადოს კომპენსაცია, როდესაც მას, ძეგლთა


დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ღონისძიების გამო, აღარ შეუძლია პირვანდელი
დანიშნულებით ისარგებლოს თავისი ნაკვეთით და ამასთან, არსებითად იზღუდება მისი
საერთო ეკონომიკური სარგებლობუნარიანობა.

კანონმდებელმა, საკუთრების შინაარსისა და შეზღუდვების განსაზღვრისას, გერმანიის


ძირითადი კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შინაარსის შეცნობით,
სათანადოდ უნდა დააბალანსოს და გაუთანაბროს ერთმანეთს მესაკუთრის კანონიერი
ინტერესები და საყოველთაო კეთილდღეობის მოთხოვნები.

კანონმდებლის უფლებამოსილება, რომელიც გულისხმობს ზემოთ აღნიშნული საკითხების


მოწესრიგებას, თავის მხრივ, ექვემდებარება სხვადასხვაგვარ შეზღუდვას. როდესაც
საკუთრება უზრუნველყოფს ცალკეული პირის პირად თავისუფლებას
ქონებრივსამართლებრივი სფეროს ფარგლებში, ის სარგებლობს განსაკუთრებული დაცვით.

საკომპენსაციო ნორმები, რომლებსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ევალება


თანაზომიერების პრინციპის დაცვა, არ არის საკმარისი მოცულობის იმ შემთხვევაში, თუ
ისინი შემოიფარგლება იმით, რომ პირს მიაკუთვნებს მხოლოდ ფულადი კომპენსაციის
მოთხოვნის უფლებას.

ისევე, როგორც საკუთრების შინაარსისა და შეზღუდვების ნორმატიულ დონეზე


განსაზღვრისას კანონმდებელს ევალება, შეუსაბამო შეზღუდვებისა და დატვირთვის
შემთხვევებისათვის გაითვალისწინოს შესაბამისი კომპენსაციის ფორმა და მოცულობა, ასევე
ადმინისტრაცია ვალდებულია, საკუთრების შეზღუდვების გამოყენებისას, იმავდროულად _
თუნდაც პრინციპის დონეზე, გარკვეულ შემთხვევებში გადაწყვიტოს აუცილებელი
კომპენსაციის საკითხი.

კულტურის ძეგლთა დაცვის შესახებ ლანდის კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მე-2
წინადადებით გათვალისწინებული სალვატორული დათქმა არ აკმაყოფილებს ზემოთ
აღნიშნულ მოთხოვნებს. კლაუზულა არც იმას ითვალისწინებს, რომ საკუთრების
არაკონსტიტუციური ხელყოფა, პირველ რიგში, აცილებული უნდა იყოს გამონაკლისი და
შემამსუბუქებელი ნორმებისა და ასევე ადმინისტრაციული და ტექნიკური ღონისძიებების
გზით და არც ადმინისტრაციულ წარმოებას აწესრიგებს იმგვარად, რომ ზემომითითებული
ფორმით იქნეს გათვალისწინებული პირის კანონიერი ინტერესები და მისთვის
სამართლებრივი დაცვის სათანადო უზრუნველყოფა.

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები - იურგენ შვაბე

You might also like