You are on page 1of 6

ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

მუხლი 2. სამოქალაქო კანონმდებლობა


1. სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.
2. ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება
სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად
ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური
ნორმები.
3. სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები
ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.
4. ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა
და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.

I. ზოგადი დებულებები ........................................................................................................... 1


1. მიზანი და გამოყენების სფერო ............................................................................................................ 1
2. კავშირი სხვა ნორმებთან და ინსტიტუტებთან ................................................................................. 2
II. სამოქალაქო სამართლის წყაროები ........................................................................................2
3. ცნება და სტრუქტურა ............................................................................................................................ 2
4. სამოქალაქო კოდექსი და კერძო სამართლის კანონები (2 I) ........................................................... 3
5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (2 III) .................................................................................. 3
6. ჩვეულებანი .............................................................................................................................................. 4
III. სამოქალაქო კოდექსის სისტემა .............................................................................................5
1. შესავალი ................................................................................................................................................... 5
2. ზოგადი ნაწილი ...................................................................................................................................... 5
3. ზოგადი ნაწილის სახეები ..................................................................................................................... 6
4. ნორმათა კოლიზია (2 II) ........................................................................................................................ 6

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი და გამოყენების სფერო


მე-2 მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო კანონმდებლობის სისტემას და მის 1
შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან (2 I). გარდა ამისა, აღნიშნული
მუხლის ნორმები პასუხს შეიცავენ კითხვებზე, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან
წლებში დიდი დისკუსიების საგანი იყო და ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აქტუალობა
დღემდე არ დაუკარგავთ, როგორიცაა მაგალითად სამოქალაქო კოდექსის აღიარება ე.წ.
სუპერკანონად, როგორც ეს დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსით არის
გათვალისწინებული. კერძოდ, ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
სამოქალაქო კოდექსს უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა კანონი.
მე-2 მუხლის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის წყაროების 2
სისტემატიზაცია და სამართალგამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი

1
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

დებულებების განმტკიცება, მაგალითად, სამართლებრივი ნორმების კოლიზიისას


გამოსაყენებელი ნორმების შესახებ (2 II).
3 სამოქალაქო კოდექსმა ნორმატიულად პირველად განამტკიცა “ნაციონალური
სამართლის სისტემის დანაწევრება კერძო და საჯარო სამართლის სფეროებად“1 და ამის
აღსანიშნავად მე-2 მუხლმა შემოიღო “კერძო სამართლის კანონების“ ცნება, რომლის
სინონიმად კოდექსი ასევე გამოთქმას “სამოქალაქო კანონები“ იყენებს (6, 8 II, 9).

2. კავშირი სხვა ნორმებთან და ინსტიტუტებთან


4 მე-2 მუხლი განხილულ უნდა იქნეს მე-3, მე-5 და მე-6 მუხლებთან კავშირში. მათში
გათვალისწინებული საკითხები არ განეკუთვნება მხოლოდ სამოქალაქო სამართლის
სფეროს და სამოქალაქო კოდექსში მათი შეტანა ისტორიულად იმით იყო
განპირობებული, რომ კოდექსის შემუშავებისას ნორმატიული აქტების შესახებ კანონი
ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. ამ მუხლების მრავალი დებულება დღეს ნორმატიული
აქტების შესახებ კანონის დებულებებს ასახავს.2
გარდა ამისა, აუცილებელია მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 მუხლების განხილვა ნორმატიული
აქტების შესახებ კანონის შესაბამის მუხლებთან. ეს უკანასკნელი კანონი წარმოადგენს
სპეციალურ კანონს და ის ნორმათა კოლიზიის საკითხების განხილვის დროსაც
იმსახურებს სათანადო ყურადღებას, მაგალითად კანონის ან სამართლის ანალოგიის
ანდა კანონის უკუძალის საკითხების განხილვისას (ნორმატიული აქტების შესახებ
კანონის მე-5 და 24-ე მუხლები).

II. სამოქალაქო სამართლის წყაროები

3. ცნება და სტრუქტურა
5 სამოქალაქო კოდექსი, კონტინენტური ევროპის სამართლის ტრადიციის შესაბამისად,
სამართლის წყაროთა ორ სახეს განამტკიცებს - კანონსა და ჩვეულებებს (2 I, IV).3
6 კანონი ქართული სამოქალაქო სამართლის უმთავრესი წყაროა. ერთმანეთისაგან
განსხვავდება კანონი ფორმალური გაგებით და მატერიალური გაგებით.
ფორმალური გაგებით კანონად მიიჩნევა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს -
პარლამენტის - მიერ ან რეფერენდუმის გზით მიღებული ნორმატიული აქტები.4
მატერიალური გაგებით კანონად ჩაითვლება სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების
მიერ მიღებული ყველა ნორმატიული აქტი. ამ გაგებით ერთმანეთისაგან განსხვავდება

1 ნინიძე, სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლის სტრუქტურა, გვ. 156.


2 საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, 2009 წლის 22 ოქტომბერი.
3 შდრ. Rüthers, , Rechtstheorie, 4. Aufl., 2008, Rn. 217 ff.; Schelhammer, Schuldrecht nach Anspruchsgrundlagen samt BGB
Allgemeiner Teil, 7. Aufl., 2008, Rn 2 ff.; Larenz/Wolf, AT des bürg. Rechts, 9. Aufl., 2004, § 3 Rn. 6.
4 საკანონმდებლო წესით კანონების მიღების პროცედურა საქართველოში განმტკიცებულია კანონით ნორმატიული

აქტების შესახებ (მე-15-22-ე მუხლები).


2
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

საკანონმდებლო აქტები, რომელთაც კანონებიც განეკუთვნება, და კანონქვემდებარე


ნორმატიული აქტები (2 III).5
საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების იერარქიული სტრუქტურა 7
განმტკიცებულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 10 I მუხლში.
მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ნორმატიული აქტების იერარქიის სათავეში
დგას კონსტიტუცია, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენი კანონი და კანონქვემდებარე
აქტი უნდა შეესაბამებოდეს (საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი).
იგივე დებულებას განამტკიცებს 2 I მუხლი, რომლის თანახმად სამოქალაქო კოდექსი,
კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს კონსტიტუციას.6

4. სამოქალაქო კოდექსი და კერძო სამართლის კანონები (2 I)


ნორმატიული აქტების იერარქიულ სისტემაში სამოქალაქო კოდექსი დგას კანონების 8
გვერდით. იურიდიული ძალის მიხედვით ის წარმოადგენს კანონს და მისი დიდი
ფაქტობრივი მნიშვნელობა კერძო სამართლისათვის მას განსაკუთრებული ძალის მქონე
კანონად, რომელსაც სხვა კანონები უნდა შეესაბამებოდეს, ვერ გადააქცევს. ამით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსხვავდება დსთ-ის მოდელური სამოქალაქო
კოდექსისაგან, რომლის მიხედვით, ყველა სხვა კანონი კერძო სამართლის სფეროში
სამოქალაქო კოდექსს უნდა შეესაბამებოდეს.7
კოდექსის ლეგალური დეფინიცია განმტკიცებულია კანონში ნორმატიული აქტების 9
შესახებ, რომლის თანახმად კოდექსი არის განსაზღვრული (ერთგვაროვანი)
საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა
სისტემატიზებული ნორმატიული აქტი (ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 2 VI
მუხლი).
კერძო სამართლის სხვა კანონების ჩამონათვალს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და ეს 10
არც არის კოდექსის ფუნქცია.
კერძო სამართლის კანონებს განეკუთვნება კანონი მეწარმეთა შესახებ, კანონი საავტორო
და მომიჯნავე უფლებების შესახებ, კანონები ჩეკისა და თამასუქის შესახებ, გაკოტრების
შესახებ და ა.შ.

5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (2 III)


კანონებთან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართების საკითხს აწესრიგებს 11
კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, რომლის 7 VII მუხლის თანახმად
საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების მიმართ.

5 ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-7 მუხლი.


6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შესახებ
იხ. ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, 2010.
7 დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 აბზაცი.

3
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

ამავე იდეას განამტკიცებს 2 III მუხლი, რომელიც კანონქვემდებარე ნორმატიული


აქტების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი
ავსებენ კანონის ნორმებს.
12 პრობლემა კერძო სამართალში შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა გარიგების
მონაწილეებმა თავიანთი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად აირჩიეს
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. დავის
განხილვისას უნდა გამოიყენოს თუ არა სასამართლომ კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ
მხარეების მიერ არჩეული კანონქვემდებარე აქტი? 3 III მუხლის მიხედვით
გამოყენებულ უნდა იქნეს კანონი და გარიგების მონაწილეების მიერ არჩეულ
კანონქვემდებარე აქტს არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

6. ჩვეულებანი
13 სამოქალაქო კოდექსი სამართლის წყაროდ აღიარებს ჩვეულებებს, თუმცა მათ
ლეგალურ დეფინიციას კოდექსი არ იძლევა. სამაგიეროდ კოდექსი განსაზღვრავს
ჩვეულებების გამოყენების ფარგლებს, კერძოდ, 2 IV მუხლის მიხედვით, ჩვეულებანი
გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა და ზნეობის
საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.
14 სირთულეებთან არის დაკავშირებული ჩვეულების შინაარსის დადგენა, რადგან
ჩვეულება ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ყალიბდება და წერილობით არ არის
დაფიქსირებული. შესაბამისად, პრაქტიკული მნიშვნელობისაა საკითხი იმის შესახებ,
თუ ვინ და რა კრიტერიუმებით უნდა დაადგინოს ჩვეულების არსებობა.
ჩვეულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ სოციალური ჯგუფის მიერ
შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარებული წესი (ან წესები). ასეთი წესების
არსებობის ფაქტი სასამართლოს დასადგენია.8
15 ჩვეულების არსებობის დადასტურებით ან აღიარებით სასამართლოს არ წარმოეშობა
მისი გამოყენების ვალდებულება. სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს ჩვეულების
შესაბამისობა 2 IV მუხლის მოთხოვნებთან. მაგალითად, მართალია, დაქორწინება
საცოლის მოტაცების გზით ჩვეულებას წარმოადგენს, მაგრამ კანონსაწინააღმდეგობის
გამო ის არ შეიძლება სამოქალაქო სამართლის წყაროდ იქნეს მიჩნეული.9
16 ჩვეულებითი სამართლის ნორმა შესაძლებელია საკანონმდებლო ნორმის წარმოშობის
საფუძველი გახდეს. მაგალითად, კომერსანტებს შორის დუმილით გარიგების დადების
წესი ჩვეულებითი სამართლიდან გადმოვიდა სამოქალაქო კოდექსებში (335).
სამოსამართლო სამართალი არ წარმოადგენს ჩვეულებით სამართალს და, შესაბამისად,
არ არის გასაზიარებელი ლიტერატურაში არსებული ამ იდეის მხარდამჭერი
მოსაზრება.10

8 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 58.


9 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 58.
10 დაწვრილებით იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 58.

4
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

III. სამოქალაქო კოდექსის სისტემა

1. შესავალი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემა შეესაბამება პანდექტური სამართლის 17
სისტემას.11 მას აქვს მთლიანად კერძო სამართლისათვის საერთო ზოგადი ნაწილი.
სამოქალაქო კოდექსი შედგებოდა ექვსი ნაწილისაგან, რომელთაც წიგნები ეწოდება:
ზოგადი დებულებანი, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, ვალდებულებითი
სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, საოჯახო სამართალი და
მემკვიდრეობის სამართალი.
1999 წელს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის მიღების შემდეგ 18
საკანონმდებლო პარალელიზმის თავიდან აცილების მიზნით სამოქალაქო კოდექსიდან
ამოღებული იქნა საავტორო სამართლის მომწესრიგებელი ნორმები, რის გამოც მეოთხე
წიგნი მხოლოდ მითითებითი ნორმებისაგან შედგება.
მნიშვნელოვანი სიახლეა საოჯახო სამართლის ინტეგრაცია სამოქალაქო კოდექსში. 19
ამით სამოქალაქო კოდექსი განსხვავდება სამოქალაქო სამართლის პოსტსაბჭოთა
კოდიფიკაციებისაგან, რომლებშიც საოჯახო სამართალი კვლავაც საქორწინო და
საოჯახო სამართლის კოდექსებშია მოთავსებული. ცალკე არსებული საქორწინო-
საოჯახო კოდექსი დამახასიათებელი იყო მხოლოდ სოციალისტური ქვეყნების
სამართლისათვის.12

2. ზოგადი ნაწილი
სამოქალაქო კოდექსის პირველ წიგნად ზოგადი ნაწილის გამოყოფა გერმანიის 20
სამოქალაქო კოდექსის პანდექტური სისტემის გავლენით მოხდა და მას საფუძვლად
პრაგმატული მოსაზრებები უდევს. კერძოდ, ზოგადი ნაწილი შეიცავს ფუნდამენტურ
დებულებებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც მთლიანად კერძო სამართალში
გამოიყენება კანონის ტექსტში მათი მუდმივად განმეორების გარეშე. მაგალითად,
ზოგადი ნაწილის დებულებები ნების ნაკლით დადებული გარიგებების შესახებ
გამოიყენება ყველა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების მიმართ, ამ
ხელშეკრულებებში ნების ნაკლზე მითითებების გაკეთების მიუხედავად.
ზოგადი ნაწილის ინსტიტუტები, როგორიცაა პირები, გარიგებები, ვადები,
ხანდაზმულობა უფლებათა განხორციელება და ა.შ. გამოიყენება კერძო სამართლის
ყველა დარგში, მაგალითად, საკორპორაციო ან შრომის სამართალში. ამ გაგებით
სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნი წარმოადგენს მთელი კერძო სამართლისათვის
ზოგად ნაწილს.

11 ჯორბენაძე, საქართველოს რესპუბლიკის მომავალი სამოქალაქო კოდექსის ძირითადი პრობლემები, გვ. 142.
12 იხ. ჯორბენაძე, საქართველოს რესპუბლიკის მომავალი სამოქალაქო კოდექსის ძირითადი პრობლემები, გვ. 143.
5
ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 3 ნოემბერი, 2015

3. ზოგადი ნაწილის სახეები


21 სამოქალაქო კოდექსი რამდენიმე ზოგად ნაწილს განამტკიცებს, რომლებიც სამოქალაქო
კოდექსის სხვადასხვა ნაწილებშია განთავსებული და განსხვავებული ფუნქციები
აკისრიათ.13
ზოგადი ნაწილის ცალკეული სახეები გათვალისწინებულია კოდექსის ცალკეულ
წიგნებში და საფუძველს ქმნიან ამ წიგნებით განსაზღვრული ურთიერთობების
მოსაწესრიგებლად, მაგალითად, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი
გამოიყენება ყველა ტიპის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობების მიმართ,
როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების
მიმართ.
ზოგადი ნაწილის ერთი სახე დამახასიათებელია კონკრეტული ინსტიტუტებისათვის
და მისი მნიშვნელობა მხოლოდ ამ ინსტიტუტით შემოიფარგლება, მაგალითად,
ზოგადი დებულებანი ვალდებულების შესრულების ნაწილში.

4. ნორმათა კოლიზია (2 II)


22 ზოგადი ნაწილის ნორმები, მართალია, საერთოა ყველა ან უმეტესი
ურთიერთობისათვის, მაგრამ ისინი ყოველთვის სრულად ვერ ასახავენ
მოსაწესრიგებელი ურთიერთობის სპეციფიკას. ამის შედეგად შესაძლოა წარმოიშვას
ნორმათა კოლიზია - ზოგადი ნაწილის ნორმა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს
სპეციალურ ნორმას. ეს კოლიზია შეიძლება არსებობდეს როგორც სამოქალაქო
კოდექსის, ისე სხვადასხვა კანონის ცალკეულ ნორმებს შორის.14
ნორმათა კოლიზიის ორივე შემთხვევისას უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმებს (2
II 2). მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 128 III მუხლის თანახმად ხანდაზმულობის
საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მეწარმეთა შესახებ კანონის მე-15 მუხლის მიხედვით
კი მოთხოვნათა საერთო ვადა 5 წელია. სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორებს
შორის დავის განხილვისას ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით გამოყენებული
უნდა იქნეს სპეციალური ნორმა, ე.ი. მეწარმეთა შესახებ კანონის მე-15 მუხლი.
23 კოლიზია შეიძლება წარმოიშვას სპეციალურ ნორმებს შორისაც. ასეთ შემთხვევაში
უპირატესობა ენიჭება “უფრო ახალ კანონს“, ე.ი. უფრო გვიან მიღებულ სპეციალურ
ნორმას (2 II 1). ანალოგიურ დებულებას შეიცავს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ,
რომლის 7 VIII მუხლის მიხედვით, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ
აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან
მიღებულ ნორმატიულ აქტს.
კოლიზია შეიძლება არსებობდეს თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ
აქტებს შორის.15

13 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 44-47.


14 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 48.
15 ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 7 VIII მუხლი.
6
ლადო ჭანტურია

You might also like