You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის
სამართლებრივი შედეგები
1. გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ
პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან
ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ
მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის
გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ
გამოიყენება ამ კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის
გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის
წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე
მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის საგნის გადამუშავებამდე ან სხვა
მოძრავ ნივთთან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის
შესაბამისად.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან 1
შერწყმის სამართლებრივ შედეგებს და მათი მიზანია მოგირავნის ინტერესების დაცვა
აღნიშნულ შემთხვევაში მისთვის გირავნობის უფლების შენარჩუნების შესაძლებლობის
მინიჭებით.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


264-ე მუხლის მსგავსად, 265-ე მუხლის თავდაპირველი რედაქციაც არაერთხელ 2
შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის №1826 კანონით განხორციელებული
ცვლილების შემდეგ მუხლის საბოლოო რედაქცია ჩამოყალიბდა 2011 წლის 9 მარტის
№4323 კანონით.

II. გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა

გირავნობის საგნის გადამუშავების ან მისი სხვა მოძრავ ნივთთან ისეთი შერწყმის 3


შედეგად, როდესაც პირვანდელ მდგომარეობაში ნივთების აღდგენა შეუძლებელია ან
დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, გირავნობის უფლება, როგორც წესი, არ
უქმდება, თუმცა, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზეც (265 I 1). იმ
შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის
შედეგად ადგილი აქვს საკუთრების უფლების სხვა პირზე გადასვლას, მაშინ
გირავნობის უფლება უქმდება (196). გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ
ნივთთან შერწყმის შემთხვევაშიგირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა
1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

განისაზღვრება გირავნობის საგნის გადამუშავებამდე ან სხვა მოძრავ ნივთთან


შერწყმამდე არსებული გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად (265
III).

III. მოგირავნის თანხმობა

4 ვინაიდან გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა ეხება
მოგირავნის უფლებას, აღნიშნული მოქმედებები დასაშვებია მხოლოდ მოგირავნის
წინასწარი თანხმობით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებით
გამორიცხონ მოგირავნის თანხმობა (265 II).

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like