You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 262. გირავნობის საგნის დაზღვევა


დამგირავებელი ვალდებულია დააზღვიოს გირავნობის საგანი მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს გირავნობის საგნის დაზღვევის ვალდებულებას და მისი მიზანია 1
მოგირავნის ინტერესების დაცვა აღნიშნული ვალდებულების კანონის ან მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე დამგირავებელზე დაკისრებით.

II. გირავნობის საგნის დაზღვევა

გირავნობის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ გირავნობის საგნის 2


დაზღვევის შესახებ, რომელიც, როგორც წესი, ევალება დამგირავებელს. გარდა
გირავნობის ხელშეკრულებისა, დაზღვევის ვალდებულება შეიძლება
გამომდინარეობდეს კანონიდანაც. სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის
საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (264
II).

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like