You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016

მუხლი 828. ორმაგი დაზღვევის ბათილობა

თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის


მიღების მიზნით, მაშინ თითოეული ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არის
დადებული, ჩაითვლება ბათილად.

I. ნორმის მიზანი
828 მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით დადებული ორმაგი 1
დაზღვევის ხელშეკრულების (ხელშეკრულებათა) სამართლებრივ შედეგს
განსაზღვრავს. ქონების დაზღვევაში უსაფუძვლო გამდიდრების პრევენცია
სხვადასხვაგვარად მიიღწევა. ფაქტობრივად, უსაფუძვლო გამდიდრების
პრევენციის მიზანი ქონების დაზღვევის მომწესრიგებელ თითოეულ მუხლში
იკითხება. ცალკეულ შემთხვევაში კანონმდებელი პირდაპირ უთითებს
ხელშეკრულების ბათილობაზე, როგორც სამართლებრივ შედეგზე და ამით
მხარეებს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია
822 II, რომელიც განსახილველი ნორმის მსგავს დანაწესს შეიცავს.

II. ნორმის შინაარსი


828-ის მიხედვით, თუ დამზღვევმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო 2
შემოსავლის მიღების მიზნით გააფორმა, ასეთი მიზნით დადებული თითოეული
ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება.

III. მტკიცების ტვირთი


მტკიცების ტვირთი მსგავს შემთხვევებში ეკისრება მზღვეველს, რომელმაც უნდა 3
ამტკიცოს დამზღვევის მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნის
არსებობა ერთი ან ყველა ხელშეკრულების მიმართ. აღნიშნულის განხორციელება
კი პრაქტიკაში შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

1
ქეთევან ირემაშვილი

You might also like