You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 826. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა

მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის


ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.

I. ნორმის მიზანი
826 განამტკიცებს ქონების დაზღვევის უმთავრესს — ანაზღაურების პრინციპს. 1
ნორმის განმარტება მოითხოვს მის 820-ს, 823-სა და 821-სთან ურთიერთკავშირში
განხილვას.

826-ში მოყვანილი ნორმის მიხედვით, მზღვეველი იმ შემთხვევაშიც არ არის 2


ვალდებული ანაზღაურების სახით დამდგარ ზიანზე მეტი ოდენობის თანხა
გადაიხადოს, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო თანხა
აღემატება სადაზღვევო ღირებულებას. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი
მკაფიოდ გამოხატავს ქონების დაზღვევაში უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციის
მიზანს.
II. ნორმის შინაარსი
ქონების ეკონომიკური ღირებულება ცვალებადია. ის შეიძლება შემცირდეს 3
ბუნებრივი ცვეთის, სადაზღვევო დაფარვით გაუთვალისწინებელი შემთხვევის
დადგომის, ბაზარზე არსებული მდგომარეობისა თუ სხვა ფაქტორების შედეგად.
ქონების ეკონომიკური ღირებულების შემცირების შემთხვევებისთვის
კანონმდებელი ადგენს გადაჭარბებული დაზღვევის პრევენციის მექანიზმს (იხ.
822 I მუხლის კომენტ.). თუმცა, 822 I-ში გათვალისწინებული მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, მზღვეველის ვალდებულება არ შეიძლება
აღემატებოდეს დამდგარი ზიანის ოდენობას. ასეთი შინაარსი იკითხება 826-ში
დადგენილი ნორმით.

826-ს სიტყვათა წყობის ანალიზი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ 4


ნორმაში გამოყენებულია ტერმინი — იმ შემთხვევაშიც კი. აღნიშნულის
გათვალისწინება ღირებულია, რადგან ქონების დაზღვევის მომწესრიგებელ
ნორმებში კოდექსი არსად პირდაპირ არ აფიქსირებს დამდგარ ზიანზე მეტი
ოდენობით ანაზღაურების აკრძალვას. ანაზღაურების პრინციპის გავლენა ჩანს
ცალკეული ნორმის არსის ანალიზის დროს (მსგავს მითითებას ითვალისწინებს
827 III-ც.). თუმცა, 826 ერთადერთი მუხლია ქონების დაზღვევის მომწესრიგებელ
ნორმებში, რომელშიც კანონმდებელი აღნიშნულ აკრძალვას პირდაპირ
აფიქსირებს. საბოლოოდ, ნორმაში გამოყენებული დათქმა მოსამართლეს ნორმის
ფართოდ განმარტების შესაძლებლობას აძლევს

1
ქეთევან ირემაშვილი

You might also like