You are on page 1of 4

კაზუსი

ანამ ნიკასაგან შეიძინა სარეცხის მანქანა 1000 ლარად. როგორც მოგვიანებით


დადგინდა, სარეცხ მანქანას ჰქონდა ნაკლი, მას არ უმუშავებდა სწრაფი წურვის
რეჟიმი, რის გამოც მისი რეალური ღირებულება 800 ლარს შეადგენს. აქვს თუ არა
ანას ნიკასაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დელიქტური ნორმების
საფუძველზე?

კაზუსის ამოხსნა

ჰიპოთეზა: შესაძლოა ანას ნიკასაგან ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის


უფლება სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე.

სსკ-ის 992-ე მუხლი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულებების ერთ-ერთ


მნიშვნელოვან ნორმას, რომელიც ეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას
და ამბობს, რომ პირი, რომელიც მათლსაწინააღმდეგო, განზრახი ან
გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს სხვა პირს, ვალდებულია
აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ოთხ ძირითად
წინაპირობას, რომელთა განხილვაც მნიშვნლოვანია, რათა დავადგინოთ
წარმოიშობა თუ არა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ეს ელემენტებია: პირის
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი
მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და მოვალის ბრალი.
ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს კანონით გათვალისწინებული ნორმების


დარღვევა და ნიკას მიერ ნაკლის მქონე ნივთის მიყიდვა ანასთვის 1000 ლარად,
როდესაც ნივთის რეალური ფასი 800 ლარია. შესაბამისად ნიკას
მართლსაწინააღმდეგო ქმედება სახეზეა. ზიანი სამოქალაქო სამართალში არის
ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების ან კეთილდღეობის დამცირება,
განადგურება. ჩვენს შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ზიანი, რადგან სახეზე გვაქვს
ნაკლიანი ნივთი და ამ ნივთის ნაკლის გამოს ანას ზიანი არ მიადგა. ანას ზიანი
მიადგებოდა მაშინ, როდესაც ეს ნივთის ნაკლი თავის მხრივ გამოიწვევდა სხვა რაიმე
სახის ზიანს, მაგალითად იატაკის დაზიანებას. რაც შეეხება ბრალს, სამოქალაქო
სამართალში ბრალის ორ ფორმას ვიცნობთ, კერძოდ, განზრახვასა და
ფაუფრთხილებლობას. ამ შემთხვევაში არ გვექნება ბრალის რომელიმე ფორმა
სახეზე, რადგან ჩვენ უკვე გამოვრიცხეთ ზიანი. მოცემულ შემთხვევაში
მიზეზობრივი კავშირი არ იკვეთება, რადგან ჩვენ მოცემულ შემთხვევაში ზიანი
სახეზე არ გვაქვს. როგორც ვხედავთ 992-ე მუხლის მნიშვნელოვანი წინაპირობები არ
გვაქვს სახეზე, შესაბამისად აქედან გამომდინარე შეგვიძლია პასუხი გავცეთ კაზუსის
მთავარ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ანა ნიკასაგან დელიქტური ნორმების
საფუძველზე ვერ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

კაზუსის ფაბულის შესაბამისად ირკვევა, რომ ანამ ნიკასაგან შეიძინა ნაკლიანი


ნივთი 1000ლარად, კერძოდ, სარეცხ მანქანას არ უმუშავებდა სწრაფი წურვის
რეჟიმი და ამის გამო მისი რეალური ღირებულება იყო 800 ლარი. სსკ-ის 490-ე
მუხლი ეხება გამყიდველის მოვალეობებს ნაკლიანი ნივთის გაყიდვისას და ამ
მუხლის პირველი ნაწილი ამბობს, რომ თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა,
გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ
ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. აღსანიშნავია, რომ 490-ე
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არჩევანის უფლება გამყიდველს აქვს
მინიჭებული. ნაკლის გამოსწორების ვალდებულება, ცხადია, ვრცელდება მხოლოდ
უშუალოდ ნასყიდობის საგანზე და ის არ მოიცავს ნაკლიანი ნივთის შედეგად სხვა
ნივთებზე წარმოშობილ ნაკლს. მოცემულ შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს ნაკლიანი
ნივთი და არა სხვა ნივთზე წარმოშობილი ნაკლი. აღნიშნული მუხლის მეორე
ნაწილი ამბობს, რომ გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის
აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის ტრანსპორტირების, გზის,
სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები. აღნიშნული ნორმის
ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია იმ დასკვნის გამოტანა, რომ ამ შემთხვევაში გამყიდველს
შეეძლო გაყიდული ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ჩანაცვლება სხვა ნივთით,
მაგრამ კაზუსის ფაბულის შესაბამისად ვიგებთ, რომ მას ამ ნაკლის
გამოსწორებისათვის ანამ საამისოდ აუცილებელი ვადაც არ მისცა და ის ითხოვს
პირდაპირ ზიანის ანაზღაურებას. ასევე შეგვიძლია ვახსენოთ სსკ-ის 492-ე მუხლი,
რომელიც ეხება ფასის შემცირების მოთხოვნას. ამ ნორმის თანახმად, თუ მყიდველი
არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან მის ახლით ჩანაცვლებას, რაც ჩვენ
შემთხვევაშიც სახეზეა ანას მხიდან, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ
ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. კაზუსის ფაბულის შესაბამისად
ანა არ ითხოვს არც ნაკლის გამოსოწებას, არც ნივთის ახლით ჩანაცვლებას და არც ამ
მუხლით გათვალისწინებული ფასის შემცირებას. საინტერესოა მაშინ რომელი
მუხლით შეუძლია ანას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. სსკ-ის 394-ე მუხლი
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სპეციალურ ნორმას, რომელიც ამბობს, რომ
მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს
ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც
მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისას. კაზუსის
თანახმად ანასა და ნიკას შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ
ხელშეკრულების თანახმად გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს უნაკლო
ნივთი. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
მოვალემ, რომელმაც დაარღვია უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება და
მიაყენა ზიანი ანას, უნდა აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დასკვნა: ანას შეუძლია მოითხოვოს ნიკასაგან ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 394-ე


მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

კაზუსი

ანამ ნიკასაგან შეიძინა სარეცხის მანქანა 1000 ლარად. როგორც მოგვიანებით დადგინდა,
სარეცხ მანქანას ჰქონდა ნაკლი, მას არ უმუშავებდა სწრაფი წურვის რეჟიმი. აღნიშნული
ნაკლის გამო, სარეცხის მანქანის 6-თვიანი მოხმარების შემდეგ, დაზიანდა ძრავი და
სარეცხის მანქანა გამოუსადეგარი გახდა. აქვს თუ არა ანას ნიკასაგან ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება?

კაზუსის ამოხსნა

ჰიპოთეზა: ანას შესაძლოა ნიკასაგან ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის


უფლება სსკ-ის 1009-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ ანამ ნიკასაგან შეიძინა სარეცხის მანქანა 1000
ლარად. როგორც მოგვიანებით დადგინდა, სარეცხ მანქანას ჰქონდა ნაკლი, მას არ
უმუშავებდა სწრაფი წურვის რეჟიმი. აღნიშნული ნაკლის გამო, სარეცხის მანქანის
6-თვიანი მოხმარების შემდეგ, დაზიანდა ძრავი და სარეცხის მანქანა
გამოუსადეგარი გახდა. სსკ-ის 1009-ე მუხლის თანახმად ,, წუნდებული პროდუქტის
მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად
იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში
დაზარალებულთან’’. აღნიშნული მუხლი ასევე უთითებს იმ პასუხისმგებლობის
გამომრიცხველ გარემოებებს, რომლის შედეგადაც მწარმოებელს არ დაეკისრება
პასუხისმგებლობა.
უხარისხო პროდუქტის მწარმოებელზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის
აუცილებელია სამი პირობის არსებობა:

1. უხარისხო პროდუქტის წარმოება;

2. ზიანის დადგომა

3. მიზეზობრივი კავშირი უხარისხო პროდუქტის წარმოებასა და დამდგარ ზიანს


შორის.

კაზუსის ფაბულის შესაბამისად სამივე პირობა კუმულატიურად გვაქვს სახეზე.


კერძოდ, პროდუქტი უხარისხოა, ზიანი სახეზე გვაქვს (სარეცხის მანქანა დაზიანდა)
და მიზეზობრივი კავშირიც იკვეთება, რადგან თუ არ გვექნებოდა სარეცხი მანქანის
თავდაპირველი ნაკლი იგი არ დაზიანდებოდა.

დასკვნა: ანას აქვს ნიკასაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 1009-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

You might also like