You are on page 1of 5

1) მიხო თავგადაკლული ავტომოყვარულია, ყოველ ღამით, დიღმის ტრასაზე

დააქროლებს ხოლმე თავის სპორტულ ავტომანქანას. ერთ წვიმიან დღესაც,


როდესაც ის ყოველგვარი წესების დარღვევით, გადაჭარბებული მოძრაობდა გზის
ჩვეულ მონაკვეთზე, მოუცურდა ავტომანქანა და შეეჯახება ბოძს. მიუხედავად იმისა ,
რომ მიხოს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება არ მიუღია, ის იმყოფებოდა უგონო
მდგომარეობაში და ამ მდგომარეობით გამოწვეულმა ჰაერის უკმარისობამ
შეიძლება სერიოზული ტრავმა მიაყენოს მის ტვინს. გზად გამოივლის ტაქსის
მძღოლი შაკო, რომელიც მიხოს გადაიყვანს საკუთარი მანქანაში , მოასულიერებს
და საკუთარი მანქანითვე მიიყვანს საავადმყოფოში , სადაც მიხოს აღმოუჩენენ
შესაბამის დახმარებას. შაკო სავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე მოძრაობს
გადაჭარბებული სიჩქარით, რის გამოც გაუფრთხილებლობით ვერ შეამჩნევს გზაზე
დაგდებულ მორს, რომელიც მას დაუზიანებს უკანა საბურავს. შაკო მიხოს
მანქანიდან გადმოყვანისას ასევე დაიზიანებს მკლავს. შაკო, მიხოს
გამოჯანმრთელების მერე მოითხოვს მისგან ბენზინის ხარჯების ანაზღაურებას ,
რომელიც მან გასწია მიხოს საავადმყოფოში მიყვანისათვის, ასევე გასამრჯელოს
მის მიერ გაწეული პირველადი დახმარებისა და დაკარგული დროისათვის,
დაზიანებული მკლავის მკურნალობის ხარკებს და დაზიანებული საბურავის
გამოცვლას. მიხომ მიიღო გულმკერდის ძვლის მოტეხილობა, როდესაც შაკო მის
მოსულიერებას ცდილობდა, ის თავის მხრივ ითხოვს ჩანგრეული გულ-მკერდის
გამრთელების ხარჯების ანაზღაურებას. შაკოს მიაჩნია, რომ მას მიხოს დაზიანებაში
ბრალი არ მიუძღვის და სიჩქარეში შეუძლებელი იყო დეტალებზე ყურადღების
გამახვილება.

1. განმარტეთ გენერალური დელიქტის წინაპირობები - თეორიული საკითხი - ფასდება 5


ქულით;

2. იმსჯელეთ მხარეთა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე და გადაწყვიტეთ დავა -


ფასდება 5 ქულით.

1) 992-ის ელემენტები: პირის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო-ანუ პირი თუ


არღვევს კანონით ან ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესებს ან საჯარო
მოთხოვნებს. პირის ბრალი ანუ სუბიექტური დამოკიდებულება. გვაქვს განზრახი და
გაუფრთხილებლობა. გაუფრთხილებლობა- თუ უგულველყოფს პირი წინდახედულობის
ნორმებს და განზრახი- სურს შედეგი. დამდგარი ზიანი- მორალური და მატერიალური .
მატერიალურია ,როცა სრულ აღდგენას ექვემდება, ხოლო მორალურის დროს პირველად
მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება პირი, მაგალითად ის დეპრესიაშია ან სულიერ ტანჯვას
განიცდის. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ
არყოფილიყო სახეზე ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ეს შედეგი არ დადგებოდა .

დავა უნდა წარიმართლოს ამ ელემენტებით. მიხომ დაარღვია კანონით


გათვალისიწნებული მოვალეობა და დაეჯახა ბოძს, ეს გაუფღხილებლობით გამოუვიდა
მაგრამ უნდა გაეთვალისიწინებინა ამინდის ფაქტორი და სიჩქარის . მისმა
გაუფრთხილებემა ქმედებას დააზიანა შაკოს ჯანმრთელობა. რადგან გვაქვს ეს
ელემენტები შაკოს შეუძლია მატერიალური ზიანის ანაზღაურება და ამით მისი
ჯანმრთელობა სრულად აღდგება. მიზეზობრივი კავშირიც არის, რომ არ დაჯახებოდა
ბოძს არც დააზიანებდა შაკოს.

2) გიორგი ფიქრობს, რომ მას მართებს ლევანის 10000 ლარი. ის შეაგროვებს


მითითებულ თანხას. მასთან მივა ლევანის პარტნიორი დათო, რომელიც
განუცხადებს გიორგის, რომ ლევანმა დაუთმო ამ უკანასკნელს მოთხოვნის
უფლება. გიორგი შეასრულებს ვალდებულებას ამ უკანასკნელის მიმართ .
აღმოჩნდება, რომ გიორგი არასწორად ფიქრობდა და მას არ ჰქონდა ლევანის
მიმართ რაიმე ტიპის ვალდებულება. ამასთან, პარტნიორი დათოსთვის ლევანს
მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არ დაუდევს. გიორგიმ წარუდგინა ლევანს
თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა.

1. იმსჯელეთ სამ მხარეს არსებული ურთიერთობის თავისებურებებზე - თეორიული


საკითხი - ფასდება 5 ქულით;

2. იმსჯელეთ გიორგის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, დაასახელეთ მოთხოვნის


სამართლებრივი საფუძველი, პასუხისმგებელი სუბიექტი, წარმოადგინეთ თქვენი
არგუმენტაცია - ფასდება 5 ქულით.

2) გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ლევანისაგან 10000 ლარის გადახდის მოთხოვნის


უფლება სსკ-ის 988-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია სახეზე
იყოს გიორგის მიერ ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვითომ კრედიტორისავის
რაიმეს გადაცემის ფაქტი და გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო
ვალდებულების არარსებობის ფაქტი.

კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგი ვარაუდობდა, რომ ლევანისი მართებდა 10000 ლარი.
გიორგის მიერ ხსენებული თანხის გადაცემის ძირითად მოტივს ლევანის მიმართ
არსებული ვალდებულების შესრულების მიზნის მიღწევა წარმოადგენდა . ამასთან ,
კაზუსიდან დგინდება, რომ გიორგიმ თანხა გადასცა ლევანის პარტნიორ დავითს,
რომელმაც განუცხადა მას, რომ ლევანის მიერ მოხდა მოთხოვნის დათმობა. სსკ-ის 198-ე
მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და
დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა
პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში ,
როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. შესაბამისად, მოთხოვნის
დათმობით მოთხოვნას იძენს და შესაბამისად, ახალი კრედიტორი ხდება პირი , რომლის
სასარგებლოდაც მოხდა მოთხოვნის დათმობა. კაზუსიდან დგინდება , რომ მოთხოვნის
დათმობის გზით მოთხოვნა შეიძინა, შესაბამისად, ახალი კრედიტორი გახდა დავითი .
ასევე დგინდება, რომ გიორგი ცდებოდა და მას არ მართებდა ლევანის თანხა .
შესაბამისად, სახეზეა გიორგის მიერ ახალი ვითომ-კრედიტორისათვის სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე 10000 ლარის გადაცემის ფაქტი. სსსკ-ის 988-ე მუხლის მე-2 ნაწილის
შესაბამისად, პირს, რომელიც 976-ე მუხლის მიხედვით ახალ ვითომ-კრედიტორს რაიმეს
გადასცემს მოთხოვნის წაყენების შემდეგ, შეუძლია თავდაპირველი ვითომ-
კრედიტორისაგან მოითხოვოს დაბრუნება ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე .
ამასთან, კაზუსიდან არ დგინდება რაიმე ელემენტი, რომელიც თავდაპირველი
კრედიტორის მითითების საეჭვოობაზე მიუთითებდეს. შესაბამისად , გიორგის შეუძლია
ლევანისაგან მოითხოვოს 10000 ლარის დაბრუნება სსკ-ის 988-ე მუხლის მე-2 ნაწილის
საფუძველზე.

3)

გიორგის შესაძლოა ჰქონდეს საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების


უფლება სსკ-ის 963-ე მუხლის შესაბამისად, ამისათვის აუცილებელია საზიარო საგანი
დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ამგვარი გაყოფის შედეგად არ შემცირდეს მისი
ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე კომპონენტი უნდა არსებობდეს
ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული
შედეგი. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა
დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად , სამოქალაქო
კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით
გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ
დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი ) კი არ
იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი ფუნქციონალური დანიშნულება , რომლის
შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ
უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე , ე.ი. არ უნდა
წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება
ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების
უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად .
შესაბამისად რადგან ექსპერტია ამბობს, რომ შესაძლებელია გაყოფა მთელი რიგი
კონსტურქციების შესაბამისად ამის გაკეთების შემდეგ მხარეებს შეეძლებათ საზიარო
საგნის ნატურით გაყოფა.

4)

ხელყოფის კონდიქციის დროს სახეზე გვაქვს შემდეგი ნიშნები: ხელმყოფის მიერ მე -2


პირის სამართლებრივ სიკეთის ხელყოფის ფაქტი, მისი თანხმობის გარეშე .
სამართლებრივ სიკეთეში უნდა მოვიაზროთ, როგორხ ქონებრივი ისე არაქონებრივი
სიკეთე და ნივთები, ასევე მოთხოვნები და უფლებები. ხელყოფა შეიძელება
განხორციელდეს განკარგვის-ნივთზე უფლების გადაცემა ან მისი დატვირთვა .
სარგებლობის, შეერთება, შერევა, ან სხვა ფორმით ფორმით. 982-ე მუხლიდან
გამომდინარე, მოცემულ კაზუსში ბადრის ნებაყოფლობით გადასცემს ანდრია საათს
ხოლო ბადრი როგორც არაუფლებამოსილი პირი- ძმისშვილს. გიორგი
არაუფლებამოსილია და კეთილსინდისიერ მყიდველს, თენგიზს, მიჰყიდის ამ საათს .
ამ შემთხვევაში გიორგი იჭრება ანდრიას სამართლებრივ სიკეთეში , რადგან არ აქვს
მისი თანხმობა განკარგვის ფორმით რადგან საკუთრებას სააათზე გადასცემს მე -3
პირს, თენგიზს. გიორგიზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეცოდინებოდა, რომ ეს ნივთი მისი
არიყო და ათხოვა ბიძამ ანუ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა და
შესაბამისად 984-დან გამომდინარე პასუხილსმგებლობისგან არ გათავისუფლდება ,
რაც შეეხება ტენგიზს, რომელიც კეთილსინდისიერი მფლობელია შემსუბუქებული
პასუხიმგებლობა აქვს, მარტივი გაუფრთხილებლობით, რადგან არ იცოდა და არც
შეიძლება სცოდნოდა, რომ ნივთი არაუფლებამოსილი პირისგან იყიდა . საბოლოოდ
ანდრიას მოთხოვნა შეუძლია გიორგისგან.

You might also like