You are on page 1of 19

სტუდენტი-ანა ზაზაძე

ჯგუფი-პარასკევი 13სთ

კაზუსი

2022 წლის 1 იანვარს სამი ფიზიკური პირი - ელონა, ჯეფი და ბილი, ასევე შპს „ფორბსი“ და
სპს „მეწარმეები და პარტნიორები“ შეთანხმდნენ კს “მარსი და პარტნიორების” დაფუძნებაზე.
პარტნიორთა შეთანხმებით ჯეფი, ბილი და შპს „ფორბსი იქნებოდნენ კომპლემენტარები,
ხოლო ელონა და სპს „მეწარმეები და პარტნიორები“ კი კომანდიტები. წესდებით
დამფუძნებლებმა განსაზღვრეს, რომ საზოგადოების საქმიანობის საგანი იქნებოდა პლანეტა
მარსზე სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, ასევე კანონით აუკრძალავი სხვა
ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობა. წესდების თანახმად ხელმძღვანელობითი და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ექნებოდა მხოლოდ გარეშე პირს ჯემალს. ასევე,
წესდების თანახმად თითოეულმა კომპლემენტარმა იკისრა ვალდებულება შესატანის სახით
საზოგადოების ანგარიშზე ჩაერიცხა 100 მილიონი დოლარი, კომანდიტებმაც ზუსტად
იდენტური შენატანის ვალდებულება იკისრეს, ხოლო საგარანტიო თანხად განისაზღვრა 150
მილიონი დოლარი. საზოგადოება მითითებული შინაარსის წესდებით დარეგისტრირდა
საჯარო რეესტრში 2022 წლის 10 იანვარს.

2022 წლის 15 მაისს, ელონა აღშფოთდა ჯემალის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომ
მარსზე მშენებლობა მხოლოდ 5 წლის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, რადგან მოთხოვნა ამ
დრომდე არ იარსებებდა, ხოლო მანამდე დედამიწაზე უნდა განეხორციელებინათ
მეწარმეობა. ელონა ღიად დაუპირისპირდა ჯემალს და მოითხოვა პარტნიორთა კრების
მოწვევა, რათა პარტნიორთა კრებას დაევალებინა ჯემალისთვის მშენებლობის
დაუყოვნებლივ დაწყება. პარტნიორთა კრებაზე კომპლემენტარებმა გაიზიარეს ჯემალის
პოზიცია და არ იქნა მიღებული ელონას მოთხოვნილი გადაწყვეტილება, რაზეც ეს
უკანასკნელი გაბრაზდა და დანარჩენ პარტნიორებს უთხრა რომ ისინი აზრზე არ არიან
ბიზნესის და რომ დატოვებდა კომანდიტურ საზოგადოებას.

2022 წლის 17 ივნისს ელონამ მიმართა პირდაპირ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და
მოითხოვა კომანდიტური საზოგადოებიდან გასვლა, ხოლო მომდევნო დღეს უკვე მიმართა
კომანდიტურ საზოგადოებას და მოითხოვა მის მიერ განხორციელებული შენატანის 100
მილიონის დაბრუნება. რაზეც ჯემალმა უთხრა უარი და განუცხადა, რომ კომანდიტს არ
ქონდა უფლება ჩარეულიყო საზოგადოების დირექტორის საქმიანობაში და რომ ელონას
გასვლა უკანონოა და შესაბამისად არც შენატანის დაბრუნების ვალდებულება აქვს
საზოგადოება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადის წარდგენიდან 4 დღეში
დააკმაყოფილა ელონას განცხადება და ამოშალა იგი საზოგადოების წევრთა სიიდან.

1
2025 წლის 15 ივლისს კომანდიტური საზოგადოების კრედიტორმა, ბერნარდმა,
საზოგადოებას მოსთხოვა 2 მილიარდი დოლარის გადახდა. მისი მოთხოვნის საფუძველი
იყო 2022 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულება, რომლითაც კომანდიტურ
საზოგადოებას მიაწოდა სამშენებლო მასალები. ვინაიდან საზოგადოების ქონება საკმარისი
არ იქნებოდა, ბერნარდმა გადაწყვიტა მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მათ შორის საზოგადოების
კომანდიტების საგარანტიო თანხებიდანაც და შემთხვევით აღმოაჩინა რომ ელონა გასული
იყო საზოგადოებიდან, მიუხედავად ამისა, მან ელონას წინააღმდეგაც დააყენა მოთხოვნა 150
მილიონის გადახდაზე. თავის მხრივ ელონამ უარი განაცხადა კრედიტორის მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე ორი საფუძვლით: 1. ხელშეკრულებაზე ხელს აწერდა ჯემალი, რომლის
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იყო ნაკლიანი, რადგან ის საზოგადოების წევრი არ
იყო; და 2. ის გასული იყო საზოგადოებიდან და აღარ შეიძლება დაკისრებოდა
პასუხისმგებლობა.

იმსჯელეთ კაზუსში მოყვანილ ფაქტებზე, განმარტეთ და დაასაბუთეთ სამართლებრივად


სწორია თუ არა განხორციელებული ქმედებები და მხარეთა არგუმენტები.

კაზუსის ამოხსნა:

მეწარმე სუბიექტის ორგანიზაციული ფორმა:

პირველ რიგში ვიმსჯელოთ აღნიშნული მეწარმე სუბიექტის ორგანიზაციულ ფორმაზე.ჩვენი


კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე, უდავო გარემოებაა, რომ სახეზე გვაქვს კომანდიტური
საზოგადოება.

იმისთვის რომ სამეწარმეო საზოგადოება დაფუძნდეს საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა.


1) პარტნიორთა შეთანხმება საზოგადოების შესაქმნელად,

2)  საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება (აღნიშნული შეთანხმება მეწარმეთა შესახებ


კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შეიცავს წესდებას და ამ მუხლით
გათვალისწინებულ მონაცემებს)

3) რეგისტრაცია

1.იმისთვის, რომ საზოგადოება დაარსდეს თავდაპირველად მნიშვნელოვანია


ურთიერთთანმხვედრი ნების არსებობა პარტნიორთა შორის, რომელთაც სურთ ერთი მიზნის
გამო გააერთიანონ თავისი ძალები და დააარსონ სამეწარმეო საზოგადოება. მათ
დამფუძნებელი პარტნიორები ეწოდებათ, განსხვავებით იმ პარტნიორებისგან, რომლებიც
მერე შეუერთდებიან საზოგადოებას.

2
მეწარმეთა შესახებ კანონის მეორე მუხლი გვეუბნება,რომ მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური
პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო. საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების
მიზნითგანხორციელებული,მართლზომიერი,არაერთჯერადი,დამოუკიდებელი და ორგანიზ
ებული საქმიანობა.სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური
მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.სამეწარმეო
საზოგადოება არის იურიდიული პირი.ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული
პირი. იგი საქმიან ურთიერთობაში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს
ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან
წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი
თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით
(გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების
სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ზემოთხსენებული ჩამონათვალი დახურული სიის, ე.წ. „numerus clausus” პრინციპით არის


ჩამოყალიბებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მეწარმე სუბიექტთა სამართლებრივი
ფორმების განვრცობა. როგორც უკვე ვახსენეთ საზოგადოების ორგანიზებული წარმონაქმნის
სწორედ ერთ-ერთი სახეა კს,რომელიც იურიდიულ პირს წარმოადგენს. იურიდიული პირის
ლეგალურ დეფინიციას იძლევა სამოქალაქო კოდექსის 24.1 მუხლი: იურიდიული პირი არის
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული
წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი
სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში
გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

სამართლებრივ დოქტრინაში იურიდიული პირები დაყოფილია საჯარო და კერძო


სამართლის იურიდიულ პირებად. ჩვენი კაზუსის შემთხვევაში სახეზე გვაქვს სპს, რომელიც
არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. ზოგადად ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმები არსებობს იურიდიული პირის სახით, გამონაკლისია ინდივიდუალური მეწარმე
სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ პირს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-
8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი
შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც
სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.
„ როგორც ჩანს, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, კერძოსამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილე ფიზიკურ პირთან ერთად შეიძლება იყოს იურიდიული პირიც.

კერძო სამართლის იურიდიულ პირებს სსკ-ის 24 მუხლიდან გამომდიანრე ახასიათებთ


გარკვეული ნიშნები. ესენია:

3
1)განსაზღვრული მიზანი

სამეწარმეო ორგანიზაციას შესაძლებელია ჰქონდეს ორი მიზანი, კერძოდ, მოგების მიზანი და


განსაზღვრული მიზანი. მოგება შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე არაფულადი
შემოსავლის სახით. საწარმოს მიზნები აისახება მის წესდებაში, თუმცა მას შეუძლია
განახორციელოს ყველა ის მიზანი რაც წესდებით არ არის განსაზღვრული, თუმცა არ
ეწინააღმდეგება კანონს. მაგალითად,ეს შეიძლება იყოს საქველმოქმედო საქმიანობა.

2) საკუთარი ქონება

ქონების ცნება განსაზღვრულია სსკ-ის 147 და 148 მუხლებით და იგი მოიცავს უძრავ და
მოძრავ ნივთებს, ასევე არამატერიალურ ქონებრვი სიკეეთეებს. „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება
მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე
შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“(სსკ-ის 149-ე მუხლი)სამწუხაროდ,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ უძრავი ნივთების განმარტებას იძლევა და ამ
დუმილით გვამცნობს, რომ მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი, რომელიც არ
ითვლება უძრავად. მაშასადამე, მოძრავი ნივთი ისეთი საგანია, რომლის გადაადგილება
შეიძლება არსებითი დაზიანებისა და ღირებულების შემცირების გარეშე.არამატერიალური
ქონებრივი სიკეთე კი სსკ-ის 152-ე მუხლის მიხედვით, არის ის მოთხოვნები და უფლებები,
რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს
შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

იმის გაგება თუ რისი მესაკუთრეა საწარმო შესაძლებელია მისი ბალანსისა და საჯარო


რესტრის მონაცემების გადამოწმებით. თუმცა უფრო უტყუარია საჯარო რეესტრის
მონაცემები, ვინაიდან ბალანსზე შესაძლებელია ისეთი ქონებაც იყოს ასახული, რომელიც არ
წარმოადგენს მის საკუთრებას.

3) ორგანიზაციული წარმონაქმნი

ორგანიზაცულ წარმონაქმნში იგულისმხება Numerus clausus პრინციპით განსაზღვრული


კერძო სამართლის იურიდიული პირები , მათ გარდა სხვა რაიმე ფორმით საწარმოს დაარსება
არ შეიძლება. ორგანიზაციულ წარმონაქმს აქვს მართვის შიდა სსტრუქტურა- პარტნიორთა
კრება, დირექტორატი ,სამეთვალყურეო საბჭო. ორგანიზაციულ წარმონაქმნში ასევე
ვგულისხმობთ, რომ ის რეგისტრაციაში უნდა იყის გატარებული.

4) საქმიანობის ვადა

იურიდიული პირის მიზანი არ უნდა იყოს ერთჯერადი.იგი უნდა მოითხოვდეს ამ


ორგანიზებული წარმონაქმნის არსებობას ხანგრძლივი ვადით.

5)საკუთარი ქონება

4
იურიდიული პირის ერთ-ერთი არსებითი დამახასიათებელი ნიშანია საკუთარი ქონების
ქონის უნარი.იურიდიული პირი ამ ქონების მესაკუთრეა.

6) თავისი ქონებით დამოუკიდიებელი პასუხისმგებლობა

ვინადიან, საწარმოს ქონება გამოყოფილია მისი მესაკუთრეებისგან საწარმო


დამოუკიდებლად, თავისი ქონებით აგებს პასუხს. თუმცა ეს არ ვცელდება სპსზე და კსზე,
ვინაიდან მათი დამფუძნებლები, გარდა კომანდიტებისა მთელი თავისი ქონებით აგებენ
პასუხს.

7)საკუთრი სახელი

იურიდიულ პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელი.სახელის ტარება


იურიდიული პირის არა მხოლოდ უფლება,მისი მოვალეობაცაა.

8) საკუთარი სახელით უფლება-მოვალეობათა შეძენა,გარიგების დადება და სასამართლოში


გამოსვლა მოსარჩელედ და მოპასუხედ.

საწარმოს აქვს საკუთარი სახელი, რომელიც მისი ინდივიდუალიზმის საშუალებაა,


რეესტრში სახელის გარეშე ის ვერ გატარდება და არც სხვა საზოგადოების სახელის
გამოყენების უფლება არ გააჩნია. მას ასევე უფლება აქვს დადოს გარიგებები და ისარგებლობს
იმ უფლებით, რომ დაიცვას თავისი ინტერესები, როგორც სასამართლოში, ასევე ადმ.
ორგანოშ. ის ასევე შეიძლება იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე.

9) სახელმწიფო რეგისტრაცია

კერძო სამართალი იურიდიული პირების წარმოშობას უკავშირებს რეგისტარციის


ფაქტს.იურიდიული პირი ,როგორც სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი,წარმოიშობა
მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან.(28-ე მუხლის მე-3 ნაწილი)კერძო
სამართლის იურიდიული პირების რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო (28-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

10)საკანონმდებლო ლეგიტიმაცია

ყველა ზემოთ განხილული ნიშანი შეიძლება ახასიათებდეს ნებისმიერ ორგანიზებულ


წარმონაქმნს, მაგრამ არ იყოს იურიდიული პირი. იურიდიული პირის არსებობის
ფუძემდებლური წინაპირობა მაინც საკანონმდებლო ლეგიტიმციაა. თუ მოქმედი
კანონმდებლობა არ მიიჩნევს ამა თუ იმ წარმონაქმნს იურიდიულ პირად, იგი არ იქნება
იურიდიული პირი.

5
საქმიანობის მიზნის მიხედვით იურიდიული პირები იყოფა ორ ნაწილად, კერძოდ,
კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებად. მათ შორის ძირითადი
განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ კომერციული პირები ახორციელებენ ეკონომიურად
მომგებიან სამეწარმეო საქმიანობას, საიდანაც შემოსულ თანხას-მოგებას მეწილეები
თანაბრად იყოფენ. რაც შეეხება არასამეწარმეო იურიდიულ პირებს ისინი როგორც წესი,
იქმნებიან იდეალური, საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნისთვის. ამ შემთხვევაში სახეზე
გვაქვს კომერციული იურიდიული პირი კს.

იურიდიული პირი შეიძლება იყოს კორპორაციულად ორგანიზებული, წევრობაზე


დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი და
მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას. [სსკ 24.2] მეწარმეთა შესახებ კანონი
არეგულირებს სწორედ მეწარმის სამართლებრივ ფორმებს, მათი დაფუძნებისა და
რეგისტრაციის პროცედურებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.[1.1],
ხოლო აიპ-ების საკანონმდებლო დონეზე რეგულირება მინდობილია სამოქალაქო კოდექსზე.
სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი,
არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა(2.2 მუხლი)

ასევე უნდა აღინიშნოს,რომ კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე,სახეზე არ გვაქვს მეწარმეთა


შესახებ კანონის მესამე მუხლით გათვალისწინებული ისეთი საქმიანობა, რომელიც არ
ითვლება სამეწარმეოდ.

იმისათვის, რომ სახეზე იყოს ეკონომიკური სამეწარმეო საქმიანობის შინაარსი


აუცილებელია რამდენიმე მისთვის დამახასიათებელი ნიშნის, რასაც აქ ელემენტი დაერქმევა,
ერთობლიობა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სამეწარმეოდ კვალიფიცირებისათვის
მისი ფორმალური ნიშნის თვალსაზრისით ყველა ამ ელემენტის კუმულაციური
ერთობლიობაა საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნეთ,კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე
წინადადების მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობა არის მართლზომიერი, არაერთჯერადი,
დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც მოგების მიღების მიზნით
ხორციელდება. შესაბამისად, კანონი სულ ასეთ 5 ელემენტს გამოყოფს, რომელიც
ურთირთდაკავშირებულად აღიქვამს ეკონომიკურ სამეწარმეო საქმიანობას.

ა.) მოგების მიზანი

მოგების მიღების მიზანი სამეწარმეო საქმიანობის და, მაშასადამე, სამეწარმეო სუბიექტის


ქმედების მიზნის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი
სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იქმნება. ყოველი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა,
რეგისტრაციის ფაქტით ფორმის მიხედვით მეწარმე სუბიექტად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ
მიუხედავად ასეთი სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შინაარსისა, იგი
მეწარმის ხარისხს ავტომატურად იძენს.

6
მოგების მიღების მიზანში იგულისხმება პარტნიორთა გაერთიანება და მეწარმის საწადელი,
მისი სურვილი და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოგების მიღების მიღწევასთან
დაკავშირებით. მოუტანს თუ არა მეწარმე სუბიექტს რეალურად მისი ქმედება მოგებას ეს
არარელევანტურია, რადგან აქ გადამწყვეტი მოგების მიღების პრეზუმფციაა.

ადრე აღნიშნული სხვაგვარად იყო მოწესრიგებული: პარტნიორები წესდებაში უთითებდნენ


მოგების მიღების მიზანს.კანონის ახლანდელი მოწესრიგებით, მოგების მიღების მიზნის
მითითება საჭირო არ არის, რადგან ივარაუდება, რომ საზოგადოების მიზანი ისედაც
მოგების მიღებაა.

მოგების მიღება ნიშნავს საზოგადოების პარტნიორზე საწარმოს შესაძლო მოგების


განაწილებას დივიდენდის სახით. სამეწარმეო საზოგადოებაში ინვესტიციის განხორციე–
ლების მასტიმულირებელი და პარტნიორის მონაწილეობის ძირითადი მამოტივირებელი
ფაქტორი სწორედ მის მოგებაში მონაწილეობაა, განსაკუთრებით კი უმცირესობაში მყოფი
პარტნიორისთვის .

ბ.) მართლზომიერი საქმიანობა

მეწარმე სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა უნდა ატარებდეს ლეგალურ,


კანონიერ ხასიათს. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქმიანობა, იმისათვის, რომ იგი
სამეწარმეოდ ჩაითვალოს უნდა წარიმართოს ქვეყანაში არსებული მართლწესრიგის
საფუძველზე და მის შესაბამისად, მართლზომიერია საქმიანობა, რომელიც არ
ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, იგი ნებადართულია და არ არის უკანონოდ
გამოცხადებული სასამართლოს გადაწყვეტილებით. კერძო სამართალში მოქმედებს
პრინციპი, რომლის მიხედვითაც ნებადართულია ის, რაც კანონით პირდაპირ არ არის
აკრძალული. ასევე, თუკი კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა
ლიცენზია/ნებართვა, ის სახეზე უნდა იყოს.

გ.) არაერთჯერადი საქმიანობა

სამეწარმეო საქმიანობის შემდეგი ელემენტი მის არა ერთჯერად ხასიათს უკავშირდება.


არაერთჯერადობაში უნდა იგულისხმებოდეს, რომ მეწარმე მისი საქმიანობის
განხორციელებისას გეგმაზომიერ და ხანგრძლივ, უფრო სწორედ, სისტემატურ პერიოდზე
გათვლილ ქმედებებს ახორციელებდეს.

არაერთჯერადი საქმიანობა გულისხმობს იმას,რომ იგი, პრინციპში, განუსაზღვრელი


ოდენობის გარიგებების დადებისაკენ უნდა იყოს მიმართული. თუმცა ეს ხელს არ უშლის
იმას, რომ საქმიანობა, ფაქტობრივად, შეიზღუდოს მოკლე პერიოდითაც. მნიშვნელოვანია,
რომ არსებობდეს საქმიანობის წარმართვის გეგმაზომიერი სურვილი/მიზანსწრაფულობა.

დ.) დამოუკიდებელი საქმიანობა

7
კერძო სამართლის სუბიექტი თავის საქმიანობაში დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი
სტანდარტით სარგებლობს, ვიდრე სსიპ, ადმინისტრაციული ორგანო და აშ. და კიდევ უფრო
იგრძნობა თავისუფლების ეს დონე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისთვის.

დამოუკიდებლობაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება სამართლებრივი


დამოუკიდებლობა. სამეწარმეო საქმიანობის შემადგენელ ელემენტად დამოუკიდებლობა
მხოლოდ მაშინ კვალიფიცირდება, როდესაც სახეზეა სწორედ იურიდიული
დამოუკიდებლობა. დამოუკიდებელიობა საჭიროა,როგორც ქონებრივად,ასევე
სამართლებრივად.

ე.) საქმიანობა ორგანიზებულად

სამეწარმეო საქმიანობის ბოლო ელემენტის - ორგანიზებულობის - შინაარსის გაგებისათვის


რამდენიმე ქვეელემენტის გამოყოფაა საჭირო:

ე.ა.) საქმიანობის განხორციელება მართვის სისტემით

ტერმინი - „ორგანიზაციულ-სამართლებრივი“ - თავის თავში მოიცავს იმგვარ შინაარსს, რომ


სამოქალაქო ბრუნვის აღნიშნული სუბიექტი აუცილებლად აგებული უნდა იყოს გარკვეულ
ორგანიზებულ სისტემაზე. მხოლოდ ამ სისტემით უნდა იყოს იგი უნარიანი ჩამოაყალიბოს
კორპორაციული ნება და გარეთ გაიტანოს ეს უკანასკნელი. მაშასადამე, ჰქონდეს საამისოდ
განკუთვნილი მმართველობითი და ხელმძღვანელ-წარმომადგენლობითი ორგანოები.
სამეწარმეო საზოგადოება სწორედ ამ ორგანოთა ურთიერთქმედითი კავშირის საფუძველზე
ოპერირებს ბაზარზე. კაპიტალური ტიპის საზოგადოებას, ამხანაგურისაგან განსხვავებით,
განსაკუთრებით ესაჭიროება კორპორაციული მართვის სისტემა. მის გარეშე აღნიშნული
იურიდიული ფორმის არსებობა წარმოუდგენელია.

ე.ბ.) მიმართული „ურთიერთობის გარეთ გატანისაკენ“

ხელმძღვანელობით–წარმომადგენლობითი და მმართველობითი ორგანიზაციის მქონე


სისტემა აუცილებელია თავად მეწარმის გარესამართლებრივ ურთიერთობაში
მონაწილეობისთვის. ყველა სამეწარმეო საზოგადოება ავტომატურად განეკუთვნება გარე და
არა შიდა საზოგადოებას. ყველა გარე საზოგადოებისათვის კი დამახასიათებულია ის, რომ
მისი საქმიანობა მიმართულია მესამე პირთან ურთიერთობის დამყარებისაკენ, ანუ იგი
ურთიერთობის გარეთ გატანას ისახავს მიზნად .ამასთან, საწარმოს მატარებელი სუბიექტი
აუცილებლად მოწყობილი უნდა იყოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწი
ნებული ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. როგროც უკვე ავღნიშნეთ,
საკორპორაციო სამართალში მოქმედებს ფორმის ბოჭვისა და ამომწურავი ჩამონათვალის
(Numers Claustus) სამართლებრივი პრინციპი: იმისთვის, რომ სახეზე იყოს სამეწარმეო
საქმიანობის შინაარსი, აუცილებელია, ეს საქმიანობა კანონით დადგენილი სამართლებრივი
ფორმით განხორციელდეს.

8
ე.გ.) სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმაცია

და ბოლოს, ორგანიზებულობაში, კერძოსამართლებრივი გაგებით, იგულისხმება, რომ


მეწარმე ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას შესაბამის ორგანოში - სამეწარმეო
რეესტრში. იმისათვის, რომ ესა თუ ის ორგანიზაციულ-იურიდიული ფორმა ბრუნვაში
მეწარმედ მოგვევლინოს საჭიროა, სახელმწიფოს მხრიდან მისი წარმოშობის, ანუ
იურიდიულ პირად მისი ლეგიტიმაციის, მისი აღიარებისა და დადასტურების აქტი.

კაზუსიდან ირკვევა,რომ სამი ფიზიკური პირი - ელონა, ჯეფი და ბილი, ასევე შპს „ფორბსი“
და სპს „მეწარმეები და პარტნიორები“ შეთანხმდნენ კს “მარსი და პარტნიორების”
დაფუძნებაზე. პარტნიორთა შეთანხმებით ჯეფი, ბილი და შპს „ფორბსი იქნებოდნენ
კომპლემენტარები, ხოლო ელონა და სპს „მეწარმეები და პარტნიორები“ კი კომანდიტები.ამ
შემთხვევაში სახეზეა პირველი ეტაპი, წინარე სადამფუძნებლო კონსორციუმი. ეს არის
პერიოდი, როდესაც საწარმოს დამფუძნებლები გამოხატავენ ნებას განახორციელონ
სამეწარმეო საქმიანობა მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი
ფორმით.(უდაო გარემოება)

სამეწარმეო იურიდიული პირები იყოფა ამხანაგური და კაპიტალური ტიპის


საზოგადოებებად, სწორედ ამხანაგური ტიპის საზოგადოებას მიეკუთვნება კომანდიტური
საზოგადოება, რომლის დაარსებაც გადაწყვიტეს აღნიშნულმა პირებმა. ამხანაგური ტიპის
საზოგადოებებს სხვაგვარად პერსონალურ საზოგადოებასაც უწოდებენ. ამ გამიჯვნას
საფუძვლად უდევს ის, რომ პერსონალურ საზოგადოებებში პარტნიორთა ყოფნა
გულისხმობს უშუალო მონაწილეობას საზოგადოების საქმიანობაში,საზოგადოების
საწარმოო საქმეების გაძღოლას,ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ქონას. სპს არის
ამხანაგური ტიპის საზოგადოება.

კსს ლეგალური დეფინიცია მოცემულია კანონის 112-ე მუხლის პირველ პუნქტში.1.


კომანდიტური საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები
ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას
და რომელთაგან სულ მცირე 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა კომანდიტური
საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია შესაბამისი საგარანტიო თანხის
ოდენობით (კომანდიტი), ხოლო სხვა პარტნიორი/პარტნიორები კრედიტორების წინაშე
პასუხს აგებს/აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად,
როგორც სოლიდარული მოვალეები (კომპლემენტარი).

2.კომანდიტური საზოგადოების მიმართ ამ კანონის ზოგადი ნაწილით დადგენილ წესებთან


ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მომწესრიგებელი
ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კსში თავმოყრილია პერსონალური დაშეზღუდული პასუხისმგებლობის საფუძვლები.

9
კსს დაფუძნების საფუძვლები შეესაბამება სპს-ს ზოგად დაფუძნების საფუძვლებს,თუმცააღა
დადგენილია დამატებითი მოთხოვნები,რისი გათვაალისიწნებაც აუცილებელია.

კანონის მე-5 მუხლის მე–4 პუნქტი, რომელიც კს-ის დამფუძნებლებისაგან დამატებით


ითხოვს ორი მონაცემის შეტანას. 1. შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორ ანუ
კომანდიტის შესახებ ინფორმაციას. ფიზიკური პირ შემთხვევაში მისი სახელი და გვარი,
პირადი ნომერი და ა. ხოლო იურიდიული პირისას - საფირმო სახელწოდება და ს
არეგისტრაციო მონაცემი. 2. რაკი კომანდიტი საზოგადოება ვალდებულებისათვის მესამე
პირის წინაშე შეზღუდულ აგებს პასუხს და მისი შეზღუდული პასუხისმგებლობის
საფუძველი მის მიერვე დათქმული შესატანის სრულყოფილად, კეთილსინდისიერად და
ჯეროვნად განხორციელების ვალებულებაა, მითითებას, უფრო სწორედ, საზოგადოების
ხელშეკრულებაში საგარანტიო თანხის/შენატანის მკაფიოდ დაფიქსირებას, ანუ შენატანის
ოდენობის თაობაზე ინფორმაციის შეტანას. ამასთან შენატანი, იქნება ეს ფულადი თუ
არაფულადი სახისა, აუცილებლად გასაგებად უნდა იყოს ჩამოყალიბებული
სადამფუძნებლო შეთანხმებაში. მართალია კანონის ტექსტი ყურადღებას ამახვილებს
„შენატანის ოდენობაზე", თუმცა აღნიშნული ნორმა ფართოდ უნდა იქნეს გაგებული და
კონკრეტულ ციფრთან ერთად (ოდენობა) მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სანივთო
(არაფულადი) შენატანის საგნის თაობაზეც. სავარაუდოა,რომ ჩვენი კაზუსის შემთხვევაში
ორივეს გათალისიწნება მოხდა.საგარანტიო თნხის დაფიქსირება მოხდა და დიდი
ალბთაობით კომენდატის შესახებ ინფორმაციაც იყო მითითებული.

კს არის გარე საზოგადოება. საკორპორაციო სამართალში ვიცნობთ შიდა და გარე


საზოგადოებებს. ყველა იურიდიული პირი განიხილება გარე საზოგადოებად. ესაა
საზოგადოება რომელიც ურთიერთობის გარეთ გატანისთვისაა გათვალისწინებული და
მხოლოდ მას აქვს იურიდიული პირის ნიშნები, კერძოდ, დამოუკიდებელი
სამართალსუბიექტობა, საფირმო სახელწოდება, ხელმძღვანელობაზე და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საზოგადოების
სახელით გამოდის ურთიერთობაში და დებს გარიგებებს, გარე საზოგადოება არის
საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფს შიდა ურთიერთობების გარეთ გატანას. ამის
საპირისპიროდ შიდა არის საზოგადოება, რომელიც მხოლოდ შიდა მიზნებისთვისაა
შექმნილი და ისინი არ განიხილება იურიდიულად პირად. სპს არის გარე საზოგადოება და
ის არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე რომელიც რეგისტრირდება სათანადო წესით
და დაქვემდებარებულია სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლში მოცემულ იურიდიული
პირისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე.

როგორც უკვე ავღნიშნე კს-ს დაფუძნებისათვს გამოიყენებაა შპს-ს დაფუძნებისათის


დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტები.სპს-ის დაფუძნებისათვის აუცილებელია
გარკვეული სადამფუძნებლო დოკუმენტების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამის
ორგანოში - კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრში. ასევეა საჭირო

10
კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დაცვა, რათა სამეწარმეო
საზოგადოების წარმოშობის პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.

მე–4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისათვის


აუცილებელია საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების არსებობა.

სადამფუძნებლო შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით და მას ყველა დამფუძნებელი–


პარტნიორი უნდა აწერდეს ხელს.

სადამფუძნებლო შეთანხმების რეკვიზიტები კანონის მე-5 მუხლის საზრისით,


სადამფუძნებლო შეთანხმება თავის თავში მოიცავს საზოგადოების წესდებას და იმ
მონაცემებს, რომლის მითითების გარეშე კომერციულ და არაკომერციული იურიდიული
პირების რეესტრი უარს იტყვის სპს–ის რეგისტრაციაში გატარებაზე. მკშ-ის მე-5 მუხლის
მეორე ნაწილის მიხედვით, ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების
სადამფუძნებლო შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების იურიდიულ მისამართს;

გ) ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს − სახელს, გვარს,


საცხოვრებელი ადგილის მისამართს და პირად ნომერს, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული
პირია − მის საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;

დ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი


პირის, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს
წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და უფლებამოსილების ვადას, თუ ასეთი ვადა
განსაზღვრულია;

ე) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − მის საიდენტიფიკაციო


ან სარეგისტრაციო მონაცემებს, აგრეთვე მისი უფლებამოსილების ვადას;

ვ) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაში − მის საიდენტიფიკაციო ან


სარეგისტრაციო მონაცემებს;

ზ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი


პირის, სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს
წევრთა რაოდენობას და მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესს, თუ ეს საკითხები ამ
კანონისგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული, ასევე აღნიშნულ წევრთა
უფლებამოსილებას;

11
თ) ამ კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გავალისწინებული ერთობლივი
წარმომადგენლობისგან განსხვავებული ფორმის წარმომადგენლობის არსებობის
შემთხვევაში − მის აღწერას.

იმისთვის რონ სპს და ჩვენს შემთხვევაში კს დაარსდეს აუცილებელი პიორბაა, რომ


განისაზღვროს წესდება. წესდება ძირითადად, განსაზღვრავს საზოგადოების
ორგანიზაციულ მოწყობას, აწესრიგებს საზოგადოების მართვის ორგანიზაციას, ადგენს
საზოგადოების მართვის ორგანოთა შექმნის წესს და მათ კომპეტენციას.

წესდება იურიდული პირის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია იგი იგივეა რაც


საზოგადოების ხელშეკრულება, რომელშიც საზოგადოებისთვის არსებითი და პოლიტიკურ-
სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხებია მოცემული. წესდება წარმოადგენს
საზოგადოების დაფუძნების სავალდებულო წინაპირობას, რადგან სახელმწიფოს მხრიდან
საზოგადოება ვერ მოიპოვებს ლეგიტიმაციას და იურიიდული პირის სტატუსს თუ არ ექნება
წესდება. წესდების ჩმაოყალიბებით იქმნება წინარე საზოგადოება. მეწარმეთა შესახებ
კანონის მე-6 მუხლში მოცემულია წესდებასთან დაკავშირებით საკითხები, რომლის
მიხედვითაც ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების წესდება უნდა
შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:

ა) სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგანს. საქმიანობის საგნად შეიძლება მიეთითოს


როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი;

გ) პარტნიორთა შორის შეთანხმებულ შეზღუდვას წილზე საკუთრების უფლებასთან


დაკავშირებით, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში;

დ) ინფორმაციას პარტნიორთა შეთანხმების არსებობის თაობაზე, თუ ასეთი შეთანხმება


არსებობს.

ჩვენი კაზუსის შემთხვევაში სახეზე გვაქვს კს - ორგანიზებული საზოგადოება,რომელიც


დაარსა სამმა ფიზიკურმა პირმა ელონამ, ჯეფიმ და ბილმა, ასევე შპს „ფორბს“-მა და სპს
„მეწარმეებმა და პარტნიორებმა“ .პარტნიორთა შეთანხმებით ჯეფი, ბილი და შპს „ფორბსი
იქნებოდნენ კომპლემენტარები, ხოლო ელონა და სპს „მეწარმეები და პარტნიორები“ კი
კომანდიტები. წესდებით დამფუძნებლებმა განსაზღვრეს, რომ საზოგადოების საქმიანობის
საგანი იქნებოდა პლანეტა მარსზე სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, ასევე კანონით
აუკრძალავი სხვა ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობა.აღნიშნული ,ჩემი აზრით,უნდა
მივიჩნიოთ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობად.

საფირმო სახელწოდება

12
ბუნებრივია, სამეწარმეო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საფირმო სახელწოდება, როგორც
მისი იდენტიფიცირების საშუალება თავისუფალ ბაზარზე. 5.2(ა) მუხლის
მიხედვით,სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება უნდა შეიცავდეს
სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას.

ერთი მხრივ, საფირმო სახელწოდება სამეწარმეო საზოგადოებას გამოარჩევს


კონკურენტუნარიან ბაზარზე სხვა კომპანიებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, ბრუნვის
უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, მის კრედიტორებს ზუსტად ეცოდინებათ, თუ
ვისთან შედიან სამართლებრივ ურთიერთობაში. მეწარმის საფირმო სახელწოდებასთან
დაკავშირებით ახალი კანონის მე-16 მუხლში გაწერილია მთელი რიგი საკითხები,რომლეიც
აწესრიგებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საკითებს.ამ მხულის პირველი ნაწილის
მიხედვით,მეწარმის საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომელიც ასეთად
რეგისტრირებულია რეესტრში და რომლითაც მეწარმე საქმიანობას ახორციელებს.ამ საკითხს
დიდად აღარ ჩავუღრმავდები დროის სიმცირის გამო,თმცა მინდა ავღნიშნულო ამ მუხლის
მეორე ნაწილი ,რომელიც საკანონმდებლო სიახლეს წარმოადგენს და კანონის წინა
რედაქციისგან განსხვავებულად წესრიგდება.მეორე ნაწილი ამბობს,რომ შესაძლებელია
საფირმო სახელწოდება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის მიხედვით ან
იყოს ფანტაზიის ნაყოფი ამ მუხლის მე-5−მე-8 პუნქტებით დადგენილი პირობების დაცვით.
„ფანტაზიის ნაყოფით“ წინა მოწესრიგებაში დაუშვებელი იყო სახელის შერჩევა და
აუცილებლად საზოგადოების საფირმო სახელწოდებას უნდა მოეცვა სულ ცოტა ერთი
პარტნიორის სახელი „სპს“-ის ან „კს“ დამატებით.აღნიშნულთან მიმართებით პრობლემა არ
იკვეთება ჩვენი კაზუსიდან გამომდინარე. მეწარმეებმა საზოგადოებას დაარქვეს „მარსი და
პარტნიორები“.

მეწარმის რეგისტრაცია

ხოლო რაც შეეხება მეწარმის რეგისტრაციას აღნიშნული მეწარმე საზოგადოების


დაფუძნების ბოლო ეტაპია,რომელსაც მეწარმეთ შესახებ კანონის მე-8 მუხლი აწესრიგებს. მე-
8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა. მეწარმის
რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო რეგისტრაციას, ისე საგადასახადო
რეგისტრაციას. მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო.ხოლო
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის
მიხედვით, მეწარმე წარმოშობილად მიიჩნევა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

სამეწარმეო საზოგადოების რეგისტაციის წინაპირობები(მშკ-ის მე-9 მუხლი)

სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება:

ა) სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი


თითოეული პირის თანხმობა აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა,

13
როდესაცმათი ნება გამოხატულია სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაშ
ი.

2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სამეწარმეო საზოგადოების


რეგისტრაციის სხვა წინაპირობებიც.

ამ საკითხთან მიმართებითაც არ იკვეთება პრობლემა,რადგანაც დამფუძნებლებმა შეარჩიეს


სახელწოდება,მათ გააჩნდათ კონკრეტული მიზანი,რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა კანონს
და წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას. წესდებით დამფუძნებლებმა
განსაზღვრეს, რომ საზოგადოების საქმიანობის საგანი იქნებოდა პლანეტა მარსზე
სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, ასევე კანონით აუკრძალავი სხვა ნებისმიერი სახის
სამეწარმეო საქმიანობა. მათ შეიმუშავეს ასევე წესდება. პარტნიორთა შეთანხმებით ჯეფი,
ბილი და შპს „ფორბსი იქნებოდნენ კომპლემენტარები,ანუ ისინი კანონის 122-ე მუხლის
მიხედვით ისინი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს/აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად,
როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო ელონა და სპს „მეწარმეები და პარტნიორები“ კი
კომანდიტები,ანუ მათი პასუხისმგებლობა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების
წინაშე შეზღუდულია შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობით.

ასევე, წესდების თანახმად თითოეულმა კომპლემენტარმა იკისრა ვალდებულება შესატანის


სახით საზოგადოების ანგარიშზე ჩაერიცხა 100 მილიონი დოლარი, კომანდიტებმაც ზუსტად
იდენტური შენატანის ვალდებულება იკისრეს, შენატანის ცნებას კანონის 26-ე მუხლი
განსაზღრავს,რომელიც ამბობს,რომ შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის
საკუთრებაში გადაცემული ქონება, რომლის
ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.

ხოლო საგარანტიო თანხად განისაზღვრა 150 მილიონი დოლარი. საზოგადოება


მითითებული შინაარსის წესდებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2022 წლის 10
იანვარს. კანონის 116-ე მუხლის მიხედვით,კომანდიტის საგარანტიო თანხა კომანდიტური
საზოგადოების კრედიტორების მიმართ
განისაზღვრება რეესტრში მითითებული საგარანტიო თანხის ოდენობით.

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

ხელმძღვანელობასა და მის სახეებთან დაკავშირებით თუ ვიმსჯელებთ, პირველ რიგში


უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილების მიღების სპეციფიკისა და მესამე პირებთან
ურთიერთობათა ფარგლების კუთხით, გამოყოფენ ხელმძრვანელობის სამ ძირითად სახეს -
ერთპიროვნული ხელმძღვანელობა, ყველა მიერ ერთობლივი ხელმძღვანელობა და
რამდენიმე პირის მიერ ერთობლივი თუ ცალ-ცაკე ხელმძღვანელობა (კანონის 41-ე მუხლის
მე-3 ნაწილი). ერთპიროვნული ხელმძღვანელობის დროს, ხელმძღვანელი აღჭურვილია
სამეწარმეო საზოგადოების მართვის შეუზღუდავი უფლებამოსილებით, რომელიც
ზღვარდადებულია მხოლოდ კანონითა თუ წესდებით გათვალსიწინებული ცალკეული

14
შეზღუდვებით. რაც შეეხებეა ერთობლივ ხელმძღვანელობასა და მის ქვესახეებს - ერთბლივ
ხელმძღვანელობას ერთობლივად და ერთობლივ ხელმძღვანელობას ცალ-ცალკე -
აღსანიშნავია, რომ პირველის შემთხვევაში, საქმე რთულ კონსტრუქციასთან გვაქვს, როდესაც
ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი არიან ორი ან მეტი პარტნიორი და
როდესაც თითოეული მათგანის მიერ მესამე პირებთან სამართლებრივად მბოჭავ
ურთიერთობაში შესვლას სჭირდება დანარჩენთა თანხმობა, ხოლო რომელიმე
„თანახელმძღვანელის“ ასეთი თანხმობის არასრსებობის პირობებში, დადებული გარიგების
ბათილობის რეალური საფრთხე ჩნდება. მეორე, ანუ ერთობლივი ხელმძრვანელობის ცალ-
ცალკე-ს პირობებში კი, ხელმძღვანელობა მართალია აქვთ მინიჭეეული რამდენიმე
პარტნიორს, თუმცა მათ მიერ ინდივიდუალურად დადებული გარიგებები არ საჭიროებს
ზემოაღიშნულის მსგავსად დანარჩენთა თანხმობას. ამდენად ეს უკანაკნელი, ისეთი
ფორმისაა, როცა მაგალითად საწარმო რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს და
თითოეული მიმართულებით საზოგადოებას თავისი ხელმძღვანელი (დირექტორი) ყავს,
რომელთა თავისუფლების ფარგლებიც, თავიანთი კონკრეტული მიმართულების
ფარგლებში, შეუზღუდავია დანარჩენ „თანახელმძღვანელთა“ მიერ. ხელმძღვანელობის
კონკრეული სახის არსებობაზეა დამოკიდებული შემდეგში საზოგადოების ფარგლებში
ხელმძღვანელი ორგანოს სახე - იქნება ის ერთპიროვნული, თუ კოლეგიური და თავის მხრივ
როგორ იფუნქციონირებს ის ( კანონის 43-ე მუხლში).

წესდების თანახმად ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება


ექნებოდა მხოლოდ გარეშე პირს ჯემალს. ამ შემთხვევაში დარღვევა არ იკვეთება რადგანაც
კომანდიტურ საზოგადოებაში განსხვავებით სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოებიდან საზოგადოებას უფლება აქვს გარეშე პირს მიანიჭოს აღნიშნული
უფლებამოსილებები.კანონის 42.2 მუხლის მიხედვით, სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. კომანდიტურ
საზოგადოებაში  ხელმძღვანელობის უფლება აქვთ პერსონალურად პასუხისმგებელ
პარტნიორებს (კომპლემენტარებს), თუ პარტნიორთა გადაწყვეტილებით სამეწარმეო
საზოგადოების ხელმძღვანელად სხვა პირი არ დაინიშნება,შესაბამისად ამ მუხლისა
კომპლემენტარებს ჰქონდათ ჯემალის დანიშვნის უფლება.

კომანდიტური საზოგადოების ხელმძღანელობას ეხება კანონის 116-ე მუხლი,რომელიც


ამბობს,რომ 1. კომანდიტს არ შეუძლია იმოქმედოს კომანდიტური საზოგადოების
ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში კომპლემენტარების მიერ
განხორციელებული ხელმძღვანელობითი საქმიანობის საწინააღმდეგოდ. თუ
კომპლემენტარების მოქმედება სცილდება კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივ
სამეწარმეო საქმიანობას, საჭიროა საერთო კრების გადაწყვეტილება,
რომლის მიღებაში კომანდიტებიც მონაწილეობენ.

2.თუ კომანდიტს ხელშეკრულებით მინიჭებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის


მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება, იგი კომანდიტური საზოგადოების წინაშე

15
პასუხს აგებს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი
ორგანო. კომანდიტის მიერ
წილისგასხვისების შემთხვევაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება წილის შემძენზე არ 
გადადი

2022 წლის 15 მაისს, ელონა(კომანდიტი) აღშფოთდა ჯემალის მიერ მიღებული


გადაწყვეტილებით, რომ მარსზე მშენებლობა მხოლოდ 5 წლის შემდეგ უნდა დაწყებულიყო,
რადგან მოთხოვნა ამ დრომდე არ იარსებებდა, ხოლო მანამდე დედამიწაზე უნდა
განეხორციელებინათ მეწარმეობა. ელონა ღიად დაუპირისპირდა ჯემალს და მოითხოვა
პარტნიორთა კრების მოწვევა, რათა პარტნიორთა კრებას დაევალებინა ჯემალისთვის
მშენებლობის დაუყოვნებლივ დაწყება. პარტნიორთა კრებაზე კომპლემენტარებმა გაიზიარეს
ჯემალის პოზიცია და არ იქნა მიღებული ელონას მოთხოვნილი გადაწყვეტილება, რაზეც ეს
უკანასკნელი გაბრაზდა და დანარჩენ პარტნიორებს უთხრა რომ ისინი აზრზე არ არიან
ბიზნესის და რომ დატოვებდა კომანდიტურ საზოგადოებას.
კანონის 99-ე(1) მუხლის მიხედვით,პარტნიორს შეუძლია 1-კვირიანი ვადის დაცვით
მოიწვიოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება ყველა სხვა
პარტნიორისთვის მოსაწვევის დაზღვეული წერილით ან ელექტრონული ფოსტით
გაგზავნით. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს საერთო კრების დღის წესრიგის პროექტს.
მოსაწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ მოითხოვონ საერთო კრების
დღის წესრიგში დამატებების შეტანა. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად
ამისა ,ელონა რადგანაც ითვლებოდა კომანდიტური საზოგადოების პარტნიორად ,მას
კრების მოწვევის უფლება ჰქონდა.

როგორც აღინიშნა ელონა კომანდიტურ საზოგადოებაში არის კომანდიტი ,ანუ მისი


პასუხისმგებლობა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია
შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობით.

113-ე მუხლის პირველი ნაწილის მხიედვით,კომანდიტს უფლება აქვს, მოითხოვოს


კომანდიტური საზოგადოების წლიური ანგარიშის ასლი და
შესაბამისი საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე შეამოწმოს ამ ანგარიშის სისწო
რე.

კანონის 118-ე მუხლის მიხედვით,მესამე პირებთან ურთიერთობაში კომანდიტურ


საზოგადოებას წარმოადგენენ კომპლემენტარები, თუ
წესდებით კომპლემენტარს წარმომადგენლობის უფლებამოსილება შეზღუდული არ აქვს.

კანონის 42.1 ამბობს,რომ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს


სამეწარმეო საზოგადოებას მესამე პირთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელი ორგანოს
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე

16
პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს,შესაბამისად ამისა ჯემალის,როგორც
წარმომადგენლის უფლებამოსილებები არ უნდა შეზღუდულიყო.
შესაბამისად ამ ყველაფრისა ელონას,როგორც კომანდიტს არ ჰქონდა იმის უფლება
რამენაირად შეეზღუდა ჯემალის,როგორც ხელმძღვანელის უფლებამოსილებები და
შეწინააღმდეგებოდა მას.

2022 წლის 17 ივნისს ელონამ მიმართა პირდაპირ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და
მოითხოვა კომანდიტური საზოგადოებიდან გასვლა, ხოლო მომდევნო დღეს უკვე მიმართა
კომანდიტურ საზოგადოებას და მოითხოვა მის მიერ განხორციელებული შენატანის 100
მილიონის დაბრუნება. რაზეც ჯემალმა უთხრა უარი და განუცხადა, რომ კომანდიტს არ
ქონდა უფლება ჩარეულიყო საზოგადოების დირექტორის საქმიანობაში და რომ ელონას
გასვლა უკანონოა და შესაბამისად არც შენატანის დაბრუნების ვალდებულება აქვს
საზოგადოება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადის წარდგენიდან 4 დღეში
დააკმაყოფილა ელონას განცხადება და ამოშალა იგი საზოგადოების წევრთა სიიდან.

114-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,კომანდიტს არ შეუძლია იმოქმედოს


კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში
კომპლემენტარების მიერ განხორციელებული ხელმძღვანელობითი საქმიანობის
საწინააღმდეგოდ. თუ კომპლემენტარების მოქმედება სცილდება კომანდიტური
საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, საჭიროა საერთო კრების
გადაწყვეტილება, რომლის მიღებაში კომანდიტებიც მონაწილეობენ.
ამ შემთხვევაში ელონას არ ჰქონდა უფლება ჩარეულიყო ჯემალის ხელმძღანელობით
საქმიანობაში,რადგანაც ჯემალი ახორციელებდა ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.
როგორც ავღნიშნეთ ,ელონას ,როგორც პარტნიორს ჰქონდა იმის უფლებამოსილება,რომ
კრება მოეწვია,თუმცაღა მას არ ჰქონდა უფლება შეწინააღმდეგებოდა ხელმძღვანელ პირს.მე
ზოგადად ,კრების მოწვევას არ მივიჩნევ ხელმძღვანელ პირთან შეწინააღმდეგებად.აქ
მნიშვნელოვანია რა საკითხთან დაკავშირებით მოიწვია მან კრება. ის აშკარად
დაუპირისპირდა საზოგადოების ხელმძღვანელს ,ჯემალს და ამ საკითხთის განსახილველად
მოიწვია კრება,შესაბამისად კანონის 114-ე მუხლისა მას არ შეეძლო ჯემალის
გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წასვლა. იგი ღიად დაუპირისპირდა კომანდიტური
საზოგადოების ხელმძღვანელ პირს,ჯემალს,რისი უფლებაც მას,როგორც
კომანდიტს,როგორც უკვე ავღნიშნეთ, არ ჰქონდა.
გასვლა
ხოლო რაც შეეხება საზოგადოებიდან გასვლის საკითს,
112(2) მუხლით დადგენილია,რომ , კომანდიტური საზოგადოების მიმართ ამ კანონის
ზოგადი ნაწილით დადგენილ წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოების მომწესრიგებელი ნორმები, თუ ამ
თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,რადგანაც კომანდიტუი საზოგადოება
გასვლასთან დაკავშირებით არ გვაძლევს მოწესრიგებას,ვიხელმძღვანელოთ სპს-ს ნორმებით.

17
კანონის 109-ე მუხლის 1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის
სურვილის შემთხვევაში
პარტნიორმაამის შესახებ სამეურნეო წლის დასრულებამდე სულ ცოტა 6 თვით ადრე უნდა გა
ნაცხადოს.ელენამ 15 მაისს განუცხადა კომანდიტს,რომ იგი აპირებდა საზოგადოების
დატოვებას .თუმცა, ჩემი აზრით, აღნიშნული არ უნდა მივიჩნიოთ კანონის 99-ე მუხლით
დადგენილი ვადის ათვლად,რადგანაც ელონა იმყოფებოდა რთულ მდგომარეობაში, იყო
გაბრაზებული და შესაბამისად, მისი ეს აზრი შესაძლოა საზოგადოების სხვა წევრებს არ
აღექვათ სერიოზულად.სამეურნეო წლის დასრულებად დეკემბერი ითლება ელენამ კი
ოფიციალურად 17 ივნისს მიმართა საჯარო რეესტრს,რაც ასევე დარღვევაა,რადგანაც არ
გამოდის სრულად 6 თვით ადრე მიმართვა სამეოურნეო წლის დასრულებამდე.შესაბამიისად
ამისა,ჩემი აზრით, ელენას არ ჰქონდა კომანდიტური საზოგადოებიდან გასვლის უფლება.
ასევე ელენამ საჯარო რეესტრში თავი საზოგადოებიდან თავად ამოაშლევინა ,რაც
ეწინააღმდეგება კანონის მე-12(2)-ს,რომელიც ამბობს,რომ რეგისტრირებული მონაცემების
ცვლილება ხორციელდება სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, თუ წესდებით ან ამ
ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი გარიგებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
თანხის საკითი
ელენამ მოითხოვა მის მიერ განხორციელებული შენატანის 100 მილიონის დაბრუნება.

კანონის 110-ე მუხლის მეორე ნაწილი ამბობს,რომ 2. სხვა პარტნიორები ვალდებული არიან
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/გარიცხული პარტნიორი
გაათავისუფლონ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალებისგან და მას
გადაუხადონ კომპენსაცია იმ თანხის ოდენობით, რომელსაც იგი სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის შემთხვევაში მიიღებდა. სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასულ/გარიცხულ პარტნიორს უზრუნველყოფის
მოთხოვნის უფლება არ აქვს.
პირველ რიგში ,როგორც უკვე ავღნიშნეთ,ელენას ვადების დაუცველობის გამო არ ჰქონდა
საზოგადოების დატოვების უფლება,შესაბამისად, მას არ ექნებოდა თანხის მიღების
უფლებაც,თუმცაღა ვადები დაცული რომც ყოფილიყო ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ
ვივარაუდებთ ზუსტად 100 მილიონს მიიღებდა თუ არა ელენა საზოგადოების დაშლის
შემთხვევაში,ზოგადად მას შეეძლებოდა კომპენსაციის მიღება ,მისი წილის
შესაბამისად,თუმცაღა ზუსტად 100 მილიონს ვერ მოითხოვდა იგი.

2025 წლის 15 ივლისს კომანდიტური საზოგადოების კრედიტორმა, ბერნარდმა,


საზოგადოებას მოსთხოვა 2 მილიარდი დოლარის გადახდა. მისი მოთხოვნის საფუძველი
იყო 2022 წლის 10 მარტს დადებული ხელშეკრულება, რომლითაც კომანდიტურ
საზოგადოებას მიაწოდა სამშენებლო მასალები. ვინაიდან საზოგადოების ქონება საკმარისი
არ იქნებოდა, ბერნარდმა გადაწყვიტა მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მათ შორის საზოგადოების

18
კომანდიტების საგარანტიო თანხებიდანაც და შემთხვევით აღმოაჩინა რომ ელონა გასული
იყო საზოგადოებიდან, მიუხედავად ამისა, მან ელონას წინააღმდეგაც დააყენა მოთხოვნა 150
მილიონის გადახდაზე. თავის მხრივ ელონამ უარი განაცხადა კრედიტორის მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე ორი საფუძვლით: 1. ხელშეკრულებაზე ხელს აწერდა ჯემალი, რომლის
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იყო ნაკლიანი, რადგან ის საზოგადოების წევრი არ
იყო; და 2. ის გასული იყო საზოგადოებიდან და აღარ შეიძლება დაკისრებოდა
პასუხისმგებლობა.
ელენა 2021 წლის 21 ივნისს ამოშალა საჯარო რეესტრმა კომანდიტური
საზოგადოებიდან(ცალკე საკამატო საკითხია რამდენად კანონიერად მოხდა ელენას გასვლა
საზოგადოებიდან,რაზედაც ზემოთ უკვე ვიმსჯელეთ) ხოლო ბერნარდმა 2025 წლის 15
ივლიის მოითხოვა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ბერნარდს ,რა თქმა უნდა კომანდიტური
საზოგადოებისგან ჰქონდა მოთხოვნის უფლება 2022 წლის 10 მარტს დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა რამდენად ჰქონდა მას აღნიშნული ხელშეკრულების
დადების საფუძველზე მოთხოვნის უფლების უზრუნველყოფა ელონასგან,რომელმაც 2021
წლის 21 ივნისს დატოვა აღნიშნული საზოგადოება?!
კანონის 110-ე მუხლის მესამე ნაწილი ამბობს,რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოებიდან გასული/ გარიცხული პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოების კრედიტორების წინაშე ნაკისრი ის ვალდებულებები, რომლებიც
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან მის გასვლამდე/გარიცხვამდე
წარმოიშვა, ძალაში რჩება ამ პარტნიორის გასვლიდან/გარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში.
რადგანაც პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლიდან 3 წელზე მეტია გასული მოთხოვნის
წარმოშობის ხანდაზმულობის ვადა კრედიტორისთვის გასულია და შესაბამისად მას არ
შეუძლია ელენას მოსხოვოს 150 მილიონის გადახდა.ელენას მიერ წარმოდგენილი
საფუძვლები,რის გამოც ის თვლიდა,რომ ბერნარდის მოთხოვნა მას არ უნდა
დაეკმაყოფილებინა,კერძოდ1. ხელშეკრულებაზე ხელს აწერდა ჯემალი, რომლის
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იყო ნაკლიანი, რადგან ის საზოგადოების წევრი არ
იყო; და 2. ის გასული იყო საზოგადოებიდან და აღარ შეიძლება დაკისრებოდა
პასუხისმგებლობა არასწორია,რადგანაც ჯემალის წარმოამდგენლობითი უფლებამოსილება
არ ყოფილა ნაკლიანი და ასევე არც ის საფუძველია რელევანტური,რომ ის გასული იყო
საზოგადოებიდან ,რადგანაც როგორც უკვე ავღნიშნეთ კანონის 110-ე მუხლი იცავს მესამე
პირის უფლებამოსილებებს და მათ საშუალებას აძლევს საზოგადოებიდან გასულ
პარტნიორსაც კი 3 წლის განმალობაში მოთხოვონ მოთხოვნის უზრუნველყოფა.

პატივისცემით,ანა ზაზაძე

19

You might also like