You are on page 1of 9

სტუდენტის სახელი და გვარი______ანა ზაზაძე___________________________

კაზუსი 1 (15 ქულა)

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საქართველოს პარლამენტის


რეგლამენტის პროექტის თანახმად, რეგლამენტის 105-ემუხლის მე-11 პუნქტი
ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„11. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო


ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება ამ საკანონმდებლო წინადადების
ავტორი“.

განიხილეთ კაზუსი და იმსჯელეთ ინიცირებული პროექტის საქართველოს


კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე

კაზუსის ამოხსნა:
განსაჯადობა
პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, მოცემული შემთხვევა თავისი არსით
განეკუთვნება თუ არა კონსტიტუციურსამართლებრივი მოწესრიგების სფეროს და
არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. ამისათვის, საჭიროა,
განვსაზღვროთ სამართალურთიერთობის ხასიათი, ურთიერთობის მონაწილე
სუბიექტები და ის კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ისინი მოქმედებენ.
რაც შეეხება განსჯადობის საკითხს, მას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის
მე-60 მუხლი. როგორც ფაბულიდან ჩანს, შემთხვევა შესაბამისობაშია საქართველოს
კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან, რომლის თანახმადაც,
საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის,
მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული
ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს
სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების
შესახებ.
მოცემული შემთხვევის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, რეგლამენტის 105-ე
მუხლის მე-11 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„11. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო


ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება ამ საკანონმდებლო წინადადების
ავტორი“.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, დავადგინოთ, წარმოდგენილი გარემოებები
რამდენად თავსდება საკონსტიტუციო სამართლის სფეროში, რათა შევარჩიოთ
გამოსაყენებელი სამართალი.როგორც უკვე ვთქვით, ამისათვის, საჭიროა,
განვსაზღვროთ სამართალურთიერთობის ხასიათი, ამ ურთიერთობათა მონაწილე
სუბიექტები და ის კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ისინი მოქმედებენ.
დავიწყოთ პირველით ამ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებით, ესენია:
საქართველოს პარლამენტი და საკანონმდებლო წინადადების ავტორი. საქართველოს
პარლამენტი კონსტიტუციური ორგანოა, რომლის სტატუსი და უფლებამოსილებები
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა მისი ძირითადი
უფლებამოსილებების ხორციელდება საკონსტიტუციო სამართლის ფარგლებში. რაც
შეეხება საკანონმდებლო წინადადების ავტორს, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო წინადადების
წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს
(გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და
საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს. მათი
სტატუსი და უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა
და მათი ძირითადი უფლებამოსილებებიც ხორციელდება საკონსტიტუციო
სამართლის ფარგლებში. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი
შემთხვევა საკონსტიტუციოსამართლებრივ ხასიათს ატარებს და მისი შეფასება,
სათანადო კვალიფიკაციის მიცემა სწორედ საკონსტიტუციო სამართლისათვის
დამახასიათებელი პირობებისა და ნორმების შესაბამისად უნდა მოხდეს.
შუალედური დასკვნა: განსჯადობა პრობლემატური არ არის.

გასაჩივრებული ნორმის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან:

ჩვენთვის ცნობილია, რომ ნორმებს შორის არსებული იერარქიული


ურთიერთობიდან გამომდინარეობს პრინციპი „lex superior derogat legi inferiori“
(მაღალი რანგის ნორმა გამოდევნის დაბალი რანგისას). საქართველოს ,,ნორმატიული
აქტების შესახებ“ ორგანული კანონი კი ყველაზე მაღალ, პირველ საფეხურზე აყენებს
კონსტიტუციას, მაშასადამე უნდა შევამოწმოთ რამდენად კონსტიტუციურია
აღნიშნული კანონპროექტი. ვამოწმებთ , რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად
შემდეგი შინაარსის 11-ე პუნქტის 11“საკანონმდებლო წინადადების მიღების
შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება ამ
საკანონმდებლო წინადადების ავტორი“დამატებით ხომ არ ირღვევა კონსტიტუცია,
კონსტიტიუციურობის საკითხი.
„სამართლის ნებისმიერი ნორმა ექვემდებარება განმარტებას. სწორედ
განსხვავებული განმარტება ხდება საფუძველი, საბოლოოდ ნორმის სწორი
განმარტების მისაგნებად.“ - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო არაერთ
საქმეში.

რეგლამენტის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი გვეუბნება,რომ 1. საკანონმდებლო


წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ
პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი
წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში
ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ეს
ნაწილი თავისთავად გვეუბნება,რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორს არ აქვს
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

პირველ რიგში,ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან საკანონმდებლო ინიციატივა


და წინადადება.როგორც უკვე აღვნიშნეთ საკანონმდებლო წინადადება
პარლამენტისთვის წარდგენილი დასაბუთებული მიმართვაა ახალი კანონის
მიღების,კანონში ცვლილებების შეტანის ან ძალადაკარგულად გამოცხადების
თაობაზე,ხოლო რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას ,საქართველოს
კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი ნანწილის მიხედვით,საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება აქვთ: მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო
ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25000
ამომრჩეველს. როგორც უკვე ვნახეთ ერთმანეთისაგან მკვეთრადაა გამიჯნული
საკანონმდებლო ინიციატივა და წინადადება.
საკანონმდებლო ინიციატივასა და საკანონმდებლო წინადადებას შორის ძირითადი
სხვაობა მათ წარმდგენ პირებში მდგომარეობს,  ამასთან, საკანონმდებლო
ინიციატივას უკვე კანონპროექტის სახე აქვს, ხოლო საკანონმდებლო წინადადება
არის კანონის ზოგადი იდეა ან კონცეფცია. ცხადია,რადგანაც კონსტიტუცია 45-ე
მუხლით ზუსტად განსაზღვრავს იმ სუბიეტებს ,რომლებსაც საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება აქვთ,დაუშვებელია ჩვენ რეგლამენტით განვსაზღვრთ
საწინააღმდეგო და 105- ე მუხლის მე-11 ნაწილში გავაკეთოთ დათქმა,რომ
საკანონმდებლო წინადადების ავტორიც უნდა მივიჩნიოთ საკანონმდებლო
ინიციატივის ავტორად,აღნიშნული სრულ წინააღმდეგობაში მოდის
კონსტიტუციასთან.ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონის მე-10 მუხლის
1-ლი ნაწილის მიხედვით საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი
კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების
მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
კონსტიტუციას.შესაბამისად ამისა პარლამენტის რეგლამენტიც სრულიად უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და წინააღმდეგობაში არ უნდა
მოდიოდეს მასთან.
 105-ე მუხლის მე-11 პუნქტი სრულიად კონსტიტუციურია,რომელიც ამბობს,რომ
საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის
უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.აღნიშნული ჩვენ არ უნდა
გავიგოთ ისე თითქოს ამით საკანონმდებლო წინადადების ავტორი სრულიად
ჩამოცილდება საკანონმდებლო პროცესებს.არა,ეს ასე არ არის ,უბრალოდ წამყვანი
კომიტეტი ამ შემთხვევაში მოახდენს პარლამენტის წინაშე პროექტის წარდგენას და
მას დააანახებს იმ ასპექტებს ნათლად და გარკვევით ,რა ასპექტებიც პროექტშია
დასახული.
საბოლოო ჯამში საქართველოს კონსტიტუციის 45(1) მუხლის მიხედვით ,რადგანაც
უკვე ზუსტადაა განსაზღვრული და ჩამოყალიბებული თუ ვის ეკუთვნის
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ,შეუძლებელი და კონსტიტუციასთან
შეუსაბამოა,რომ რეგლემენტით წინადადების ავტორს მივანიჭოთ საკანონმდებლო
ინიციატორის სტატუსი.
აღნიშნულ შემთხვევაში 45-ე მუხლში არ გვაქვს ,,დამატება და სხვ.“ შესაბამისად ეს
ჩამონათვალი Numerus Clasusas პრინციპითაა გაწერილი შესაბამისად, მიმაჩნია რომ
პარლამენტის რეგლამენტში საკანონმდებლო წინადადების ავტორისთვის
საკანონმდებლო ინიციატორის სტატუსის მინიჭება ზემოთქმული lex superior derogat
legi inferiori პრინციპით გამოიდევნება, მაშასადამე არ იქნება კონსტიტუციური
ვინაიდან არ იქნება შესაბისი კონსტიტუციასთან.
ნორმის გრამატიკურ–სიტემური განმარტება/ანალიზით, ვფიქრობ რომ რეგლამენტის
კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.

დამატების სახით,საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ გერმანიის


პარლამენტში შექმნილია კომიტეტი, რომელიც ვალდებულია განიხილოს
ბუნდესტაგში შესული ყველა საკანონმდებლო წინადადება. აშშ–ში საკანონმდებლო
წინადადებაზე უფლება გამყარდა 1791 წელს პირველი საკონსტიტუციო ცვლილების
შედეგად. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება წინადადებით მიმართოს
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და მოითხოვოს კონკრეტული
ქმედების შესრულება. მოქალაქის მიერ გარკვეული რაოდენობის ხელმოწერების
დაგროვების შემდეგ კი, წინადადებას განიხილავს თეთრი სახლი. დიდ ბრიტანეთში,
ასევე, ნებისმიერ პირს შეუძლია წინადადებით მიმართოს მთავრობას.
საკანონმდებლო წინადადებას პირველ ეტაპზე (წინადადების შინაარსიდან
გამომდინარე) განიხილავს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყება, ხოლო გარკვეული
რაოდენობით ხელმოწერების დაგროვების შემდეგ საკითხზე პარლამენტში იმართება
დებატები.
ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საფუძვლები
შეესაბამება ლატვიისა და ფინეთის განხილულ მაგალითებს, რადგან, ერთი მხრივ,
წარმოდგენილმა ინიციატივამ უნდა დააკმაყოფილოს საკანონმდებლო ინიციატივის
ფორმალური მხარეები, ხოლო, მეორე მხრივ, ხდება წარმოდგენილი ინიციატივის
სამართლებრივი და ეკონომიკური მხარეების შესწავლა.
დასკვნა: რეგლამენტის კანონპროექტი არაკონსტიტუციურია

კაზუსი 2 (15 ქულა)

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პარლამენტის თანხმობაა


საჭირო პარლამენტის წევრის მანქანის და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისთვის, იმ
შემთვევაში, თუ აღნიშნული მანქანა და საცხოვრებელი ადგილი მის სახელზეა
რეგისტრირებული. პარლამენტის თანხმობა მიიღება ერთხმად.

განიხილეთ კაზუსი და იმსჯელეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის


ჰიპოტეტური ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე

კაზუსის ამოხსნა:

განსაჯადობა

პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, მოცემული შემთხვევა თავისი არსით


განეკუთვნება თუ არა კონსტიტუციურსამართლებრივი მოწესრიგების სფეროს და
არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. ამისათვის, საჭიროა,
განვსაზღვროთ სამართალურთიერთობის ხასიათი, ურთიერთობის მონაწილე
სუბიექტები და ის კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ისინი მოქმედებენ.
რაც შეეხება განსჯადობის საკითხს, მას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის
მე-60 მუხლი.როგორც ფაბულიდან ჩანს, შემთხვევა შესაბამისობაშია საქართველოს
კონსტიტუციის მე-60 მუხლთან.
აღნიშნული შემთხვევის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მიხედვით, პარლამენტის თანხმობაა საჭირო პარლამენტის წევრის მანქანის და
საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისთვის, იმ შემთვევაში, თუ აღნიშნული მანქანა და
საცხოვრებელი ადგილი მის სახელზეა რეგისტრირებული. პირველ რიგში,
აუცილებელია, დავადგინოთ, წარმოდგენილი გარემოებები რამდენად თავსდება
საკონსტიტუციო სამართლის სფეროში, რათა შევარჩიოთ გამოსაყენებელი
სამართალი. ამისათვის, საჭიროა, განვსაზღვროთ სამართალურთიერთობის ხასიათი,
ამ ურთიერთობათა მონაწილე სუბიექტები და ის კანონმდებლობა, რომლის
საფუძველზეც ისინი მოქმედებენ. საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციური
ორგანოა, რომლის სტატუსი და უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს
კონსტიტუციითა მისი ძირითადი უფლებამოსილებების ხორციელდება
საკონსტიტუციო სამართლის ფარგლებში. პარლამენტი შედგება
პარლამენტარებისგან შესაბამისად, კაზუსში წარმოდგენილი ორგანოები
წარმოადგენენ კონსტიტუციურ ორგანოებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას,
რომ წარმოდგენილი შემთხვევა საკონსტიტუციო სამართლებრივ ხასიათს ატარებს
და მისი შეფასება, სათანადო კვალიფიკაციის მიცემა სწორედ საკონსტიტუციო
სამართლისათვის დამახასიათებელი პირობებისა და ნორმების შესაბამისად უნდა
მოხდეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით,
საკონსტიტუციოს სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იღებს
გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე.
მართალია ნორმის გამსაჩივრებელი არ ჩანს, მაგრამ ვვარაუდობთ რომ ამ ნაწილში
ფაბულა პრობლემატურ საკითხს არ ადგენს.

შუალედური დასკვნა:შესაბამისად განსჯადობასთან დაკავშირებით პრობლემა არ


არსებობს.
საკონსტიტუციოსამართლებრივი კანონმდებლობა:
მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითზე, რომ ნორმატიული აქტების
შესახებ ორგანული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით საქართველოს
კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული
ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს
აღნიშნული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლის
კონსტიტუციურობა.
საქართველოს კონსტიუციის 39–ე მუხლის მეორე ნაწილით ,,პარლამენტის წევრის .....
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება
მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე
წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ
პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის
დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ზოგადად კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეორე პუნქტით ადამიანის პირადი სივრცე
ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა
მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს
ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით,
სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული
გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების
შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც
შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
საკონსტიტუციო სამართლებრივი კანონმდებლობა სახეზეა.
III. ფაქტების შეფასება
ფაქტი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პრივილეგიით აღჭურავს პარლამენტარსა
და ასევე მისი ოჯახის წევრს.
ნორმა

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და 39-ე მუხლები

სუბსუმბცია
იმის შესაფასებლად, რამდენად თანხვედრაშია კოდექსის მუხლი კონსტიტუციასთან,
საჭიროა აღნიშნული სამი ნორმის (კაზუსის სსსკ ნორმის, საქართველოს
კონტიტუციის 39-ე და მე-15 მუხლების ანალიზი – განმარტება. )
უპირველეს ყოვლისა თავდაპირველად: ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
თანახმად, პარლამენტის თანხმობაა საჭირო პარლამენტის წევრის მანქანის და
საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისთვის“ ... ნორმის ამ ნაწილამდე პრობლემატური
არარის ვინაიდან იგი შეესაბამება კონსტიტუციის 39-ე და მე-15 მუხლებს, მაგრამ
ჩვენ უნდა განვხილოთ შემდეგი წინადადება: ,, იმ შემთვევაში, თუ აღნიშნული
მანქანა და საცხოვრებელი ადგილი მის სახელზეა რეგისტრირებული.’’
ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ვაწყდებით არაკონსტიტუციურობას,რადგანაც
კონსტიტუცია გვეუბნება,რომ  პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება
მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. აღნიშნული სსსკ-ის ჰიპოტეტური
ნორმა კი ამბობს,რომ აღნიშნული საცხოვრებელი და მანქანა აუცილებლად უნდა
იყოს მასზე რეგისტრირებული,რაც არასწორი და კონსტიტუციასთან შეუსაბამო
მგონია,რადგანაც შესაძლოა პარლამენტის წევრი სულაც ნაქირავებ ბინაში
ცხოვრობდეს,ან ახლობელთან,ან სახლი იყოს მისი მშობლების ან მეუღლის/შვილის
საკუთრებაში და არა მის სახელზე.შესაბამისად აღნინშული ჰიპოტეტური ნორმა
ჩემი აზრით აწესებს ზედმეტად მაღალ სტანდარტებს,რისი დაცვაც ფაქტიურად
შეუძლებელი იქნება და უამრავ პარლამენტის წევრს დააკარგინებს იმუნიტეტით
სარგებლობის უფლებას.ასევეა მანქანით სარგებლობის შემთხვევაში ,შესაძლოა
მანქანა როლითაც პარლამენტის წევრი გადაადგილდება სულ არ იყოს მის
საკუთრებაში,ამ შემთვევაში არ უნდა იცავდეს კანონი მას? ეს სრულიად აფსურდია
და არაკონსტიტუციური.

სისტემური განმარტება მოითხოვს, რომ სამართლის ნორმა წავიკითხოთ სხვა


ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად. ქვემდგომი ნორმა უნდა
შეესაბამებოდეს ზემდგომ ნორმას. საბოლოო ჯამში კი, სამართლის ნებისმიერი
ნორმა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსი ნორმათა იერარქიაში უფრო დაბალ საფეხურზეა ვიდრე საქართველოს
კონსტიტუცია მაშასადამე ის შესაბამისობაში უნდა იყოს მასთან. საინტერესო იქნება
სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ტელეოლოგიური განმარტებაც და იმის
დადგენა, თუ რა მიზანი ამოძრავებდა კანონმდებელს, როდესაც მუხლში მიუთითა
პარლამენტარის სახელზე რეგისტრირებული მანქანა ან/და საცხოვრებელი სახლი.
ჩემი აზრით, ზოგადად პარლამენტის წევრებზე აღნიშნული პრივილეგიის
გავრცელება სწორია ვინაიდან კონსტიტუციური ნორმის მიზანია დაიცვას არჩეული
წარმომადგენლების თანამდებობის პირთა დამოუკიდებლობა, რათა მათ თავიანთი
უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უკანონოდ არ შეეშალოთ ხელი და
მეტიც დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას ხელი შეეწყოთ. როგორც
ვიცით, იმუნიტეტი წარმოადგენს პარლამენტარის, როგორც საჯარო პოლიტიკურ–
სამართლებრივი სუბიექტის პრივილეგიას, რომლის მიზანიცაა პარლამენტის
დემოკრატიული ფუნქციონირების უზრუნველყოფა . შესაბამისად იმ დამატებითი
დაბრკოლების დადგენა,რომ კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავს პარლამენტის
წევრს თუ მის საკუთრებაშია საცხოვრებელი ადგილი ან მანქანა რომლითაც
გადაადგილდება აღნიშნული გაართულებს პარლამენტის წევრების მიერ
იმუნიტეტით სარგებლობას და ნორმალურ ფუნქციონირებას.
რომ ვიმსჯელოთ არა პარლამენტარის,არამედ დაუშვათ(ჰიპოტეტურად) მისი
ოჯახის წევრის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე,გრამატიკული განმარტების თანახმად,
კონსტიტუციის 39 და მე-15 მუხლები სიტყვა-სიტყვით ადგენს, რომ ,,პარლამენტის
წევრის ... მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის’’ შესაბამისად არაფერია
ნათქვამი ოჯახის წევრზე, მაშადამე სიტყვასიტყვითი განმარტებით სსსკ მესამე
მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ოჯახის წევრი არის მეუღლე, არასრულწლოვანი
შვილი და გერი, აგრეთვე ეჭვმიტანელთან, ბრალდებულთან ან განსასჯელთან
მუდმივად მცხოვრები პირი. მაშასადამე პირები რომლებიც მასთან ერთად
ცხოვრობენ, ასე რომ ოჯახის წევრის სახლში ჩხრეკის ჩატარება თავისთავში მოიცავს
პარლამენტარის სახლში ჩხრეკის ჩატარებას რაც იმუნიტეტის მნიშვნელობას
უპირისპირდება სწორედ აღნიშნულს იცავს კონსტიტუცია, ბინაში ჩაწერილი იქნება
პარლამენტარიც. რაც შეეხება მანქანას, ის ინდივიდუალურ საკუთრებად მიმაჩნია და
(იურიდიული ფიქციით ისიც ხომ უძრავი ნივთია) შესაბამისად ვფიქრიბ,რომ
მანქანის ჩხრეკის შემთხვევაში იმუნიტეტი არ უნდა გავრცელდეს, ვინაიდან მანქანის
მფლობელობა სხვანაირად ვერ დასტურდება თუ არა საჯარო რეესტრის ამონაწერით
და საჯარო რეესტრში ოჯახის წევრის სახელზე გაფორმებით მფლობელად
პარლამენტარს ვერ განვიხილავთ. მაგრამ გამონაკლის შემთხვევასაც დავასახელებ
ასე რომ განვიხილოთ, რომ თავად პარლამენტარი მართავს მანქანას (გინდაც სხვის
სახელზე მყოფს) და მაშინ განხორციელდეს ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე
არასწორი იქნება. ვინაიდან იმუნიტეტის მიზანია პარლამენტარის დაცვა და
მფლობელობასაც მოიაზრებს ამ შემთხვევაში,ჩემი აზრით,რა თქმა უნდა.

დასკვნა
მაშასადამე,ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის ჰიპოთეტური ნორმა შეუსაბამოა საქართელოს
კონსტიტუციასთან.
პატივისცემით,ანა ზაზაძე.

You might also like