You are on page 1of 6

ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 832. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან

1. თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს


მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს
დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის
მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი
თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისგან, რამდენიც
მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების
განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
2. თუ დამზღვევის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეხება მასთან ერთად
მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მაშინ უფლების გადასვლა გამორიცხულია, როცა
ოჯახის წევრმა ზიანი განზრახ გამოიწვია.

I. შესავალი ............................................................................................................................................................ 1

II. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................ 2

III. ნორმის შინაარსი ........................................................................................................................................... 3

1. ნორმის სისტემური განლაგება ................................................................................................................. 3


2. ნორმის გამოყენების წინაპირობები ........................................................................................................ 3
3. ხანდაზმულობის ვადის დადგენის პრობლემა ..................................................................................... 4
4. დაზღვევის უარი მოთხოვნის უფლებაზე .............................................................................................. 5
5. სუბროგაციის უფლების გამოყენების დაუშვებლობა .......................................................................... 5

I. შესავალი

სუბროგაციის პრინციპი, ქონების დაზღვევაში დამკვიდრებული სხვა პრინციპების 1


მსგავსად, ანაზღაურების დოქტრინას ემყარება. Status quo-ს აღდგენისა და მოგების
მიღების აკრძალვის მიზნით განისაზღვრება სუბროგაციის შინაარსიც.1 ზიანის
მიმყენებლის მიმართ არსებული მოთხოვნის მზღვეველზე გადასვლით
გამოირიცხება დამზღვევის მიერ ორმაგი ანაზღაურების მიღება. შესაბამისად,
სადაზღვევო ურთიერთობაში სუბროგაცია უპირველესად უსაფუძვლო
გამდიდრების პრევენციის საშუალებას წარმოადგენს.

ამ მიზნის განსახორციელებლად სუბროგაციის პრინციპი ხელშეკრულების 2


მხარეებს თანაბარ შეზღუდვებს უწესებს. კერძოდ, ერთი მხრივ, დამზღვევს
ეკრძალება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მესამე პირის მიმართ დაყენება.
ხოლო, თავის მხრივ, მზღვეველი იზღუდება იმით, რომ მას მხოლოდ დამზღვევის
სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების შემდეგ შეუძლია მოთხოვნის დაყენება და
ისიც იმ ფარგლებში, რაც აანაზღაურა. შესაბამისად, მოგების მიღება ამ
თვალსაზრისით, მზღვეველსაც ეკრძალება.

1 Cannar, Essential Cases in Insurance Law, Woodhead-Faulkner, Cambridge, 1985, p. 9.


1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

სუბროგაცია იცავს დამზღვევის ინტერესს, რადგან მზღვეველი მის მიმართ


3 დამდგარ ზიანს ანაზღაურებს. აღნიშნული დამზღვევს აზოგინებს როგორც დროს,
ისე იმ სირთულეს, რომელიც დამზღვევის ზიანის მიმყენებელთან ურთიერთობას
უკავშირდება.2 მეორე მხრივ, სუბროგაცია იცავს მზღვეველის ინტერესსაც,
მოახდინოს საკუთარი ხარჯების კომპენსაცია.3 სუბროგაციის გამოყენება
სადაზღვევო კომპანიას დამატებითი შემოსავალის მიღებისა და სადაზღვევო
რეზერვების დაგოზგვის შესაძლებლობას აძლევს.4

4 საბოლოოდ, სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის მიმყენებლისთვის მოთხოვნის


წარდგენით, მიიღწევა არა მხოლოდ მხარეთა ინტერესების დაცვა, არამედ
სამართლიანობის აღდგენა ბრალეული სუბიექტისთვის პასუხისმგებლობის
დაკისრების გზით.

II. ნორმის მიზანი

5 832 მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ სახეს წარმოადგენს. აღნიშნული


დაზღვევის სამართალში სუბროგაციის სახელით არის ცნობილი. „ნორმა
განსაზღვრავს მზღვეველის შესაძლებლობას, ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში
დაიკმაყოფილოს საკუთარი ინტერესი დაზარალებული პირის მოთხოვნის
უფლების ხარჯზე.“5

6 სუბრიგაციის დროს ერთსა და იმავე ვალდებულებით-სამართლებრივ


ურთიერთობაში ერთი პირის (დამზღვევის) ადგილს იკავებს მეორე (მზღვეველი).
ზიანის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორის ჩანაცვლების
პრინციპის დანერგვა, სასამართლოს განმარტებით, „შესაძლოა ემსახურებოდეს
როგორც დაზღვეულის, ასევე მესამე პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან
აცილებას.“6

7 ერთ-ერთ საქმეზე7 საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „აღნიშნული ნორმით


გათვალიწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ
მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი
პირის მიმართ... მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“
პრინციპის სახით.“

2 ნიავაძე ნ., სუბროგაცია და რეგრესი დაზღვევის სამართალში, შედარებითი სამართლებრივი ანალიზი,


თბილისი, 2012, გვ. 24.
3 იქვე, გვ. 8.

4 იქვე, გვ. 24.

5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის # ას-581-549-2011 განჩინება.

6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის # ას-663-624-2011 განჩინება.

7 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის # ას-581-549-2011 განჩინება.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

III. ნორმის შინაარსი

1. ნორმის სისტემური განლაგება

მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსში 832-ის სისტემური განლაგების 8


გათვალისწინება. აღნიშნული სუბროგაციის არსის დაზუსტების აუცილებელ
წინაპირობას წარმოადგენს.

საკასაციო პალატა ერთ-ერთ დავაზე8 მსჯელობისას მიუთითებს, რომ 832-ს 9


სისტემური განლაგება დაზღვევის მომწესრიგებელ ნორმებს შორის თავისთავად
გამორიცხავს მის გამოყენებას სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში.

მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სიცოცხლის დაზღვევის 10


სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის
დადგომისას, დაზღვეულ პირს წარმოეშობა ორმაგი მოთხოვნის უფლება, თუმცა
მზღვეველს არა აქვს უფლება, გასცეს სადაზღვევო საზღაური და შემდგომ ზიანის
მიმყენებელს მოსთხოვოს ეს თანხა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, 832-ე მუხლი, როგორც სპეციალური ურთიერთობის
მომწესრიგებელი ნორმა, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული
ანალოგიით, ვინაიდან ნორმის ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს კანონის
ობიექტური მიზნებიდან.“9

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 832 კანონმდებლის მიერ ასახულ იქნა 11


არა დაზღვევის შესახებ ზოგად დებულებათა გვერდით, არამედ ზიანის (ქონების)
დაზღვევის მომწესრიგებელ ნორმათა შორის, რომლის გამოყენებაც განსახილველ
შემთხვევაში დაუშვებელია მისი საგამონაკლისო ხასიათიდან გამომდინარე.10

2. ნორმის გამოყენების წინაპირობები

მზღვეველის მიერ სუბროგაციის უფლების გამოყენებისათვის 832 I-ით 12


დადგენილია გარკვეული წინაპირობები. კერძოდ, მზღვეველმა ზიანი
თავდაპირველად უნდა აანაზღაუროს დამზღვევის სასარგებლოდ. ნორმის
მიხედვით, მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს
ზიანს. შესაბამისად, მზღვეველს მeსამე პირისადმი მოთხოვნის უფლება ენიჭება
ზიანის ანაზღაურების შედეგად. ამასთან, მზღვეველს უფლება აქვს, მესამე
პირისგან მოითხოვოს იმ ოდენობის შესრულება, რაც მან დამზღვევის
სასარგებლოდ განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მზღვეველის
უსაფუძვლო გამდიდრების პრობლემა. მაგალითად, საერთაშორისო სადაზღვევო
პრაქტიკისათვის ცნობილ ერთ-ერთ საქმეში11 ზიანის მიმყენებლისათვის
მოთხოვნის წაყენების პროცესში გირვანქა სტერლინგი გაუფასურდა, რის
შედეგადაც სხვაობამ მზღვეველის მიერ გადახდილ და მისაღებ თანხას შორის

8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის # ას-663-624-2011 განჩინება.


9 იქვე.
10 იქვე.

11 Yorkshire Insurance Co. Ltd v. Nisbet Shipping Co.Ltd.,1961.

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

შეადგინა 55.000 გირვანქა სტერლინგი. საერთაშორისო სადაზღვევო დოქტრინაში


დამკვიდრებული წესის მიხედვით, ნამეტი ეკუთვნის დამზღვევს.12

13 აღსანიშნავია, რომ მეორე წინაპირობა პირდაპირ არ არის დადგენილი


განსახილველ ნორმაში. თუმცა, ის გამომდინარეობს სუბროგაციის დოქტრინიდან
და ემსახურება როგორც მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციას, ისე
საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებსაც. ჰიპოთეტურად, მეორე წინაპირობით
დადგენილი მოთხოვნის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია თავად
მზღვეველს გაუჩნდეს დაზღვეული ობიექტის განზრახ დაზიანების მოტივაცია
(შდრ. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინას — 799-ის კომენტ. და 820-ის კომენტ.).

3. ხანდაზმულობის ვადის დადგენის პრობლემა

14 გარკვეულ შემთხვევებში 832-ის გამოყენებისას ხანდაზმულობის ვადის დადგენის


სწორი კრიტერიუმის განსაზღვრა შეიძლება გართულდეს. მაგალითად, ერთ-ერთ
საქმეში13 მხარეებს შორის დაიდო მალფუჭებადი ტვირთის დაზღვევის
ხელშეკრულება. დაზღვეული ტვირთი, ქათმის გაყინული ხორცი,
გადაიზიდებოდა ფოთის სადგურიდან ბიშკეკის მიმართულებით. დანიშნულების
ადგილას ჩასული ტრანზიტული ტვირთი ადგილზე გადმოტვირთვისას
დაზიანებული აღმოჩნდა. აღნიშნულის მიზეზად ტრანსპორტირების პროცესში
ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა დასახელდა. სადაზღვევო კომპანიამ
ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოსარგებლეს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი
და თავად საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი 832-ს
საფუძველზე.

15 განსახილველ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ხანდაზმულობის ვადის


ათვლას. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
მზღვეველის სარჩელი, რის მიზეზადაც ხანდაზმულობის სპეციალური ვადის
გასვლა მიუთითა. სასამართლოს განმარტებით, 832-თი გათვალისწინებული
მზღვეველის უფლება წარმოიშობა მის მიერ ზიანის სრულად ანაზღაურების
მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადა კი მოცემულ შემთხვევაში უნდა
განსაზღვრულიყო 699-ს მიხედვით, რომელიც გადაზიდვებიდან გამომდინარე
უფლებებისთვის ხანდაზმულობის სპეციალურ ერთწლიან ვადის ადგენდა.
მზღვეველის მიერ აღნიშნული ვადის დარღვევა სასამართლომ სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის წინაპირობად ჩათვალა.

16 სააპელაციო სასამართლომ, ქვედა ინსტანციისგან განსხვავებით, მიიჩნია, რომ


მზღვეველის მიერ სარჩელი აღძრული იქნა „არა გადაზიდვის ურთიერთობიდან
გამომდინარე უფლებების დარღვევის ფაქტზე, არამედ მზღვეველის მიერ
რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლების საფუძველზე.“ სააპელაციო
სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ არ არის
დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, მოცემულ შემთხვევაში

12 Cannar, Essential Cases in Insurance Law, Woodhead-Faulkner, Cambridge, 1985, p. 10.


13 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის # ას-581-549-2011 განჩინება.

4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

გამოყენებული უნდა ყოფილიყო 128 III. ასეთი ლოგიკის საფუძველზე


სააპელაციო პალატამ საქმე მზღვეველის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო პალატის პოზიციას მიემხრო იმის შესახებ, 17


რომ სადავო ურთიერთობა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა 699 და
სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია. 832-ს განმარტებისას საკასაციო სასამართლომ
მიუთითა, რომ ასეთ დროს მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ
კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. შესაბამისად,
სასამართლოს განმარტებით, თუ დამზღვევის მოთხოვნა ზიანის მიმყენებლის
მიმართ ხანდაზმულია, ხანდაზმული იქნება მზღვეველის მოთხოვნაც.

4. დაზღვევის უარი მოთხოვნის უფლებაზე

მნიშვნელოვანი დანაწესია მოცემული 832 I 2-ში. ნორმის მიხედვით, თუ 18


დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი
მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება
ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისგან, რამდენიც მას შეეძლო
მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან
მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

5. სუბროგაციის უფლების გამოყენების დაუშვებლობა

მნიშვნელოვანია 832 II-ით დადგენილი სუბროგაციის გამოყენების აკრძალვა. 19


ნორმის მიხედვით, თუ დამზღვევის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე
ეხება მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მაშინ უფლების გადასვლა
გამორიცხულია, როცა ოჯახის წევრმა ზიანი განზრახ გამოიწვია. იურიდიულ
ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება ნორმაში ტექნიკური ხარვეზის
არსებობის თაობაზე. კერძოდ, ამ მოსაზრების მიხედვით, 832 II-ში გამორჩენილია
სიტყვა - არ და ნორმა შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს: როცა ოჯახის წევრმა
ზიანი განზრახ არ გამოიწვია.14

აღნიშნულ მოსაზრებას ლოგიკური ახსნა აქვს: კანონმდებელი დამზღვევის 20


ოჯახის წევრის მიერ გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის საფუძველზე
მზღვეველის მიერ სუბროგაციის უფლების გამოყენებას გაუმართლებლად
მიიჩნევს.

მეორე მხრივ, შესაძლოა კანონმდებელი არსებული ფორმულირებით 829-ში 21


გატარებულ აზრს იმეორებდეს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 829
მხოლოდ უხეშ გაუფრთხილებლობაზე მიუთითებს. დამზღვევის ოჯახის წევრის
მიერ ზიანის განზრახ გამოწვევისას მოთხოვნის უფლების დაუშვებლობა
ანაზღაურების ვალდებულების არარსებობით აიხსნება. ასეთი ლოგიკით,
დამზღვევის ოჯახის წევრის მიერ დაზღვეული ობიექტისადმი ზიანის გაზრახ
მიყენება უთანაბრდება დამზღვევის ამგვარ ქმედებას და, სამართლებრივი

14 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, 2001, მუხ. 832, გვ. 153.
5
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

შედეგის თვალსაზრისით, მზღვეველის ანაზღაურების ვალდებულებისგან


გათავისუფლებას იწვევს. შესაბამისად, თუ არ არსებობს ანაზღაურების
ვალდებულება, სახეზე არც სუბროგაციის წინაპირობა იქნება და გამოირიცხება
მოთხოვნის უფლების გადასვლა.

22 ორივე ინტერპრეტაციით, კანონმდებელი დამზღვევს დაზღვეული ობიექტისადმი


განსაკუთრებული გულისხმიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნულ
ვალდებულებაში დამზღვევის გავლენის სფეროში მყოფ პირებსაც აქცევს.

6
ქეთევან ირემაშვილი

You might also like