You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

მუხლი 502. ნივთის შენახვის ხარჯები

მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე მხარის ხარჯზე


ნივთი შეინახოს მესამე პირის საწყობში, თუ აქედან არ წარმოიშობა არათანაზომიერი
ხარჯები.

I. ზოგადად
მოწესრიგება ავსებს და აკონკრეტებს მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ 1
ნივთის შენახვის ვალდებულებას.1 კერძოდ პირი, რომელიც კონკრეტული
შემადგენლობის გათვალისწინებით, ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე
მხარის ხარჯზე შეინახოვს ნივთი მესამე პირის საწობში. ასეთი ხარჯები თანაზომიერია
და დაეკისრება მეორე მხარეს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ვითარების,
პირობებისა და გარემოებების გათვალისწინებით ის შესაბამისია მხარის ინტერესების
დაცვის უზრუნველსაყოფად.

II. შემადგენლობა

1. ზოგადად
მოწესრიგების შესაბამისად, პირი, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, 2
უფლებამოსილია, შეინახოს იგი მესამე პირის საწყობში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
აქედან წარმოშობილი ხარჯები არ იქნება არათანაზომიერი. ცხადია, ხარჯების
არათანაზომიერება თავისთავად არ გამორიცხავდეს ნივთის შენახვის
უფლებამოსილებას, თუმცა, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ხარჯების ანაზღაურების
მოთხოვნის ფარგლები (ოდენობა) ვალდებული პირისაგან.2

2. ხარჯების თანაზომიერება
ხარჯების თანაზომიერება შესაძლებელია ნივთის ღირებულების, თვისებებისა და სხვა 3
ფაქტორების გათვლისიწნებით, თავად მესამე პირის საწობში შენახვის
გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს. თუმცა შესაძლოა, თავად გადაწყვეტილება
გამართლებული იყოს, მაგრამ შენახვის ხარჯების ოდენობა იყოს არათანაზომიერი.
ხარჯების ოდენობა თანაზომიერია, თუ ის შეესაბამება მსგავსი მომსახურებისათვის
ჩვეულებრივ გავრცელებულ საბაზრო ღირებულებას.

3. მესამე პირის შერჩევა


მესამე პირის შერჩევა ერთიმხრივ უნდა მოხდეს მომსახურების საფასურის 4
შესაბამისობის გათვალისწინებით. მეორემხრივ კი შერჩეული მესამე პირი შესაბამისი
უნდა იყოს დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად. თუ პირი ვერ უზრუნველყოფს
იმ პირობებს, რაც აუცილებელია ნივთის შესაბამის მდგომარეობაში შესანახად, მხარე,
რომელმაც იგი შეარჩია, პასუხისმგებელი იქნება შუესაბამო არჩევანის გამო

1შდრ. ანალოგიურად MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 2.


2MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 86 CISG, Rn. 2; Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012,
Art. 87, Rn. 3.
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

წარმოშობილი ზიანისათვის.3 მხარის პასუხისმგებლობა ნივთის მესამე პირთან


შენახვის შემთხვევაში უპირველესად სწორედ მესამე პირის სწორად და გულისხმიერად
შერჩევაში გამოიხატება. მესამე პირის მიერ შემდგომ ვალდებულების დარღვევა, თუ
აღნიშნული მხარის მიერ წინასწარ შეცნობადი არ იყო, გამორიცხავს მხარის
პასუხისგმებლობას მესამე პირთა ქმედებების გამო.4

5 მესამე პირთან ნივთის შენახვის შემთხვევაში, როგორც წესი, მხარეს არ მოეთხოვება


დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება, გარდა იმ შემთხვვისა თუ ჩვეულებით სხვა
რამე არის დადგენილი. ასეთი მოლოდინი შესაძლებელია გამართლებული იყოს იმ
შემთხვევაში, თუ მესამე პირი (შემნახველი) ხელშეკრულებით გამორიცხავს საკუთარ
პასუხისგმებლობას ნივთის შენახვის განმავლობაში.5 ასეთ შემთხვევაში, დაზღვევის
ხელშეკრულების გაუფორმებლობა შესაძლოა არაძირითადი ვალდებულების
დარღვევად ჩაითვალოს და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც კი დააფუძნოს.6

6 მესამე პირისათვის ნივთის შესანახად გადაცემა, ვენის ნასყიდობის მოწესრიგების


მსგავსად, ქართულ სამართალშიც (434-441-ე მუხლებით გათვალისწინებული
შემთხვევების გარდა) არ ჩაითვლება შესრულებად.7

III. მტკიცების ტვირთი


7 ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება განისაზღვრება მე-500 და 501-ე მუხლების
შესაბამისად.8 მესამე პირთან ნივთის შესანახად მიბარების აუცილებლობისა და
გაწეული ხარჯების თანაზომიერების ტვირთი იმ პირს ეკისრება, რომელიც ითხოვს
შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას.9

3 Saenger, Beck OK BGB, Art. 87 CISG, Rn. 3; MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 3; Magnus, in
Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 87, Rn. 5.
4 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 4

5 Saenger, Beck OK BGB, Art. 87 CISG, Rn. 3; Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 87,

Rn. 6.
6 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 3.

7 Saenger, Beck OK BGB, Art. 87 CISG, Rn. 4; Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 87,

Rn. 7; განსხვავებული მოწესრიგება იხ. გსკ-ის 378-ე პარაგრაფი.


8 შდრ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 87 CISG, Rn. 6.

9 Magnus, in Staudinger BGB, Buch 2, CISG, 16. Aufl., 2012, Art. 87, Rn. 9.

2
სოფიო ჩაჩავა

You might also like