You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

მუხლი 478. მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის,


გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების
დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები —
მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 1

I. ზოგადად

ნორმა გამყიდველსა და მყიდველს შორის შიდა ურთიერთობას აწესრიგებს.1 მუხლი 1


მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებისათვის
აუცილებელ ხარჯებზე ვრცელდება. მოწესრიგება არ მოიცავს ერთ-ერთი მხარის
ინიციატივით მისთვის საჭირო მომსახურების ხარჯებს, როგორიცაა თარჯიმანის,
კონსულტანტის, მაკლერის თუ სხვა დამატებით მომსახურების საფასური.2

მოწესრიგება ეფუძნება ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად მხარემ რომლის


პასუხისმგებლობის სფეროშიც შედის ვალდებულება უნდა იკისროს აღნიშნული
ვალდებულების შესრულების ხარჯებიც.3

ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხარჯების 2


განაწილების ამ ნორმისაგან განსხვავებული პირობებზე.4

II. შემადგენლობა
ხარჯების მოცულობა და ფარგლები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია 3
ვალდებულების შესრულების შესახებ შეთნახმება. ამ თვალსაზრისით უნდა გაიმიჯნოს,
სახეზეა ე. წ. მიტანის, გაგზავნის თუ წამოღების ვალდებულება.5

ხარჯების მიკუთვნება მხარეთა რისკის სფეროში შემავალი ვალდებულებების 4


შესაბამისად ხდება. გამართლებულია, პირმა იკისროს ხარჯები იმ მოქმედებებსა თუ
ვალდებულებებზე, რომელთა შესრულებაზეც თავად არის პასუხისმგებელი.6

ვალდებულების შესრულების ადგილი განსაზღვრავს ხარჯების განაწილების პრინციპს. 5


კერძოდ, მიწოდების ადგილამდე წარმოშობილი ხარჯები, როგორც წესი, გამყიდველს

1 Faust, in Beck OK BGB, § 448, Rn. 1.


2 შდრ. MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 1-2.
3 Saenger, in Beck OK BGB, Art. 31 CISG, Rn. 20.
4 Saenger, in Beck OK BGB, Art. 31 CISG, Rn. 20; Faust, in Beck OK BGB, § 448, Rn. 2.
5 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 198.

6 MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 31 CISG, Rn. 24, 25; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn.

3
1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

ეკისრება, ხოლო მიწოდების ადგილიდან წარმოშობილი ხარჯი, როგორც წესი,


მყიდველს დაეკისრება.7

6 თუ მიტანის ვალდებულების შესასრულებად ხარჯები გამყიდველს უნდა დაეკისროს,


გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში აღნიშნული, როგორც წესი, მყიდველის
ხარჯზე ხორციელდება. გამიდველმა უნდა იკისროს მხოლოდ გადამზიდველისათვის
მიწოდებისა და შესაბამისი შეფუთვით უზრუნველყოფის ხარჯები.8

7 წამოღების ვალდებულების ფარგლებში გამყიდველმა უნდა მოამზადოს და


გამოაცალკევოს ნივთი და გადადოს წამოღებისათვის მზა მდგომარეობაში.9

8 478-ე მუხლით გათვალისწინებული შეფუთვის ხარჯები გამყიდველს ეკისრება


იმდენად, რამდენადაც შეფუთვა ნივთის გადაცემისათვის აუცილებელია. ასეთად
ჩაითვლება მაგალითად, თუ მყიდველი ნივთის წამოღებას ვერ ახორციელებს სათანადო
შეფუთვის არარსებობის გამო, რომლის გარეშეც მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია
ან სარისკო. გამყიდველმა შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ნივთის წასაღებ
მდგომარეობაში გამოცალკევება, მათ შორის შეუფთვა და იკისროს შესაბამისი
ხარჯები.10

9 მიტანის ვალდებულების შემთხვევაში, გამყიდველი პასუხს აგებს ნივთზე მის


მყიდველისათვის მიწოდებამე და მყიდველის მიერ ნივთის მიღებამდე. შესაბამისად
როგორც ტრანსპრტირების, ასევე შეფუთვის, აწონვის და, მათ შორის, გადმოტვირთვის
ხარჯები სწორედ გამყიდველს ეკისრება. გამყიდველი, როგორც შესრულების ადგილზე
ნივთის გადაცემის მომენტამდე ნივთზე რისკის მატარებელი, თავად არის
პასუხისმგებელი ნებისმიერ ხარჯებისთვის, მათ შორის მესამე პირის მომსახურებით
სარგებლობის, ტვირთის დაზღვევის ხარჯებისათვის.11 478-ე მუხლის ფორმულირება
იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალიწინებული, მიტანის ვალდებულებაზე შეთანხმება გულისხმობს მიტანასთან
დაკავშირებული ხარჯების გამყიდველისათვის მიკუთვნებას.12

10 გაგზავნის ვალდებულება მყიდველის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება.13


რისკი მყიდველზე გადადის გამყიდველის მიერ ტრანსპორტირებისთვის გადაცემის
მომენტიდან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამყიდველმა ვალდებულების
შესრულებლად „თავისმხრიდან სავალდებულო განახორციელა“.14 კერძოდ,
გამყიდველი პასუხისმგებელია ხარჯებზე, რომელიც გადამზიდველისათვის
ხელშეკრულების შესაბამის მგდომარეობაში ნივთის გადაცემას უზრუნველყოფს.
მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები მყიდველს ეკისრება.

7 Saenger, in Beck OK BGB, Art. 31 CISG, Rn. 20.


8 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 448, Rn. 8.
9 MüKo/Gruber, BGB, 7. Aufl., 2016, Art. 31 CISG, Rn. 24; MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 4.

10 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 4.

11 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 5.

12 Faust, in Beck OK BGB, § 448, Rn. 5.

13 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 6.

14 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 198.

2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 23 მარტი, 2016

გადაცემისაგან განსხვავებით, მიღების ვალდებულება მყიდველს ეკისრება. 11


შესაბამისად, მასვე დაეკისრება ხარჯები რომლებიც უკავშირდება ნივთის განთავსებას,
დანაწილებას, შენახვას, მათ შორის, შემოწმებას, აწონვასა და გაზომვას.15

გაგზავნის ვალდებულების შეთანხმების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება ნივთის 12


ტრანსპორტირების ხარჯები.16

შესაბამისი შეფუთვის ხარჯები როგორც წესი მყიდველს ეკისრება,17 თუმცა თუ 13


გაგზავნის ვალდებულების ფარგლებში ტრანსპორტირებისათვის საჭიროა ნასყიდობის
საგნის სპეციალური შეფუთვა, გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს მისი სათანადო
შეფუთვა, თუმცა დამატებითი ხარჯების ანაზღაურება შესაძლოა მყიდველს
დაეკისროს. განსსხვავებულად უნდა შეფასდეს შემთხვევა, თუ თუ გაგზავნის
ვალდებულების შესახებ შეთანხმება და ფასი მოიცავს გამყიდველის მიერ ნასყიდობის
საგნის სპეციალური შეფუთვის ვალდებულებას.

15 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 9.


16 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 448, Rn. 9-11
17 MüKo/Westermann, BGB, 6. Aufl., 2012, § 448, Rn. 6.

3
სოფიო ჩაჩავა

You might also like