You are on page 1of 27

 სსკ-ის 668-ე მუხლი: გადაზიდვის ხელშეკრულებით

გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი


ან გადაიყავნოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე;

 გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება მოიცავს: 1. ტვირთის გადაზიდვას


(ტვირთის შენახვა, მიმღებისთვის გადაცემა- გადაზიდვას), 2 მგზავრის გადაყვანას ;

 გადაყვანა-გადაზიდვა გულისხმობს: საჰაერო, საზღვაო,

სარკინიგზო, საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვას;

 შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსთან ერთად, რომელიც შეიცავს ზოგად ნორმებს ,


მოქმედებს საჰაერო, საზღვაო, სარკინგზო კოდექსები, აგრეთვე არაერთი საერთაშორისო
კონვენცია;

 სამოქალაქო კოდექსსა და სპეციალურ კანონებს შორის კოლიზიისას მოქმედებს


სპეციალური ნორმები;

 (1) ტვირთის გადამზიდავი და (2) გამგზავნი, რომელიც,

ამავდროულად, შეიძლება იყოს მიმღებიც;

 მაგალითი – ბენომ დაუკვეთა გადამზიდავ კომპანიას, რომ წიგნები (ტვირთი )


ლონდონიდან ჩამოეტანათ მისთვის თბილისში – ამ შემთხვევაში გამგზავნიც თვითონ
ბენოა და მიმღებიც.
 თუ მიმღები სხვა პირია, გადაყვანა-გადაზიდვა ითვლება მესამე პირის
სასარგებლოს დადებულ გარიგებად;

 ვანო შვილისთვის ყიდულობს მანქანას გერმანიაში და აგზავნის ; შვილი , მიმღები -


მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირია;

ანუ

ცნება _ გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული


საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების
ადგილზე

 რეალური _ გამგზავნის მიერ ტვირთის ჩაბარება გადამზიდველისთვის და ამ


უკანასკნელის მიერ ტვირთის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

 ვადიანი _ ხელშეკრულების მოქმედების დრო განისაზღვრება გადაზიდვის


ვალდებულების შესრულების დროით. დრო დგინდება ან ნორმატიული წესით ან მხარეთა
შეთანხმებით

 სასყიდლიანი

 გადაზიდვის თანხა საერთო გამოყენების ტრანსპორტით განისაზღვრება


ტარიფებით (სატრანსპორტო ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებით )

 მხარეები _ გადამზიდველი (სატრანსპორტო საწარმო _ რკინიგზა , სანაოსნო


საწარმო, საავიაციო კომპანია) და გამგზავნი
 თავისი კონსტრუქციით გადაზიდვის ხელშეკრულება არის მესამე პირის
სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება.

 მესამე პირი არ იღებს მონაწილეობას ხელშეკრულების დადებაში, მაგრამ


ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას აქვს მოთხოვნის უფლებები გადამზიდველის
მიმართ

 მხარები – ტვირთის გადამზიდველი და ტვირთის გამგზავნი შეიძლება იყვნენ


როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები.

ტვირთის მიმღების სამარლებრივი მდგომარეობა

 ამ ურთიერთობაში მონაწილეობს მესამე პირიც – ტვირთის მიმღები , რომელიც


შეიძლება თავად იყოს ტვირთის გამგზავნიც ან კიდევ სხვა სუბიექტი .

იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობ ტვირთის მიმღების


სამართლებრივ მდგომარეობაზე.

 პირველი მოსაზრებით – გამგზავნი და მიმღები არიან ხელშეკრულების ერთი


მხარე და მეორე მხარე გადამზიდველი, ხოლო

 მეორე მოსაზრებით – გადაზიდვის ხელშეკრულება სამმხრივ ხელშეკრულებას


წარმოადგენს, რომლის სამივე მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები

 მაგრამ ცივილურ ლიტერატურაში გაბატონებულია მოსაზრება, რომ გადაზიდვა


არის - ორმხრივი, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება , ანუ ტვირთის
მიმღები არის პირი, რომელსაც მართალია არც უშუალოდ და არც წარმომადგენლის
მეშვეობით არ მიუღია მონაწილეობა ხელ-ბის დადებაში, მაგრამ იძენს გარკვეულ
უფლებებს და მოვალეობებს.

 რაც შეეხება გადაყვანის – მგზავრის გადაყვანის ხელ-ბას, მისი მხარეებია


გადამზიდველი და მგზავრი, რომელიც გადამზიდველმა დანიშნულების ადგილას უნდა
გადაიყვანოს.
 გამფრახტველი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს დამფრახტველს ერთი ან
რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების მთლიანი ტევადობა ან მისი ნაწილი ან
რამდენიმე რეისზე ტვირთის, ბარგისა და მგზავრთა გადაყვანა -გადაზიდვისათვის ;

 ჩარტერი სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის ქირავნობას გულისხმობს


გადაყვანა- გადაზიდვის ელემენტებით;

მაგალითად:

ტურისტული კომპანია აწყობს ტურს სააღდგომო დღესასწაულისთვის ისრაელში და


ქირაობს თვითმფრინავს ტურისტების ჩასაყვანად ისრაელში და უკან დასაბრუნებლად
(ჩარტერული რეისი).

 სსკ-ის 670-ე მუხლით, პირი, რომელიც საჯაროდ

სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს


გადაყვანა- გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი ;

 სსკ-ის 319 (2,3) მუხლით განსაზღვრული კონტრაჰირების იძულება;

მუხლი 319. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება


2. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა
ბაზარზე,მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების
ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ

შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.

მუხლი 319. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება

 3. იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის

ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ

ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით,

დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი

ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი


სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში.

 გადაყვანა (მგზავრის) შეიძლება დაიდოს ზეპირად ან

წერილობით; ბილეთი ხელშეკრულების დადების დასტურია;

 გადაზიდვა (ტვირთის) ფორმდება ზედნადების ან კონოსამენტის (საზღვაო


გადაზიდვისას) სახით, თუმცა მისი არარსებობისას, გამოიყენება სამოქალაქო კოდექსი
672.

 ზედნადები არის დოკუმენტი, რომელიც აწესრიგებს გამგზავნს , გადამზიდავსა და


მიმღებს შორის ურთიერთობას – ეს არის ხელშეკრულების არსებობის მტკიცებულება ,
 ზედნადები საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაა, თუ მასში მითითებულია ,
რომ მიმღებს შეუძლია ტვირთის განკარგვა ზედნადების გაფორმებისათანავე (ანუ ჯერ
ტვირთი გადაცემული არ აქვს მიმღებს);

 ზედნადები დგება სამ ცალად, რომელსაც ხელს აწერენ გადამზიდველი და


გამგზავნი

 ზედნადების ერთი პირი რჩება გამგზავნს, მეორე-გადამზიდავს, მესამე თან ერთვის


ტვირთს და ანუ ტვირთთან ერთად მიიღებს მიმღები;

 ტვირთის თანმდევი ზედნადების მიმღებისათვის გადაცემით დასტურდება


ვალდებულების შესრულება;

 კონოსამენტი უნდა გადაეცეს კონოსამენტის დედნის მფლობელს , ანუ გადაზიდვის


დასრულების მომენტში მიმღებს უკვე ხელთ უნდა ჰქონდეს კონოსამენტის დედანი . ხოლო
სახელობითი კონოსამენტის არსებობისას – იმ მიმღებს, რომელიც მითითებულია
კონოსამენტში;

 ზედნადების გაცემის ადგილი, თარიღი;

 გამგზავნის, გადამზიდველისა და მიმღების სახელი და მისამართი ;

 ტვირთის სახელწოდება, შეფუთვა, აღნიშვნა, რაოდენობა, წონა, ნომრები;

 გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (გადაზიდვის ფასი , საბაჟო


გადასახადები და სხვა ხარჯები);

 საბაჟო და სხვა მსგავსი სამსახურების აღნიშვნა;

 სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვა;

 ტვირთის ღირებულება და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნა


(“მსხვრევადია,” “შუშა”, “არ გადააბრუნოთ” და

სხვა);

 გადაზიდვის ვადა და მხარეთა შეთანხმებით, სხვა საჭირო მონაცემები ;

საპირისპიროს დამტკიცებამდე (ანუ დამტკიცება იმისა, რომ გადაზიდვის

ხელშეკრულება არ არის დადებული)

არის იმის მტკიცებულება, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება ,


განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს .

_ თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს


დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და
მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი
რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს .

 გამგზავნის პასუხისმგებლობა: (გადამზიდავის/მიმღების წინაშე)

 გადამზიდველის პასუხისმგებლობა: 669, 686


 გამგზავნი პასუხს აგებს ყველა ხარჯისა და ზიანისათვის, რომელიც დადგა
ზედნადების არასწორად ან არასრულყოფილად შედგენის შედეგად ანუ არასწორად ან
არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი ზედნადების მონაცემები

 თუ ზედნადების მონაცემებს ავსებს გადამზიდველი გამგზავნის მოთხოვნის


საფუძველზე, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება , რომ გადამზიდავი
გამგზავნის სახელით მოქმედებდა;

 გამგზავნი პასუხს აგებს აუცილებელი ინფორმაციისა და საჭირო საბუთების


მიწოდებაზე და არასრულყოფილი მონაცემებით გადამზიდავისათვის მიყენებული
ზიანისათვის;

 678-ე მუხლი: გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო


შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი აშკარა იყო ან
გადამზიდავმა ამის შესახებ იცოდა;

691-ე მუხლი
 საფრთხის შემცვლელი ტვირთის გადაზიდვისას გამგზავნი პასუხს აგებს ზუსტი
ინფორმაციის მიწოდებასა და საჭიროების შემთხვევაში დაზღვევაზე .

 თუ ეს ვალდებულება ზედნადებში შეტანილი არაა, მტკიცების ტვირთი გამგზავნასა


და მიმღებზეა, რომ გადამზიდველმა იცოდა საფრთხიანი ტვირთის შესახებ ;

 თუ გადამზიდავმა არ იცოდა ტვირთის საფრთხის შესახებ, მას ნებისმიერ დროს


შეუძლია გადმოცალოს, მოსპოს, გაანადგუროს, გააუვნებელყოს ტვირთი ზიანის
ანაზღაურების ვალდებულების გარეშე;

 ზემო აღნიშნულის არ გაფრთხილების/არ მითითების გამოGგამგზავნი პასუხს


აგებს ასეთი ტვირთის გადაცემით ან გადაზიდვით გამოწვეული ზიანისა და ხარჯებისათვის

 აუცილებელი ინფორმაციისა და საჭირო საბუთების

არასწორად მიწოდება;

 ზედნადების არასწორად ან არასრულყოფილად შედგენა;

 ტვირთის უხარისხო შეფუთვა;

 საფრთხის შემცველ ტვირთზე ინფორმაციის არ მიწოდება;

 გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის


შეწყვეტა, შეცვალოს მიწოდების ადგილი და ტვირთი ზედნადების მეორე პირის
მიმღებისთვის გადაცემამდე;
 მითითებათა შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს და ხელს არ უნდა უშლიდეს
გადამზიდველის ჩვეულებრივ საქმიანობას, ზიანს არ უნდა აყენებდეს მიმღების ან
გადამზიდავის ტვირთს და არ უნდა გამოიწვიოს ტვირთის დაზიანება და დანაწილება ;

 გადამზიდავი ვალდებულია ტვირთის ოდენობა, ნიშნები და

მდგომარეობა შეამოწმოს მიღებისთანვე ანუ

გადამზიდველმა ტვირთის მიღებისას უნდა შეამოწმოს:

ა. ტვირთის ცალობრივი რაოდენობა. მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ


ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე

ბ. ტვირთის და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა

თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისთვის, რომ შეამოწმოს შესაბამისი


მონაცემები, მან ზედნადებში უნდა შეიტანოს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს (მაგ .
– პირობა იმის

შესახებ, რომ პასუხს არ აგებს კონტეინერში ნივთების

რაოდენობისათვის)E

გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის წონის, აგრეთვე მისი


შემცველობის გადამოწმება.

გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯები .


გადამზიდველმა ასევე შეიძლება შეიტანოს ისეთი პირობები, რომლებიც

შეეხება ტვირთის გარეგნულ მდგომარეობას და მის შეფუთვას. ეს პირობები


გამგზავნისთვის არ არის სავალდებულო, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში აშკარად აღიარა ანუ

ზედნედაბში პირდაპირ მიუთითებს გამგზავნი, რომ აღიარებს

გადამზიდველის ამ პირობებს.

 სსკ-ის 669-ე მუხლი: გადამზიდავი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული


ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის;

 პასუხისმგებლობა გულისხმობს

(1) შესრულების (გადაზიდვის) ვადის გადაცილებით გამოწვეულ ზიანს;

(2) ქონების (ბარგის) დაზიანებით თუ დაკარგვით გამოწვეულ ზიანს

(3) მგზავრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული


ზიანის ანაზღაურებას;

 მგზავრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული


ზიანის ანაზღაურების მოწესრიგება განიხილება არა გადაყვანის , არამედ დელიქტური
ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმებით.
 საინტერესოა უბილეთო მგზავრისთვის ზიანის მიყენების რეგულირება როგორც

ჯანმრთელობის ასევე მის ბარგთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს ერთიანი მოსაზრება.

 ზოგნი თვლიან, რომ რადგან უბილეთო მგზავრთან სატრანსპორტო კომპანიას არ


დაუდია მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება, გადამზიდველს პასუხისმგებლობა არ
უნდა დაეკისროს.

 სხვათა აზრით, კი რადგან სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული


საფრთხის წყაროს, უბილეთო მგზავრისათვის და მისი ბარგისათვის გადამზიდველმა
მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს.

 გადამზიდავის პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია


დაუძლეველი ძალის (ეს არ მოქმედებს საავიაციო ტრანსპორტზე ანუ მაინც ვალდებულია
ავიკომპანია აანაზღაუროს ზიანი) ან თვით მგზავრის მიერ ანდა მისი ბარგით .

 669(3) გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან


შეიზღუდოს ხელშეკრულებით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! (410-ით

ზოგადად შესაძლებელია, მაგრამ ამ

სპეციალური ნორმით არ შეიძლება).


 რაც შეეხება ბარგს, ეს არის გარკვეული მატერიალური ფასეულობები , რომლებსაც
გზავნის მგზავრი პირადი საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ცალკე საზღაურის გადახდით
თავისი სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე.

 ამდენად ბარგის გადაზიდვისას გადამზიდველი კისრულობს პასუხისმგებლობას


გადაიტანოს მგზავრის მიერ მისთვის მინდობილი ბარგი მითითებულ პუნქტში და
გადასცეს იგი ბარგის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, ხოლო მგზავრი კი კისრულობს
ვალდებულებას გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 ბარგის გადატანის ხელ-ბა არის ორმხრივი, სასყიდლიანი და განსხვავებით


მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებისგან, რეალური კონსტრუქციაა .

 .

 იგი დადებულად ითვლება ბარგის გადასაზიდად ჩაბარების მომენტიდან .

 ბარგის გადატანა ფორმდება მგზავრისათვის ქვითარის გაცემით, რომლის


საფუძველზეც უნდა მოხდეს მგზავრისათვის ბარგის გადაცემა დანიშნულების ადგილზე .
 გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები

უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვის ტვირთის მიღების დადასტურებით


ზედნადების მეორე პირის გადაცემა და ამით ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად .
ტვირთის დანაკლისის ან ვადის გადაცილების გამო, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს
გადამზიდველის წინააღმდეგ.

 თუ ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე შეუძლებელია


შესრულება ზედნადებში აღნიშნული პირობებით, გადამზიდავმა უნდა მოითხოვოს
მითითება გამგზავნისაგან, ხოლო მალფუჭებადი ნივთი მითითების გარეშეც გაყიდოს ;

_ თუ გარემოებები იძლევიან პირობებისგან განსხვავებულად გადაზიდვის


შესაძლებლობას და გადამზიდველს არ შეეძლო უფლებამოსილი პირის მითითებების
მიღება სათანადო ვადაში, მან უნდა მიიღოს უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან
გამომდინარე, ყველაზე საუკეთესო ზომა

 გადამზიდავი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ ბრალეულ


დაკარგვასა და დაზიანებაზე, ასევე ვადის გადაცილებაზე;

 პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით გადამზიდავს არ შეუძლია


მიუთითოს გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალების ნაკლსა თუ მომსახურე
პერსონალზე;

პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ ზიანი გამოწვეულია:


1. დაუძლეველი ძალით;

2. მგზავრის მიერ;

3. ბარგის მიზეზით;

ი/მ ნიკოლაძემ შპს “რკინიგზასთან” დადო გადაზიდვის ხელშეკრულება . ხელშეკრულების


მიხედვით რკინიგზას უნდა გადაეზიდა ლაგოდეხიდან ფოთში გამგზავნის მიერ
გადასაზიდად ჩაბარებული ოცი ტონა პომიდორი. გადამზიდველმა ხელშეკრულებით
განსაზღვრულ ვადას სამი დღით გადააცილა, რამაც გამოიწვია პომიდვრის გადამწიფება
და დალპობა, რის გამოც გამგზავნმა ზიანი განიცადა. გამგზავნმა სარჩელით მიმართა
სასამართლოს და მოითხოვა გადამზიდველისაგან მიტანის ვადის გადაცილებით
მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გადამზიდველმა უარი განაცხადა მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მიტანის ვადის გადაცილება გამოიწვია მეწყერის
ჩამოწოლამ და 500 მეტრი რკინიგზის ლიანდაგის დაზიანებამ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

ხიჯაკაძემ აეროპორტის სალაროში უკან ჩააბარა ნაყიდი ბილეთი, რადგან

თვითმფრინავმა, რომელიც მიფრინავდა თბილისი-კიევის მიმართულებით , გაფრენა


დააგვიანა 8 საათით და ამიტომაც იგი კიევში ვეღარ ასწრებდა გადაჯდომას ჩიკაგოს
რეისზე, სადაც მას უკვე წინასწარ ჰქონდა დაჯავშნული ბილეთი. ხიჯაკაძემ მოითხოვა არა
მარტო ბილეთის ღირებულების ანაზღაურება, არამედ ასევე იმ ჯარიმის ანაზღაურება ,
რომელიც მას უნდა გადაეხადა ჩიკაგოს რეისზე შეკვეთილი ბილეთის გაუქმებისათვის .
აეროპორტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ხიჯაკაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
იმ მოტივით, რომ თვითმფრინავის გაფრენა შეაგვიანა საწვავის ჩამსხმელი მუშების
გაფიცვამ და ამიტომაც ადმინისტრაციას არავითარი ბრალი არ მიუძღვის .

1 ექვემდებარება თუ არა ხიჯაკაძის მოთხოვნა დაკმაყოფილებას ?

2 შეიცვლება თუ არა პასუხი თუკი გაფრენა შეგვიანდებოდა თვითმფრინავის


ტექნიკური გაუმართაობის გამო?

 სსკ-ის 669-ე III მუხლი: გადამზიდავის პასუხისმგებლობა არ შეიძლება

გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით;

 სსკ-ის 410 მუხლი: ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების


მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია
კანონით ან მხარეთა შეთანხმებით;

 სსკ-ის 395-ე მუხლი: დაუშვებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება მოვალის მიერ


განზრახი მოქმედებით ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურებისაგან
გათავისუფლების შესახებ;

 ვადის გადაცილებისას უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს


პირგასამტეხლო ან ზიანის ანაზღაურება;

 689 - ტვირთი დაკარგულად ითვლება, თუU ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში


ტვირთი არ იქნება მიტანილი დანიშნულების ადგილზე, ხოლო ვადის არარსებობისას –
გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან 60 დღის შემდეგ;
_ უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში
მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების
დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით .
მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო უცვლელი რჩება (ანუ
პირგასამტეხლოს მაინც მოითხოვს).

თუ მოთხოვნა წარდგენილი არ არის, ან ტვირთი გამოჩნდა ერთი წლის შემდეგ ,


გადამზიდველს შეუძლია განკარგოს ტვირთი იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით ,
სადაც ტვირთი იმყოფება.

 ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის


გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით;

 გადაზიდვის, საბაჟო და სხვა ხარჯები უკან უნდა დაბრუნდეს;

 ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების რეკლამაციის


ხანდაზმულობის ვადაა 21 დღე ტვირთის ჩაბარებიდან (ანუ დაგვიანებით რომ ჩაბარდა იმ
დღიდან დაითვლება 21 დღე);

 ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია _ უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით

მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად , თუ :


_ გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში არ იქნება მიტანილი
დანიშნულების ადგილზე

_ თუ ვადა არ იყო დათქმული _ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან 60 დღის


შემდეგ

_ უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის ანაზღაურებისას


წერილობით მოითხოვოს დაუყოვნებლივ შეტყობინება, თუ ტვირთი გამოჩნდება ზიანის
ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში.

_ უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში


მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების
დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით .
მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო უცვლელი რჩება (ანუ
პირგასამტეხლოს მაინც მოითხოვს).

თუ მოთხოვნა წარდგენილი არ არის, ან ტვირთი გამოჩნდა ერთი წლის შემდეგ ,


გადამზიდველს შეუძლია განკარგოს ტვირთი იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით ,
სადაც ტვირთი იმყოფება.

ანუ

 უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს დაკარგული ტვირთის გამო ზიანის


ანაზღაურებიდან 1 წლის განმავლობაში შეატყობინონ ტვირთის პოვნის შესახებ და 30
დღის ვადაში ტვირთის მისთვის ჩაბარება მიღებული ანაზღაურების დაბრუნებით , ხოლო
ამგვარი მოთხოვნის არარსებობისას ან გადახდიდან 1 წლის გასვლის შემდეგ
გადამზიდავს შეუძლია ტვირთის განკარგვა იმ ადგილას მოქმედი წესების მიხედვით ,
სადაც ტვირთი იმყოფება;

 ტვირთის ღირებულება მისი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას _ თუ


გადამზიდველი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანი გამოითვლება ტვირთის
გადაცემის ადგილას და დროს მოქმედი ფასის მიხედვით.

_ ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ასეთის არარსებობისას _


საბაზრო ფასით. თუ ესეც არ არსებობს _ მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების
ანალოგიურად.

_ გადაზიდვის თანხა, საბაჟო და მსგავსი ხარჯები უკან ბრუნდება. ტვირთის მთლიანად


დაკარგვისას _ მთლიანად, ნაწილობრივ დაკარგვისას _ ნაწილობრივ.
_ თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს ,
რომ ამის გამო წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს ზიანი ტვირთის
ღირებულების ოდენობამდე. (მეტის გადახდა ხდება მაშინ, თუ არსებობდა
განსაკუთრებული ინტერესი გადაზიდვის მიმართ)

 ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას _ გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს


ის საზღაური, რითაც ტვირთის ღირებულება შემცირდა.

ანუ

 ტვირთის დაზიანებისას გადამზიდავმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური , რომლითაც


შემცირდა ტვირთის ღირებულება;

 ვადის გადაცილებითა და ტვირთის დაზიანებით, დაკარგვით გამოწვეული ზიანი


უნდა ანაზღაურდეს ტვირთის ღირებულებამდე, ხოლო სპეციალური დათქმისას
განსაკუთრებული ინტერესის შემთხვევაში – გამოხატული ოდენობით;

ა. უნდა გადახდილიყო ტვირთის მთლიანად დაკარგვისას, თუკი მთელი ტვირთი


გაუფასურდა

დაზიანების შედეგად;

ბ. უნდა გადახდილიყო ტვირთის გაუფასურებული ნაწილის გადახდისას , თუ


დაზიანების შედეგად გაუფასურდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილი .

 694(1) განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნა ზედნადებში _ შესაძლებელია


გამგზავნის მიერ დანამატის გადახდის საფუძველზე (ანუ თუ გადაიხადა ამისთვის ,
მხოლოდ მაშინ მოითხოვს ზიანის გაზრდილ ოდენობას ტვირთის ღირებულებაზე მეტს )

 გადამზიდველს არ შეუძლია დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც მის


პასუხისმგებლობას გამორიცხავენ ან ზღუდავენ, ანდა მტკიცების ტვირთისაგან
ათავისუფლებენ მას, თუ ზიანი გამოწვეულია მისი ბრალით.
მუხლი 694. განსაკუთრებული დაინტერესების აღნიშვნა ზედნადებში

1+

1. გამგზავნს შეუძლია დათქმული დანამატის გადახდის საფუძველზე ზედნადებში


აღნიშნოს თავისი განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით იმ
შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება ტვირთი , ანდა გადაცილებული
იქნება მისი ჩაბარების ვადა.

2. თუ უკვე გამოხატულია განსაკუთრებული დაინტერესება მოცემული

გადაზიდვით, 692-ე და 693-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან


დამოუკიდებლად შეიძლება მოთხოვილ იქნეს დამატებითი ზიანის ანაზღაურება
დაინტერესებაში გამოხატული ოდენობით.

კაზუსი

სატრანსპორტო გაერთიანებასა და ი/მ ნოზაძეს შორის დაიდო ტვირთის გადაზიდვის


ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით ნოზაძე გადამზიდველს გადასაზიდად
გადასცემდა ათი ათას ცალ აგურს. ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ტვირთი არ იქნა
დანიშნულების ადგილას მიტანილი. შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის
შემდეგ გამგზავნმა ტვირთი დაკარგულად ჩათვალა და გადამზიდველს დაკარგული
ტვირთის ღირებულების სრული ოდენობით ანაზღაურება მოსთხოვა . გადამზიდველმა
უარი განაცხადა გამგზავნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით , რომ ტვირთი
იძებნებოდა და იგი მოგვიანებით დაუბრუნდებოდა მიმღებს . თუმცა კი ტვირთი ვერ იქნა
ნაპოვნი და გადამზიდველმა დააკმაყოფილა გამგზავნის მოთხოვნა მიტანის
შეთანხმებული ვადის გასვლიდან ორი თვის შემდეგ. გამგზავნმა დამატებით მოითხოვა იმ
ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა გადასაზიდად ჩაბარებული ტვირთის
დაკარგვით.

როგორ გადავწყვიტოთ დავა?


 გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ ეს ზედნადებით არ

იყო შეთანხმებული;

 ტვირთი უხარისხოდ იყო შეფუთული, რაც ქმნიდა დაზიანების საფრთხეს ან არ იყო


საკმარისად აღნიშნული-დანომრილი;

 ტვირთის დათვალიერება-დატვირთვა, გადმოტვირთვა მესამე პირთა მიერ

განხორციელდა;

 ცალკეული ტვირთის თავისებურებათა გამო მოსალოდნელი იყო დაზიანება


(კოროზია, გახმობა, დაღვრა, ნორმალური დანაკრგის ან მწერებისა და მღრღვნელების
ზემოქმედების საფრთხე;

 გადასაყვანია ცხოველები;

 მტკიცების ტვირთი გადამზიდავზეა;

 თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის

გადაცილებამ გამოიწვია არასახელშეკრულებო (დელიქტური) მოთხოვნები , გამოიყენება


გადამზიდავის პასუხისმგებლობის შეზღუდვის, გათავისუფლების და ზიანის
ანაზღაურების გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები ;

+
1. თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის გადაცილებამ, რომლებიც ამ თავით
მოწესრიგებული გადაზიდვების დროს წარმოიშვა, შეიძლება მოქმედი წესების მიხედვით
არასახელშეკრულებო მოთხოვნები გამოიწვიოს, მაშინ ამის საპასუხოდ გადამზიდველს
შეუძლია მიუთითოს ამ თავის იმ წესებზე, რომლებიც მის პასუხისმგებლობას
გამორიცხავენ, ან ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავენ, ანდა ზღუდავენ .

მუხლი 697. პასუხისმგებლობისაგან გადამზიდველის

გათავისუფლების დაუშვებლობა

გადამზიდველს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც მის


პასუხისმგებლობას გამორიცხავენ ან ზღუდავენ, ანდა მტკიცების ტვირთისაგან
ათავისუფლებენ მას, თუკი ზიანი გამოწვეულია მისი ბრალით.

კაზუსი

ი/მ რაზმაძემ ავიაკომპანია “ავიახაზებთან” ტვირთის საჰაერო გადაზიდვის


ხელშეკრულების დადებისას მოითხოვა, რომ ხელშეკრულების ტექსტში შეტანილიყო
პირობა იმის შესახებ, რომ გადამზიდველი პასუხს აგებდა გადასაზიდი ტვირთის
დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანებისათვის გადასაზიდი ტვირთის ღირებულების
ფარგლებში. ავიაკომპანია პრინციპში დასთანხმდა გადამზიდველის პასუხისმგებლობის
შესახებ პირობას, მაგრამ განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში ამ პირობის შეტანა არ იყო
მიზანშეწონილი, რადგან ასეთი პირობა მოცემულია საჰაერო კოდექსში . გამგზავნი მაინც
დაჟინებით მოითხოვდა, რომ პასუხისმგებლობის შესახებ პირობა აუცილებლად
მითითებულიყო ხელშეკრულებაში, რადგან, მისი აზრით, ნებისმიერი პირობა, რომელზეც
თუნდაც ერთი მხარის მოთხოვნით მიიღწევა შეთანხმება, არსებით პირობად ითვლება და
ამიტომაც უნდა შეტანილიყო ხელშეკრულებაში.

მართლზომიერია თუ არა გამგზავნის მოთხოვნა?

 თუ მიმღები ტვირთს იღებს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს


გადამზიდავთან ერთად, ივარაუდება, რომ ტვირთი სათანადო მდგომარეობაში იყო .

 პრეტენზია უნდა წაეყენოს გადამზიდავს ტვირთის ჩაბარების დღესვე -


გარეგნულად შესამჩნევ დაზიანებებზე (დანაკლისზე), ხოლო შეუმჩნეველზე – 7 დღის
განმავლობაში;
 თუ მიმღებმა და გადამზიდველმა ერთად შეამოწმეს ტვირთის მდგომარეობა ,
შემოწმების საპირისპირო მტკიცებულება დაიშვება მხოლოდ მაშინ , თუ საქმე ეხება
გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს და მიმღები ჩაბარებიდან შვიდი
დღის განმავლობაში წარადგენს წერილობით მოთხოვნებს.

 ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ


მაშინ, თუ მიმღები ტვირთის ჩაბარებიდან 21 დღის განმავლობაში გადამზიდველს
წარუდგენს წერილობით მოთხოვნებს

 ვადების გამოთვლისას, ამ ვადაში არ ჩაითვლება ტვირთის გამოგზავნის ,


შემოწმების ან მიმღებისთვის მისი ჩაბარების დღეები.

 სსკ-ის 699-ე მუხლი: გადაზიდვიდან გამომდინარე მოთხოვნათა

ხანდაზმულობის ვადაა 1 წელი, ხოლო განზრახვის ან უხეში

გაუფრთხილებლობისას – 3 წელი;

 ვადის დენა იწყება – ტვირთის ნაწილობრივ დაზიანება-დაკარგვისა გამოგზავნის


დღიდან, მთლიანად დაკარგვისას – გადაზიდვის ვადის გასვლიდან 30-ე დღიდან , ვადის
არ არსებობისას – გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებიდან მე-60-ე დღეს ;

 სხვა შემთხვევაში გადაზიდვის ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის

გასვლის შემდეგ;
 ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე ,
როცა გადამზიდავი უარყოფს პრეტენზიას და თანდართულ საბუთებს უკან აბრუნებს . თუ
რეკლამაცია ნაწილობრივ იქნება აღიარებული, ხანდაზმულობის ვადა რეკლამაციის
სადავო ნაწილისათვის კვლავ გრძელდება. რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის , ასევე
საბუთების უკან დაბრუნების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს , რომელიც მათ
ეყრდნობა.

 რეკლამაციის აღიარებისას ვადის დენა იწყება თავიდან;

 თუ გადაზიდვა ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ ,


მეორე და ყოველი მომდევნო ტვირთისა და ზედნადების მიღებით ხდება ხელშეკრულების
მხარე; თითოეული მათგანი პასუხს აგებს

 ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდავები შეიძლება იყვნენ სოლიდარული


მოვალეები;

მუხლი 703. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმანეთის

მიმდევარი გადამზიდველებისაგან

ტვირთის დაკარგვის, დაზიანების ან გადაზიდვის ვადის გადაცილების გამო ზიანის


ანაზღაურების მოთხოვნები, შეგებებული სარჩელის ან შეცილების წარდგენის გარდა ,

შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პირველი, ბოლო ან იმ გადამზიდველის


მიმართ, რომლის მიერ გადაზიდვისას დაიკარგა, დაზიანდა ტვირთი , ან გადაცილებულ
იქნა ტვირთის ჩაბარების ვადა; ერთი და იგივე სარჩელი შეიძლება წარედგინოს
რამდენიმე გადამზიდველს.

თუ ამ თავის მიხედვით გადამზიდველმა უკვე აანაზღაურა ზიანი,

მას აქვს უკუმოთხოვნის უფლება შემდეგ შემთხვევებში:

ა. თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდველმა მარტომ უნდა


აანაზღაუროს მის მიერ ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი ;

ბ. თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან

რამდენიმე გადამზიდველის მიერ, თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის


წილის შესაბამისი თანხა; თუკი ამის დადგენა

შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს აგებს მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი


წილის პროპორციულად;

გ. როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდველს უნდა დაეკისროს ზიანის


ანაზღაურება, "ბ" ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით უნდა გადაიხადოს ყველა
გადამზიდველმა.

მუხლი 705. გადამზიდველის გადახდისუუნარობის შედეგები თუ ერთ-ერთი


გადამზიდველი გადახდისუუნაროა, მის მიერ გადასახდელი, მაგრამ ჯერ კიდევ
გადაუხდელი თანხა
ნაწილდება დანარჩენ გადამზიდველებს შორის მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი
წილის პროპორციულად.

მუხლი 707. ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების

ურთიერთშეთანხმება

გადამზიდველებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ 704-ე და 705-ე მუხლებისაგან განსხვავებულ


საკითხებზე.

მუხლი 708. კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ბათილობა

1. 707-ე მუხლში მოცემული წესების გარდა ყოველი შეთანხმება,

რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ შეესაბამება ამ თავის წესებს , ბათილია . ასეთი


შეთანხმებების ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების სხვა დებულებათა
ბათილობას.

2. ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან


წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც
მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი.

კაზუსი

გამგზავნის მიერ გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გადამზიდველისთვის


გადასაზიდად ჩაბარებულ იქნა ოცი ტონა ტვირთი. გადაზიდვაში მონაწილეობას იღებდა
ორი გადამზიდველი ერთი სატრანსპორტო დოკუმენტის საფუძველზე . როდესაც
პირველმა გადამზიდველმა ტვირთი მიიტანა შეთანხმებულ ადგილას და გადასცა მეორე
გადამზიდველს, ამ უკანასკნელმა მოითხოვა მასთან ცალკე დამოუკიდებელი
ხელშეკრულების დადება, რამეთუ დადგენილ იქნა გადასაზიდი ტვირთის დანაკლისი
ორი ტონის მოცულობით ზედნადებში აღნიშნულ რაოდენობასთან შედარებით . პირველმა
გადამზიდველმა განაცხადა, რომ არა აქვს ასეთი სახის

ხელშეკრულების დადების უფლება, რამეთუ თვითონაც გამოდის გადამზიდველის


როლში,

რაც შეეხება დანაკლისს, მის შესახებ კი უნდა შედგეს კომერციული აქტი . M

მეორე გადამზიდველმა მოითხოვა გამგზავნის მისვლა და ახალი ხელშეკრულების


დადება, რაზედაც გამგზავნმა ტელეფონით საუბრისას განაცხადა, რომ მან უკვე დადო
გადაზიდვის ხელშეკრულება რამდენიმე გადამზიდველთან და ამიტომაც იგი აღარ
მიიჩნევს საჭიროდ მეორე გადამზიდველთან ახალი ხელშეკრულების დადებას , ხოლო
გადამზიდველთა შორის წამოჭრილი დავა კი უნდა გადაწყდეს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.

როგორ გადავწყვიტოთ დავა?

You might also like