You are on page 1of 8

გენერალური ხელშეკრულება ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ

(შემდგომში „ხელშეკრულება“)

ერთის მხრივ, შპს „ემ-თი-ჯი ჯორჯია“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანია


საიდენტიფიკაციო კოდი 400192536 იურიდიული მისამართი საქართველო, თბილისი,
გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხრანის II შეს., No6, წარმოდგენილი მისი დირექტორის
ნიკოლოზ ბახტაძის მიერ (შემდგომში „ექსპედიტორი“)

მეორეს მხრივ, შპს შპს ჯორჯიან მანგანეზი საქართველოში რეგისტრირებული კომპანია


საიდენტიფიკაციო კოდი 230085797 იურიდიული მისამართი ქ. თბილისი, საბურთალოს
რაიონი, მერაბ ალექსიძის ქუჩა N12, წარმოდგენილი მისი სპეციალური მმართველი
ნიკოლოზ ჩიქოვანი, 01009009175 მიერ (შემდგომში „კლიენტი“) ნების თავისუფალი
გამოვლენის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს ზოგად ხელეშეკრულებას მხარეთა შორის


რომლის მოქმედების განმავლობაში ექსპედიტორი ვალდებულებია განახორციელოს
კლიენტის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი
მოქმედებები, ხოლო კლიენტი ვალდებულია დროულად აუნაზღაუროს ექსპედიტორს
შეთანხმებული ფასი

1.2. კონკრეტული ტვირთის ტრანსპორტირების განსახორციელებლად, კლიენტი


ვალდებულია წარუდგინოს ექსპედიტორს წერილობითი შეკვეთა რომელიც
აკმაყოფილებს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის მოთხოვნებს

1.3. ყოველი კონკრეტული ტრანსპორტირების განხორციელებისას მხარეთა შორის ფორმდება


წერილობითი შეთანხმება (შემდგომში „შეთანხმება“) რომელიც განსაზღვრავს
კონკრეტული ტრანსპორტირების სპეციფიკაციებს, ფასსა და პირობებს

2. მხარეთა უფლებები

2.1. კლიენტ უფლება აქვს

2.1.1. გაუგზავნოს 3.1.2 მუხლით განსაზღვრული წერილობითი შეკვეთა ექსპედიტორს

2.1.2. მოითხოვოს ექსპედიტორისაგან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება

2.2. ექსპედიტორს უფლება აქვს


2.2.1. დაეთანხმოს ან უარი განაცხადოს კლიენტის მიერ გაგზავნილი შეკვეთის
განხორციელებაზე

2.2.2. გადაზიდვის განხორციელების მიზნით, თავისი შეხედულებისამებრ დაიქირაოს


მესამე პირები და დაავალოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და განაცხადით
განსაზღვრლი გადაზიდვის შესრულება

2.2.3. მოითხოვოს კლიენტისაგან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება

3. მხარეთა ვალდებულებები

3.1. კლიენტი ვალდებულია

3.1.1. ხელშეკრულებით, შეთანხმებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი


ვალდებულებები შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად

3.1.2. ტრანსპორტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ექსპედიტორს


წარუდგინოს წერილობითი შეკვეთა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

 გამგზავნისა და მიმღების შესახებ შესახებ დეტალური ინფორმაცია;

 ტრანსპორტირების დაწყების საწყისი პუნქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

 საბოლოო დანიშნულების პუნქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

 ტვირთის დეტალური აღწერილობა, მათ შორის სახეობა, ხარისხი და სხვა;

 ტვირთის მოცულობა;

 ტვირთის წონა, ბრუტო და ნეტო;

 ტვირთის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის სპეციფიკური მოთხოვნების


არსებობის შემთხვევაში, ტვირთის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო
წესები;

 სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ტვირთის


ტრანსპორტირებაზე (აქციზურობა, სპეციფიკაციები და სხვა);

 კლიენტის დამატებითი მოთხოვნები ასეთის არსებობის შემთხვევაში

3.1.3. ექსპედიტორს დროულად გადასცეს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის


აუცილებელი ყველა დოკუმენტი

3.1.4. მოახდინოს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველოყოფისათვის


საჭირო წესით შეფუთვა
3.1.5. მოახდინოს ტვირთის, შესაბამისი წესების დაცვით, დატვირთვა სატრანსპორტო
საშუალებაში;

3.1.6. საშიში ტვირთის ტრანსპორტირების შემთხვევაში, ექსპედიტორს წინასწარ მიაწოდოს


ინფორმაცია ტვირთის საშიშროების ზუსტი მახასიათებლებისა და უსაფრთხოების
ზომების შესახებ;

3.1.7. დროულად დაფაროს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ხარჯები,


აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული შეფერხებული
ტრანსპორტირებისათვის ექსპედიტორი არ არის პასუხისმგებელი.

3.1.8. ხელშეკრულების მე-4 მუხლში განსაზღრული წესებისა და პირობების დაცვით


მოახდინოს ტრანსპორტირების შეთანხმებული ფასის დროული გადახდა.

3.1.9. თუ კლიენტის მიერ არასწორად მიწედობული ინფორმაციის შედეგად შეფერხდა


ტრანსპორტირება, ექსპედიტორი არ არის პასუხისმგებელი;

3.1.10. თუ კლიენტის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გაიზარდა


ტრანსპორტირების ხარჯები, კლიენტი ვალდებულია აუნაზღაუროს ექსპედიტორს
დამატებითი ხარჯები;

3.2. ექსპედიტორი ვალდებულია:

3.2.1. ხელშეკრულებით, შეთანხმებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი


ვალდებულებები შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად;

3.2.2. კლიენტის მიერ შეკვეთას წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში წერილობით


დაადასტუროს ან უარი თქვას მოთხოვნილი ტრანსპორტირების შესრულებაზე;

3.2.3. კლიენტის მიერ მიწოდებული ინსტრუქციისა და კომერციული დოკუმენტაციის


შესაბამისად, გააფორმოს ყველა საჭირო სატრანსპორტო დოკუმენტაცია

3.2.4. მოახდინოს ტვირთის ტრანსპორტირება შეთანხმებაში შეთანხმებული პირობების


დაცვით

3.2.5. ტვირთის დანიშნულების პუნქტში მიტანისა და უფლებამოსილი პირისათვის მისი


ჩაბარების შესახებ გონივრულ ვადაში შეატყობინოს დამკვეთს

3.2.6. თუ ტვირთის მახასიათებლები განსხვავდება კლიენტის მიერ წარდგენილ შეკვეთაში


მითითებულ ინფორმაციისაგან, ექსპედიტორი უფლებამოსილია კლიენტს მოსთხოვოს
გადაზიდვის მომსახურების ღირებულების შესაბამისი ცვლილება.

4. ხელშეკრულების ფასი და გადახდის პირობები


4.1. კლიენტი ვალდებულია ტრანსპორტირების განხორციელებისათვის ექსპედიტორს
გადაუხადოს შეთანხმებით განსაზღვრული პირობებისა და წესების დაცვით
შეთანხმებული ფასი;

4.2. შეთანხმებით განსაზღვრულ ფასში არ შედის არც ერთი მოქმედი გადასახადი, საბაჟო თუ
სხვა გადასახდელები;

4.3. კლიენტი ვალდებულია ექსპედიტორს აუნაზღაუროს ყველა ის ხარჯი, რომელიც


ტრანსპორტირებასთან ან/და ტვირთთან არის დაკავშირებული, და რომელიც არ არის
გათვალისწინებული ხელშეკრულებითა ან/და შეთანხმებით;

4.4. ექსპედიტორი ვალდებულია კლიენტს წარუდგინოს დამატებითი ხარჯების ანგარიში,


ხოლო დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ასეტი ხარჯები მისი წარდგენიდან 5
(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში

4.5. ნებისმიერი გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ექსპედიტორი საბანკო


ანგარიშზე, საბანკო გადარიცხვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯის დაფარვის
ვალდებულება ეკისრება კლიენტს;

4.6. შეთანხმების ფასი გადახდილად ჩაითვლება მისი ექსპედიტორი საბანკო ანგარიშზე


ჩარიცხვის დადასტურების შემდგომ.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა

5.1. მხარეები სრულად აგებენ პასუხს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით ნაკისრი


ვალდებულის შეუსრულებლობისთვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისთბის;

5.2. კლიენტის მიერ ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ნებისმიერი სახის ინფორმაციისა


ან/და დოკუმეტაციის არასრულად ან/და არაზუსტად მიწოდებით გამოწველი ზიანის
შემთხვევაში:

 კლიენტი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ექსპედიტორს მიყენებული ზიანი;

 ექსპედიტორი არ არის ვალდებული გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია;

 ექსპედიტორი არ არის პასუხისმგებელი კლიენტისა ან/და მესამე პირების წინაშე.

5.3. ექსპედიტორისგან დამოუკიდებელი მიზეზით ტრანსპორტის მოცდენის შემთხვევაში,


კლიენტი ვალდებულია ექსპედიტორს სრულად აუნაზღაუროს ტრანსპორტის მოცდენით
მიყენებული ზიანი, ყველა ხარჯი და პირგასამტეხლო. მოცდენის პირგასამტეხლო
განისაზღვრება შეთანხმებაში;
5.4. შეთანხმებული ტრანსპორტირების გაუქმების შემთხვევაში კლიენტი ვალდებული
აუნაზღაუროს ექსპედიტორს გაწეული ხარჯები და გადაიხადოს პირგასამტეხლო
შეთანხმებული ტრანსპოტირების ფასის 10%-ის ოდენობით;

5.5. კლიენტი ვალდებულია გადაწყვიტოს და მოაგვაროს ყველა ის სადავო საკითხი რომელიც


შეიძლება წარმოიქმნას ტრანსპორტირების განხორნიელების ფარგლებში მესამე
პირებთან ან/და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას;

 კლიენტის აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული


ზიანისთვის ექპედიტორი არ არის პასუხისმგებელი.

 კლიენტი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ექსპედიტორს მიყენებული ზიანი

5.6. ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის, ექსპედიტორი


უფლებამოსილია მოსთხოვოს კლიენტს პირგასამტეხლო მომსახურბის ჯამური
ღირებულების 0.2%-ის ოდენბით და არანაკლებ დღეში 100 (ასი) აშშ დოლარისა;

5.7. კლიენტი პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანზე რომელიც ტრანსპორტირებისას კლიენტის


ბრალეულობით მიადგა ექსპედიტორს ან/და ნებისმიერ მესამე პირს;

5.8. კლიენტის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ექსპედიტორი


უფლებამოსილია შეაჩეროს კლიენტისათვის მომსახურების გაწევა და არ აუნაზღაუროს
კლიენტს მომსახურების შეჩერებისაგან მიყენებული ზარალი. აგრეთვე კლიენტი
ვალდებულია ექსპედიტორს აუნაზღაუროს მომსახურების შეჩერებასთან
დაკავშირებული ან მის შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი ხარჯი ან/და ზიანი;

5.9. ექსპედიტორი ვალდებულია აანაზღაუროს ტრანსპორტირების პროცესში ტვირთის


დაზიანებით, განადრგურებით, დანაკლისით, დაკარგვით გამოწვეული ზიანი, თუ ეს
მოხდა ექსპედიტორის პირდაპირი ბრალეულობით. ტვირთის დაზიანების,
განადგურების, დანაკლისის ან დაკარგვის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება
ფაქტობრივი ზიანის მიხედვით ტვირთის საინვოისო ფასის შესაბამისად;

5.10. ექსპედიტორის არ არის პასუხისმგებელი არაპირდაპირ ზიანზე (მათ შორის და არა


მხოლოდ მიუღებელ შემოსავალზე). ექსპედიტორი პასუხს არ აგებს კლიენტისათვის
საჯარიმო სანქციებზე, საბაჟო-გამშვები პუნქტის (ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს)
მიერ კლიენტის დოკუმეტაციისათვის ან ტვირთისთვის მიყენებულ ზიანზე ან/და
დანაკარგზე;

6. ფორს-მაჟორი

6.1. მხარეები პასუხს არ აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების


არაჯეროვანი შესრულების ან/და შეუსრულებლობისათვის თუ აღნიშნული
გამომდინარეობს წინასწარ გაუთვალისწინებელი, დაუძლეველი გარემოებების
ზეგავლენის შედეგად, რომელიც არ არსებობდა შეთანხების გაფორმების დროს და
რომლის წარმოშობაშიც მხარეს ბრალი არ მიუძღვის

 წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები, ხანძარი,

 საომარი მოქმედებები, სამოქალაქო მღელვარებები, საგანგებო მდგომარეობა,


სახელმწიფო ორგანოთა უკანონო აქტები, სახელწიფო გადატრიალება,

 გაფიცვა, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღვუდვა, შესაბამისი


პორტის/აეროპორტის მუშაობის შეფერხება,

 ყველა სხვა გარემოება რომელთა წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია;

6.2. ფორს-მაჟორურლი გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარემ,


რომლისთვისაც შეუძლებე;ო ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი
შესაძლებლობისთანავე უნდა გაუავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებების,
მათი გამომწვევი მიზეზებისა და სავარაუდო ხანგრძლივობის შესაბე. თუ შეტყობინების
გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისის შეხედულებისამებრ,
მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს მოძებნოს ვალდებულების
შესრულების ისეთი ალტერნატიტიული გზა, რომლეიც დამოუკიდებელი იქნება ფორს-
მაჟორული გარემოებისაგან;

6.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება


გადაიწევს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის ვადით.

7. კონფიდენციალობა

7.1. ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მხარეთა შორის გაცვლილი დოკუმენტაცია


წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება
მესამე პირებისათვის იკრძალება;

7.2. მუხლი 7.1-ით დაწესებული აკრძალვა არ ეხება იმ სიტუაციას როდესაც მხარეს


ესაჭიროება აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება ტრანსპორტირების
განსახორციელებლად;

7.3. მე-7 მუხლი მოქმედებს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის მანძილზე.

8. ხელშეკრულების ხანგრძლივობა და შეწვეტის წესი


8.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია ერთი წლის
განმავლობაში;

8.2. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 25 (ოცდახუთი)


სამუშაო დღით ადრე მხარეები წერილობთ არ გამოთქვამენ ხელშეკრულების შეწყვეტის
სურვლის, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 1 (ერთი) წლის ვადით;

8.3. მხარეები უფლებამოსილნი არიან წინამდებარე ხელშეკრულება შეწყვიტონ


ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს;

8.4. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუკი მეორე
მხარე არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ვალდებულებების
შეუსრულებლობა გრძელდება 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი დროით.

9. დავის გადაწყვეტა

9.1. ხელშეკრულება რეგულირედება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობით;

9.2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა


გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის
შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

10. დამატებითი დებულებები

10.1. ხელშეკრულების პირობები სავალდებულოა მხარეებისა და მათი


სამართალმემკვიდრეებისა ან/და უფლებამონაცვლეებისათვის;

10.2. ხელშეკრულები რომელიმე მუხლის ან/და დებულების ბათილად ცნობა გავლენას არ


ახდენს სხვა დებულებების ნამდვილობაზე;

10.3. ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება ისევე როგორც ხელშეკრულებით


გათვალისწინებული შეთანხმება ძალიაშია თუ ის წერილობითი სახითაა შესრულებული
და მხარეების მიერ უფლებამოსილ პირთა ხელმოწერებითაა დამოწმებული;

10.4. წერილობით გაფორმებული ნებისმიერი ცვლილება, დამატება და შეთანხმება


წარმოადგენს ხელშკერულების განუყოფელ ნაწილს;

10.5. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი)
იდენტურ ეგზემპლარად და გადაეცემა თითოეულ მხარეს;

10.6. ურთიერთობები რომლებიც არ არის რეგულირებული ხელშეკრულებით, გადაწყდება


საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები აცხადებენ, რომ ისინი სრულყოფილად იცნობენ ხელშეკრულების შინაარსს,
მიღებული აქვთ აუცილებელი განმარტებები და თანხმა არიან მის პირობებზე.

ხელშეკრულების პირობებზე თავისი თანხომბის დასტურად, მხარეებმა ხელი მოაწერეს


წინამდებარე ხელშეკრულავს 2020 წლის 30 სექტემბერს

ექსპედიტორი კლიენტი

შპს „ემ-თი-ჯი ჯორჯია“ შპს ჯორჯიან მანგანეზი 

ს/კ 400192536 ს/კ 230085797

დირექტორის ხელმოწერა :

You might also like