You are on page 1of 35

სალექციო კურსი სახელშეკრულებო სამართალში

ნასყიდობის ხელშეკრულება

ლექტორი: თამარ ზამბახიძე


 “რა მოვიმოქმედოთ, რომ ტყუილად არ
დავკარგოთ დრო?
 პასუხი: სრულად შევიგრძნოთ იგი.”
ალბერ კამიუ, “შავი ჭირი”
კოლეგებო, დროის შეგრძნების და რეალური შედეგის
გააზრების საუკეთესო საშუალება არის ცოდნის მიღება და
გარღმავება. ჰოდა არ დავკარგოთ დრო და დავიწყოთ
სახელშეკრულებო სამართლის სალექციო კურსი, თუნდაც
დისტანციურად!

და ისევ, კამიუს სიტყვებით რომ გავაგრძელოთ, თითოეულ


ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს:
“მთავარია, კარგად აკეთო შენი საქმე”.
ნასყიდობის ცნება
 ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა
გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე,
მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს
საქონელი.

 მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს


შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის


მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი
განსაზღვრის საშუალებებზე.
ნასყიდობა არის
 სინალაგმატური ხელშეკრულება;

 კონსენსუალური ხელშეკრულება;

 სასყიდლიანი ხელშეკრულება;

 ნასყიდობის არსებითი პირობებია ფასი და ნასყიდობის


საგანი.
 ნასყიდობის გამიჯვნა ნარდობისაგან.

 თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის


დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ
შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს
საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ
დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება
ნასყიდობის წესები.

 ნასყიდობა და გაცვლა.
 ნასყიდობის ფასი შეიძლება განსაზღვრული იყოს
კონკრეტული ოდენობით ან მხარეები შეთანხმდნენ მისი
განსაზღვრის წესზე, ანუ ფასი უნდა იყოს რეალურად
განსაზღვრადი.

 თუ არ არსებობს საწინააღმდეგო შეთანხმება,


ნასყიდობის ფასი მოიცავს დღგ-ს.
გამყიდველი მყიდველს გადასცემს საკუთრების უფლებას ქონებაზე

 საკუთრების უფლების გადაცემა მოძრავ ნივთებზე;

 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების


უფლების გადაცემის წესი;
 გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული
ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის
ხარჯები, ეკისრება გამყიდველს,

 ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა


ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები -
მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.

 უნდა გაიმიჯნოს ე.წ. მიტანის, გაგზავნის და წამოღების


ვალდებულებები;
უძრავი ნივთების ნასყიდობა.
 უძრავი ნივთებია: მიწის ნაკვეთი მასზე არსებული
შენობა-ნაგებობებით ან მის გარეშე;
 შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული, დანგრეული);
 შენობა-ნაგებობის ერთეული;
 ხაზობრივი ნაგებობა.
 თუ გამყიდველი ნებაყოფლობით არ ასრულებს ნივთზე
საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულებას,
მყიდველმა სასარჩელო წესით უნდა მოითხოვოს
გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულება.

 საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია არ


წარმოადგენს ხელშეკრულების ფორმას;
 მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს
ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების,
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის
აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
 მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს
ამ ნაკვეთის ათვისებისა და მსგავსი ღონისძიებების
გატარებისათვის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული
ხარჯები, მიუხედავად გადახდის ვალდებულების
წარმოშობის მომენტისა.
 იგულისხმება არა გაწეული ხარჯი, არამედ დადებამდე
წარმოშობილი და ხელშეკრულების დადების შემდეგ
გასაწევი ხარჯი (მაგ.: კომუნიკაციების მიყვანის ხარჯი);
გამყიდველის მოვალეობანი საქონლის
გაგზავნისას
 თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს
საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც
გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც სხვა რაიმე
საშუალებით არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ
გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის
თაობაზე და, ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი
ჩამონათვალი.
 თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს
ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ
ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული
პირობებისათვის.
 თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი
ტრანსპორტირებისას, მაშინ მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს
მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც
აუცილებელია დაზღვევის ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისათვის.
ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის
გადასვლა

 გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე


გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების
რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

 თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის


მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს
ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ
ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი
გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა
გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის
შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.
საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის

 თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე


პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს,
რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი,
ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ -
მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

 ნორმის გამოყენებისათვის გამყიდველი რამოდენიმეჯერ


გაყიდვისას უნდა იყოს ერთი და იგივე პირი.

 ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე თუ უძრავ


ნივთებზეც?
გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ

 გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ


ერთი მხარის მიერ მიწოდების მხოლოდ ერთი
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა
რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების
ვალდებულებებიც არ შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს
შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

 გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და


უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული


ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ
ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი
სარგებლობისათვის.

 ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის


მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან,
თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა,
როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
 ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ
შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი
უფლებების გამო.

 უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში


რეგისტრირებულია არარსებული უფლება.

 თუ მესამე პირის უფლება ნივთზე არსებობს, არა აქვს


მნიშვნელობა, რეგისტრირებულია თუ არა, შეიძლება
შეფასდეს უფლებრივ ნაკლად მაგ.: მოსარგებლე.
გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის
მქონე ნივთის გაყიდვისას

 მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ


ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.

 თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს


ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ
აუცილებელ ვადაში. ამ ორს შორის არჩევანს გამყიდველი აკეთებს.

 ნაკლის გამოსწორება ან ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი გამოცვლის მოთხოვნა


უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა მეორად მოთხოვნებს შორის.

 პირველადი შესრულების მოთხოვნა გამორიცხავს მეორად მოთხოვნებს.


შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვალდებულებას
ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად არ შეასრულებს,
კრედიტორს წარმოეშობა მეორადი მოთხოვნების განხორციელების უფლება.
გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის
მქონე ნივთის გაყიდვისას

 გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი


ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის,
სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.

 გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის


გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს
შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.

 თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს


გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს
მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.
დამატებითი შესრულების ადგლი სხვა
მეორად მოთხოვნებთან მიმართბით

 დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად


გამოსაყენებელი მოთხოვნაა - ეს უდავოდ გამომდინარეობს 490-ე და
405-ე მუხლების დებულებებიდან.

 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულების ვადა გაივლის,


მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს ისეთი მეორადი
მოთხოვნები, როგორიცაა:
 ხელშეკრულებიდან გასვლა,
 ფასის შემცირება და
 შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება.

 ნაკლიანი შესრულების დროს ეს ვადა (დამატებითი შესრულების ვადა)


არის ნაკლის გამოსწორების ან მისი უნაკლოთი შეცვლისათვის საჭირო
დრო. საბოლოო ჯამში მყიდველი იღებს ხელშეკრულების შესაბამის
შესრულებას.
 მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს
ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

 გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული


დანახარჯები.

 თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან


ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ
მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების
მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ
ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად.
მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების
მომენტისათვის არსებული ფასი.
 მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე,
თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები
რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო
გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ
საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის
პროპორციულად.

 თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით


გათვალისწინებულს, მაშინ მყიდველს შეუძლია მიიღოს ეს
რაოდენობა და მოვალეა გადაიხადოს სახელშეკრულებო
ფასის პროპორციულად, ან მიიღოს მხოლოდ ის
რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული,
ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე გამყიდველის ხარჯზე.
 თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის
დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი
ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება
აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე
მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

 მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი,


შეუძლია მეორე მხარის ხარჯზე ნივთი შეინახოს მესამე
პირის საწყობში, თუ აქედან არ წარმოიშობა
არათანაზომიერი ხარჯები.
ნასყიდობა გადახდის განვადებით

 განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია


გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის
ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ
დროის განსაზღვრულ შუალედებში.
 თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას
იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო
განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და
ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის
დაკისრებასთან დაკავშირებით.

 განვადებით ნასყიდობისას, თუ განვადებით ნასყიდობის


შედეგად მყიდველის ჯამური ვალდებულებები ამავე
გამყიდველის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს არ
აღემატება, გამყიდველის მიერ 200 000 (ორასი ათას)
ლარამდე ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს
ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან
ინდექსირებული.
 განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს
წერილობით.

ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:


 ა. ნაღდი გადახდის ოდენობა;
 ბ. ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და
გადახდის დრო;
 გ. წლიური პროცენტის ოდენობა.

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის


საბუთების ასლი.
გამოსყიდვა
 თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს
გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება
დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

 გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან,


მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც,
რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება
გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების
შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს
იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის
ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
 თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების
განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა)
ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული
ზიანი.

 თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების


განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი
გასხვისება ბათილია.

 გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ


წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
უპირატესი შესყიდვის ოფცია
 უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ
უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე
პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის
ხელშეკრულებას.

 უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა


და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
 ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების
შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან.

 უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული


პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით
უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება
ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც
ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა.

 უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ


უფლების განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის
მიერ დადგენილ ვადაში.
 ვალდებულ პირსა და მესამე პირს შორის არსებული
შეთანხმება ბათილია, თუ ამით ნასყიდობის
ხელშეკრულება დამოკიდებული ხდება უპირატესი
შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე, ან ვალდებულ
პირს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი
გამოყენებული იქნება უპირატესი შესყიდვის უფლება.
 თუ მესამე პირმა ხელშეკრულებით იკისრა დამატებითი
ვალდებულება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც
უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს არა აქვს, მაშინ მან
დამატებითი ვალდებულების ნაცვლად უნდა გადაიხადოს
მისი ღირებულება.

 თუ შეუძლებელია დამატებითი ვალდებულების ფულადი


შეფასება, მაშინ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება
დაუშვებელია; დამატებითი ვალდებულების თაობაზე
შეთანხმება ძალას კარგავს, თუ ხელშეკრულება დაიდო
უპირატესი შესყიდვის უფლებისათვის გვერდის ასახვევად.
 სასწავლო პროცესთან დაკავშირებით
ყველა საკითხზე შეგიძლიათ მომწეროთ:
t_zambakhidze@yahoo.com

წარმატებები!
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და
სხვებსაც!

You might also like