You are on page 1of 51

ხელშეკრულების ფორმატი

სათაური, მხარეები,
პრეამბულა
წარმოდგენილი ვარიანტები
სარეკომენდაციოა და შეიძლება სხვა
ვარიანტების განსაზღვრაც

ნინო ბოგვერაძე, 2020

ხელშეკრულების ფორმატის
განსაზღვრა

v ხელშეკრულების კონკრეტული ფორმატის

განსაზღვრას ვახდენთ იმის მიხედვით, თუ რა და
როგორ გვინდა აისახოს ხელშეკრულებაში:
Ø „მარტივი“ ფორმატი
Ø „შედარებით რთული ფორმატი“

Ø „რთული ფორმატი“
ხელშეკრულების ფორმატის
განსაზღვრა

v თუ ხელშეკრულება მარტივია და რამდენიმე საკითხზე მოიცავს მხარეთა

შეთანხმებას, შეგვიძლია ავირჩიოთ ე.წ. „მარტივი ფორმატი“ (ძირითადად
გამოიყენება მხარეთა შეთანხმებისას გარკვეულ საკითხებზე, მაგ. მხარეთა
შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) და ამ შემთხვევაში ე.წ.
რთული ან შედარებით რთული ფორმატი არ დაგჭირდებათ
v შედარებით რთული ფორმატი - ხელშეკრულებაში უნდა დაარეგულიროთ
მხარეთა ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი და
უმჯობესია ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხები დააჯგუფოთ ერთად
შესაბამისი მუხლის სათაურის ქვეშ
v რთული ფორმატი - რაც უფრო ბევრ საკითხზე გიწევთ ხელშეკრულების
პირობების მომზადება, მით უფრო რთულდება ხელშეკრულების ფორმატი.
ამ დროს მიზანშეწონილია ტერმინთა განმარტების მუხლი, თუ
ხელშეკრულება მოცულობითია და ბევრი ტერმინია განსამარტი. ასეთ დროს
ხელშეკრულებას შეიძლება ჰქონდეს დანართებიც, სადაც გაიტანთ
სპეციფიკურ საკითხებს. მაგ., შრომით ხელშეკრულებაში თანამდებობრივი
ინსტრუქცია ან სამუშაოს აღწერილობა
ხელშეკრულების ფორმატი

ხელშეკრულების სათაური
ხელშეკრულების ნომერი*
q *ფაკულტატური - ნომრის მინიჭება ხელშეკრულებისათვის არ არის
აუცილებელი
q სათაური მნიშვნელოვანია ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების
იდენტიფიკაციისთვის
q ზოგიერთ შემთხვევაში რთულია ხელშეკრულების სათაურის განსაზღვრა,
შეგიძლიათ უბრალოდ ხელშეკრულება ან შეთანხმება მიუთითოთ
q სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა
არ აქვს - დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული
ურთიერთობის საფუძველზე დავის განმხილველი ორგანო ადგენს
მხარეთა შორის არსებულ სამართალურთიერთობას და რეალურად რა
სახის ხელშეკრულებაა მხარეებს შორის გაფორმებული
ხელშეკრულების სათაური/ნომერი
მაგალითად

ნასყიდობის ხელშეკრულება N345

ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის
შესახებ
მომსახურების ხელშეკრულება
შრომითი ხელშეკრულება
შეთანხმება 2019 წლის 01 სექტემბრის
ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის
შესახებ
და ა.შ.
ხელშეკრულების დადების
ადგილისა და თარიღის განსაზღვრა

დადების ადგილი დადების თარიღი

ხელშეკრულების დადების ადგილი
და თარიღი

q ხელშეკრულების დადების ადგილი და თარიღი, ხშირ

შემთხვევაში განისაზღვრება ხელშეკრულების დასაწყისში
q ზოგიერთ ხელშეკრულებაში შეიძლება შეგვხვდეს
ხელშეკრულების ბოლოს (ქართულ პრაქტიკაში ხშირად არ
გამოიყენება)
q თუ ხელშეკრულებას მხარეები ხელს აწერენ სხვადასხვა
დღეს, მაშინ, ხელშეკრულების ბოლოს მხარეთა
ხელმოწერებთან ერთად განისაზღვრება თითოეული მხარის
მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის შესაბამისი თარიღი და
ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში უნდა იყოს
განსაზღვრული ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი
მხარეთა ხელმოწერების განსაზღვრასა და ხელშეკრულების ძალაში
შესვლასთან დაკავშირებით დამატებით გვექნება საუბარი
ხელშეკრულების დადების
ადგილი/თარიღი

ვარიანტი 1:
ნასყიდობის ხელშეკრულება
ქ. თბილისი 01 ნოემბერი, 2019 წელი
არ განსაზღვროთ ასე: 01.11.2019
არ განსაზღვროთ ასე: 1 ნოემბერი, 2019 წელი
___________________________________________
ვარიანტი 2:
ნასყიდობის ხელშეკრულება
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში
„ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში 2019 წლის 10
ნოემბერს შემდეგ მხარეებს შორის:
ხელშეკრულების დადების
ადგილი/თარიღი

ვარიანტი 3:

ნასყიდობის ხელშეკრულება

ხელშეკრულების დადების ადგილი: ქ. თბილისი

ხელშეკრულების დადების თარიღი: 01 ნოემბერი, 2019 წელი
ხელშეკრულების ფორმატი
მხარეები

l ხელშეკრულების მხარეების რეკვიზიტების -

მაიდენტიფიცირებელი მონაცემების განსაზღვრას
არსებითი მნიშვნელობა აქვს
Ø ახდენს მხარის იდენტიფიკაციას
Ø საკორესპონდენციო მიზნებისთვის ახდენს საკონტაქტო
მონაცემების განსაზღვრას (მისამართი, ელ.ფოსტა,
ტელეფონი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დამატებით
მიეთითოს მხარის საკონტაქტო პირის მონაცემებიც)
Ø მისამართის განსაზღვრას, გარდა საკომუნიკაციო მიზნებისა,
ასევე მნიშვნელოვანია დავის წარმოშობის შემთხვევაში
საპროცესო დოკუმენტაციის გაგზავნისთვის
Ø საკონტაქტო მონაცემების განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით,
თუ როგორ მოახდენენ მხარეები ერთმანეთში კომუნიკაციას
ხელშეკრულების ფორმატი
მხარეების რეკვიზიტები

l შეიძლება მაგალითისთვის განვიხილოთ

რამდენიმე ვარიანტი ხელშეკრულების მხარეების
შესახებ ინფორმაციის განსაზღვრისათვის:
1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი
2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი
3. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი
4. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი
5. მინდობილობის საფუძველზე მოქმედი მხარის
წარმომადგენელი
ვარიანტი 1
მხარე: საქართველოს მოქალაქე ფიზიკური
პირი

q საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში

აუცილებელია სახელის, გვარის, პირადი ნომრის,
საცხოვრებელი მისამართის მითითება
მაგალითად
ერთ-ერთი ვარიანტი
სახელი, გვარი (პირადი ნომერი; მცხოვრები: ქვეყანა,
ქალაქი/სოფელი, ქუჩა, ნომერი, ბინა ნომერი)
(შემდგომში „_______“) აქ მიეთითება ის ტერმინი,
რომელსაც ანიჭებთ მხარეს ხელშეკრულების
კონტექსტიდან გამომდინარე, მაგალითად მყიდველი,
გამყიდველი, მეიჯარე და ა.შ)
მაგალითად
ვარიანტი 1
მხარე: საქართველოს მოქალაქე ფიზიკური
პირი

ერთი მხრივ, ნინო ბოგვერაძე (პირადი ნომერი

00000000000; მცხოვრები: საქართველო, ქ. თბილისი,
ნუცუბიძის ქ. #1000, ბ. 1000) (შემდგომში
„გამყიდველი“)
ან
ერთი მხრივ, ნინო ბოგვერაძე (პირადი ნომერი
00000000000; მცხოვრები ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ.
#1000, ბ. 1000) (შემდგომში „გამყიდველი“)
ვარიანტი 2
მხარე: უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური
პირი

q უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში

დამატებითი ინფორმაციაც შეიძლება დაგჭირდეთ:
მაგალითად
ერთ-ერთი ვარიანტი
ერთი მხრივ, სახელი, გვარი, დაბადებული
(თვე/რიცხვი/წელი), მცხოვრები: ქუჩა, ნომერი, ბინა
ნომერი, ქალაქი/სოფელი, საფოსტო ინდექსი,
(შესაძლებელია დამატებით მიეთითოს საქართველოში
არსებული მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ქვეყანა, მოქალაქეობა, პასპორტის ნომერი, გაცემის
თარიღი, მოქმედების ვადა (შემდგომში
„____________“) აქ მიეთითება ის ტერმინი, რომელსაც
ანიჭებთ მხარეს ხელშეკრულების კონტექსტიდან
გამომდინარე, მაგალითად მყიდველი, გამყიდველი,
მეიჯარე და ა.შ
ვარიანტი 3
მხარე: საქართველოში
რეგისტრირებული იურიდიული პირი

q საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის

შემთხვევაში აუცილებელია კომპანიის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო
სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი,
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი და კომპანიის
წარმომადგენლის შესახებ მონაცემები: სახელი, გვარი,
პირადი ნომერი
q იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი შეიძლება იყოს
სხვადასხვა
მაგალითად
ერთ-ერთი ვარიანტი
ვარიანტი 3
მხარე: საქართველოში
რეგისტრირებული იურიდიული პირი

ერთი მხრივ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა,

საფირმო სახელწოდება (საიდენტიფიკაციო ნომერი;
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი) (შემდგომში
„____________“ აქ მიეთითება ის ტერმინი, რომელსაც ანიჭებთ
მხარეს ხელშეკრულების კონტექსტიდან გამომდინარე, მაგალითად
მყიდველი, გამყიდველი, მეიჯარე და ა.შ), წარმოდგენილი მისი
___________ის აქ მიეთითება წარმომადგენლის თანამდებობა
(მაგალითად დირექტორი, გენერალური დირექტორი,
ხელმძღვანელი და ა.შ. ამონაწერში დაფიქსირებულის შესაბამისად)
სახელი, გვარი-ის (პირადი ნომერი) მიერ
მაგალითად
ვარიანტი 3
მხარე: საქართველოში
რეგისტრირებული იურიდიული პირი

ერთი მხრივ, შპს „სერვისი“, (საიდენტიფიკაციო

ნომერი: 00000000; იურიდიული/ფაქტობრივი
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.
1002) (შემდგომში „გამყიდველი“), წარმოდგენილი მისი
დირექტორის ელგუჯა ბოგვერაძის (პირადი ნომერი)
მიერ
ვარიანტი 4
მხარე: უცხო ქვეყანაში
რეგისტრირებული იურიდიული პირი

ერთი მხრივ, კომპანიის ორგანიზაციულ–სამართლებრივი

ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი,
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი (შემდგომში
„____________“ აქ მიეთითება ის ტერმინი, რომელსაც
ანიჭებთ მხარეს ხელშეკრულების კონტექსტიდან
გამომდინარე, მაგალითად მყიდველი, გამყიდველი, მეიჯარე
და ა.შ), წარმოდგენილი მისი ___________ აქ მიეთითება
წარმომადგენლის თანამდებობა (მაგალითად დირექტორი,
გენერალური დირექტორი, ხელმძღვანელი და ა.შ. იმ
ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც
ადასტურებს ამ პირის წარმომადგენლობით
უფლებამოსილებას) სახელი, გვარი, წარმომადგენლის
შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები
ვარიანტი 5
მხარე: ფიზიკური ან იურიდიული
პირი, რომელიც მოქმედებს
მინდობილობის საფუძველზე

ერთი მხრივ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი,

მცხოვრები: ქვეყანა, ქალაქი/სოფელი, ქუჩა, ნომერი,
ბინა ნომერი, პირადი ნომერი (შემდგომში
„____________“ აქ მიეთითება ის ტერმინი, რომელსაც
ანიჭებთ მხარეს ხელშეკრულების კონტექსტიდან
გამომდინარე, მაგალითად მყიდველი, გამყიდველი,
მეიჯარე და ა.შ), წარმომადგენელი სახელი, გვარი),
მცხოვრები: ქვეყანა, ქალაქი/სოფელი, ქუჩა, ნომერი,
ბინა ნომერი;, პირადი ნომერი,) ____ს (თვე) გაცემული
მინდობილობის (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი)
საფუძველზე (დანართი 1)

მაგალითად
ვარიანტი 5
მხარე: ფიზიკური ან იურიდიული
პირი, რომელიც მოქმედებს
მინდობილობის საფუძველზე

იურიდიულ პირს წარმოადგენს მინდობილობის საფუძველზე პირი:

ერთი მხრივ, შპს „სერვისი“, (საიდენტიფიკაციო ნომერი: 00000000;
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი,
ნუცუბიძის ქ. 1002) (შემდგომში „გამყიდველი“), წარმოდგენილი მისი
უფლებამოსილი წარმომადგენლის ელგუჯა ბოგვერაძის (პირადი
ნომერი: 00000000010) მიერ 2020 წლის 01 მარტს გაცემული
მინდობილობის საფუძველზე (დანართი 1)
ფიზიკურ პირს წარმოადგენს მინდობილობის საფუძველზე პირი:
ერთი მხრივ, ნინო ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000000;
მცხოვრები ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ. #1000, ბ. 1000) (შემდგომში
„გამყიდველი“), წარმოდგენილი მისი უფლებამოსილი
წარმომადგენლის ელგუჯა ბოგვერაძის (პირადი ნომერი
00000000010) მიერ 2020 წლის 01 მარტს გაცემული
მინდობილობის საფუძველზე (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი
_____) (დანართი 1)
ვარიანტი 6
განისაზღვრება ალტერნატიულად ან
შესავალში ან ხელშეკრულების ბოლოს
რეკვიზიტებში

მყიდველი:
სახელწოდება (საფირმო)/სახელი,გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი):
სახელი და გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო მონაცემები:
საკონტაქტო პირის სახელი/გვარი –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
ტელეფონი: –––––––––––––––––––––––––––––––
ელ.ფოსტა: –––––––––––––––––––––––––––––––
საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––
ბანკის კოდი: –––––––––––––––––––––––––––––––
ანგარიშის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
ხელშეკრულების სათაური,
დადების ადგილი, თარიღი,
მხარეები

რამდენიმე
ალტერნატიული
ვარიანტის მიმოხილვა

ნინო ბოგვერაძე, 2020

ვარიანტი 1
მხარეთა სრული რეკვიზიტების
განსაზღვრა ხელშეკრულების
დასაწყისში
ხელშეკრულებას არ აქვს
ტერმინთა განმარტების
მუხლი
ე.წ. „ტერმინთა შიდა
განმარტება

ნინო ბოგვერაძე, 2020

რამდენიმე სტრუქტურა
ვარიანტი 1
ხელშეკრულებაში არ არის ტერმინთა განმარტების მუხლი

ნასყიდობის ხელშეკრულება
ქ. თბილისი 01 ნოემბერი, 2019 წელი
ერთი მხრივ, ნინო ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000000; მცხოვრები
ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ. #1000, ბ. 1000) (შემდგომში „გამყიდველი“);
და
მეორე მხრივ, ელგუჯა ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000001;
მცხოვრები ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ. #1001, ბ. 1001) (შემდგომში
„მყიდველი“)
გამყიდველი და მყიდველი შემდგომში ცალ-ცალკე წოდებულნი როგორც
„მხარე“, ხოლო ერთობლივად – როგორც „მხარეები“;
მხარეები, ვმოქმედებთ რა, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში*, ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის
ხელშეკრულებას (შემდგომში „ხელშეკრულება“) და ვთანხმდებით*
შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
რამდენიმე სტრუქტურა
ვარიანტი 2
ხელშეკრულებაში არ არის ტერმინთა განმარტების მუხლი

ნასყიდობის ხელშეკრულება
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში
„ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში 2019 წლის 10 ნოემბერს
შემდეგ მხარეებს შორის:
ნინო ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000000; მცხოვრები ქ.
თბილისში, ნუცუბიძის ქ. #1000, ბ. 1000) (შემდგომში
„გამყიდველი“); და
ელგუჯა ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000001; მცხოვრები ქ.
თბილისში, ნუცუბიძის ქ. #1001, ბ. 1001) (შემდგომში „მყიდველი“)
მხარეები ვმოქმედებთ რა, საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში*, ვთანხმდებით
შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

რამდენიმე სტრუქტურა
ვარიანტი 3
ხელშეკრულებაში არ არის ტერმინთა განმარტების მუხლი

ნასყიდობის ხელშეკრულება
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ქ.
თბილისში 2019 წლის 10 ნოემბერს შემდეგ მხარეებს შორის:
მყიდველი:
სახელწოდება (საფირმო)/სახელი,გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი):
სახელი და გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო მონაცემები:
საკონტაქტო პირის სახელი/გვარი –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
ტელეფონი: –––––––––––––––––––––––––––––––
ელ.ფოსტა: –––––––––––––––––––––––––––––––
საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––
ბანკის კოდი: –––––––––––––––––––––––––––––––
ანგარიშის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
რამდენიმე სტრუქტურა
ვარიანტი 3
ხელშეკრულებაში არ არის ტერმინთა განმარტების მუხლი

გამყიდველი:

მხარეები ვმოქმედებთ რა, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში*, ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
ვარიანტი 2
მხარეთა სრული რეკვიზიტების
განსაზღვრა ხელშეკრულების
დასაწყისში
ხელშეკრულებას აქვს ტერმინთა
განმარტების მუხლი, სადაც
ხელშეკრულებაში
გამოყენებული ტერმინებია
განმარტებული

ნინო ბოგვერაძე, 2020

განმარტების შესახებ ხელშეკრულებაში მუხლის
არსებობის შედეგები

q თუ ხელშეკრულებაში აპირებთ ტერმინთა განმარტების შესახებ

მუხლის ჩამოყალიბებას:
Ø ხელშეკრულების მთლიან ტექსტში ტერმინებს პირდაპირ აყალიბებთ ისე,
რომ დანარჩენი ტექსტიდან განსხვავებულად ჩანდეს, მაგალითად
გამსხვილებული შრიფტით ან/და დახრილად ან/და ბრჭყალებში -
მცირედი გამონაკლისი შეიძლება იყოს მხარეებთან დაკავშირებით,
ზოგიერთ შემთხვევაში მხარეების შესახებ ზოგადი იდენტიფიცირება
მაინც ხდება ხელშეკრულების დასაწყისში, თუმცა, ოდნავ
განსხვავებულად
Ø განმარტებულ ტერმინს პირდაპირ წერთ მისი განმარტების გარეშე -
მკითხველს თუ აინტერესებს, რას გულისხმობს ეს ტერმინი, ნახავს
ტერმინთა განმარტების მუხლში
Ø ტერმინთა განმარტების მუხლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორც
წესი, ხელშეკრულების პირველ მუხლად განისაზღვრება
ტერმინთა განმარტების შესახებ მუხლის ფორმატირებასთან დაკავშირებით
დამატებით გვექნება საუბარი
რამდენიმე სტრუქტურა
ვარიანტი 1
ხელშეკრულებაში არის ტერმინთა განმარტების მუხლი

ნასყიდობის ხელშეკრულება
ქ. თბილისი 01 ნოემბერი, 2019 წელი
ერთი მხრივ, ნინო ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000000)
(გამყიდველი); და
მეორე მხრივ, ელგუჯა ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000001)
(მყიდველი)
მხარეები ვმოქმედებთ რა, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში*, ვდებთ ხელშეკრულებას და
ვთანხმდებით* შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
რამდენიმე სტრუქტურა
ვარიანტი 2
ხელშეკრულებაში არის ტერმინთა განმარტების მუხლი

ნასყიდობის ხელშეკრულება
წინამდებარე „ხელშეკრულება“ დადებულია ქ. თბილისში 2019 წლის
10 ნოემბერს შემდეგ „მხარეებს“ შორის:
„გამყიდველი“ - ნინო ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000000)
(შემდგომში „გამყიდველი“); და
„მყიდველი“ - ელგუჯა ბოგვერაძე (პირადი ნომერი 00000000001)
„მხარეები“ ვმოქმედებთ რა, საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში*, ვთანხმდებით
შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

რამდენიმე სტრუქტურა
ვარიანტი 3
ხელშეკრულებაში არის ტერმინთა განმარტების მუხლი

ნასყიდობის ხელშეკრულება
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია ქ. თბილისში 2019 წლის 10 ნოემბერს შემდეგ
მხარეებს შორის:
მყიდველი:
სახელწოდება (საფირმო)/სახელი,გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი):
სახელი და გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო მონაცემები:
საკონტაქტო პირის სახელი/გვარი –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
ტელეფონი: –––––––––––––––––––––––––––––––
ელ.ფოსტა: –––––––––––––––––––––––––––––––
საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––
ბანკის კოდი: –––––––––––––––––––––––––––––––
ანგარიშის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
რამდენიმე სტრუქტურა
ვარიანტი 3
ხელშეკრულებაში არის ტერმინთა განმარტების მუხლი

გამყიდველი:
სახელწოდება (საფირმო)/სახელი,გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი):
სახელი და გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო მონაცემები:
საკონტაქტო პირის სახელი/გვარი –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
ტელეფონი: –––––––––––––––––––––––––––––––
ელ.ფოსტა: –––––––––––––––––––––––––––––––
საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––
ბანკის კოდი: –––––––––––––––––––––––––––––––
ანგარიშის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
მხარეები ვმოქმედებთ რა, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში*, ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
ერთ-ერთი ვარიანტის შედარება
ხელშეკრულებაში არის ხელშეკრულებაში არ არის
ტერმინთა განმარტების ტერმინთა განმარტების
მუხლი მუხლი

ნასყიდობის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულება

ქ. თბილისი 01 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი 01 ნოემბერი, 2019 წელი
ერთი მხრივ, ნინო ბოგვერაძე (პირადი ნომერი
ერთი მხრივ, ნინო ბოგვერაძე (პირადი
00000000000; მცხოვრები ქ. თბილისში,
ნომერი 00000000000) (გამყიდველი); ნუცუბიძის ქ. #1000, ბ. 1000) (შემდგომში
და „გამყიდველი“); და
მეორე მხრივ, ელგუჯა ბოგვერაძე მეორე მხრივ, ელგუჯა ბოგვერაძე (პირადი
(პირადი ნომერი 00000000001) ნომერი 00000000001; მცხოვრები ქ. თბილისში,
(მყიდველი) ნუცუბიძის ქ. #1001, ბ. 1001) (შემდგომში
„მყიდველი“)
მხარეები ვმოქმედებთ რა,
გამყიდველი და მყიდველი შემდგომში ცალ-
საქართველოს კანონმდებლობით
ცალკე წოდებულნი როგორც „მხარე“, ხოლო
მინიჭებული უფლებამოსილების ერთობლივად – როგორც „მხარეები“;
ფარგლებში*, ვდებთ ხელშეკრულებას მხარეები, ვმოქმედებთ რა, საქართველოს
და ვთანხმდებით* შემდეგზე: კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში*, ვდებთ
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას
(შემდგომში „ხელშეკრულება“) და ვთანხმდებით*
შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
ვარიანტი 3
მხარეთა სრული რეკვიზიტების
განსაზღვრა ხელშეკრულების
ბოლოს
მხარეთა რეკვიზიტების
მუხლი
განისაზღვრება ბოლოს
მხარეთა ხელმოწერამდე

ნინო ბოგვერაძე, 2020

მხარეთა რეკვიზიტების მუხლი

l თუ აირჩევთ იმ ფორმატს, რომ გქონდეთ მხარეთა რეკვიზიტების

მუხლი ხელშეკრულების ბოლოს მხარეთა ხელმოწერებამდე:
Ø ხელშეკრულების დასაწყისში მხარეების რეკვიზიტებში შეიძლება
განსაზღვროთ მხოლოდ მხარეების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია
(მაგალითად, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი და
იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერი) -
დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია ისედაც გექნებათ ხელშეკრულების
ბოლოს მხარეთა რეკვიზიტების მუხლში
l უნდა აირჩიოთ:
Ø განსაზღვრავთ მხარეთა რეკვიზიტებს ხელშეკრულების დასაწყისში და
ამ დროს ხელშეკრულების ბოლოს მხარეთა ხელმოწერებამდე აღარ
გჭირდებათ მხარეთა რეკვიზიტების მუხლი;
Ø ან
Ø დასაწყისში არ უთითებს მხარეების დეტალურ რეკვიზიტებს და
ხელშეკრულების ბოლოს მხარეთა ხელმოწერებამდე განსაზღვრავთ
მხარეთა რეკვიზიტების მუხლს
ვარიანტი 1
მხარეთა რეკვიზიტების მუხლი
განისაზღვრება ხელშეკრულების ბოლოს

გამყიდველი მყიდველი

ნინო ბოგვერაძე ელგუჯა ბოგვერაძე

პირადი ნომერი: პირადი ნომერი:
საცხოვრებელი/საკორესპონდენც საცხოვრებელი/საკორესპონდენც
იო მისამართი: იო მისამართი:
ტელეფონი: ტელეფონი:
ელ.ფოსტა: ელ.ფოსტა:
საბანკო რეკვიზიტები: საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის დასახელება: ბანკის დასახელება:
ბანკის კოდი: ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი: ანგარიშის ნომერი:

მხარეთა ხელმოწერა
ვარიანტი 2
მხარეთა რეკვიზიტების მუხლი

მყიდველი:
სახელწოდება (საფირმო)/სახელი,გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი):
სახელი და გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო მონაცემები:
საკონტაქტო პირის სახელი/გვარი –––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობა/სტატუსი: –––––––––––––––––––––––––––––––
ტელეფონი: –––––––––––––––––––––––––––––––
ელ.ფოსტა: –––––––––––––––––––––––––––––––
საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––
ბანკის კოდი: –––––––––––––––––––––––––––––––
ანგარიშის ნომერი: –––––––––––––––––––––––––––––––
ვარიანტი 2
მხარეთა რეკვიზიტები

საბანკო რეკვიზიტები

l საბანკო რეკვიზიტები შეიძლება განისაზღვროს როგორც

ხელშეკრულების დასაწყისში (რეკომენდირებულია, თუ
იყენებთ 24-ე ან 30-ე სლაიდში აღნიშნული
რეკვიზიტების განსაზღვრის ფორმატს) ან
ხელშეკრულების ბოლოს მხარეთა რეკვიზიტების
მუხლში
l საბანკო რეკვიზიტებს ზოგჯერ უთითებენ
ხელშეკრულების იმ მუხლში, სადაც საუბარია უნაღდო
ანგარიშსწორებაზე
საკონტაქტო ინფორმაცია

l საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელ.ფოსტა,

ტელეფონი) შეიძლება განისაზღვროს როგორც
ხელშეკრულების დასაწყისში (რეკომენდირებულია, თუ
იყენებთ 24-ე ან 30-ე სლაიდში აღნიშნული
რეკვიზიტების განსაზღვრის ფორმატს) ან
ხელშეკრულების ბოლოს მხარეთა რეკვიზიტების
მუხლში
l საკონტაქტო ინფორმაციას ზოგჯერ უთითებენ მხარეთა
კომუნიკაციის შესახებ მუხლში, თუ ხელშეკრულებაში
ეს მუხლი არსებობს
l მისამართი აუცილებელი რეკვიზიტია
პრეამბულა ხელშეკრულებაში

ძირითადი საკითხები

ნინო ბოგვერაძე, 2020

ხელშეკრულების ფორმატი

პრეამბულა*
1. ფაკულტატიური
2. გამოიყენება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში -
როდესაც ამის აუცილებლობაა
3. ძირითადად ასახავს მხარეთა მიერ ხელშეკრულების
გაფორმების მიზანს, თუ საჭიროა ამ მიზანზე
აქცენტირება ან/და ხელშეკრულების გაფორმებამდე
განხორციელებულ ქმედებებს, რომელთაც არსებითი
მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებისათვის
4. თუ ხელშეკრულებაში არსებობს პრეამბულა,
ხელშეკრულების შესავალი ნაწილის სტრუქტურირება
განსხვავებულად ხდება
ხელშეკრულების ფორმატი

პრეამბულა*
v პრეამბულის არსებობის შემთხვევაში,
პრეამბულის ტექსტის დასათაურება
„პრეამბულა“ და მისი ტექსტი იწერება
მხარეების განსაზღვრის შემდეგ
v პრეამბულის ტექსტის შემდგომ მხარეები
თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე
v პრეამბულის სათაური არ ინომრება
პრეამბულა
ვარიანტი 1

ხელშეკრულების სათაური
დადების ადგილი თარიღი

ხელშეკრულების მხარეები
____________(მიუთითეთ მხარეები, მხარეების ტერმინები პლუს
მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია)
პრეამბულა
ვინაიდან, ______ (გარემოებების მითითება განცალკევებულად, რასაც
ხელშეკრულების დადებამდე ჰქონდა ადგილი და რაც, არსებითია ამ
ხელშეკრულებისთვის ან განაპირობა ხელშეკრულების დადება; შეიძლება იყოს
ერთი ან რამდენიმე გარემოება)
ვინაიდან, _____
მხარეები, ვდებთ წინამდებარე ___ ხელშეკრულებას (შემდგომში
„ხელშეკრულება“) და ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
პრეამბულა
ვარიანტი 2

შეთანხმების სათაური
წინამდებარე შეთანხმება ______ის შესახებ (შემდგომში „შეთანხმება“)
დადებულია 20__ წლის ____ _______ს ქ. ______ში შემდეგ მხარეებს შორის:
შეთანხმების მხარეები
____________(მიუთითეთ მხარეები, მხარეების ტერმინები პლუს
მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია)
პრეამბულა
ვინაიდან, ______ (გარემოებების მითითება განცალკევებულად, რასაც
ხელშეკრულების დადებამდე ჰქონდა ადგილი და რაც, არსებითია ამ
ხელშეკრულებისთვის ან განაპირობა ხელშეკრულების დადება; შეიძლება იყოს
ერთი ან რამდენიმე გარემოება)
ვინაიდან, _____
მხარეები, ვთანხმდებით შემდეგზე:
1. _______
2. _______
პრეამბულისა და პრეამბულის გარეშე
ვარიანტების შედარება
ხელშეკრულება პრეამბულით ხელშეკრულება პრეამბულის გარეშე

ხელშეკრულების სათაური ხელშეკრულების სათაური

დადების ადგილი თარიღი დადების ადგილი თარიღი
ხელშეკრულების მხარეები ხელშეკრულების მხარეები
____________(მხარეების ტერმინები პლუს ____________(მხარეების ტერმინები
მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია) პლუს მაიდენტიფიცირებელი
პრეამბულა ინფორმაცია)
ვინაიდან, ______ (გარემოებების მითითება მხარეები, ვდებთ წინამდებარე ___
განცალკევებულად, რასაც ხელშეკრულების ხელშეკრულებას (შემდგომში
დადებამდე ჰქონდა ადგილი და რაც, „ხელშეკრულება“) და ვთანხმდებით
არსებითია ამ ხელშეკრულებისთვის ან შემდეგზე:
განაპირობა ხელშეკრულების დადება;
ვინაიდან, _____
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
მხარეები, ვდებთ წინამდებარე ___
ხელშეკრულებას (შემდგომში
„ხელშეკრულება“) და ვთანხმდებით
შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
პრეამბულა ურთიერთმოთხოვნათა
გაქვითვის შესახებ ხელშეკრულებაში

ფაბულა
l 2020 წლის 01 აგვისტოს შპს აუდიტორიას როგორც მოიჯარესა და შპს
ლუქსს როგორც მეიჯარეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება
l მხარეებმა 2020 წლის 15 სექტემბერს გააფორმეს შეთანხმება იჯარის
ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის შესაბამისადაც შპს
აუდიტორიას მიერ შპს ლუქსის სასარგებლოდ გადასახდელი საიჯარო
ქირის თანხა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს
l 2020 წლის 15 სექტემბერს შპს აუდიტორიას როგორც გამყიდველსა და
შპს ლუქსს როგორც მყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის
ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც შპს ლუქსის მიერ შპს
აუდიტორიას სასარგებლოდ გადასახდელი ნასყიდობის ფასი შეადგენს
1000 (ერთი ათასი) ლარს
l 2020 წლის 15 სექტემბერს მხარეები აფორმებენ შეთანხმებას
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ.
პრეამბულა ურთიერთმოთხოვნათა
გაქვითვის შესახებ ხელშეკრულებაში

შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ

ქ. თბილისი 15 სექტემბერი, 2020 წელი

მხარეები:
ერთი მხრივ, შპს „ლუქსი“ (საიდენტიფიკაციო კოდი ____;
მისამართი: ______) (შემდგომში „ლუქსი“), წარმოდგენილი
მისი დირექტორის ––––– ––––––––––––ის (პირადი ნომერი
___) სახით; და
მეორე მხრივ, კს „აუდიტორია“ (საიდენტიფიკაციო კოდი ____;
მისამართი: ______)(შემდგომში „აუდიტორია“),
წარმოდგენილი მისი დირექტორის ––––– –––––––––––––––ის
სახით,
„ლუქსი“ და „აუდიტორია“ ცალ-ცალკე წოდებულნი, როგორც
„მხარე“, ხოლო ერთობლივად – როგორც „მხარეები“;
პრეამბულა ურთიერთმოთხოვნათა
გაქვითვის შესახებ ხელშეკრულებაში

პრეამბულა:
ვინაიდან, „მხარეებს“ შორის 2020 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა იჯარის
ხელშეკრულება (შემდგომში „იჯარის ხელშეკრულება“), ხოლო 2020 წლის
15 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება „იჯარის ხელშეკრულების“ შეწყვეტის
თაობაზე, რომლის შესაბამისადაც „აუდიტორიას“-ს მიერ „ლუქსის“-ს
სასარგებლოდ გადასახდელი საიჯარო ქირის თანხა შეადგენს 1000 (ერთი
ათასი) ლარს;
ვინაიდან, „მხარეებს” შორის 2020 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა
ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ნასყიდობის ხელშეკრულება“),
რომლის შესაბამისადაც „ლუქსის“-ს მიერ „აუდიტორიას“-ს სასარგებლოდ
გადასახდელი ნასყიდობის ფასი შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს;
პრეამბულა ურთიერთმოთხოვნათა
გაქვითვის შესახებ ხელშეკრულებაში

„მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ვდებთ

წინამდებარე შეთანხმებას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე
(შემდგომში „შეთანხმება“) და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. განხორციელდეს „იჯარის ხელშეკრულებიდან“ და „ნასყიდობის
ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე „მხარეების“ მოთხოვნათა გაქვითვა;
2. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „იჯარის ხელშეკრულებიდან“ და „ნასყიდობის
ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე „მხარეთა“ ვალდებულებები
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად სრულად შესრულებულია და
„მხარეებს“ არ გააჩნიათ პრეტენზია ერთმანეთის მიმართ.
3. შეთანხმება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი მნიშვნელობის მქონე
ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ
„მხარეებს“.
მხარეთა ხელმოწერა
შპს „ლუქსი“ კს „აუდიტორია“
დირექტორი დირექტორი
_______(მიუთიეთ სახელი, გვარი) _______(მიუთიეთ სახელი, გვარი)
______________________ ______________________

You might also like