You are on page 1of 3

სამედიაციო მორიგება

თარიღი __ / ______/ 2020

ადგილი: თბილისი

 ერთი მხრივ, ----- (პ/ნ: ), მცხოვრები შემდეგ მისამართზე: -------; ტელ: --; შემდგომში
მოხსენიებული როგორც „მხარე No.1“;

 მეორე მხრივ, ----- (პ/ნ: ), მცხოვრები შემდეგ მისამართზე: -------; ტელ: --; შემდგომში
მოხსენიებული როგორც „მხარე No.2“;

 იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა --/---/2020 წლის მედიაციის თაობაზე


შეთანხმების მიხედვით, გათვალისწიენბულ იყო, რომ .......
 იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა --/---/2020 წლის შეთანხმების მიხედვით,
გათვალისწიენბულ იყო, რომ მედიაციის პროცესს წარმართავდა შემდეგი მედიატორი :
----------;
 იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები აცნობიერებენ წინამდებარე შეთანხმების
მნიშვნელობასა და სამართლებრივ შედეგებს, მედიაციის შესახებ საქართველოს კანონით,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებს,
ურთიერთშეთანხმებისა და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე
გამოხატავენ ნამდვილ ნებას და შეთანხმდნენ შემდეგზე:

I. მორიგების პირობები

I.1. (ჩაწერეთ მორიგების პირობები: ა) რა უნდა შესრულდეს; ბ) კონკრეტულად, ვინ რა უნდა


შეასრულოს; გ) რა ვადაში და ვის მიმართ;

II. კონფიდენციალურობა

II.1. მხარეებს გაცნობიერებული აქვთ მედიაციის პროცესის კონფიდენციალურობა და


იღებენ ვალდებულებას, დაიცვან და არ გაახმაურონ მედიაციის პროცესში
კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია და დოკუმენტები, თუ არ
არსებობს ორივე მხარის წინასწარი თანხმობა.

II.2. მხარეები ითვალისწინებენ, რომ დაუშვებელია მედიაციის პროცესში


კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებული ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა

1
სასამართლოში, არბიტრაჟში ან სხვა ორგანოში ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ან სხვა
დავის განხილვის დროს.

II.3. მხარეები ითვალისწინებენ, რომ მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის


პირობით გამჟღავნებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გახმაურებისათვის მეორე მხარეს
უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.

III. მესამე პირთა უფლებები და საჯარო წესრიგი

III.1. მხარეები ადასტურებენ, რომ მათ აქვთ სრული უფლებამოსილება, გამოხატონ


ნება წინამდებარე შეთანხმების დადებაზე.
III.2. მხარეები ადასტურებენ, რომ მოცემული შეთანხმება არ ეხება (ლახავს) მესამე
პირთა კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და ინტერესებს, შედგენილია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით და არ ეწინააღმდეგება
საჯარო წესრიგს.

IV. პასუხისმგებლობა მორიგების პირობების დარღვევისას

IV.1. დაწერეთ, რა შედეგი დადგება მორიგების პირობების დარღვევისას.

V. სამედიაციო მორიგების აღსრულება

V.1. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმებას აღასრულებენ ნებაყოფლობით,


კეთილსინდისიერად, შეთანხმებაში მითითებული პირობების გათვალისწინებითა და ვადების
დაცვით.

V.2. მხარეები ითვალისწინებენ, რომ შეთანხმების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში


მეორე მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღნიშნული სამედიაციო
მორიგების აღსასრულებლად და ასევე, მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

VI. დასკვნითი დებულებები

VI.1. წინამდებარე შეთანხმება შედგენილია ---- ორიგინალ დოკუმენტად, რომელთაც


გააჩნიათ თანაბარმნიშვნელოვანი ძალა.

მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერამდე დამატებით გაეცნენ


შეთანხმების პირობებს, რასაც ადასტურებენ თავიანთი ხელმოწერებით:

2
____________________________ / __________________________/
(მხარის სახელი და გვარი გარკვევით)
(ხელმოწერა)

____________________________ / __________________________/
(მხარის სახელი და გვარი გარკვევით)
(ხელმოწერა)

____________________________ / __________________________/
(მედიატორის სახელი და გვარი გარკვევით)
(ხელმოწერა)

You might also like