You are on page 1of 2

8. საქმიანი წინადადების შეფასება და გაყიდვის პირობების დადგენა.

ჩვეულებრივ, საქმმიანი წინადადების შეთავაზბამდე მყიდველი იკვლევს


რამდენიმე ბიზნესს. ხშირად ბიზნესის გამყიდველები ითხოვენ
კონფედენციალურობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რაც ავალდებულებს
მყიდველს ბიზნესის შესახებ მიღებული ინფორმაცია არ გაუმხილებ არავის, გარდა
თავისი მრჩეველისა. ასევე აუცილებელია ბიზნესის ღირებულების განსაზღვრა:
ბიზნესის განკარგულებაში მყოფი ქონების ღირებულება განისაზღვრება , როგორც
ქვედა ზღვარი, ხოლო ფფასის ზედა ზღვრის დადგენა შეიძლება კაპიტალის იმ
რაოდენობის დადგენით, რომელიც მიიღება ახალი მენეჯმენტის პირობებში.
მყიდველითვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დოკუმენტი, წინააღმდეგ
შემთხვევაში მოლაპარაკება სეწყდება. თეთავაზებას უნდა მიეცეს
ხელშეკრულების სახე. ის მრავალი ნაწილისგან შედგება და შეიცავს შემდეგ
პუნქტებს:

 ბიზნესის საერთო შემოთავაზებული ფასი.


 ფასის შემადგენელი ნაწილები( საგარანტიო საწინდარი და საწყისი
შენატანი, კრედიტის სიდიდე).
 ამ დროისთვის დანადგარების მდგომარეობა.
 შესასყიდ ვალდებულებათა და აქტივთა სია. დებიტორული და
კრედიტორული დავალიანება.
 ლიზინგის გადაცემასთან დაკავშირებული პირობები.
 იჯარასთან, კომუნალურ გადასახადებთან,ხელფასთან და ავანსთან
დაკავშირებული გადავადებები.
 შესასყიდი ფასის გადახდის პირობები.
 ხელშეკრულენის დადების თარიღი.
ეს არის რთული დოკუმენტი, რომლის შედგენისთის საჭიროა სპეციალისტის
დახმარება. გამყიდველი უნდა გაეცნოს შემოთავაზების თითოეულ პუნქტს.თუ
მყიდველი ინდივიდუალური პირია, გამყიდველმა უნდა მოითოვოს მისი
პირადი ფინანსური უწყისი, ხოლო თუ მყიდველი სხვა კომპანიაა- მისი
ყოველწლიური ანგარიში. ასევე, მყიდველმა უნდა წარუდგინოს გამყიდველს
მომავალი ბიზნეს გეგმა.
და ბოლოს, აუცილებელია გულდასმით შევისწავლოთ საქმიანი
წინადადებები აქტივების შესყიდვის თაობასა და ვალდებულებებზე. მას
სემდეგ, რაც მათ სახელშეკრულებო კონტრაქტს ხელი მოაწერეს, შეთანხმების
დასრულებამდე აუცილებელია დარჩენილი საკითხების დაზუსტება. ასთი
საკითხებია: ლიზინგის გადაცემა, ფინანსური უწყისების შემოწმება, ლიცენზიის
გადაცემა,დაფინანსების პირობების დადგენა. ჩვეულებრივ, ამ საკითხების
გასაანალიზებლად ინიშნება თარიღი. თუ არ მოხდა ამ საკითხების გადაწყვეტა
გარკვეულ ვადებში, ხელსეკრულება უქმდება. ბიზნესის ხელშეკრულებები,
იგივე ქლოუზინგები, ორი გზით უნდა გაფორმდეს:
1. ხელშეკრულებას ამზადებს იურისტი
ამ პროცედურის დროს დამოუკიდებელი იურისტი, რომელიც ორივე მხარის
ინტერესებს წარმოადგენს, ამზადებს ხელშეკრულებისთვის საწირო დოკუმენტებს .
რწმუნებულს სეუძლია დახმარება გაუწიოს მათ აზრთა სხვადასხვაობის დროს.
2. დეპონირება
დეპონირების ტიპის ხელშეკრულების დროს, გირავნობის საბუთი და სხვა
დოკუმენტები ნეიტრალურ მხარეს, ან დეპონირების აგენტს გადაეცემა.მას შემდეგ ,
რაც ყველა საკითხი განხილულია, დეპონირების აგენტი გასცემს ადრე გაცემულ
დოკუმენტებსა და თანხებს. ამის შემდეგ იმართება საბოლოო ოფიციალური
შეხვედრა, რომელზე ხდება დოკუმენტებზე ხელის მოწერა.
ხელშეკრულების დასასრულებლად საჭიროა გარკვეული სახის
დოკუმენტები. ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტი ერთ-ერთი საბაზისოა, ხოლო
დანარჩნები გამოიყენება შეთანხმების დასრულების ეტაპზე:

 ხელშეკრულების ფურცელი: მითითებულია ხელშეკრულების დადების


თარიღი, ხარჯების რაოდენობა, რომლებსაც ორივე მხარე ფარავს.
 სადეპონირო ხელშკრულება: გამოიყენება მხოლოდ დეპონირების
ხელშეკრულების გაფორმების დროს. მითითებულია პირობები,
დეპონირების აგენტის მოვალეობები.
 გირავნობის სიგელი: მითითებულია აქტივების მოცულობა და
კომპენსაციის სიდიდე, რომელიც ამ აქტივებისთვის იქნება გადასახდელი.
 სასესხო ვალდებულება: გამოიყენება მხოლოდ განვადებით გაყიდვის
დროს. მითიტებულია სესხის სიდიდე და დროის ის პერიოდი, რომლის
განმავლობაშიც მყიდველმა გამყიდველს უნდა დაუბრუნოს ვალი.
 საგარანტიო ხელშეკრულება: წარმოადგენს გარანტიებს აქტივების სახით
 არაკონკურენციულობის ხელშკრულება: გარკვეული დროით ის იცავს
მყიდველს და მის ინვესტიციებს გამყიდველის მყისიერი კონკურენციისგან.
 ხელშეკრულება საქმიანობის სესახებ:მითიტებულია მომსახურების ის
ტიპი, რომლითაც გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს მყიდველი.

You might also like