You are on page 1of 24

ხელშეკრულების სტანდარტული

პირობები
სტანდარტული პირობები

გარიგების დადების ზოგადი პირობები - მე-19 საუკუნის


სამრეწველო რევოლუციის სამართლებრივი ანალოგია.
მომსახურების და საქონლის სერიული წარმოება იწვევს მათი
კომერციალიზაციის პირობების სტანდარტიზაციას.
გდზპ ხელს უწყობს არა მარტო საქმიანი ოპერაციების
ეფექტურობის უზრუნველყოფას, არამედ იგი ეხმარება
მეწარმეს ხელშეკრულების მეორე მხარეს დააკისროს
ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული
სამართლებრივი რისკები.
სტანდარტული პირობები

• 70-იან წლებში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების


უმრავლესობამ მიიღო კანონები მომხმარებელთა
უფლებების დასაცავად. ისინი ითვალისწინებდა
მომხმარებლის, როგორც ხელშეკრულებაში „უფრო სუსტი
მხარის“ დაცვას ეკონომიკური უპირატესობის საფუძველზე
მეწარმეების მიერ თავსმოხვეული დათქმებისგან.
• ტიპიურ დათქმებს იღებენ თვით მეწარმეებიც კი, რადგან
მათთვის არამომგებიანია დროის და ფულის ხარჯვა
მოლაპარაკებებზე დათქმებში ცვლილებების შესატანად ან
ახალი ოფერენტის ძიება, რომელიც მომგებიან პირობებს
შესთავაზებს.
გერმანული სამართლებრივი ოჯახი

• გდზპ-ის პრობლემა წლების განმავლობაში იყო გერმანიაში


სასამართლოს პრაქტიკის პრობლემა, რადგან ეს პირობები
კლიენტს ეცნობებოდა ცუდად წასაკითხი და წვრილი შრიფტით
ნაბეჭდი.
• საიმპერიო უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში
წერდა: გდზპ-ს დათქმების მოშველიებით დადებულ
ხელშეკრულებას არა აქვს „ნამდვილი“ სახელშეკრულებო
საფუძველი და უფრო მეტად „წინასწარ შემუშავებული
სამართლებრივი რეგულირებისადმი“ დაქვემდებარებას
გამოხატავს; ამიტომ ასეთ საქმიან ურთიერთობებში შესულ
პირთათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ცნობილია თუ არა
მათთვის „რეგულირების“ დეტალები.
გერმანული სამართლებრივი ოჯახი

• ფედერალური სასამართლო ამ ფორმულირებას არ


იზიარებს და საკამათოდ არ მიიჩნევს გდზპ-ს, თუმცა ასევე
აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებოდ ჩაითვლება გდზპ-ს
მხოლოდ ის დათქმები, რომელთა „არსებობისას“ კლიენტს
შეუძლია ივარაუდოს მისდამი უფრო სამართლიანი
მოპყრობა. კლიენტის თანხმობა არ ვრცელდება
„მოულოდნელ“ ან „უჩვეულო“ დათქმებზე.
• 1970 წლებიდან აუცილებელი გახდა საკანონმდებლო
რეგულირება გდზპ-ს და 1977 წელს გერმანელებმა მიიღეს
კანონი გდზპ-ს უფლების მოწესრიგების შესახებ
გერმანული სამართლებრივი ოჯახი

• გერმანული კანონი გდზპ-ს შესახებ იმ შემთხვევაშიც


გამოიყენება, როდესაც გარიგების მონაწილეები მხოლოდ
მეწარმეები არიან.
• ამ კანონის თანახმად, გდზპ-ს „ბუნდოვანი ნორმები“
განიმარტება კლიენტის სასარგებლოდ; გდზპ-ს ნორმებს და
მხარეების მოლაპარაკებას შორის კონფლიქტის
შემთხვევაში, უპირატესობა ეძლევა მხარეთა
მოლაპარაკებას; გდზპ-ს დათქმები არ ჩაითვლება
ხელშეკრულების ნაწილად, თუ ისინი „იმდენად უჩვეულოა“,
რომ ადრესატი პარტნიორი „არ არის ვალდებული
გაითვალისწინოს ისინი“.
ავსტრიის კანონი

• ავსტრიის კანონი „მომხმარებელთა დაცვის უფლებების შესახებ“ ეხება


მხოლოდ ისეთ ხელშეკრულებებს, სადაც მხარეები არიან ერთის მხრივ,
მეწარმე სუბიექტები და მეორეს მხრივ, - მომხმარებლები.
• ეს კანონი იძლევა აკრძალული დათქმების მთელ ჩამონათვალს, რომელიც
ეხება არა მარტო გდზპ-ს, არამედ მხარეთა შეთანხმებულ პირობებსაც.
• ავსტრიულ სამართალში მართლზომიერად ითვლება ორმხრივი
შეთანხმების საფუძველზე მეწარმეებს შორის დადებული გარიგების
პირობების გაკონტროლება.
• არარად ითვლება გარიგება გდზპ-ს შესახებ დათქმასა ან „ტიპიურ
ხელშეკრულებაში“ შესული ხელშეკრულებათა პირობები, თუ ისინი
მოცემული კონკრეტული შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით,
სერიოზულად ლახავენ ერთ-ერთი მხარის ინტერესებს, ასევე თუ დათქმები
უჩვეულოა.
შვეიცარიის სამართალი

• შვეიცარიის სამართალი მიუთითებს, რომ გდზპ არ არის


სავალდებულო, თუ მისი გამომყენებელი მხარე ზარალდება
და საჭიროდ არ მიიჩნევს მის გამოყენებას.
• 1986 წლის კანონით, შვეიცარიელებმა
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ კანონში
შეიტანეს ნორმა, რომლის თანახმად,
„არაკეთილსინდისიერად“ მოქმედებს ის, ვინც არსებითი
მართლწესრიგისგან განსხვავებულ ან ხელშეკრულების
ბუნებისთვის უცხო პარტნიორთა უფლება-ვალდებულებების
არათანაბარი განაწილების დამდგენ გდზპ-ს ადგენს.
ფრანგული სამართალი

• ფრანგული სასამართლოებიც იცავენ კლიენტებს არათანასწორუფლებიანი


პირობებისგან. ისინი ბათილად ცნობენ ხელშეკრულების „ბუნდოვან“ წესს
და გაუგებრად შედგენილ, ან კლიენტისთვის უკვე ხელშეკრულების
დადების შემდეგ ცნობებულ დათქმებს.
• ბათილად იცნობა ხელშეკრულების დათქმა მხარის პასუხისმგებლობისგან
განთავისუფლების შესახებ, თუნდაც ეს იყოს ხელშეკრულებით
შეთანხმებული.
• მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ორდონანსები, რომლებიც კრძალავს
მომხმარებლების მიერ მეწარმეებთან დადებულ ხელშეკრულებაში ისეთი
დათქმების შეტანას, რომლებიც მეწარმეთა უპირატესობას აწესებს და
იძლევა საფუძველს ვარაუდისას, რომ დათქმები საკუთარი ეკონომიკური
უპირატესობის ბოროტად გამოყენების შედეგად მოახვიეს თავს
მომხმარებლებს მეწარმეებმა.
ინგლისური სამართალი

• ინგლისში უკვე მე-19ს-ში არსებობდა სასამართლო


გადაწყვეტილებები, რომლებიც ზღუდავდა გარიგებათა
არამართლზომიერი პირობების მოქმედებას.
• ინგლისელი მოსამართლეების გადაწყვეტილებით,
ბათილია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც
მხარეებს ათავისუფლებენ პასუხისმგებლობისგან; აგრეთვე
როცა ადგილი აქვს ხელშეკრულების პირობების „უხეშ“
დარღვევას.
აშშ-ს სამართალი

• აშშ-ს სასამართლოები „ტიპიურ პირობებს“ განიხილავენ როგორც


ხელშეკრულებასთან არადაკავშირებულს და მას განმარტავენ
მეორე მხარის სასარგებლოდ ან ბათილად ცნობენ მას.
• საერთო სასამართლო კონტროლი ხელშეკრულებათა შინაარსზე
ემყარება პრინციპს, რომლის თანახმად ბათილია ხელშეკრულებათა
ის დებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
• სავაჭრო კოდექსის თანახმად, მოსამართლეს შეუძლია ბათილად
ცნოს ხელშეკრულება ან მისი ნაწილები, თუ ისინი
„არაკეთილსინდისიერია“. მისი მოქმედება ვრცელდება როგორც
მეწარმეებს შორის, ასევე მეწარმეებსა და კერძო პირებს შორის
დადებულ ხელშეკრულებებზე.
xelSekrulebis standartuli pirobebis cneba

• xelSekrulebis standartuli pirobebi aris winaswar Camoyalibebuli,


mravaljeradi gamoyenebisTvis gamiznuli pirobebi, romelTac erTi
mxare (SemTavazebeli) udgens meore mxares da romelTa
meSveobiTac unda moxdes kanoniT dadgenili normebisagan
gansxvavebuli an maTi Semvsebi wesebis dadgena.
xelSekrulebis standartuli pirobebi

• xelSekrulebis standartul pirobebad ar CaiTvleba iseTi


pirobebi, romlebic mxareebis mier detalurad aris
gansazRvruli;
• mxareTa mier SeTanxmebul pirobebs upiratesoba eniWeba
standartul pirobebTan SedarebiT.
xelSekrulebis standartuli pirobebi

• xelSekrulebis standartuli pirobebis Sinaarsi eqvemdebareba kontrols;


• kanoni dauSveblad miiCnevs iseTi xelSekrulebis standartul pirobebs,
romlebic ndobisa da keTilsindisierebis principebis sawinaaRmdegod
sazianoa xelSekrulebis meore mxarisTvis an romelic Tavisi SinaarsiT
imdenad uCveuloa, rom mxares ar SeeZlo misi gaTvaliswineba. aseTi
pirobebi, mxareTa SeTanxmebis miuxedavad, baTilia.
xelSekrulebis standartuli pirobebi, rogorc xelSekrulebis Semadgeneli
nawili

ა. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო


წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე

ბ. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ


პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.
• თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა
სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად
იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი
გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.
dauSvebeli standartuli pirobebi, romelic SeTavazebulia im fizikuri pirebisTvis,
romlebic ar misdeven mewarmeobas

• debuleba, romliTac SemTavazebeli awesebs SeTavazebuli


winadadebis miRebis an uaryofis, anda ama Tu im samuSaos
Sesrulebis Seusabamod xangrZliv an aSkarad mcire vadebs
(winadadebis miRebisa da Sesrulebis vadebi);
dauSvebeli standartuli pirobebi

• დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს მისივე


ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი
ნორმებისაგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან
არასაკმარისად განსაზღვრულ ვადებს (ვადები ვალდებულების
დარღვევისას);
• დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს
გაუმართლებლად და ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლის
გარეშე უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე
(ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობა);
dauSvebeli standartuli pirobebi

• დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს შეცვალოს


შეპირებული სამუშაო ან გადაუხვიოს მას, თუ ამის შესახებ შეთანხმება
მიუღებელია ხელშეკრულების მეორე მხარისათვის (ცვლილების
შეტანის პირობა);
• დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს
ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების
შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება (გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ
მაღალი ანაზღაურება)
dauSvebeli standartuli pirobebi
• დებულება, რომელიც ითვალისწინებს ფასის მომატებას
გაუმართლებლად მოკლე ვადებში (ფასების მოკლევადიანი
მომატება);
• დებულება, რომლითაც იზღუდება ან გამოირიცხება:
შესრულებაზე უარის უფლება, რომელიც ხელშეკრულების მხარეს ამ
კანონის თანახმად აქვს,
ან
ხელშეკრულების მხარის უფლება, უარი თქვას შესრულებაზე, ვიდრე
მეორე მხარეს არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება
(შესრულებაზე უარის თქმის უფლება);
dauSvebeli standartuli pirobebi

• დებულება, რომლითაც ხელშეკრულების მხარეს ერთმევა უფლება,


გაქვითოს უდავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი
მოთხოვნა (ურთიერთმოთხოვნათა ჩათვლის აკრძალვა);
• დებულება, რომლითაც შემთავაზებელი თავისუფლდება კანონით
გათვალისწინებული იმ მოვალეობისაგან, რომ ხელშეკრულების
მხარე გააფრთხილოს ან დაუნიშნოს მას ვადა ვალდებულების
შესასრულებლად (გაფრთხილება ვალდებულების შესრულების
შესახებ; ვადის დანიშვნა);
dauSvebeli standartuli pirobebi

• შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის


შესახებ(ზიანის ანაზღაურების გადამეტებული
მოთხოვნა);
• დებულება, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს
პასუხისმგებლობას იმ ზიანისათვის, რაც გამოწვეულია
შემთავაზებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ უხეში
გაუფრთხილებლობით ვალდებულების დარღვევის გამო
(პასუხისმგებლობა გაუფრთხილებლობის გამო);
dauSvebeli standartuli pirobebi

• დებულება, რომლითაც შემთავაზებლის მიერ ძირითადი


ვალდებულების დარღვევისას:

ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან ეზღუდება უფლება, უარი


თქვას ხელშეკრულებაზე, ან ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა
ან ეზღუდება ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ძირითადი ვალდებულების
შესრულების დარღვევა);
dauSvebeli standartuli pirobebi
• დებულება, რომელიც შემთავაზებლის მიერ ვალდებულების
ნაწილობრივ შესრულების შემთხვევებში ხელშეკრულების მეორე
მხარეს ართმევს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მთლიანი
ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან უარი თქვას
ხელშეკრულებაზე, თუკი მას დაეკარგა ინტერესი ნაწილობრივი
შესრულებისადმი (ინტერესის დაკარგვა ვალდებულების
ნაწილობრივ შესრულებისას);
• დებულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული წესებისაგან
განსხვავებით, ზღუდავენ ახალწარმოებული საქონლის მიწოდებისა
და სამუშაოების შესრულებისას შემთავაზებლის პასუხისმგებლობას
ნივთის ნაკლის გამო.
კაზუსი

• სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში


დაასაბუთეთ შემდეგი დათქმების კანონიერება:
• 1. სს „თელასი“ უარს აცხადებს აბონენტისთვის
ელექტროენერგიის მიწოდებაზე;
• 2. კერძო კონოთეატრის მესაკუთრე უარს აცხადებს პირის
კინოში შეშვებაზე;
• 3. კერძო მესაკუთრე აქირავებს საცხოვრებელ ბინას და
განცხადებაში მიუთითებს, რომ არ გამოეხმაურონ
მუსულმანური სარწმუნოების მქონე პირები.

You might also like