You are on page 1of 2

სახელშეკრულებო სამართალი- 203 -247

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები


(342)
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ
ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები,
რომელთაც ერთი მხარე უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც
უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი
შემვსები წესების დადგენა. მაგრამ სტანდარტულ პირობებად არ მიიჩნევა
ისეთი პირობა, რომელიც დეტალურად არის განსაზღვრული.
იმისათვის რომ პირობა მიჩნეულ იქნეს სტანდარტულად:
1. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები – რაც
ნიშნავს რომ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და
ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უფლებრივ მდგომარეობას
აწესრიგებს. და ისინი ცალკე პირობებად არ განიხილება, მიუხედავად იმისა ,
რომ შესაძლებელია სტანდარტული პირობები ტექნიკურად არსებობდეს
ხელშეკრულებიდან განცალკევებულად.
2. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები
– ნიშნავს იმას, რომ შემტავაზებელი პირობებს წინასწარ აყალიბებს და ყველა
მომხმარებელს ერთნაირად სთავაზობს და არა ინდივიდუალურად.
3. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისთვის
გამიზნული პირობები – ანუ, შემტავაზებლის მიერ ჩამოყალიბებული
პირობები არ არის გამიზნული მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ
პირთან დასადები ხელშეკრულებისათვის და ისინი აბსოლიტურადყველლა
მომხმარებლისათვის საერთოა.
4. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე უდგენს მეორეს – რაც ნიშნავს,
რომ შემთავაზებელს აქვს დადგენილი სტანდარტული პირობები და მეორე
მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მისი შინაარსის
ფორმულირებაზე.
5. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი
ნორმებისგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა –
სტანდარტული პირობები უნდა არეგულირებდეს მხარეთა შორის არსებულ
ურთიერთობას იმისაგან განსხვავებული ფორმით, როგორც ამას აწესრიგებს
კანონი ან შესაბამისი ნორმის დაზუსტებისაკენ უნდა იყოს მიმართული.

იმისათვის რომ პირობა ჩაითვალოს სტანდარტულ პირობად ზემოთ


ჩამოთვლილ ყვლა პირობას უნდა შეიცავდეს იგი და რომელიმეს
არარსებობა ნიშნავს რომ იგი არაა სტანდარტული პირობა.

(პირობები, რომლებიც მხარეთა მოლაპარაკებების შედეგად ჩნდება


ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს არ
მიეკუთვნება.)

სტანდარტული პირობების უარყოფითი მხარე – პირობის დამდგენი მხარე


ეცდება, რომ მთელი რისკი ხელშეკრულების მეორე მხარეზე გადაიტანოს.

სტანდარტული ხელშეკრულება წარმოდგენილი არის ისე, რომ მეორე მხარეს


დიდად არჩევანი არ აქვს, ის ან უნდა დაეთანხმოს მას ან უარყოს იგი. ხშირად
დათანხმების შედეგად იგი კაბალურ მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოჩნდეს,
რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ბათილად უნდა ცაითვალოს.
(343)
ხელშეკრულების სტანდარტული პორობების ნამდვილობის
წინაპირობები

იმისათვის, რმ ხელშეკრულების სტანდარტული პირობა გახდეს


ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, საჭიროა რომ
1. სტანდარტული პირობის დამდგენმა გააკეთოს მითიტება ხელშეკრულების
სტანდარტულსპირობაზე ისე, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა
რომ ეს შეამჩნიოს და გაეცნოს კიდეც.

You might also like