You are on page 1of 3

ლექცია I

საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი - საერთაშორისო სამართლის დარგი, იმ


ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ხელშეკრულებათა
დადებისა და შეწყვეტის წესს, მათი იურიდიული ძალის ნამდვილობის პირობებს. ასევე
ამ საკითხებთან დაკავშირებული დავების მოწესრიგების საშუალებებს.

საერთაშორისო ხელშეკრულების ცნება - თანამედროვე საერთაშორისო სამართლის


ძირითადი წყაროა. შეთანხმება ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის მათი უფლებათა და
მოვალეობათა შექმნის, შეცვლისა ან შეწყვეტის შესახებ.

*საერთაშორისო ხელშეკრულებათა მარეგულირებელი ნორმების კოდიფიცირებული


ტექსტი დაზუსტებულია ვენის კონვენციის კონფერენციამ „ვენის კონვენცია
საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ“ 1968-1969.

საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეები - მხოლოდ საერ. სამ. სუბიექტები -


სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ საერ. სამ.
უფლებაუნარიანობა.

*საერთაშორისო ხელშეკრულება უფლება-მოვალეობებს აკისრებს მხოლოდ მასში


მონაწილე მხარეებს და არა მესამე მხარეებს. გამონაკლისია ხელშეკრულებანი,
რომლებიც მიმართულია აგრესიის წინააღმდეგ.

ორმხრივი ხელშეკრულებები - დღეისათვის საერ. ურთ. ყველაზე ტიპური და


მრავალრიცხვოვანი სახე.

მრავალმხრივი ხელშეკრულებები - მათი მეშვეობით იქმნება საერ. უნივერსალური და


რეგიონალური ორგანიზაციები, წესდება საერ-სამ რეჟიმი არხებზე, სრუტეებზე,
მდინარეებზე და ა.შ.

*ზოგადი მრავალმხრივი ხელშეკრულება - დიდი მნიშვნელობის მქონე,


კოდიფიცირებული სახის ხელშეკრულებები, რომლებიც ყველა სახელმწიფოთათვის
უდიდეს ინტერესს წარმოადგენენ და ყველასთვის „ღიაა“.

საერთაშორისო ხელშეკრულების დადების უფლება - ყველა სახელმწიფო


უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა ხელშეკრულების დადებაში ან შეუერთდეს
უკვე არსებულს.
*ყველა სახელმწიფო თავად განსაზღვრავს რომელ ორგანოს მისცემს უფლებამოსილებას,
იმოქმედოს საერ. ასპარეზზე მისი სახელით. უმეტესად მთავრობის მეთაურს ეკუთვნის
ეს. თუ ხელს აწერს მთავრობის მეთაური, არ საჭიროებს უფლებამოსილების საბუთს,
ხოლო თუ რწმუნებული, მაშინ მისი ქონა საჭიროა ინსტრუქციასთან ერთად, რომლის
გადახვევაც რწმუნებულს მთავრობის ნებართვის ან/და მოწონების გარეშე არ შეუძლია.
Pacta sunt servanda - პრინციპი „ ხელშეკრულებანი უნდა სრულდებოდეს “. ყველა საერ.
ხელშეკრულება მხარეთა პირნათლად და კეთილსინდისიერად შესრულებას მოითხოვს.
არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულებაზე
შიდასახელმწიფო სამართალში არსებული საწინააღმდეგო ნორმების არსებობის გამო.

რატიფიკაცია - ხელშეკრულების დამტკიცება სახელმწიფოს უზენაესი ხელისუფლების


მიერ.

დენონსაცია - როდესაც ხელშეკრულებაში აღნიშნული წესის გათვალისწინებით, ერთი


მხარე ატყობინებს მეორეს, რომ მას არ სურს ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

ალტერნატი - საერ. ხელშეკრულების ხელმოწერა სპეციალური წესის დაცვით ხდება,


რომლის მიზანია ასახოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი.
*სპეციალური ხელმოწერის წესი ორმხრივის დროს - ორმხრივი ხელშეკრულების დროს,
მხარეები სვამენ თავის ხელმოწერას ერთმანეთის გასწვრივ, მარცხნიდან მარჯვნივ ან
ერთმანეთის ქვემოთ. მარცხენა და ზედა ადგილი პირველ ადგილად ითვლება და მას
აწერს ხელს ის მხარე, რომელთანაც რჩება წინამდებარე ხელშეკრულება.

*სპეციალური ხელმოწერის წესი მრავალმხრივის დროს - მხარეები ხელს აწერენ


თავიანთი ქვეყნების სახელწოდებების ანბანური(ინგლისური) წესის მიხედვით.

ხელშეკრულება ძალაში შედის :

1) ხელმოწერის დღიდან;

2) ხელმოწერიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ;

3) სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან ან ამ დღიდან გარკვეული ვადის


გასვლის შემდეგ;

4) სარატიფიკაციო სიგელების სათანადო რაოდენობის დაგროვების დღიდან ან ამ


დღიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ;

5) ხელშეკრულების დამტკიცების (მიღების) დღიდან ან გარკვეული ვადის გასვლის


შემდეგ, სათანადო პროცედურის შესრულების შემდეგ.

საერთაშორისო ხელშეკრულების სტრუქტურა და ფორმა :

1) პრეამბულა - შესავალი, შეიცავს მხარეთა დასახელებას და შეთანხმების მიზანზე


მითითებას.

2) ძირითადი ნაწილი - მუხლობრივად ასახავს მიღწეული შეთანხმების შინაარსს.

3) დასკვნითი ნაწილი - შეიცავს პროცედურულ საკითხებს. მაგ: ხელშეკრულების ძალაში


შესვლის დრო, მისი მოქმედების ვადა, მისი გაგრძელების წესი და ა.შ
საერთაშორისო ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია და სახეები:

1) ხელშეკრულება - ყველაზე მიღებული ტერმინი, რომელიც ყველა სახის


სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებს ასახავს.

2) პაქტი - ეწოდება ორმხრივ ან მრავალმხრივ სახელმწიფოთაშორისო აქტებს,


რომლებიც იდება მთავრობის მიერ ან მათი რწმუნების საფუძველზე და, როგორც წესი,
რატიფიკაციას არ საჭირობენ.

3) შეთანხმება - ის სახელმწიფოთაშორისო აქტები, რომლებიც იდება მთავრობის მიერ ან


მათი რწმუნების საფუძველზე და, როგორც წესი, რატიფიკაციას არ საჭირობენ.

4) კონვენცია - სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება, რომელიც რაიმე სპეციალურ დარგს


ეხება და სპეციალურ დანიშნულებით ხასიათს ატარებს.

5) დეკლარაცია - ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთ განცხადებას, რომელიც მხარეთა


საგარეო პოლიტიკის გარკვეულ გეზს სახავს ან მათ შეხედულებებს გამოხატავს
პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში. შეიცავს საერ. სამ. ახალ, ძირითად
პრინციპებს ან მხარეთა დამოკიდებულებას არსებული პრინციპისადმი.

6) ნოტების გაცვლა - შეთანხმების დადების წესი, როდესაც მხარეები ერთმანეთს


უგზავნიან იდენტური ტექსტის მქონე განცხადებებს.

7) კომპრომისი - შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან გადასცენ საერ.


სასამართლოს მათ შორის წარმოშობილი დავა.

8) ოქმი - მისი საშუალებით ფორმდება სხვადასხვა სახის შეთანხმებანი, რომელთა


მეშვეობით მხარეები აცხადებენ თავის სურვილს, შეუერთდნენ ხელშეკრულებას,
განავადონ მისი მოქმედება, მისი მეშვეობით მთავრობები აკეთებენ ამა თუ იმ დათქმას
ხელშეკრულების მიმართ და ა.შ

ხელშეკრულების მოქმედების ვადა - განისაზღვრება მხარეთა მიერ. უვადოდ იდება


მხოლოდ ის ხელშეკრულებანი, რომლებიც საერ.სამ. კოდიფიკაციის აქტებს
წარმოადგენენ ან ომის მდგომარეობას წყვეტენ (საზავო ხელშეკრულებანი) მათი
დენონსაცია დაუშვებელია.

პოლიტიკური სახის ხელშეკრულებანი - 10, 20 და მეტი წლით.

ეკონომიკური - 1-5 წლით და ზოგჯერ განუსაზღვრელი ვადით.

პროლონგაცია - ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. ეს ხდება ავტომატურადაც,


როდესაც თვითონ ამ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, და სპეციალურადაც.

You might also like