You are on page 1of 4

სტუდენტი:ქეთი ქართლელიშვილი

რას მოიაზრებს საერთაშორისო სამართლის წყარო და როგორ გამოიყენება


ის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ?
საერთაშორისო სამართლის წყარო-წყაროები ,რომელსაც ეყრდნობიან
დავების განხილვისას.
გაეროს საერთაშორისო მართმსაჯულების სასამართლოს წესდების 38-ე
მუხლი საზღვრავს საერთაშორისო სამართლის წაყროებს ,რომელსაც იყენებს
საქმის განხილვისას.
საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო დავების გადასაწყვეტად
იყენებს შემდეგ წყაროებს:საერთაშორისო ხელშეკრულებები,საერთაშორისო
წეს-ჩვეულება,ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი
პრინნციპები,კვალიფიციური სპეიალისტების სასამართლო
გადაწყვეტილებები და დოქტრინები(დამხმარე საშუალება).
საერთაშორისო სამართლის წყაროებიდან პირველია ადგილი
საერთაშორიოსო ხელშეკრულებას უკავია. ამას ეყრდნობიან
სასამართლოებიც საერთაშორისო დავისას .
ხელშეკრულება- 2 ან მეტ სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლი სსხვა
სუბიექტებს შორის დადებული ნებისმიერი საერთაშორისო
ხელშეკრულება,რომელსაც აქვს წერილობითი ფორმა.
საერთაშორისო ხელშეკრულება შეგვიძლია მივიჩნიოთ საერთაშორისო
სამართლის ძირითად წყაროდ ( იქიდან გამომდინარე ,რომ საერთაშორისო
სამართალი სახელშეკრულებო სამართალია).წერილობითი ფორმის
ხელშეკრულება და დადასტურებული ხელმოწერით უფლებამოსილი
წარმომადგენლის მიერ(ხელშეკრულების საკითხი რეგულირდება ვენის 1969
წლის კონვენციით )
საერთაშორისო ხელშეკრულებამდე არსებობდა ჩვეულებითი სამართალი.
ჩვეულებითი სამართალი- მოიცავს 2 კომპონენტს -უნდა არსებობდეს
თანმიმდევრული პრაქტიკა და ამ პრაქტიკის შესახებ ინფორმირებული უნდა
იყოს ორივე მხარე (აღიარება).
ჩვეულება დაუწერელი ქცევის წესია,რომელიც ყალიბდება
სახელმწიფოთაშორისი პრაქტიკის შედეგად ,რომლებიც აღიარებენ ამ წესის
ძალას დუმილით ან ოფიციალური განცხადებით.ქცევის წესი რომ ჩვეულებით
ნორმად იქცეს აუცილებელია გარკვეული პერიოდი ,რომლის განმავლობაშიც
სახელმწიფოები ერთნაირად იყენებნ ამ წესს.(ეს წესები კოდიფიცირებულია
საერტაშორისო ხელშეკრულებებში)
სამართლის ზოგადადად აღიარებული პრინციპები -სხვადახვა
სახელმწიფოებში არსებობს და აწესებს ზოგად ქცევის წესს. (ანგლო-
ამერიკული სამართალი, აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო
სამართალია,საერთო სამართლის პირობებში, მოსამართლე მეტად
დამოუკიდებელია .
საერთაშორისო სასამართლო ასევევ ცნობს დამხმარე
წყაროებსაც ,როგორიცაა სასამართლო პრეცენდენტები და მეცნიერთა
შრომები -შეიძლება ითქვას, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმათა
არსებობის დადგენის დამხმარე საშუალება.
საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო მკაცრი იერარქიულ
მნიშვნელობას არ ანიჭებს არც ერთ სამართლის წყაროს . (თითოეული
მათგანის გამოყენება დამოკიდებულია ,რამდენად შესაბამისობაშია წყარო
კონკრეტულ სადავო საკითხთან ,რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ.
მაგალითად :საერთაშორისო ხელშეკრულების არ არსებობის შემთხვევაში
გამოიყენება ,ნებისმიერი სხვა წყარო .

2- 2. რა შეთხვევაში შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს ძალაში შესული


საერთაშორისო ხელშეკრულება?

ყოველი საერთაშორისო ხელშეკრულება ,რომელიც დაიდო საერთაშორისო


სამართლის მიერ წამოყენებული მოთხოვნების მიხედვით უნდა
სრულდებოდეს კეთილსინდისიერად მხარეების მიერ (pacta sunt
servanda).
ყველა მხარე უნდა ცდილობდეს დაიცვას ხელშეკრულებით განსაზღვრული
ნორმები .
როცა ხელშეკრულება იდება მხარეთა ნებაყოფლობით და არსებობს ყველა
პირობა მისი შესრულების ,მაგრამ მხარეები იყენებენ შეძენილ უფლებებს და
ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებენ, ხელშეკრულება სადავო
ხდება და შეიძლება მისი გაუქმება ვადის ამოწურვამდე.
შეიძლება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა მხარეთა თანხმობით
მოხდეს და მოხდეს შესწორებული ხელშეკრულების დადებაც
(საერთაშორისო ხელშეკრულების ნოვაცია)
ხელშეკრულების გაუქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ იგი
ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, წამოქმნილ
საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმას (იუს
კოგენსი). ვენის 1969 წლის კონვენციაში საერთაშორისო ხელშეკრულებათა
სამართლის შესახებ აღნიშნულია,რომ გაუქმებულად ჩაითვლება ის
ხელშეკრულება ,რომელიც გადაუხვევს იმპერატიულ ნორმას .იმპერატიულად
ითვლება ნორმა ,რომელიც აღიარებულია იმპერატიულად საერთაშორისო
მთელი თანამგობრობის მიერ .
Jus cogens(ნორმად აღიარებენ ისეთ პრინციპებს ,რომლებიც განამტკიცებენ
საერთაშორისო მართლწესრიგს (მაგ :წამება ,მეკობრეობა) ნორმები 1
დოკუმენტში არა გაწერილი მაგრამ სავალდებულოა ყველასთვის -
გენოციდიდი წამების აკრძალვა ,კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული
დანააშაული
მაგალითად: სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება ურთიერთშეთანხმებით
უარყონ პრინციპი ,რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას 1 სახელმწიფოს
მიერ მეორეს მიმართ და აღიაროს ხელშეკრულებით ,დავის შეიარაღებული
ძალით გადაჭრის უფლება .
ასევე ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს თუ ის დაიდო დაიდო არასწორი
ტექსტით მოტყუებით,მოქრთამვით,ძალადობით (ნებისმიერი ხელშეკრულება
თავისუფალ ნებას უნდა ეფუძნებოდეს)
ხელშეკრულებაში ცვლილება შეიძლება გამოწვეული იქნეს შემდგომი
ხელშეკრულების დადებით ან საყოველთაო საერთაშორისო სამართლის
ახალი იმპერატიული ნორმების ჩამოყალიბებით.ცვლილებები
ხელშეკრულებებში დამოკიდებულია მხარეთა თანხმობაზე .
ასევე შეიძ₾ება შეჩერდეს ხელშეკრულება მაშინ ,როცა მხარეები თანხმდებიან
რომ არაა ის საგანი რის გამოც დაიდო ხელშეკრულება,

მათ აღარ შეუძლიათ ობიექტური მიზეზების გამო შესრულება ხელშეკრულების )

სიტუაციის ფუნდამენტური ცვლილების გამო.

ნებისმიერი ფუნდამენტური ცვლილება არ ნიშნავს ხელშეკრულების


შეწყვეტას(უნდა უკავშირდებოდეს საგანს რაზეც დაიდო ხელშკერულება)

(ჩეხეთი სლოვაკეთს შორის შეთანხმება სსრკს დაშლის გამო ხელშეკრულებას


შეწყვეტის სურვილი) თუმცა სასაამართმომ არ გაიზიარა ეს
მოსაზრება,ცვლილება ფუნდამენტურია ,მაგრამ ხელშეკრულების საგანთან
არავითარ კავშირში იყო.

გამოყენებული ლიტერატურა :ბრაუნლი თავი 1

თავი 27 691-695გვ

You might also like