You are on page 1of 3

1.

ჩამოთვალეთ და განმარტეთ საერთაშორისო საჯარო სამართლის


წყაროები. როგორ განსაზღვრავდით საერთაშორისო ჩვეულებას და რა
კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოთა პრაქტიკა,
იმისთვის, რომ გახდეს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნაწილი.
განმარტეთ საერთაშორისოხელშეკრულება, ისაუბრეთ საერთაშორისო
სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპებზე და მიმოიხილეთ
საერთაშორისო ხელშეკრულების ურთიერთმიმართება ჩვეულებით
სამართალთან. პაკეტ ჰაბანასა და მიზური v ჰოლანდის ქეისებიდან
გამომდინარე, მომკლედ მიმოიხილეთ საერთაშორისოსამართლისა და
შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობა.

საერთაშორისო სამართლის წყარო წარმოადგენს იმ სახის წყაროს, საიდანაც


ვიღებთ ინფორმაციას, საიდანც არის დადგენილი ქცევის წესი. იგი
წარმოადგენს პრინციპს, რომელზე დაყრდნობითაც სუვერენულ
სახელმწიფოებს შორის იქმნება კანონი.საერთაშორისო სამართლის
პირველადი წყარო მოიცავს ხელშეკრულებებს, კონვენციებს (ორ ან მეტ
სახელმწიფოს შორის) და ჩვეულებებს (ისტორიული ჩვეულებითი
პრაქტიკა). მეორადი წყარო მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილებებს და
დოქტრინებს ( მაგალითად იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს ან
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები).
საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოადგენს ორ ან მეტ საერთაშორისო
საჯარო სამართლის სუბიექტს შორის წერილობით გაფორმებულ
შეთანხმებას, განსხვავებით ჩვეულებისგან. საერთაშორისო ჩვეულების
ყველაზე ზუსტ განმარტებას წარმოაგდენს დაუწერელი წყარო,ჩვეულება,
როგორც დიდი ხნის პრაქტიკა. საერთაშორისო სამართალში ჩვეულებითი
სამართალი რთული საკითხია, რადგან უამრავი მსჯელობა არსებობს, თუ
რა ითვლება გრძელვადიან პრაქტიკად, მიღებულ პრაქტიკად, რაც უფრო
ართულებს შესწავლის საგანს. არ არსებობს ზუსტი ახსნა, რომელიც
გვეუბნება, რომელი საერთაშორისო ნორმაა ჩვეულებითი, თუმცა
საჭიროა ეს დარგი არსებობდეს, რადგან შეაფასოს საერთაშორისო კანონები
და სახელმწიფოების ქმედებების კანონიერება. უძველეს ხანაში ადამიანებს
შორის ურთერთობის ერთადერთი დასაბალანსებელი საშუალება
ჩვეულება იყო და უძველეს პერიოდში ის გვევლინებოდა, როგორც
სამართალი. ჩვეულებითი სამართლის შესწავლა და სამართლის წყაროდ
აღიარებულ იქნა მე-19 საუკუნეში. მიზეზი, რის გამოც ჩვეულებითი
სამრთალი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის წყაროს, მდგომარეობს
სახელმწიფოების მიერ გარკვეული გრძელვადიანი
პრაქტიკის დაკანონებაში, რომლის დაცვაც სავალდებულოა
სახელმწიფოებისთვის.დამწერლობის შექმნამდე კომუნიკაციის
ერთადერთი საშუალება ენა იყო და , შესაბამისად, სამართლის ეს წყაროც
ვერბალური ფორმით ყალიბდებოდა. წესი ხდება ჩვეულებითი სამართლის
ნაწილი, თუ დაკმაყოფილებულია ორი პიროვა: არსებობს სახელმწიფო
პრაქტიკა, რომელიც გავრცელებულია და მოიცავს სახელმწიფოების
მნიშვნელოვან რაოდენობას, ეყრდნობა კონკრეტულ წესსა და კონცეფციას;
სახელმწიფოებს აქვთ რწმენა კონკრეტული კანონის მიღების
ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ჩვეულება ყველა
ახალ სახელმწიფოზე ავტომატურად ვრცელდებაა. საერთაშორისო
სამართლის წყაროებისგან განსხვაებით, რომელის დაწერილი
ხელშეკრულებების სახით, ჩვეულებითი სამართალი არის დაუწერელი და
აქვს კანონის ძალა.
Paquite Habana წარმოადგენს რამოდენიმე საუკუნუნის სახელმწიფო
პრაქტიკას, რომლის ისტორიაც შემდეგია: თევზსაჭერი გემები
საერთაშორისო სამართლის წესების გათვალისწინებით
თავისუფლდებოდნენ ესპანეთი-აშშ-ს ომის დროს პასუხისგებისგან. იქ,
სადაც არ არსებობს ხელშეკრულება და არ არსებობს
მაკონტროლირებელი გადაწყვეტილება, მიღებული უნდა იყოს
ცივილიზებული ერების წეს-ჩვეულებები ხელშეკრულების ან ჩვეულების
სახით.
1920 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქეისია ჰოლანდის და მისურის
ქეისი. საქმე ეხებოდა ამერიკელების პროტესტს გადამფრენი ფრინველების
ხოცვაზე, რომელსაც სახეობის გადაშენება შეიძლებოდა გამოეწვია.
პრობლემა გაამწვავა იარაღის განვითარებამ და ფრინველის, როგორც
პროდუქტის მოთხოვნილებამ. ამერიკამ კანონი შემოიღო, რომლის
თანახმადაც ფრინველზე ნადირობა უკანონო ხდებოდა.ისმეოდა
კითხვები გადამფრენ ფრინველთა ხელშეკრულების აქტზე, შეეძლო თუ
არა ფედერალურ მთავრობას მიეღო კანონი, შეთანხმება სხვა ქვეყნაასთან,
რომელიც არეგულირებს ნადირის მოკვლას და გაყიდვას
(როგორც უფლებამოსილებაზე, რომელიც არ შედის ფედერალურ
მთავრობის კომპეტენციაში).
2. განიხილეთ ძალის გამოყენების საერთაშორისო სამართლებრივი
საფუძვლები.განმარტეთ თავდაცვის უფლების სამართლებრივი ფარგლები
და როდის არისმართლზომიერი თავდაცვის მიზნით ძალის გამოყენება?
იმსჯელეთ ჰუმანიტარული ინტერვენციის კანონიერებასა და
საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე ძალის გამოყენების კუთხით.
იმსჯელეთ კონკრეტული მაგალითებისა და ქეისების გამოყენებით
ძალის გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთ
მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. საერთაშორისო სამართლის სუბიქტებს
შორის კონფლიქტის აცილების საშუალებას კანონი წარმოადგენს, ამიტომ
საერთაშორისო სამართლის მთავარ ფუნქციას კერძოდ სახელმწიფოების
მშვიდობიანად თანაარსებობა და კონფლიქტის თავიდან აცილება
წარმოადგენს. რამდენადაც ძალის გამოყენება მნიშვნელოვანია
სამართალში, ამდენადვე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა წესებითა და
კანონთა ერთობლიობით უნდა ვებრძოლოთ ძალას. მიდის დებატები
იმაზეც, დაშვებული უნდა იყოს თუ არა საერთაშორისო კანონით ძალის
გამოყენება რომელიმე აქტორის ქმედების შესაზღუდად. ძალის გამოყენების
თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც
რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები.
საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა არ აღმოჩნდა ეფექტური სახელმწიფოებს
შორის ძალის გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რადგან ამ სისტემას
არ აქვს ქმედითი იძულებითი მექანიზმი ნორმების დასაცავად და შესასრულებლად.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ძალის გამოყენების შესახებ ეფუძნება
გაეროს წესდებას. წესდების ავტორებს სურდათ ნებისმიერი ძალის გამოყენების
აკრძალვა, თუმცა გათვალისწინებული იყო გამონაკლისი შემთხვევებით, რომლების
რეგულირდება წესდების შესაბამისად. ამრიგად, ძალის გამოყენების უპირატესობა
ის არის, რომ იგი ნებისმიერ ძალადობრივ ფორმას მოიცავს. გაეროს წესდება
სამართალში ძალის გამოყენებას უშვებს მხოლოდ რიგ შემთხვევებში და გულიხმობს
ნებისმიერ ძალადობრივ ფორმას, ხოლო მისი გამოყენების კანონიერება
განისაზღვრება გაეროს წესდებით.

You might also like