You are on page 1of 15

საერთაშორისო

ვალდებულებითი სამართალი
მხარეთა მიერ სამართლებრივი
კონსტრუქციების გამოყენება

 მხარეთა მიერ სამართლის არჩევა (ნების ავტონომია) –


„სუბიექტური საბამი“;

 სამართლის გამოყენება, როდესაც მხარეებს არ


აურჩევიათ გმოსაყენებელი სამართალი - „ობიექტური
საბამი“.
მხარეთა მიერ სამართლის არჩევა

მუხლი 35. სამართლის არჩევა მხარეების მიერ


1. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-
მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება,
შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა
დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი
ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ
არჩეული ქვეყნის სამართლით.
2. არჩეული ქვეყნის სამართალი მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს
სხვა ქვეყნის სამართლით ხელშეკრულების დადების შემდეგაც .
3. სამართლის არჩევა ჩაითვლება ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს
ხელშეკრულებასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის
სამართლის იმპერატიულ ნორმებს.
 რა სტანდარტით უნდა იქნეს შეთანხმება გამოსაყენებელ
სამართალზე?

 დაიშვება ნეიტრალური (მესამე) სამართლის არჩევა?

 დაიშვება ხელშეკრულების სხვადასხვა ელემენტების


სხვადასხვა მართლწესრიგისადმი დაქვემდებარება?
სამართლის გამოყენება, როცა მხარეებს არ
აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი

მუხლი 36. სამართლის გამოყენება, როცა მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე


ქვეყნის სამართალი
1. თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება
დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს.
ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ
ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო
ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა
ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია.
2. თუ ხელშეკრულების საგანია მიწის ნაკვეთზე უფლება ან მიწის ნაკვეთით
სარგებლობის უფლება, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა
დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც არის მიწის ნაკვეთი.
3. ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე
მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც ხელშეკრულების დადებისას
გადამზიდველს აქვს ადმინისტრაციის ძირითადი ადგილსამყოფელი, თუ ამავე
ქვეყანაშია დატვირთვის, გადმოტვირთვის ან გამგზავნის ძირითადი
ადგილსამყოფელი. სხვა შემთხვევებში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული პირობები.
კოლიზიური ნორმის ფარგლები
საერთაშორისო
სახელშეკრულებო სამართალში

საერთაშორისო სახელშეკრულებო
სამართალში გამოიყენება ყველაზე
მჭიდროდ დაკავშირებული სამართლის
პრინციპი და შესაბამისად არ მოქმედებს უკუ
და შემდგომი (RENVOI) მითითების პრინციპი
საერთაშორისო ნასყიდობის
სამართალი
საერთაშორისო ნასყიდობის სამართალში, ისევე როგორც საერთაშორისო
სახელშეკრულებო სამართალში, ძირითადად განასხვავებენ მხარეთა მიერ
რომელიმე ქვეყნის სამართლის გამოყენების ორ შემთხვევას:

 ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები თავად ირჩევენ გამოსაყენებელ


სამართალს (მხარეთა ნების ავტონომია);

 მხარეთა მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსაყენებელი


სამართლის არჩევაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნების
კოლიზიური ნორმების გამოყენება.
საერთაშორისო ნასყიდობის
სამართალი
 1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია საქონლის
საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ (The United Nations Convention on
Contracts for the International Sale of Goods (CISG)

 1974 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია საერთაშორისო


საქონლის ნასყიდობისას ხანდაზმულობის ვადის შესახებ (The United
Nations Convention on the Limitation Period in the International Sale of Goods)
1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კონვენცია საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის
შესახებ
კონვენციის მიღების მიზანი დ საფუძვლები:
 საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება;
 თანამედროვე, ერთიანი და სამართლინი რეჟიმი საქონლის
საერთაშორისო ნასყიდობისას;
 საერთაშორისო ვაჭრობაში სამართლებრივი ბარიერების თავიდან
აცილება.
1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კონვენციის საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის
შესახებ
გამოყენების ფარგლები
მუხლი 1. გამოყენების (მოქმედების) სფერო

ეს კონვენცია გამოიყენება საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიმართ იმ


მხარეებს შორის, რომელთა საქმიანობის ადგილი სხვადასხვა სახელმწიფოში
იმყოფება:

ა. როდესაც ეს სახელმწიფოები ხელშემკვრელი სახელმწიფოები არიან; ან

ბ. როდესაც საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები მითითებას აკეთებენ


ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართლის გამოყენებაზე.
1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კონვენციის საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის
შესახებ გამოყენების ფარგლები

მუხლი 6
მხარეებს შეუძლიათ გამორიცხონ წინამდებარე კონვენციის გამოყენება, ან,
მე-12 მუხლის შესაბამისად, თავი აარიდონ ან შეცვალონ კონვენციის
ნებისმიერი დებულების გამოყენების შედეგი.

კონვენცია გამოიყენება ყველა შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მხარეები


მის გამორიცხვაზე პირდპირ არ შეთანხმდებიან.
1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კონვენციის საქონლის საერთაშორისო
ნასყიდობის შესახებ
გამოყენების ფარგლები
მაგ:
წინამდებარე ხელშეკრულება განიმარტება საქართველოს სამართლის
მიხედვით. 1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის
საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის შესახებ წინამდებარე
ხელშეკრულების მოქმედებისას არ გამოიყენება.

This Agreement shall be governed by and construed in accordance with the laws of
Georgia. The 1980 UN Convention on Contracts for the International Sale of Goods shall
not apply to this Agreement.
1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კონვენციის საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის
შესახებ გამოყენების ფარგლები
კონვენცია არ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულებების მიმართ , რომლებიც ეხება:

 საქონლის ყიდვას, რომელიც შესყიდულია პირადი, ოჯახური ან საყოფაცხოვრებო გამოყეენების


მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამყიდველმა ნებისმიერ დროს
ხელშეკრულების დადებამდე ან ხელშეკრულების დადების მომენტში არც იცოდა (და ) არც
ევალებოდა იმის ცოდნა, რომ საქონელი ამ მიზნით იყო ნაყიდი;
 აუქციონზე საქონლის გაყიდვას;
 საქონელს, რომელიც იყიდება სააღსრულებო წარმოების წესით ან კანონის ძალით
განხორციელებული სხვაგვარი წესით;
 ფასიანი ქაღალდების, აქციების, უზრუნველყოფითი ქაღალდების , ბრუნვითი დოკუმენტებისა და
ფულის ნასყიდობას;
 წყლისა და საჰაერო სატრანსპორტო ხომალდების , აგრეთვე ჰაერის ბალიშის პრინციპით
მომუშავე ხომალდების ნასყიდობას;
 ელექტროენერგიის ნასყიდობას .
International Institute for the Unification of Private Law (UNIDROIT) Principles of International Commercial
Contracts

 პრინციპები ადგენენ წესებს საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების


მიმართ;
 პრინციპები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ მხარეები მის გამოყენებაზე
შეთანხმდებიან;
 პრინციპები შესაძლოა იქნეს გამოყენებული, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ,
რომ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება
სამართლის ზოგადი პრინციპები (lex mercatoria);
 პრინცები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თუ მხარეებს არ აურჩევიათ არც ერთი
ქვეყნის სამართალი მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ;
 პრინციპები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ერთიანი სამართლებრივი
ინსტრუმენტების განმარტებისა და შევსებისათვის;
 პრინციპები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი კანონმდებლობის
განმარტებისა და შევსებისათვის;
 პრინციპებმა შესაძლოა შეასრულონ მოდელური კანონდებლობის როლი
ნაციონალური და საერთაშორისო კანონმდებლისთვის.
საერთაშორისო დელიქტური
ვალდებულებები

სპეციალური მიმაგრების ფორმულა - ზიანის მიყენების


(დელიქტის) ადგილის კანონი (lex loci deliqti commissii)

You might also like