You are on page 1of 2

6.საკოლიზიო ნორმის შეზღუდვა, დათქმა იმპერატიული ნორმების შესახებ.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონი, ზოგ შემთხვევაში, ისეთ დათქმებს


შეიცავს, რომლებიც საკოლიზიო ნორმის მოქმედებას ზღუდავენ. ასეთი დათქმების
კატეგორიას მიეკუთვნება დათქმა „იმპერატიული ნორმების შესახებ“, დათქმა ,,საჯარო
წესრიგის შესახებ“, და დათქმა ,, უკუმითითების ან მესამე ქვეყნის კანონზე მითითების
შესახებ“. ახლა კი განვიხილავ დათქმას, იმპერატიული ნორმების შესახებ. „კანონის
დებულებები არ ვრცელდება საქართველოს სამართლის იმპერატიული ნორმების
მოქმედებაზე მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება
ურთიერთობათა მოწესრიგებისას“. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
„გარიგებათა მიმართ, რომელთა საგანია მიწის ნაკვეთზე უფლება, მიუხედავად
ხელშეკრულების დადების ადგილისა და ამ ადგილას მოქმედი სამართლისა, გამოიყენება იმ
ქვეყნის სამართლის იმპერატიული ნორმები გარიგებათა ფორმის შესახებ, სადაც არის მიწის
ნაკვეთი“. როგორც ვხედავთ, აქ დამკვიდრებულია გამონაკლისი საერთო წესიდან. საერთო
წესი კი ასეთია; გარიგების ფორმა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც დაიდო ეს
გარიგება, ან იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოიყენება გარიგების საგნის მიმართ.

აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეს საკოლიზიო ნორმა არ მოქმედებს, თუ არსებობს


გარიგების ფორმის შესახებ იმ ქვეყნის სამართლის იმპერატიული ნორმები, სადაც არის მიწის
ნაკვეთი.გარკვეულ პირობებში და გარკვეული წესის დაცვით, მხარეებს შეუძლიათ თვითონ
აირჩიონ ამა თუ იმ ქვეყნის სამართალი, ე. ი. გადაუხვიონ საკოლიზიო ნორმის მითითებას
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თუმცა იმპერატიული ნორმები აქაც ახდენენ
ზეგავლენას. კერძოდ, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართლის არჩევა ჩაითვლება
ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს ხელშეკრულებასთან ყველაზე მჭიდროდ
დაკავშირებული ქვეყნის სამართლის იმპერატიულ ნორმებს. იგივე წესია განმტკიცებული
კანონის 38-ე მუხლში, რომლის თანახმად, „სამართლის არჩევა ჩაითვლება ბათილად, თუ იგი
უგულებელყოფს იმ იმპერატიულ ნორმებს, რომლებიც მიღებულია მომხმარებელთა და
მუშა-მოსამსახურეთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად. ეს წესი აგრეთვე გამოიყენება მოძრავი
ნივთების მიწოდების, დაფინანსების, შრომის ან მომსახურების ხელშეკრულების მიმართ, თუ
ისინი იმ ქვეყანაში იქნა შეთანხმებული ან დადებული, სადაც მომხმარებლებსა და მუშა-
მოსამსახურეებს აქვთ საცხოვრებელი ადგილი და სადაც ასეთი დამცავი ნორმები
მოქმედებს“. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, იმპერატიულ ნორმებზე მითითებით
საკოლიზიო ნორმის გაქარწყლება არაა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო კერძო
სამართლის კანონის პოზიცია. ასეთი პოზიცია დამკვიდრებულია ევროპის რიგი ქვეყნების
საერთშორისო კერძო სამართლის კანონებით.კანონი არ ითვალისწინებს გარიგების ფორმას,
„მაშინ მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი“. მაგრამ თუ გარიგების
ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, მაშინ ასეთი ფორმის
დაცვა სავალდებულოა და მხარეები ვერ აუვლიან გვერდს ამ წესს. მაგ. სამოქალაქო კოდექსის
იმპერატიულ ნორმათა კატეგორიას განეკუთვნება 183-ე მუხლი, რომლის თანახმად, „უძრავი
ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ
გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

ყველაფერი ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, საკოლიზიო ნორმის მითითება


კოლიზიაში მყოფი ამა თუ იმ კანონის გამოყენების შესახებ კარგავს ძალას (გაქარწყლდება),
თუ ასეთი მითითების საფუძველზე გამოსაყენებელი სამართლის ნორმა, თავისი შინაარსით,
ეწინააღმდეგება ან არ შეესაბამება საქართველოს კერძო სამართლის იმპერატიულ ნორმებს.

You might also like