You are on page 1of 2

ნების ავტონომია და სამართლის გამოყენება,როცა მხარეებს არ აურჩევიათ ქვეყნის

სამართალი.

საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ნებას რთავს,


ანუ უფლებას ანიჭებს მხარეებს, რომლებიც დებენ გარიგებებს საერთაშორისო კერძო
სამართლის სფეროში, მოაწესრიგონ ამ გარიგებასთან დაკავშირებული საკითხები იმ
ქვეყნის სამართლით, რომელიც მათ აირჩიეს. არჩეული ქვეყნის სამართალი, მხარეთა
შეთანხმებით, სხვა ქვეყნის სამართლით შეიძლება შეიცვალოს ხელშეკრულების
დადების შემდეგ. განსაზღვრული მუხლი ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ და
ზოგადსამართლებრივ პრინციპს, სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებს
შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ
გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება“.

სამართლის არჩევის შესახებ მხარეთა ნების პირდაპირი გამოხატვის გარდა,


არსებობს ასეთი ნების დუმილით გამოხატვაც. საქართველოს საერთაშორისო კერძო
სამართლის შესახებ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს სამართლის არჩევის
შესახებ მხარეთა შეთანხმებული ნების გამოხატვის რაიმე ფორმას,შესაბამისად, მათ
შეუძლიათ თავიანთი შეთანხმება სამართლის არჩევის შესახებ გააფორმონ
წერილობით ან ზეპირად – როგორც თვითონ გადაწყვეტენ.

თუ მხარეები შეთანხმდნენ და აირჩიეს ამა თუ იმ ქვეყნის სამართალი, მათ არ


შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი თავიანთ შეთანხმებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ
გამოსაყენებელი სამართლის არჩევის შესახებ მხარეთა შეთანხმება იძენს იურიდიულ
ძალმოსილებას, არჩეული ქვეყნის სამართალი მხოლოდ ისევ მხარეთა შეთანხმებით
შეიძლება შეიცვალოს.

სართველოს კანონი არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას, მხარეებს შეუძლიათ


აირჩიონ ნებისმიერი ქვეყნის სამართალი.შეზღუდვა არის და სამართლის არჩევა
ჩაითვლება ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს ხელშეკრულებასთან ყველაზე
მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართლის იმპერატიულ ნორმებს.
საქართველოს კანონის 38-ე მუხლი შეიცავს სამართლის არჩევის ბათილობის კიდევ
ერთ შემთხვევას: სამართლის არჩევა ჩაითვლება ბათილად, თუ იგი უგულებელყოფს
იმ იმპერატიულ ნორმებს, რომელიც მიღებულია მომხმარებელთა და მუშა-
მოსამსახურეთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად“. საქართველოს საერთაშორისო
კერძო სამართლის შესახებ კანონი მხარეთა მიერ არჩეული ქვეყნის სამართალის
შესახებ შეთანხმებას ბათილად ცნობს ასევე თუ სამართლის არჩევა უგულებელყოფს
იმ ქვეყნის ნორმებს, სადაც მოხდა შეთანხმება მოძრავი ნივთების მიწოდების,
დაფინანსების, შრომის ან მომსახურების შესახებ და სადაც აქვთ საცხოვრებელი
ადგილი მომხმარებლებსა და მუშა-მოსამსახურეებს და თუ იქ დისკრიმინაციისაგან
დაცვის ნორმები მოქმედებს.
შემდეგ მინდა ყურადღება გავამახვილო სამართლის გამოყენებაზე,როცა მხარეებს
რომელიმე ქვეყანა არ აურჩევიათ. სკს-ის 36-ე მუხლის თანახმად, : „თუ მხარეებს არ
აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან
ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს“. ივარაუდება, რომ
ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც
მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა
შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია“. გასათვალისწინებელია კიდევ
ერთი გარემოება: განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ სად ჰქონდა
ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია დახასიათებულ
სახელშეკრულებო ვალდებულების შემსრულებელ მხარეს ამ ხელშეკრულების
დადების დროს. ამიტომ, თუ ასეთმა მხარემ შემდგომში შეიცვალა ადგილსამყოფელი
ან რეზიდენცია, ეს ვერ მოახდენს გავლენას საკოლიზიო პრინციპზე: ყოველთვის
გამოყენებულ უნდა იქნეს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მხარეს ჰქონდა
ადგილსამყოფელი ხელშეკრულების დადების დროს.

კანონის თანახმად,თუ ხელშეკრულების საგანია მიწის ნაკვეთზე უფლება ან


მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე
მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც არის მიწის ნაკვეთი. ამ მუხლის
მე-3 ნაწილის თანახმად, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებისას ივარაუდება,
რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც
ხელშეკრულების დადებისას „გადამზიდველს აქვს ადმინისტრაციის ძირითადი
ადგილსამყოფელი, თუ ამ ქვეყანაშია დატვირთვის, გადმოტვირთვის ან გამგზავნის
ძირითადი ადგილსამყოფელი“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
„დაზღვევის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა
დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც დასაზღვევი რისკის ძირითადი ნაწილი
არსებობს“.

You might also like