You are on page 1of 2

2.

საკოლიზიო ნორმების სახეები და საბამის სახეები

საკოლიზიო ნორმათა კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა საფუძველზე, მაგალითად,


თუ კლასიფიკაციის საფუძვლად გამოვიყენებთ საკოლიზიო საბამის ფორმას, მაშინ
საკოლიზიო ნორმები შეიძლება დავყოთ ცალმხრივად და ორმხრივად. ცალმხრივი
საკოლიზიო ნორმა მიუთითებს, თუ როდის შეიძლება იქნას გამოყენებული ერთი
რომელიმე ქვეყნის კონკრეტული სამართალი.მაგალითად, 48-ე მუხლის მე-4 პუქტის
მიხედვით, თუ სარჩენი პირი და მარჩენალი საქართველოს მოქალაქეები არიან და
მათ ჩეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვთ, გამოიყენება
საქართველოს სამართალი. რეგულირების ხერხების მიხედვით, საკოლიზიო
ნორმებს ყოფენ იმპერატიულ, დისპოზიციურ და ალტერნატიულ ნორმებად.
1.იმპერატიული ნორმა შეიცავს კატეგორიულ მითითებას გამოსაყენებელი ქვეყნის
სამართლის შესახებ.მაგალითად, 30-ე მუხლის თანახმად, „მოთხოვნის
ხანდაზმულობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც ამ მოტხვონის
მიმართ გამოიყენება“. 2. დისპოზიციური საკოლიზიო ნორმა აძლევს მხარეებს
შესაძლებლობებს, გადაუხვიონ საკოლიზიო ნორმის მითითებას და შეცვალონ ეს
მითითება თავიანთი შეხედულებით. 36-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება
ექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს, თუ
მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი. მაშასადამე, მხარეებს
შეუძლიათ გადაუხვიონ საკოლიზიო პრინციპს და თვითონ ურთიერთშეთანხმებით
დაუქვემდებარონ ხელშეკრულება მათ მიერ არჩეული ქვეყნის სამართალს.
3.ალტერნატიული საკოლიზო ნორმა შეიცავს სამართლის არჩევის რამდენიმე წესს იმ
ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რომელზედაც ამ ნორმის მოცულობა
მიუთითებს. მაგალითად, 55-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობითი
ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ
გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას ჰქონდა უკანასკნელი ჩვეულებრივი
ადგილსამყოფელი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს
სამართალი. ამიტომ ჯერ უნდა შემოწმდეს ადგილსამყოფელი და შემდეგ შეიძლება
საქართველოს სამართლის გამოყენებაზე მსჯელობა. ალტერნატივები ამშემთხვევაში
არ არიან ტოლფასოვნები. ამასთან ერთად არის ისეთი ალტერნატიული
ნორმებიც,რომლებშიც ყველა ანლეტრნატივა ტოლფასოვანია და ნებისმიერი მათ
შორის შეიძლება იქნას გამოყენებული.მაგალითად, 45-ე მუხლის თანახმად,
ქორწინების ზოგადი შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს:1. რომელსაც
ორივე მეუღლე ცალ-ცალკე განეკუთვნება, ან ქორწინებს უკანასკნელ მომენტში
განეკუთვნებოდა, 2. სადაც ორივე მეუღლეს ცალ-ცალკე აქვს ან ქორწინების
უკანასკნელ მომენტში ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, 3.რომელთანაც
მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ცხადია, რომ
თი საკოლიზიო ალტერნატიული მიმაგრებები ტოლფასოვანია, მხარეებს და
სამართალშემფარდებელ ორგანოებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი მათგანი.
საკოლიზიო ნორმის კლასიფიკაციას ახდენენ ასევე პრიორიტეტულობის ნიშნით.
განასხვავებენ ძირითად და სუბსიდიალურ დაკოლიზიო ნორმებს. ძირითადი ანუ
გენერალური საბამი მიუთითებს სამართლის არჩევის ძირითად პრინციპზე, ხოლო
დამატებითი მიუთითებს სამართლის არჩევის სხვა წესზე, რომელიც შეიძლება
გამოყენებული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლის არჩევის
ძირითადი წესი ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ იქნა გამოყენებული. 35-ე მუხლის
მიხედვით, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება
მოვალეობების განსაზღვრა წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის
სამართლით- არის ძირითადი (გენერალური) საკოლიზიო პრინციპი. ყველაზე
მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართლის გამოყენება არის დამატებითი წესი
ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც ძირითადი საკოლიზიო პრინციპი ვერ იქნება
გამოყენებული.

You might also like