You are on page 1of 10

ხელშეკრულეგის დადება

1.ხელშეკრულების თავისუფლება

როგორც ჩვენთვის ცნობილია ხელშეკრულება ორმხრივი ან


მრავალმხრივი გარიგებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულია
ხელშეკრულების თავისუფლება, რომელიც გულისხმობს კერძო
სამართლის სუბიექტების უფლებას, თავიანთი სურვილისამებრ
დადონ ესა თუ ის ხელშეკრულება, არამედ შესაძლებლობას,
თავიანთი შეხედულებით განსაზღვრონ დასადები
ხელშეკრულებების შინაარსი.

ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი წარმოადგენს


კერძო სამართლის სუბიექტების კერძო ავტონომიის რეალიზაციას.
ამ პრინციპის თანახმად, ნებისმიერი პირი თავისუფალია არჩევანში,
დადოს თუ არა და ვისთან დადოს ხელშეკრულება

ხელშეკრულების დადების თავისუფლება არ არის აბსოლუტური და


ყოველთვის შეზღუდულია.
შეზღუდვა, უპირველეს ყოვლისა, დგინდება კანონის სპეციალური
ნორმებით. მაგ: საქართველოს შრომის კოდექსი კრძალავს
არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადებას
სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებასთან და სხვა

ასევე კანონმდებლობაში ადგილი აქვს შემთხვევებს, როდესაც


ხელშეკრულების დადება და მოქმედება მიიღწევა სახელმწიფოს
სავალდებულო აქტიდან და არა ნების გამოვლენიდან.
(ეწ. ხელშეკრულებები, რომლებიც იდება მითითებების
საფუძველზე – diktierte Verträge). აქ ხელშეკრულების პრინციპი
ირღვევა. სახელმწიფოს სავალდებულო აქტიდან წარმოიშობა
სამართლებრივი ურთიერთობა, რომელსაც კერძოსამართლებრივი
დანაწესები უდევს საფუძვლად (მაგ., ქირავნობის ხელშეკრულება).

შეზღუდვა ასევე მდგომარეობს კერძო სამართლის სუბიექტების


ნების გამოვლენის ნამდვილობის სახელმწიფოს ნებართვაზე
დამოკიდებულებაში. კანონი ადგენს, რომ ასეთი შეზღუდვა
შეიძლება დაწესდეს საზოგადოების ან პიროვნების არსებითი
ინტერესების დაცვისათვის და ამასთან მხოლოდ კანონის
საფუძველზე.

ასევე შეზღუდვა გამოიხატება კერძო სამართლის კონკრეტული


სუბიექტისათვის სხვა დანარჩენ პირებთან ხელშეკრულების
დადების ვალდებულების დაკისრებაში (Kontrahierungszwang).
ასეთი ვალდებულება ეკისრებათ იმ პირებს, რომლებსაც უკავიათ
დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე.
კანონი ადგენს რომ პირს, რომელსაც უკავია დომინირებული
მდგომარეობა ბაზარზე, არ შეუძლია ხელშეკრულების მეორე მხარეს
— კონტრაგენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების
არათანაბარი პირობები.
მაგალითად, სს „თელასი“ ვალდებულია თბილისის ტერიტორიაზე
დადოს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება ნებისმიერ
აბონენტთან, ვინაიდან თბილისში მომხმარებლებისათვის
ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი არ არსებობს.

III. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება ასევე კერძო სამართლის


სუბიექტების კერძო ავტონომიის გამოხატულებაა და გულისხმობს
ნებისმიერი პირის არჩევანის თავისუფლებას, საკუთარი
სურვილითა და შეხედულებით განსაზღვროს ხელშეკრულების
პირობები.

სახელშეკრულებო სამართალში (ვალდებულებით სამართალში)


კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ თავისუფლად აირჩიონ
არა მარტო ხელშეკრულების ის სახე, რომელსაც პირდაპირ ადგენს
და აწესრიგებს კანონი (ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა, ამხანაგობა,
თავდებობა და ა. შ.), შეცვალონ მათი ცალკეული დებულებები,
არამედ დადონ კანონით საერთოდაც გაუთვალისწინებელი
ხელშეკრულებები იმ შემთხვევაში, როდესაც ამის პირდაპირი
აკრძალვა არ არის კანონში.

სახელშეკრულებო სამართლისათვის (ვალდებულებითი


სამართლისათვის) დამახასიათებელია იურიდიული ტექნიკის
თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც შეიძლება
გამოიხატოს შემდეგ ფორმულაში: ის, რაც აკრძალული არ არის,
დაშვებულია. ამით, უნდა აღინიშნოს, სახელშეკრულებო
სამართალი და, ზოგადად, კერძო სამართალი დიამეტრალურად
განსხვავდება საჯარო სამართლისაგან, რომელშიც, პირიქით, ის, რაც
დაშვებული არ არის, შესაბამისად, აკრძალულია.

ხელშეკრულების დადების თავისუფლების მსგავსად,


ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებაც არ არის აბსოლუტური
და ისიც შეზღუდულია კანონის იმპერატიული დანაწესებით.
შეზღუდვის მიზანი შეიძლება მდგომარეობდეს ხელშეკრულების
დამდები მხარის ინტერესების დაცვაში.

უპირველეს ყოვლისა, კანონი იცავს პირებს ისეთი


ხელშეკრულებების დადებისას, რომლებიც ეხება პირის მთელ
ქონებას ან ქონების ნაწილს და მიმართულია ამ ქონების
გასხვისებისა თუ უფლებრივად დატვირთვისაკენ. კერძოდ, სსკ
ადგენს, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს
ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების
ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი,
მოითხოვს წერილობით ფორმას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ
ნივთებზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 321-ე მუხლი)'.

წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების


ბათილობას. საერთოდ დაუშვებლად არის მიჩნეული პირის მიერ
მთელი თავისი მომავალი ქონების გასხვისება ან უზუფრუქტით
დატვირთვა. მიუხედავად იმისა, რომ პირს სურს ასეთი
ხელშეკრულების დადება, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ მან
მთელი თავისი მომავალი ქონების გასხვისების ან უზუფრუქტით
დატვირთვის ხელშეკრულება დადო წერილობითი ფორმით, ასეთი
ხელშეკრულება მაინც ბათილია (საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 320-ე მუხლი).

თუმცა, აქვე კანონი აზუსტებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება


მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებს. ცალკეული ნივთების
გასხვისების ან უფლებრივი დატვირთვის შესახებ შეპირება
ნამდვილია. მსგავსად მთელი მომავალი ქონებისა, ბათილია ასევე
პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ
და ნააღმდეგოდაც უნდა ჩაითვალოს (მაგალითად, კერესელიძე
შეუთანხმდა ფონდ „სათნოებას“ იმაზე, რომ თუ მისი პაპის
გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობიდან რაიმე წილი მას ერგება,
იგი სრულად ამ წილს გადასცემს ფონდს). თუმცა, ამ წესიდანაც
კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს; კერძოდ, ხელშეკრულება
ბათილად არ ჩაითვლება, თუ იგი იდება მომავალ კანონით
მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო
წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე.

2.ხელშეკრულების დადების მომენტი. ოფერტი და აქცეპტი

I. ხელშეკრულების დადების მომენტი

როგორც სახელშეკრულებო სამართლის თეორიაში, ასევე


პრაქტიკაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ მომენტის დადგენას,
როდესაც ხელშეკრულება ითვლება დადებულად. ხელშეკრულების
დადება ხშირად დროში გაწელილი პროცესია: მხარეები
უკავშირდებიან ერთმანეთს, აწარმოებენ მოლაპარაკებას,
თანხმდებიან ხელშეკრულების ცალკეულ პირობებზე. მაგრამ
ხელშეკრულების დადების მომენტად საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი მაინც მიიჩნევს მომენტს, როდესაც მხარეები
ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე თანხმდებიან.

არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები:


ა) რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ასეთად მიჩნეულია კანონის
მიერ;
ბ) რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა
იქნეს შეთანხმება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე
მუხლი).
მაგ:, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია
ნასყიდობის საგანი, ფასის ოდენობა; ქირავნობის ხელშეკრულების
არსებითი პირობებია, გარდა ქირავნობის საგნისა და ქირის
ოდენობისა, აგრეთვე, ხელშეკრულების ვადა, თუმცა, ქირავნობის
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განუსაზღვრელი ვადითაც.

ხელშეკრულების დადება გამორიცხულია, როდესაც


შეუთანხმებლელი პირობა დასადები გარიგების არსებით
საფუძველს მიეკუთვნება. იტალიის სამოქალაქო კოდექსის
თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტში,
როდესაც იმ პირმა, რომელმაც წარადგინა ოფერტი, შეიტყო მეორე
მხარის აქცეპტის შესახებ.

II. ოფერტი და აქცეპტი

ხელშეკრულების დადებაზე შეთანხმება მიიღწევა:


ა) ხელშეკრულების დადების შესახებ შეთავაზების, წინადადებისა
და
ბ) ამ წინადადებაზე თანხმობის თანხვედრით.

პირველ ელემენტს ეწოდება ოფერტი, მეორეს-აქცეპტი. ოფერტის


განმახორციელებელ ხელშეკრულების მხარეს ეწოდება ოფერენტი,
ხოლო ოფერტის მიმღებს ანუ აქცეპტის განმახორციელებელ მხარეს
- აქცეპტანტი.

იმისათვის, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ კონკრეტული


წინადადება ჩაითვალოს ოფერტად, იგი უნდა იყოს მიმართული
ერთი ან რამდენიმე განსაზღვრული პირისადმი და მისი
შინაარსიდან უნდა ჩანდეს, რომ ოფერენტი აქცეპტის შემთხვევაში
მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.
შესაბამისად, ოფერტს უნდა ახასიათებდეს ერთდროულად 2
თვისება:
1. განსაზღვრულობა; ოფერტი ყოველთვის უნდა იყოს
განსაზღვრული, ვინაიდან მეორე მხარეს — აქცეპტანტს უნდა
ჰქონდეს საშუალება, შეაფასოს იგი და განაცხადოს მასზე თანხმობა
ან უარყოს იგი;
2 მავალდებულებელი (მბოჭავი) სამართლებრივი ძალა;
ოფერტი ოფერენტისათვის მავალდებულებელი(შემბოჭველი) უნდა
იყოს. ეს თვისება აუცილებელია თუნდაც აქცეპტანტის ინტერესების
დაცვისათვის; ოფერტის წარდგენისას აქცეპტანტმა უნდა იცოდეს,
რომ წინადადების წარდგენით მისი ავტორი კისრულობს
ვალდებულებას და არა უბრალოდ გასცემს ინფორმაციას თავისი
განზრახვის შესახებ. მსგავსად ოფერტისა, აქცეპტის მიმართაც არის
დადგენილი სპეციალური მოთხოვნები, ვინაიდან აქცეპტის
გაკეთებას შედეგად მოყვება ხელშეკრულების დადება

ოფერტი და აქცეპტი იურიდიული ბუნებით ორივე


მიღებასავალდებულო ნების გამოვლენებია, თუმცა, ცალკე აღებული
არც ოფერტი და არც აქცეპტი ცალმხრივ გარიგებად არ ითვლება;
ისინი მხოლოდ ხელშეკრულების დადებისაკენ მიმართული ნების
გამოვლენებია. მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 335-ე
მუხლში მითითებულ გამონაკლის შემთხვევაში აქცეპტი არ
საჭიროებს ოფერენტისათვის მისვლას და ოფერტი დუმილითაც
ითვლება მიღებულად'.

ოფერტზე მოწვევად უნდა ჩაითვალოს, მაგალითად, მაღაზიის მიერ


საქონლის გასაყიდად განთავსება. ოფერტზე მოწვევის ყველაზე
გავრცელებული შემთხვევა მაინც საქონლისა თუ მომსახურების
რეკლამაა.

ვადა (თანხმობა ან უარყოფა)

უპირველეს ყოვლისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოფერტზე


თანხმობის ან მისი უარყოფის ვადას. კანონი ადგენს განსხვავებულ
ვადებს იმისდა მიხედვით, ოფერტი გაკეთებულ იქნა თანმყოფი თუ
არათანმყოფი პირისათვის. თანმყოფ პირად მიიჩნევა ის პირი,
ვისთანაც ოფერენტს აქვს უშუალო პირდაპირი კონტაქტი.
(პირისპირ,ტელეფონი,ინტერნეტი)

თუ სატელეფონო საუბრის დროს კავშირი წყდება, ოფერტი, როგორც


წესი, წყდება. „დაუყოვნებელი“ აქცეპტი უკვე აღარ შეიძლება
განხორციელდეს უშუალოდ სატელეფონო კავშირის აღდგენის
შემდეგ. თუ სატელეფონო საუბარი განახლდა ტექნიკური მიზეზით
გამოწვეული არაარსებითი მოკლე ვადით შეწყვეტის შემდეგ,მაშინ
შემთავაზებელმა თავის ოფერტის აქცეპტი სათანადო დროში
განხორციელებულად უნდა მიიჩნიოს
თანმყოფი პირისათვის გაკეთებულ ოფერტზე აქცეპტი უნდა
გაკეთდეს დაუყოვნებლივ, თუნდაც მცირე ხნით დაყოვნებული
პასუხი აქცეპტად აღარ ჩაითვლება.

330- ე მუხლის მე-2 ნაწილში დადგენილია, რომ არათანმყოფი


პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე
იქნეს მიღებული, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ,
შეუძლია დაელოდოს პასუხს;
საუბარია გონივრულ ვადაზე, რომელიც ყოველი კონკრეტული
შემთხვევის გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება
განსხვავებული იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ პასუხის გაცემის ვადა მითითებულია ოფერტში


ამ შემთხვევაში, აქცეპტი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ამ ვადაში.
თუ ოფერენტს აქცეპტი დაგვიანებით მიუვა, აქცეპტიდან კი
ირკვევა, რომ იგი დროულად არის გამოგზავნილი, აქცეპტი
მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დაგვიანებულად, თუ ოფერენტმა მეორე
მხარეს დაუყოვნებლივ აცნობა ამის შესახებ

დაგვიანებით გაკეთებული აქცეპტით ხელშეკრულება, რა თქმა


უნდა, არ იდება, მაგრამ ვინაიდან სახეზეა პასუხის გამცემის
მხრიდან აშკარა ნება განსაზღვრულ (ოფერტში მითითებულ)
პირობებზე ხელშეკრულების დადებისა, იგი თავად მიიჩნევა ახალ
ოფერტად და უკვე თავის მხრივ ყოფილი ოფერენტის მხრიდან ამ
დაგვიანებით გაკეთებული აქცეპტის მიღების (ახალი აქცეპტის)
შემთხვევაში ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად.

თუ ოფერენტსა და აქცეპტანტს შორის არსებობს საქმიანი


ურთიერთობა ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ჩაითვლება
დადებულად, თუ აქცეპტანტს შეეძლო ევარაუდა ოფერენტის
თანხმობა, ხოლო ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ არ განაცხადებს
უარს (334)

აქცეპტი ყოველთვის უნდა იყოს აქტიური მოქმედება (სიტყვიერი


პასუხი, მოქმედება, რომელიც ადასტურებს თანხმობას). დუმილით
აქცეპტი დაუშვებელია. თუმცა, ამ საერთო წესიდან კანონი
ითვალისწინებს ერთ გამონაკლისს. კერძოდ, სსკ 335-ე მუხლის
თანახმად: „თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი
ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების
შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან
კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ
წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი
მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ
პირისაგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი
საქმეების შესასრულებლად.
იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმე ოფერტს უარყოფს, ხოლო საქონელი
უკვე გამოგზავნილია, იგი ვალდებულია ზიანის თავიდან
ასაცილებლად ოფერენტის ხარჯზე დროებით შეინახოს საქონელი
ისე, რომ ამით მას ზიანი არ მიადგეს“.
ამ მუხლის ნორმების მოქმედებისათვის საჭიროა არსებობდეს
შემდეგი წინაპირობები:
1. აქცეპტანტი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი;
2. იგი თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში უნდა
ახორციელებდეს სხვა პირთა საქმიან ოპერაციებს;
3. აქცეპტანტი უნდა იმყოფებოდეს საქმიან კავშირში ოფერენტთან.
მაგ., შპს „ვერა“ გარკვეული ვადის განმავლობაში ახორციელებს შპს
„მაგთის“ მონობარათების რეალიზაციას. მონობარათების მორიგი
პარტიის გასაღების შეთავაზებისას შპს „ვერამ“ უნდა უპასუხოს
ოფერენტს, არის თუ არა იგი თანახმა, მიიღოს და რეალიზაცია
გაუკეთოს მონობარათების შეთავაზებულ პარტიას. თუ იგი არ
უპასუხებს, მისი დუმილი ჩაითვლება თანხმობად და
შეთავაზებული მონობარათების რეალიზაციის ნაწილში
ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება.

3.ხელშეკრულების ფორმა

ხელშეკრულების დადება ყოველთვის გულისხმობს მხარეთა მიერ


მათ შორის მიღწეული შეთანხმებისათვის განსაზღვრული ფორმის
მიცემას. ვინაიდან ხელშეკრულება გარიგებაა, ამ უკანასკნელის
მიმართ არსებული ფორმის წესები სრულად გამოიყენება
ხელშეკრულების მიმართაც.
ზოგადი წესით, კერ ძოსამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილეები თავისუფალნი არიან გარიგების ფორმის არჩევისას;
მხოლოდ კანონით დადგენილ განსაზღვრულ შემთხვევებშია
სავალდებულო გარიგების სპეციალური, კანონში მითითებული
ფორმის დაცვა. ფორმის დაუცველობა, როდესაც კონკრეტული
ფორმა მოითხოვება კანონით, შედეგად იწვევს გარიგების
ბათილობას.

მაგ., ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს


ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან
შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ფორმის
დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება
შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი
დოკუმენტის შედგენით;
ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო
შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.

ამრიგად, გარიგება შეიძლება დაიდოს შემდეგი ფორმებით:


1. ზეპირად,
2. წერილობითი ფორმით, რომელიც გულისხმობს მარტივ და
რთულ წერილობით ფორმას — სანოტარო წესით დამოწმებას.

ყოველდღიურად ზეპირად უამრავი გარიგება დგება:


ყოველდღიური მოხმარების საქონლის შეძენა, სატრანსპორტო,
საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურების მიღება და ა. შ.
ზეპირად დადებულ გარიგებას უთანაბრდება ე. წ.
კონკლუდენტური მოქმედებით გარიგების დადება. მაგალითად,
საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდა

მარტივი წერილობითი ფორმის არსებობისას გარიგების


ნამდვილობისათვის საკმარისია გარიგებაში მონაწილე მხარეთა
ხელმოწერა (69.3). გარიგების მხარეთა მიერ ხელი ყოველთვის
ეწერება წინასწარ მომზადებულ დოკუმენტს (განცხადება,
ხელშეკრულება, ანდერძი). ხელმოწერა ხდება პირადად გარიგების
მონაწილე პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ.
ხელმოწერილი შეიძლება იყოს დოკუმენტის ყოველი გვერდი ან
დასაშვებია, ხელმოწერის შესრულება დოკუმენტის მხოლოდ ბოლო
გვერდზე ხელმოწერებისათვის განკუთვნილ ადგილზე. სსკი
დასაშვებად მიიჩნევს ხელმოწერისათვის ისეთი მექანიკური
საშუალების გამოყენებასაც, როგორიცაა წინასწარ დამზადებული
ფაქსიმილიე მხოლოდ იმ პირობით, რომ აღნიშნული მიღებულია
ჩვეულებად, კერძოდ, ფასიან ქაღალდებზე ხელის მოწერისას,
რომელთა გამოშვებაც დიდი რაოდენობით ხდება (საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილი). თუმცა, აქვე
აღვნიშნავთ, რომ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის
შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესის თანახმად, ნოტარი- უსის
მიერ მექანიკური ფაქსიმილიეს გამოყენება აკრძალულია.

You might also like