You are on page 1of 2

1. საერთაშორისო სამართლის ცნება.

საერთაშორისო სამართალი არის ის ნორმები, ანუ ქცევის წესები , რომლებიც სახელმწიფოთა ან


სხვა სუბიექტების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქმნება და რომლთა შესრულებაც თვით
სახელმწიფოების ან სხვა სუბიექტების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხდება.

2. განასხვავეთ საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო


ჩვეულებისაგან.
საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულება დაუწერელი ქცევის წესია, იგი ყალიბდება
სახელმწიფოთაშორისი პრაქტიკის შედეგად, რომელშიც აღიარებენ ამ ქცევის წესის
სავალდებულო ძალას, დუმილით ან ოფიციალური განცხადებით.
ჩვეულებისაგან განსხვავებით, საერთაშორისო ხელშეკრულება საერთაშორისო-სამართლის
ძირიტადი წყაროა, რადგანაც იგი მხოლოდ დაწერილი, მხარეთა შორის აზრთა გაცვლა-
გამოცვლის საფუძველზე შექმნილი ნორმაა, რომელიც ქმნის სტაბილურ, მყარ ქცევის წესს.

3. რას გულისხმობს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი


სამართლის თანაფარდობა?
საერთაშორისო სამართალი, ისევე როგორც შიდასახელმწიფოებრივი სამართალი ორ
დამოუკიდებელ სამართლებრივ სისტემას წარმოადგენს, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას,
რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად იზოლირებული არიან.
ორივე სამართლებრივი სისტემა კონკრეტული სახელმწიფოს ნებას გამოხატავს, მაგრამ
განსხვავებით შიდასახელმწიფოებრივი ნორმისაგან, საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმა
რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და იურიდიულად სრულუფლებიანი
პოლიტიკური ძალების ურთიერთშეთანხმებაა, რამდენიმე სახელმწიფოს საერთო
ნებასურვილის გამოხატულებაა, ანუ ამ სახელმწიფოებს შორის მიღწეული კომპრომისია.
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობის სამი თეორია
არსებობს, აქედან ორი მონისტურია, რომელიც ორივე სისტმის დამოუკიდებლობას აღირებს,
ამასთანავე არ გამორიცხავს მათ ურთიერთზეგავლენას.

4. განმარტეთ ძალის გამოყენებასა და ძალით დამუქრებაზე უარის


თქმის პრინციპი.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი აგრესიულ ომს, როგორც ეროვნული პოლიტიკის
საშუალებას, კანონგარეშე აცხადებს. აკრძალულია არა მარტო ომის დაწყება, არამედ ნებისმიერი
სახის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური, სავაჭრო ან სხვა ზომების გამოყენება , სხვა
სახელმწიფოს დაპყრობის ან მისი პოლიტიკური დაქვემდებარების მიზნით.
აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზაება და გაჩაღება საერთაშორისო დანაშაულადაა აღიარებული
და დამნაშავეს სასტიკი პასუხისმგებლობა ეკისრება.
ყოველი სახელმწიფო მოვალეა თავს იკავებდეს ყველანაირი ძალმომრეობითი მოქმედებისაგან,
რომელიც თვითგამორკვევის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უფლებას ართმევს
ხალხებს.
როდესაც ჩაგრული კოლონიური ერი , ყველა მშვიდობიან საშუალებას ამოწურავს, შემდეგ
იძულებულია მიმართოს იარაღს, ეს ბრძოლა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც
აგრესიული ომი, არამედ თავდაცვის ომი. ამ გამონაკლისის გარდა არცერთ სახელმწიფოს არ
აქვს ომის უფლება, რომ თავს დაესხას მეორე სახელმწიფოს.

You might also like