You are on page 1of 3

იმუნიტეტის საკითხი სახელმწიფოს იურისდიქციასთან

მიმართებაში

საერთაშორისო სამართლის მიხედვით მუნიციპალურ სასამართლოებში იმუნიტეტით


სარგებლობენ: უცხო სახელმწიფოები (სუვერენული ან სახელმწიფო იმუნიტეტი) და მათი
დიპლომატიური წარმომადგენლები (დიპლომატიური იმუნიტეტი); და საერთაშორისო
ორგანიზაციები.

საერთაშორისო სამართალში სახელმწიფო იმუნიტეტი მოიცავს სამართლებრივ წესებსა და


პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს (ე.წ.
,,ფორუმი სახელმწიფო’’) იურისდიქციისაგან (საკანონმდებლო, სასამართლო და
აღმასრულებელი) თავისუფლების პირობებს. სახელმწიფო იმუნიტეტის შესახებ არსებული
წესები ჩვეულებითი სამართლის ნაწილია და ზოგჯერ ინკორპორირებულია საერთაშორისო
ხელშეკრულებებშიც, მაგალითად, 1972 წლის ევროპის კონვენცია სახელმწიფო იმუნიტეტის
შესახებ. რადგან სახელმწიფოები დამოუკიდებელნი და სამართლებრივად თანასწორნი არიან,
ამიტომ არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია თავისი იურისდიქციის განხორციელება მეორე
სახელმწიფოს მიმართ ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. უცხო სახელმწიფოს მეთაური
აბსოლუტური იმუნიტეტით სარგებლობს, იმ ქმედებების მიმართაც კი, რომლებიც მან
არასამსახურეობრივი მიზნისათვის განახორციელა. დღესდღეობით ძირითადად
გავრცელებულია განსაზღვრული იმუნიტეტი - სახელმწიფო იმუნიტეტით მხოლოდ
სახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით სარგებლობს (iure imperii) და არა კომერციული
ხასიათის ქმედებებთან დაკავშირებით (iure gestionis). აბსოლუტური იმუნიტეტი გვხვდება
ძირითადად სამხრეთ ამერიკაში, ასევე ჩინეთში. მდომარეობა რთულდება, როდესაც უცხო
სახელმწიფოები საჯარო მიზნების მისაღწევად კერძო კომერციული საქმიანობის ფორმას
ირჩევენ. ზოგიერთი სახელმწიფო de jure imperii-სა და de jure gestionis-ს განასხვავებს თავად
ქმედების ბუნებიდან გამომდინარე (ობიექტური ტესტი), სხვანი კი თავად მიზნიდან
გამომდინარე მოქმედებემ (სუბიექტური ტესტი).

კვალიფიციური იმუნიტეტი - სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, სხვა სახელმწიფოებს


იმუნიტეტი მხოლოდ ეროვნული სასამართლოების წინაშე მიანიჭონ, თუკი უცხო სახელმწიფოს
წინააღმდეგ მიმართული სარჩელი de jure imperii-ს ემყარება და გადაწყვეტილების
აღსრულებისას იმუნიტეტის გამოყენება შეეხება უცხო სახელმწიფოს საკუთრებას, რომელიც
საჯარო (არაკომერციული) მიზნებისათვის გამოიყენება. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოების
საკუთრებასთან დაკავშირებულ ქმედებას de jure gestionis, ამ თვალსაზრისით, იმუნიტეტის
მინიჭება სახელმწიფოს სურვილზეა დამოკიდებული, ის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.
თუმცა, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და კომერციულ საქმიანობას შორის არსებული
განსხვავება ემყარება არა ქმედებათა მიკუთვნებას სახელმწიფოსადმი, არამედ ადგილობრივი
სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს მსგავსი ქმედებებიდან წარმოშობილი
უთანხმოებები. ასევე, სახელმწიფოსა და კომერციულ ქმედებებს შორის არ არსებობს ზუსტი
განსხვავება, რაც კიდევ უფრო ართულებს სახელმწიფო იმუნიტეტის თეორიას.

ასევე რთული საკითხია თავად ,,სახელმწიფოს’’ განმარტება იმუნიტეტის საკითხთან


მიმართებაში.

უცხო სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს ორ კერძო პირს შორის არსებული საქმის განხილვისას
საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული ინტერესის გამო, თუკი ის სასამართლოს წინაშე
წარადგენს დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მის მიერ აღძრული სარჩელი
არ არის ილუზიური ხასიათის ან/და არ ეყრდნობა არარსებულ უფლებას.

ზოგიერთი სახელმწიფოს პრაქტიკაში, განსაკუთრებით აშშ-ში, სუვერენული იმუნიტეტის


პრინციპთან ახლო მდგომი პრინციპია ე.წ. ,,სახელმწიფოს ქმედების’’ დოქტრინა. მის თანახმად,
არ შეიძლება ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა მეორე სახელმწიფოში იმ
ქმედების გამო, რომელიც მან საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში განახორციელა. მისი ფართო
ვერსიის თანახმად, ეს წესი მაშინაც მოქმედებს, როდესაც სახელმწიფოს ქმედება ეწინააღმდეგება
საერთაშორისო სამართალს. ხშირად ხდება სახელმწიფოს ქმედების დოქტრინისა და კერძო
საერთაშორისო სამართლის ერთმანეთში არევა. არსებობს გარკვეული განსხვავებაც: ერთი
მხრივ, დოქტრინა სახელმწიფოს ქმედების შესახებ უფრო ფართო ხასიათისაა, ვიდრე კერძო
საერთაშორისო სამართალი, რადგანაც ის მოიცავს უცხო სახელმწიფოს მიერ თავისსავე
ტერიტორიაზე ჩადელ ქმედებას, რომელიც მისსავე კანონებს ეწინააღმდეგება; მეორე მხრივ,
დოქტრინა უფრო ვიწრო რეგულირების სფეროა, ვიდრე კერძო საერთაშორისო სამართალი,
რადგანაც მხოლოდ სახელმწიფოს ქმედებას მოიცავს და არა ორ კერძო პირს შორის ყიდვა-
გაყიდვის ურთიერთობას.

დოქტრინა განსხვავებული ხასიათის ორ შემთხვევას მოიცავს:


1) როდესაც კერძო პირის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი ან ასამართლებენ ერთი
სახელმწიფოს სასამართლოში იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ჩაიდინა, როგორც მეორე
სახელმწიფოს სამსახურში მყოფმა პირმა ან მისმა ქვეშევრდომმა. ასეთ შემთხვევაში დოქტრინა
სახელმწიფოს ქმედების შესახებ სუვერენის იმუნიტეტის პრინციპის შედეგსა და საერთაშორისო
სამართალში ჩამოყალიბებყლ ნორმას წარმაოდგენს. ყველა უცხო სახელმწიფოს მოსამსახურე
თუ მისი ქვეშევრდომი (ან ყოფილი მოსამსახურე ან ქვეშევრდომი) სარგებლობს იმუნიტეტით
სასამართლოს წინაშე იმ ქმედებებისათვის, რომლებიც მათ უცხო სახელმწიფოს სახელით
ჩაიდინეს. თუმცა დოქტრინაში სახელმწიფოს ქმედების შესახებ აბსოლუტურ იმუნიტეტს
გარკვეული გამონაკლისები გააჩნია. მაგალითად, სამართალწარმოების დროს დოქტრინის
გამოყენება არ შეიძლება ისეთი დანაშაულების დასაცავად, როგორიცაა ომის დანაშაული,
მშვიდობის ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
2) როდესაც სახელმწიფო განახორციელებს ექსპროპრიაციას მის ტერიტორიაზე არსებული
საკუთრების მიმართ და მიჰყიდის კერძო პირს, რომელსაც ედავება ყოფილი მესაკუთრე მეორე
სახელმწიფოს სასამართლოში. მყიდველი არ არის ვალდებული, იყიდოს საკუთრება იმავე
ძალით, რომლითაც საჯარო მოსამსახურე ან ქვეშევრდომი იძულებულია, განახორციელოს
სახელმწიფო ბრძანებები.

სასამართლომ უცხო სახელმწიფოს საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენებით ხელისუფლებას არ უნდა


შეუქმნას პრობლემები საგარეო ურთიერთობების სფეროში.

You might also like